პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიზნეს-ინსტრუმენტი პროფესიონალებისთვის: როგორ განსაზღვრავს ახალ სტანდარტებს ASUS  ExpertBook B9 OLED-ი
ბიზნეს-ინსტრუმენტი პროფესიონალებისთვის: როგორ განსაზღვრავს ახალ სტანდარტებს ASUS  ExpertBook B9 OLED-ი

თა­ნა­მედ­რო­ვე მსოფ­ლი­ო­ში, ეფექ­ტუ­რო­ბა და მო­ბი­ლუ­რო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს ბიზ­ნე­სის სფე­რო­ში. კომ­პა­ნია ASUS-მა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი ინო­ვა­ცი­ე­ბით ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­ყა­რო­ში, ExpertBook B9 OLED-ის გა­მოშ­ვე­ბით, ბიზ­ნეს-ლეპ­ტო­პე­ბის ახა­ლი ერა შე­მო­ი­ტა­ნა. ეს ლეპ­ტო­პი არა მხო­ლოდ სა­მუ­შაო ინ­სტრუ­მენ­ტია, არა­მედ ახა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სა­ზო­მი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რე­ბის სამ­ყა­რო­ში. ExpertBook B9 OLED იკა­ვებს წამ­ყვან პო­ზი­ცი­ას ASUS -ის საქ­მი­ა­ნი ლეპ­ტო­პე­ბის სე­რი­ა­ში.

კომ­პა­ნი­ის­თვის ნო­უთ­ბუ­ქე­ბის შე­ძე­ნა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­აა. სწო­რედ ამა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მუ­შა­ო­ბის ხა­რის­ხი და სტა­ბი­ლუ­რო­ბა, პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბა და სწრა­ფი ადაპ­ტა­ცია არას­ტან­დარ­ტუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის დროს. იქ­ნე­ბა ეს სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა დის­ტან­ცი­უ­რად, მივ­ლი­ნე­ბა­ში თუ კლი­ენ­ტებ­თან შეხ­ვედ­რებ­ზე. სწო­რად შერ­ჩე­ულ ლეპ­ტოპს შე­უძ­ლია იდე­ა­ლუ­რად და­ა­ლა­გოს სა­მუ­შაო პრო­ცე­სე­ბი ბიზ­ნეს­ში.

ASUS-მა შე­სა­ნიშ­ნა­ვად იცის, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ი­მე­დო­ო­ბა, მო­ბი­ლუ­რო­ბა და მოქ­ნი­ლო­ბა ციფ­რულ მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ში. კომ­პა­ნი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი მუდ­მი­ვად ადევ­ნე­ბენ თვალ­ყურს ბიზ­ნე­სის სა­ჭი­რო­ე­ბებს ნო­უთ­ბი­ქებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში და სრულ­ყო­ფილ მო­დე­ლებს უშ­ვე­ბენ. ASUS ExpertBook B9 OLED ად­გენს ახალ სტან­დარტს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ბიზ­ნეს ლეპ­ტო­პე­ბის­თვის.

ულტრა თხე­ლი დი­ზა­ი­ნი და სიმ­სუ­ბუ­ქე

ExpertBook B9 OLED-ი გვა­ო­ცებს თა­ვი­სი ულტრა თხე­ლი კორ­პუ­სი­თა და წარ­მო­უდ­გენ­ლად მსუ­ბუ­ქი წო­ნით. ლეპ­ტო­პის ზო­მე­ბი მას ნამ­დვილ ლი­დე­რად აქ­ცევს თა­ვის კლას­ში. ExpertBook B9 OLED სულ რა­ღაც 990 გრამს იწო­ნის, ის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი ლეპ­ტო­პია ბა­ზარ­ზე.

ბიზ­ნეს-ნო­უთ­ბუ­ქი ყო­ველ­თვის ხელთ უნდა გქონ­დეს, ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას და ნე­ბის­მი­ერ დროს. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მისი წონა და პორ­ტა­ტუ­ლო­ბა უნდა შე­ე­სა­ბა­მე­ბო­დეს საქ­მი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის წესს. სუ­პერ­მო­ბი­ლუ­რი 14 დუ­ი­მი­ა­ნი ბიზ­ნეს-ლეპ­ტო­პი 2.8K OLED ეკ­რა­ნით, მკა­ფიო გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­თა და 11 სა­ა­თამ­დე ელე­მენ­ტის მუ­შა­ო­ბით, მე-13 თა­ო­ბის Intel Core პრო­ცე­სო­რით, Iris Xe გრა­ფი­კით, 64 გბ-მდე LPDDR5X-7500 მეხ­სი­ე­რე­ბით მას იდე­ა­ლურ არ­ჩე­ვანს ხდის ბიზ­ნეს-სეგ­მენ­ტის­თვის. ლეპ­ტო­პი კომ­პაქ­ტუ­რად იდე­ბა ხელ­ჩან­თა­ში, ან ზურგჩან­თა­ში და მისი ტა­რე­ბა ხე­ლით დაღ­ლი­ლო­ბის გა­რე­შეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ამ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს ASUS-მა მაგ­ნი­უმ-ლი­თი­ნი­უ­მის კორ­პუ­სის დამ­ზა­დე­ბით მი­აღ­წია.

ძლი­ე­რი ASUS Business ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ბიზ­ნე­სის ეფექ­ტუ­რი მარ­თვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის

ASUS ExpertBook B9 OLED არ არის მხო­ლოდ ლეპ­ტო­პი, ის არის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბი­სა და ბიზ­ნეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის ეფექ­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი. ASUS

Business Manager V3.0 ამარ­ტი­ვებს მე­ნე­ჯმენ­ტსა და ტექ­ნი­კურ პრო­ცე­სებს, ად­მი­ნის­ტრა­ტო­რებს აძ­ლევს კონ­ტროლს მო­ნა­ცემ­თა წვდო­მა­ზე, სის­ტე­მის პა­რა­მეტ­რებ­ზე და და­შიფ­რუ­ლი ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ტიხ­რე­ბის შექ­მნა­ზე. ASUS Control Center-ის წყა­ლო­ბით, თქვენ შე­გიძ­ლი­ათ ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლად მარ­თოთ არა მხო­ლოდ ლეპ­ტო­პე­ბი, არა­მედ სხვა ASUS მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი თქვენს ქსელ­ში, სერ­ვე­რე­ბი­დან მო­ნობ­ლო­კამ­დე. ASUS Business გთა­ვა­ზობთ უნი­კა­ლურ ბიზ­ნეს გა­მოც­დი­ლე­ბას სა­ი­მე­დო­ო­ბით, უსაფრ­თხო­ე­ბით და ეფექ­ტუ­რი მე­ნე­ჯმენ­ტით. ASUS Business Manager ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამარ­ტი­ვებს ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის პრო­ცე­სებს, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას გაძ­ლევთ ფო­კუ­სი­რე­ბა მო­ახ­დი­ნოთ ბიზ­ნეს ამო­ცა­ნებ­ზე. ცენ­ტრა­ლი­ზე­ბუ­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი ASUS Control Center-ის მეშ­ვე­ო­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფს კომ­ფორ­ტულ და უსაფრ­თხო მუ­შა­ო­ბას არა მხო­ლოდ ლეპ­ტო­პებ­ზე, არა­მედ სხვა ASUS მო­წყო­ბი­ლო­ბებ­ზე, პრო­დუქ­ტი­უ­ლო­ბი­სა და შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ბიზ­ნეს ოპე­რა­ცი­ე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით.

OLED ეკ­რა­ნის უპი­რა­ტე­სო­ბე­ბი

ლეპ­ტო­პის გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი OLED ეკ­რა­ნი შექ­მნი­ლია სა­მუ­შა­ოს ახალ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­საყ­ვა­ნად. სი­კაშ­კა­შის, ფე­რი­სა და კონ­ტრას­ტის უმაღ­ლე­სი დო­ნით, ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა ხდე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ვი­ზუ­ა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა. ExpertBook B9 OLED სა­ო­ცა­რი სი­ახ­ლეა მათ­თვის, ვინც აფა­სებს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის მა­ღალ ხა­რისხს და ზრუ­ნავს მხედ­ვე­ლო­ბა­ზე მო­წყო­ბი­ლო­ბებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას. ASUS ლეპ­ტო­პებს, რომ­ლე­ბიც აღ­ჭურ­ვი­ლია OLED დისპლე­ით, არა მხო­ლოდ გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი დე­ტა­ლუ­რი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა აქვს, არა­მედ რე­ა­ლუ­რი ფე­რე­ბი 100% კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­უ­ლი DCI-P3 ფერ­თა გა­მით.

OLED ტექ­ნო­ლო­გი­ის ერთ-ერთი მთა­ვა­რი უპი­რა­ტე­სო­ბა მავ­ნე ცის­ფე­რი შუ­ქის 70%-ით შემ­ცი­რე­ბაა, რაც ლეპ­ტო­პე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას უფრო მარ­ტივს ხდის და რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, უსაფრ­თხოს ბავ­შვე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ASUS-ის OLED დისფლე­ი­ან ლეპ­ტო­პებს აქვთ Pantone-ს სერ­ტი­ფი­კა­ტი ფერ­თა გა­და­ცე­მის მა­ღალ სი­ზუს­ტე­ზე, რის გა­მოც ისი­ნი იდე­ა­ლუ­რია პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი ფოტო და ვი­დეო რე­დაქ­ტი­რე­ბის­თვის და მულ­ტი­მე­დი­უ­რი კონ­ტენ­ტის გა­საშ­ვე­ბად. ExpertBook B9 OLED B9403 ლეპ­ტო­პი არ ჩა­მორ­ჩა ამ ტექ­ნო­ლო­გი­ურ რე­ვო­ლუ­ცი­ას, აღ­ჭურ­ვი­ლია 3K OLED დისპლე­ით 16:10 თა­ნა­ფარ­დო­ბით, რაც კი­დევ უფრო ზრდის ეკ­რა­ნის ფარ­თობს და ხდის მას­თან მუ­შა­ო­ბას უფრო პრო­დუქ­ტი­ულს და კომ­ფორ­ტულს.

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა

ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გაგ­რი­ლე­ბის სის­ტე­მა ორ­მა­გი ვენ­ტი­ლა­ტო­რი­თა და მტვრის მო­ცი­ლე­ბის ფუნ­ქცი­ით არის ინო­ვა­ცი­უ­რი გა­და­წყვე­ტა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს ოპ­ტი­მა­ლურ სა­მუ­შაო ტემ­პე­რა­ტუ­რას და ახან­გრძლი­ვებს ლეპ­ტო­პის სი­ცო­ცხლეს.

ეს ვენ­ტი­ლა­ცი­ის სის­ტე­მა შექ­მნი­ლია ეფექ­ტუ­რო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ორი ვენ­ტი­ლა­ტო­რით უზ­რუნ­ველ­ყოფს ინ­ტენ­სი­უ­რი ჰა­ე­რის ნა­კადს, რო­მე­ლიც აგ­რი­ლებს სის­ტე­მას, ხელს უშ­ლის გა­და­ხუ­რე­ბას და ინარ­ჩუ­ნებს პრო­ცე­სო­რის და სხვა კომ­პო­ნენ­ტე­ბის ოპ­ტი­მა­ლურ მუ­შა­ო­ბას.

მტვრის მო­ცი­ლე­ბის ფუნ­ქცია ამ სის­ტე­მის თა­ნაბ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლია. იგი შექ­მნი­ლია მტვრი­სა და მცი­რე ნა­წი­ლა­კე­ბის მო­სა­შო­რებ­ლად, რომ­ლე­ბიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა დაგ­როვ­დეს ლეპ­ტოპ­ში.

სიმ­ძლავ­რე

ლეპ­ტო­პის სიმ­ძლავ­რე შთამ­ბეჭ­და­ვია. ახა­ლი თა­ო­ბის პრო­ცე­სო­რე­ბით აღ­ჭურ­ვი­ლი ExpertBook B9 OLED B9403 ყვე­ლა­ზე რთულ ამო­ცა­ნებ­საც ეფექ­ტუ­რად უმკლავ­დე­ბა. მისი სიმ­ძლავ­რე უზ­რუნ­ველ­ყოფს, რომ ყო­ველ­თვის ერთი ნა­ბი­ჯით წინ იყოთ. ამას პრო­ცე­სო­რი Intel® Core™ i7-1365U-მდე (10 ბირ­თვი 2P+8E) V-Pro Essential გა­ნა­პი­რო­ბებს.

ASUS-ის ExpertBook ხაზი ად­ვი­ლად ითავ­სებს კორ­პო­რა­ცი­უ­ლი კლი­ენ­ტე­ბის მო­ბი­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის წესს, რად­გან ისი­ნი შე­ე­სა­ბა­მე­ბა ამე­რი­კულ სამ­ხედ­რო სტან­დარტს MIL-STD-810H. ყვე­ლა მო­დე­ლი ასე­ვე და­მა­ტე­ბით შე­მოწ­მე­ბუ­ლია სიმ­ტკი­ცე­ზე თა­ვად მწარ­მო­ებ­ლის მიერ:

  • დისპლე­ის მე­ქა­ნიზ­მი გა­უძ­ლებს 50 ათა­სამ­დე გახ­სნის და და­ხურ­ვის ციკლს;
  • პორ­ტებს შე­უძ­ლი­ათ კა­ბე­ლის შე­ერ­თე­ბა და გა­თიშ­ვა 5000-ჯერ;
  • ქე­ისს შე­უძ­ლია გა­უძ­ლოს 30 კგ წნე­ვას ეკ­რა­ნის და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე;
  • კლა­ვი­ა­ტუ­რის გამ­ძლე­ო­ბა: 10 მი­ლი­ო­ნამ­დე კლა­ვი­შის და­ჭე­რა;
  • ჩარ­თვი­სას მო­დე­ლე­ბი უძ­ლე­ბენ ვარ­დნას 120 სმ სი­მაღ­ლი­დან სე­რი­ო­ზუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბის გა­რე­შე, მუ­შა­ო­ბენ 85% ტე­ნი­ა­ნო­ბა­სა და ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე 0 °C-დან 50 °C-მდე.

უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­ი­მე­დო­ო­ბა

ASUS ExpertBook B9 OLED ინა­ხავს თქვენს მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­ნა­ცე­მებს უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბით. ASUS კო­მერ­ცი­უ­ლი სე­რი­ის ლეპ­ტო­პე­ბი აღ­ჭურ­ვი­ლია კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის სრულ­ფა­სო­ვა­ნი დაც­ვით. ამ­რი­გად, IR კა­მე­რა, რო­მელ­საც შე­უძ­ლია ამო­იც­ნოს სუ­რა­თე­ბი სიბ­ნე­ლე­შიც კი და თი­თის ანა­ბეჭ­დის სკა­ნე­რი ჩარ­თვის ღი­ლაკ­ზე, ხელ­მი­საწ­ვდო­მია მომ­ხმა­რებ­ლის ავ­თენ­ტი­ფი­კა­ცი­ის­თვის. TPM 2.0 კრიპ­ტოპ­რო­ცე­სო­რი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია პა­რო­ლე­ბი­სა და და­შიფვ­რის გა­სა­ღე­ბე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე. ამ გზით, ყვე­ლა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რის­თვის.

ASUS ExpertBook B9 OLED ლეპ­ტო­პი არა მხო­ლოდ სრულ­ყო­ფი­ლია ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით, არა­მედ ად­გენს ახალ სტან­დარ­ტებს ბიზ­ნეს ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ბიზნეს-ინსტრუმენტი პროფესიონალებისთვის: როგორ განსაზღვრავს ახალ სტანდარტებს ASUS  ExpertBook B9 OLED-ი

ბიზნეს-ინსტრუმენტი პროფესიონალებისთვის: როგორ განსაზღვრავს ახალ სტანდარტებს ASUS  ExpertBook B9 OLED-ი

თანამედროვე მსოფლიოში, ეფექტურობა და მობილურობა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბიზნესის სფეროში. კომპანია ASUS-მა, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციებით ტექნოლოგიების სამყაროში, ExpertBook B9 OLED-ის გამოშვებით, ბიზნეს-ლეპტოპების ახალი ერა შემოიტანა. ეს ლეპტოპი არა მხოლოდ სამუშაო ინსტრუმენტია, არამედ ახალი სტანდარტების საზომი პროფესიონალური კომპიუტერების სამყაროში. ExpertBook B9 OLED იკავებს წამყვან პოზიციას ASUS -ის საქმიანი ლეპტოპების სერიაში.

კომპანიისთვის ნოუთბუქების შეძენა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიციაა. სწორედ ამაზეა დამოკიდებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხი და სტაბილურობა, პროდუქტიულობა და სწრაფი ადაპტაცია არასტანდარტული სიტუაციების დროს. იქნება ეს სამუშაოს შესრულება დისტანციურად, მივლინებაში თუ კლიენტებთან შეხვედრებზე. სწორად შერჩეულ ლეპტოპს შეუძლია იდეალურად დაალაგოს სამუშაო პროცესები ბიზნესში.

ASUS-მა შესანიშნავად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საიმედოობა, მობილურობა და მოქნილობა ციფრულ მოწყობილობებში. კომპანიის სპეციალისტები მუდმივად ადევნებენ თვალყურს ბიზნესის საჭიროებებს ნოუთბიქებთან მიმართებაში და სრულყოფილ მოდელებს უშვებენ. ASUS ExpertBook B9 OLED ადგენს ახალ სტანდარტს ძვირადღირებული ბიზნეს ლეპტოპებისთვის.

ულტრა თხელი დიზაინი და სიმსუბუქე

ExpertBook B9 OLED-ი გვაოცებს თავისი ულტრა თხელი კორპუსითა და წარმოუდგენლად მსუბუქი წონით. ლეპტოპის ზომები მას ნამდვილ ლიდერად აქცევს თავის კლასში. ExpertBook B9 OLED სულ რაღაც 990 გრამს იწონის, ის ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ლეპტოპია ბაზარზე.

ბიზნეს-ნოუთბუქი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეს, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს. რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წონა და პორტატულობა უნდა შეესაბამებოდეს საქმიანი ადამიანის ცხოვრების წესს. სუპერმობილური 14 დუიმიანი ბიზნეს-ლეპტოპი 2.8K OLED ეკრანით, მკაფიო გამოსახულებითა და 11 საათამდე ელემენტის მუშაობით, მე-13 თაობის Intel Core პროცესორით, Iris Xe გრაფიკით, 64 გბ-მდე LPDDR5X-7500 მეხსიერებით მას იდეალურ არჩევანს ხდის ბიზნეს-სეგმენტისთვის. ლეპტოპი კომპაქტურად იდება ხელჩანთაში, ან ზურგჩანთაში და მისი ტარება ხელით დაღლილობის გარეშეა შესაძლებელი. ამ მახასიათებლებს ASUS-მა მაგნიუმ-ლითინიუმის კორპუსის დამზადებით მიაღწია.

ძლიერი ASUS Business ინსტრუმენტები ბიზნესის ეფექტური მართვისა და უსაფრთხოებისთვის

ASUS ExpertBook B9 OLED არ არის მხოლოდ ლეპტოპი, ის არის ადმინისტრირებისა და ბიზნეს გადაწყვეტილებების ეფექტური ინსტრუმენტი. ASUS

Business Manager V3.0 ამარტივებს მენეჯმენტსა და ტექნიკურ პროცესებს, ადმინისტრატორებს აძლევს კონტროლს მონაცემთა წვდომაზე, სისტემის პარამეტრებზე და დაშიფრული ვირტუალური ტიხრების შექმნაზე. ASUS Control Center-ის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ ცენტრალიზებულად მართოთ არა მხოლოდ ლეპტოპები, არამედ სხვა ASUS მოწყობილობები თქვენს ქსელში, სერვერებიდან მონობლოკამდე. ASUS Business გთავაზობთ უნიკალურ ბიზნეს გამოცდილებას საიმედოობით, უსაფრთხოებით და ეფექტური მენეჯმენტით. ASUS Business Manager ინსტრუმენტები მნიშვნელოვნად ამარტივებს ადმინისტრირების პროცესებს, რაც საშუალებას გაძლევთ ფოკუსირება მოახდინოთ ბიზნეს ამოცანებზე. ცენტრალიზებული მენეჯმენტი ASUS Control Center-ის მეშვეობით უზრუნველყოფს კომფორტულ და უსაფრთხო მუშაობას არა მხოლოდ ლეპტოპებზე, არამედ სხვა ASUS მოწყობილობებზე, პროდუქტიულობისა და შეუფერხებელი ბიზნეს ოპერაციების შენარჩუნებით.

OLED ეკრანის უპირატესობები

ლეპტოპის განსაცვიფრებელი OLED ეკრანი შექმნილია სამუშაოს ახალ რეალობაში გადასაყვანად. სიკაშკაშის, ფერისა და კონტრასტის უმაღლესი დონით, ყველა დავალება ხდება საინტერესო ვიზუალური მოგზაურობა. ExpertBook B9 OLED საოცარი სიახლეა მათთვის, ვინც აფასებს გამოსახულების მაღალ ხარისხს და ზრუნავს მხედველობაზე მოწყობილობებთან მუშაობისას. ASUS ლეპტოპებს, რომლებიც აღჭურვილია OLED დისპლეით, არა მხოლოდ განსაცვიფრებელი დეტალური გამოსახულება აქვს, არამედ რეალური ფერები 100% კინემატოგრაფიული DCI-P3 ფერთა გამით.

OLED ტექნოლოგიის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მავნე ცისფერი შუქის 70%-ით შემცირებაა, რაც ლეპტოპების გამოყენებას უფრო მარტივს ხდის და რაც მნიშვნელოვანია, უსაფრთხოს ბავშვებისთვის. გარდა ამისა, ASUS-ის OLED დისფლეიან ლეპტოპებს აქვთ Pantone-ს სერტიფიკატი ფერთა გადაცემის მაღალ სიზუსტეზე, რის გამოც ისინი იდეალურია პროფესიონალური ფოტო და ვიდეო რედაქტირებისთვის და მულტიმედიური კონტენტის გასაშვებად. ExpertBook B9 OLED B9403 ლეპტოპი არ ჩამორჩა ამ ტექნოლოგიურ რევოლუციას, აღჭურვილია 3K OLED დისპლეით 16:10 თანაფარდობით, რაც კიდევ უფრო ზრდის ეკრანის ფართობს და ხდის მასთან მუშაობას უფრო პროდუქტიულს და კომფორტულს.

ინტელექტუალური გაგრილების სისტემა

ინტელექტუალური გაგრილების სისტემა ორმაგი ვენტილატორითა და მტვრის მოცილების ფუნქციით არის ინოვაციური გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს ოპტიმალურ სამუშაო ტემპერატურას და ახანგრძლივებს ლეპტოპის სიცოცხლეს.

ეს ვენტილაციის სისტემა შექმნილია ეფექტურობის გათვალისწინებით, ორი ვენტილატორით უზრუნველყოფს ინტენსიური ჰაერის ნაკადს, რომელიც აგრილებს სისტემას, ხელს უშლის გადახურებას და ინარჩუნებს პროცესორის და სხვა კომპონენტების ოპტიმალურ მუშაობას.

მტვრის მოცილების ფუნქცია ამ სისტემის თანაბრად მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი შექმნილია მტვრისა და მცირე ნაწილაკების მოსაშორებლად, რომლებიც დროთა განმავლობაში შეიძლება დაგროვდეს ლეპტოპში.

სიმძლავრე

ლეპტოპის სიმძლავრე შთამბეჭდავია. ახალი თაობის პროცესორებით აღჭურვილი ExpertBook B9 OLED B9403 ყველაზე რთულ ამოცანებსაც ეფექტურად უმკლავდება. მისი სიმძლავრე უზრუნველყოფს, რომ ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყოთ. ამას პროცესორი Intel® Core™ i7-1365U-მდე (10 ბირთვი 2P+8E) V-Pro Essential განაპირობებს.

ASUS-ის ExpertBook ხაზი ადვილად ითავსებს კორპორაციული კლიენტების მობილური ცხოვრების წესს, რადგან ისინი შეესაბამება ამერიკულ სამხედრო სტანდარტს MIL-STD-810H. ყველა მოდელი ასევე დამატებით შემოწმებულია სიმტკიცეზე თავად მწარმოებლის მიერ:

  • დისპლეის მექანიზმი გაუძლებს 50 ათასამდე გახსნის და დახურვის ციკლს;
  • პორტებს შეუძლიათ კაბელის შეერთება და გათიშვა 5000-ჯერ;
  • ქეისს შეუძლია გაუძლოს 30 კგ წნევას ეკრანის დაზიანების გარეშე;
  • კლავიატურის გამძლეობა: 10 მილიონამდე კლავიშის დაჭერა;
  • ჩართვისას მოდელები უძლებენ ვარდნას 120 სმ სიმაღლიდან სერიოზული დაზიანების გარეშე, მუშაობენ 85% ტენიანობასა და ჰაერის ტემპერატურაზე 0 °C-დან 50 °C-მდე.

უსაფრთხოება და საიმედოობა

ASUS ExpertBook B9 OLED ინახავს თქვენს მნიშვნელოვან მონაცემებს უსაფრთხოების ინტეგრირებული მექანიზმებით. ASUS კომერციული სერიის ლეპტოპები აღჭურვილია კონფიდენციალური მონაცემების სრულფასოვანი დაცვით. ამრიგად, IR კამერა, რომელსაც შეუძლია ამოიცნოს სურათები სიბნელეშიც კი და თითის ანაბეჭდის სკანერი ჩართვის ღილაკზე, ხელმისაწვდომია მომხმარებლის ავთენტიფიკაციისთვის. TPM 2.0 კრიპტოპროცესორი პასუხისმგებელია პაროლებისა და დაშიფვრის გასაღებების უსაფრთხოებაზე. ამ გზით, ყველა კონფიდენციალური მონაცემი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ კონკრეტული პირისთვის.

ASUS ExpertBook B9 OLED ლეპტოპი არა მხოლოდ სრულყოფილია ტექნიკური პარამეტრებით, არამედ ადგენს ახალ სტანდარტებს ბიზნეს ტექნოლოგიებში.