საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

16

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე მშვილდოსანში გადავა 06:36-ზე არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
სამართალი
სამხედრო
კონფლიქტები
მსოფლიო
Faceამბები
მოზაიკა
წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ახალგაზრდების კამპანიაა, მე გადმოგეცით თქვენ და თქვენ უნდა განაგრძოთ" - სალომე ზურაბიშვილი
"ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ახალგაზრდების კამპანიაა, მე გადმოგეცით თქვენ და თქვენ უნდა განაგრძოთ" - სალომე ზურაბიშვილი

ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნი­ას "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას“ გო­რის ახალ­გაზ­რდო­ბა შე­უ­ერ­თდა.

პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი დღეს გორ­ში კამ­პა­ნი­ა­ში ჩარ­თულ ახალ­გაზ­რდებს შეხ­ვდა, რომ­ლებ­მაც ხელ­მო­წე­რით კი­დევ ერთხელ გა­მო­ხა­ტეს სა­კუ­თა­რი მხარ­და­ჭე­რა ხელი მო­ა­წე­რეს ევ­რო­პე­ლი ლი­დე­რე­ბი­სად­მი მი­მარ­თვას და აღ­ნიშ­ნეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ად­გი­ლი ევ­რო­კავ­შირ­შია.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ხელ­მო­წე­რე­ბის კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც დღე­ი­დან სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­შიც გა­იშ­ლე­ბა, 8 ნო­ემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით და­ი­წყო. მას­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხვა სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თვე­ბი­ან და პე­ტი­ცი­ა­ზე ხელ­მო­წე­რით თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ას გა­მო­ხა­ტა­ვენ.

"ხელ­მო­წე­რე­ბის ეს კამ­პა­ნია "ჩვე­ნი ხმა ევ­რო­პას” ჩვე­ნი სურ­ვი­ლი­სა და ნე­ბის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს იქ, სა­დაც მისი მო­მა­ვა­ლია. კამ­პა­ნია არის იმის­თვის, რომ ყვე­ლამ თა­ვი­სი ხმა გა­უგ­ზავ­ნოს ევ­რო­პას და უთხრას, რომ ჩვენ გვინ­და ევ­რო­პა! ეს არ არის მხო­ლოდ ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ნა­ცხა­დი, ეს არის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის გა­ნა­ცხა­დი და პირ­ველ რიგ­ში, ახალ­გაზ­რდე­ბის, რად­გან ეს არის ის სივ­რცე სა­დაც შეხ­ვალთ, იცხოვ­რებთ და რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად შეც­ვლის და გა­აძ­ლი­ე­რებს თქვენს ყო­ფას, გა­აძ­ლი­ე­რებს სა­ქარ­თვე­ლოს იდენ­ტო­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რას, მი­ცემს ამ კულ­ტუ­რას მეტ გაშ­ლას, მეტ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სხვებ­მაც გა­იც­ნონ, ამი­ტომ ეს არის ერ­თად - ევ­რო­პა და სა­ქარ­თვე­ლო, სწო­რედ ის ორი დრო­შა, რაც დღეს აქ გვაქვს და რი­თაც ვა­მა­ყობთ.

ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა, რომ დღეს აქ ხარ და ამ კამ­პა­ნი­ა­ში იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ეს არის თქვე­ნი კამ­პა­ნია, კი­დევ ერთხელ აქ უნდა ხაზი გა­ვუს­ვა რომ ეს არ არის ჩემი კამ­პა­ნია, და­წყე­ბუ­ლია ჩემ მიერ და გად­მო­გე­ცით თქვენ და ეს არის თქვე­ნი კამ­პა­ნია, ასე რომ, აქ არა­ნა­ი­რი სხვა, პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა მას არ გა­აჩ­ნია. ეს ნამ­დვი­ლად მხო­ლოდ და მხო­ლოდ თქვე­ნი კამ­პა­ნი­აა ჩვე­ნი მო­მავ­ლის­თვის“,- გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

ახალ­გაზ­რდებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან - ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის კამ­პა­ნი­ა­ზეც ისა­უბ­რა, რო­მე­ლიც დღეს და­ი­წყო და ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

"ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხია. ესეც ევ­რო­პუ­ლი სა­კი­თხია და ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი ამას ნიშ­ნავს, რომ ყვე­ლა უნდა იყოს და­ცუ­ლი და პირ­ველ რიგ­ში, ქა­ლე­ბი. მინ­და ვთქვა, რომ ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა, ეს არის ნამ­დვი­ლად, არა მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი ბრძო­ლა, ეს არის ბრძო­ლა ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის­თვის, ჩვე­ნი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის­თვის: ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა ეს არის ამ ყვე­ლაფ­რის და­ვი­წყე­ბა და გა­უ­ცხო­ე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვავა
4

დაა, რისი ღირსიც ვართ, ისა გვჭირს. ალბათ არც დავითი, არც თამარი, არც გიორგი ბრწყინვალე და არც ერეკლე არ ყოფილა, მაგრამ გვყავს სალომეა

ზაქრო
18

ქართველი ჟანა დ'არკი

ავტორი:

"ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ახალგაზრდების კამპანიაა, მე გადმოგეცით თქვენ და თქვენ უნდა განაგრძოთ" - სალომე ზურაბიშვილი

"ხელმოწერების კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას“ ახალგაზრდების კამპანიაა, მე გადმოგეცით თქვენ და თქვენ უნდა განაგრძოთ" - სალომე ზურაბიშვილი

ხელმოწერების კამპანიას "ჩვენი ხმა ევროპას“ გორის ახალგაზრდობა შეუერთდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დღეს გორში კამპანიაში ჩართულ ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც ხელმოწერით კიდევ ერთხელ გამოხატეს საკუთარი მხარდაჭერა ხელი მოაწერეს ევროპელი ლიდერებისადმი მიმართვას და აღნიშნეს, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია.

მათივე ცნობით, ხელმოწერების კამპანია, რომელიც დღეიდან საქართველოს რეგიონებშიც გაიშლება, 8 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო. მასში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ერთვებიან და პეტიციაზე ხელმოწერით თავიანთ პოზიციას გამოხატავენ.

"ხელმოწერების ეს კამპანია ,,ჩვენი ხმა ევროპას” ჩვენი სურვილისა და ნების გამოხატულებაა, რომ საქართველო იყოს იქ, სადაც მისი მომავალია. კამპანია არის იმისთვის, რომ ყველამ თავისი ხმა გაუგზავნოს ევროპას და უთხრას, რომ ჩვენ გვინდა ევროპა! ეს არ არის მხოლოდ ქვეყნის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის თითოეული მოქალაქის განაცხადი და პირველ რიგში, ახალგაზრდების, რადგან ეს არის ის სივრცე სადაც შეხვალთ, იცხოვრებთ და რომელიც ნამდვილად შეცვლის და გააძლიერებს თქვენს ყოფას, გააძლიერებს საქართველოს იდენტობას, საქართველოს კულტურას, მიცემს ამ კულტურას მეტ გაშლას, მეტ საშუალებას, რომ სხვებმაც გაიცნონ, ამიტომ ეს არის ერთად - ევროპა და საქართველო, სწორედ ის ორი დროშა, რაც დღეს აქ გვაქვს და რითაც ვამაყობთ.

ძალიან დიდი მადლობა, რომ დღეს აქ ხარ და ამ კამპანიაში იღებთ მონაწილეობას. ეს არის თქვენი კამპანია, კიდევ ერთხელ აქ უნდა ხაზი გავუსვა რომ ეს არ არის ჩემი კამპანია, დაწყებულია ჩემ მიერ და გადმოგეცით თქვენ და ეს არის თქვენი კამპანია, ასე რომ, აქ არანაირი სხვა, პოლიტიკური დატვირთვა მას არ გააჩნია. ეს ნამდვილად მხოლოდ და მხოლოდ თქვენი კამპანიაა ჩვენი მომავლისთვის“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიაზეც ისაუბრა, რომელიც დღეს დაიწყო და ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

"ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ესეც ევროპული საკითხია და ევროპული სტანდარტები ამას ნიშნავს, რომ ყველა უნდა იყოს დაცული და პირველ რიგში, ქალები. მინდა ვთქვა, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის ნამდვილად, არა მხოლოდ ევროპული ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ჩვენი ქართული ტრადიციებისთვის, ჩვენი ღირებულებებისთვის: ქალთა მიმართ ძალადობა ეს არის ამ ყველაფრის დავიწყება და გაუცხოება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.