კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე
"ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

იმუ­ნი­ზა­ცი­ის ტექ­ნი­კურ მრჩე­ველ­თა ეროვ­ნუ­ლი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის, იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, ივა­ნე ჩხა­ი­ძეს გან­ცხა­დე­ბით, ახლა, ნო­ემ­ბერ­ში გრი­პის ვირუ­სის ცირ­კუ­ლი­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში 3-4-ჯერ ნაკ­ლე­ბია, ვიდ­რე ეს იყო 2022-2023 წლის სე­ზონ­ზე.

მი­სი­ვე თქმით, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წელს გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი არ და­ი­წყებს მა­ტე­ბას. ჩხა­ი­ძის ვა­რა­უ­დით, შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბის პიკი გა­და­ი­წევს.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, გრი­პის ვირუ­სის მა­ტე­ბა მო­სა­ლოდ­ნე­ლია დე­კემ­ბერ-იან­ვარ-თე­ბერ­ვლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

"47-ე კვი­რა გა­მო­ირ­ჩე­ვა იმ თვალ­საზ­რი­სით, რომ აღარ არის გრი­პის ვირუ­სი. ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებს შო­რის წამ­ყვა­ნი არც გრი­პი, არც კო­რო­ნა­ვირუ­სი არ არის. ბოლო კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ძი­რი­თა­დად ქვე­ყა­ნა­ში ცირ­კუ­ლი­რებ­და რი­ნო­ვირუ­სი, პა­რაგ­რი­პის ვირუ­სი, ე.წ. ძვე­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, რო­მელ­საც ძი­რი­თა­დად გა­ცი­ე­ბის მსგავ­სი სიმპტო­მე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. შე­სა­ბა­მი­სად, ბოლო კვი­რა გა­მო­ირ­ჩე­ო­და შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქად მიმ­დი­ნა­რე ვირუ­სე­ბით სი­ჭარ­ბით, გან­სხვა­ვე­ბით მა­გა­ლი­თად, წინა ორი კვი­რი­სა­გან, რო­დე­საც გრი­პის ვირუ­სიც ფიქ­სირ­დე­ბო­და, ორი კვი­რის წინ კო­რო­ნა­ვირუ­სის ხვედ­რი­თი წილი და­დას­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვებ­ში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ წლე­ვან­დე­ლი, 2023-2024 წლის სე­ზო­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად გან­სხვავ­დე­ბა 2022-2023 წლის სე­ზო­ნი­სა­გან, პირ­ველ რიგ­ში, იმით, რომ ძა­ლი­ან ცო­ტაა გრი­პის ვირუ­სის შემ­თხვე­ვე­ბი. მა­გა­ლი­თად: თუ ახლა 2023-2024 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ინ­ცი­დენ­ტო­ბა, ანუ 100 000-ზე და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იყო 12 000 ათა­სი ბოლო კვი­რას, ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­ში, ერთი წლით ადრე, ამ შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 47 000-ს აღ­წევ­და, ანუ 3-4-ჯერ ნაკ­ლე­ბია ახლა, ნო­ემ­ბერ­ში გრი­პის ვირუ­სის ცირ­კუ­ლი­რე­ბა, ვიდ­რე ეს იყო 2022-2023 წლის სე­ზონ­ზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ წელს გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი არ და­ი­წყებს მა­ტე­ბას, უბ­რა­ლოდ, სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­და­ი­წევს შემ­თხვე­ვა­თა მა­ტე­ბის პიკი და ალ­ბათ, აცი­ე­ბის კვალ­დაკ­ვალ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია ამ დღე­ე­ბის მან­ძილ­ზე გრი­პის და გრი­პის მაგ­ვა­რი და­ა­ვა­დე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც მო­ი­მა­ტებს, დე­კემ­ბე­რი და იან­ვა­რი, ისე, რო­გორც გვქონ­და სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით ბოლო ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბის უფრო მეტი რა­ო­დე­ნო­ბა და მაქ­სი­მუმს, ალ­ბათ, სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში ვე­ლო­დე­ბით (დე­კემ­ბერ-იან­ვარ-თე­ბერ­ვლის გან­მავ­ლო­ბა­ში)“,- აღ­ნიშ­ნა ჩხა­ი­ძემ.

გარ­და ამი­სა, მან ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბულ სე­ზო­ნუ­რი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რის­კი ჯგუ­ფე­ბის­თვის გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნის 200 000 დოზა არის შე­მო­ტა­ნი­ლი.

"ჩემ­თვის სე­ზო­ნუ­რი გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რილ­თა ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა ცნო­ბი­ლი არ არის, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში 200 000 დოზა არის შე­მო­ტა­ნი­ლი რის­კჯ­გუ­ფე­ბის­თვის. ჩვენ ყო­ველ­თვის ვამ­ბობთ, რომ აც­რე­ბის­თვის იდე­ა­ლუ­რი პე­რი­ო­დი ოქ­ტომ­ბე­რი და ნო­ემ­ბრის და­სა­წყი­სია, თუმ­ცა ახლა, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ გრი­პის შემ­თხვე­ვე­ბი ძა­ლი­ან ცო­ტაა, ნო­ემ­ბრის ბო­ლო­საც ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა ით­ვლე­ბა უკვე დრო­უ­ლად, ვი­ნა­ი­დან ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბი­დან ორი კვი­რის შემ­დეგ იწყე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი და­ცუ­ლო­ბა ორ­გა­ნიზ­მის, ეს ორი კვი­რა, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ახლა გვაქვს. ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც რის­კი ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბა, ეს არის 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა, დი­ა­ბე­ტის მქო­ნე, ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი, ორ­სუ­ლე­ბი, კი­დევ ერთხელ უნდა შე­ვახ­სე­ნოთ, რომ გრი­პის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია არის ერ­თა­დერ­თი რე­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა გრი­პის პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით.

ქვე­ყა­ნა­ში ორი ტი­პის ვაქ­ცი­ნა არის შე­მო­სუ­ლი: ფრან­გუ­ლი და ჰო­ლან­დი­უ­რი, რო­მე­ლი­მეს სან­დო­ო­ბა­ში ეჭ­ვის შე­ტა­ნა, მსუ­ბუ­ქად რომ ვთქვათ, არის ნაკ­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა, ვი­ნა­ი­დან ორი­ვეს ვაქ­ცი­ნა ერთი ტი­პის არის, ოთხი ტი­პის გრი­პის ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ გვი­ცავს. ორი­ვე ვაქ­ცი­ნა ევ­რო­პუ­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტის მქო­ნეა, ორი­ვე ვაქ­ცი­ნა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სტრუქ­ტუ­რე­ბის, მათ შო­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ. ასე რომ, ასე­თი ემო­ცი­უ­რი შე­ფა­სე­ბა, რომ რა­ხან უფა­სოა, არის ნაკ­ლე­ბად ხა­რის­ხი­ა­ნი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცი­აა“, - გა­ნა­ცხა­და ივა­ნე ჩხა­ი­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

"ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე" - რას ამბობს ივანე ჩხაიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძეს განცხადებით, ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე.

მისივე თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას. ჩხაიძის ვარაუდით, შემთხვევათა მატების პიკი გადაიწევს.

როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში.

"47-ე კვირა გამოირჩევა იმ თვალსაზრისით, რომ აღარ არის გრიპის ვირუსი. ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევებს შორის წამყვანი არც გრიპი, არც კორონავირუსი არ არის. ბოლო კვირის განმავლობაში ძირითადად ქვეყანაში ცირკულირებდა რინოვირუსი, პარაგრიპის ვირუსი, ე.წ. ძველი კორონავირუსი, რომელსაც ძირითადად გაციების მსგავსი სიმპტომების გამოწვევა შეუძლია. შესაბამისად, ბოლო კვირა გამოირჩეოდა შედარებით მსუბუქად მიმდინარე ვირუსებით სიჭარბით, განსხვავებით მაგალითად, წინა ორი კვირისაგან, როდესაც გრიპის ვირუსიც ფიქსირდებოდა, ორი კვირის წინ კორონავირუსის ხვედრითი წილი დადასტურებულ შემთხვევებში 3%-ი იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ წლევანდელი, 2023-2024 წლის სეზონი გარკვეულწილად განსხვავდება 2022-2023 წლის სეზონისაგან, პირველ რიგში, იმით, რომ ძალიან ცოტაა გრიპის ვირუსის შემთხვევები. მაგალითად: თუ ახლა 2023-2024 წლის განმავლობაში ინციდენტობა, ანუ 100 000-ზე დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იყო 12 000 ათასი ბოლო კვირას, ანალოგიურ პერიოდში, ერთი წლით ადრე, ამ შემთხვევების რაოდენობა 47 000-ს აღწევდა, ანუ 3-4-ჯერ ნაკლებია ახლა, ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას, უბრალოდ, სავარაუდოდ, გადაიწევს შემთხვევათა მატების პიკი და ალბათ, აციების კვალდაკვალ, რომელიც საქართველოში მოსალოდნელია ამ დღეების მანძილზე გრიპის და გრიპის მაგვარი დაავადების შემთხვევებიც მოიმატებს, დეკემბერი და იანვარი, ისე, როგორც გვქონდა სტატისტიკის მიხედვით ბოლო ათწლეულების განმავლობაში იქნება გრიპის შემთხვევების უფრო მეტი რაოდენობა და მაქსიმუმს, ალბათ, სწორედ ამ პერიოდში ველოდებით (დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში)“,- აღნიშნა ჩხაიძემ.

გარდა ამისა, მან ქვეყანაში არსებულ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში რისკი ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 000 დოზა არის შემოტანილი.

"ჩემთვის სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრილთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის, მაგრამ საქართველოში 200 000 დოზა არის შემოტანილი რისკჯგუფებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ აცრებისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბერი და ნოემბრის დასაწყისია, თუმცა ახლა, თუ გავითვალისწინებთ გრიპის შემთხვევები ძალიან ცოტაა, ნოემბრის ბოლოსაც ვაქცინაციის ჩატარება ითვლება უკვე დროულად, ვინაიდან ვაქცინაციის ჩატარებიდან ორი კვირის შემდეგ იწყება მაქსიმალური დაცულობა ორგანიზმის, ეს ორი კვირა, საბედნიეროდ, ახლა გვაქვს. ყველა იმ ადამიანს, ვინც რისკი ჯგუფს მიეკუთვნება, ეს არის 60 წელს გადაცილებული მოსახლეობა, დიაბეტის მქონე, ქრონიკული დაავადების მქონე პირები, ორსულები, კიდევ ერთხელ უნდა შევახსენოთ, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არის ერთადერთი რეალური შესაძლებლობა გრიპის პრევენციის თვალსაზრისით.

ქვეყანაში ორი ტიპის ვაქცინა არის შემოსული: ფრანგული და ჰოლანდიური, რომელიმეს სანდოობაში ეჭვის შეტანა, მსუბუქად რომ ვთქვათ, არის ნაკლები ინფორმირებულობა, ვინაიდან ორივეს ვაქცინა ერთი ტიპის არის, ოთხი ტიპის გრიპის ვირუსის წინააღმდეგ გვიცავს. ორივე ვაქცინა ევროპული სერტიფიკატის მქონეა, ორივე ვაქცინა რეკომენდებულია სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურების, მათ შორის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ასე რომ, ასეთი ემოციური შეფასება, რომ რახან უფასოა, არის ნაკლებად ხარისხიანი, აბსოლუტურად არასწორი ინფორმაციაა“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.