სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის 4 ბავშვი და ასევე 77 წლის ჰანა კაცირია, რომელსაც "ჰამასი" გარდაცვლილად აცხადებდა - რა ხდება ცნობილი მძევლობიდან დახსნილებზე?
49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის 4 ბავშვი და ასევე 77 წლის ჰანა კაცირია, რომელსაც "ჰამასი" გარდაცვლილად აცხადებდა - რა ხდება ცნობილი მძევლობიდან დახსნილებზე?

ის­რა­ე­ლის მთავ­რო­ბამ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ 13 გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძევ­ლის სია, რომ­ლე­ბიც წი­თე­ლი ჯვრის მეშ­ვე­ო­ბით დღეს დაბ­რუნ­დნენ სამ­შობ­ლო­ში. მათ შორი 4 ბავ­შვი და 72-დან 85 წლამ­დე ასა­კის 6 ქა­ლია.

ჰანა კა­ცი­რი

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ­თა შო­რის არის 77 წლის ჰანა კა­ცი­რი, რო­მე­ლიც სამი დღის წინ "ჰა­მა­სის" მებ­რძო­ლებ­მა გარ­დაც­ვლი­ლად გა­მო­ა­ცხა­დეს. გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ტყუ­ი­ლი აღ­მოჩ­ნდა, ისი­ნი ამ­ტკი­ცებ­დნენ, რომ თით­ქოს ისი­ნი მზად იყ­ვნენ ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი ნიშ­ნით გა­ე­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ნათ კა­ცი­რი, მაგ­რამ ის­რა­ე­ლის მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი შე­ფერ­ხე­ბის გამო, ეს არ მოხ­და და კა­ცი­რი გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი დედა-შვი­ლი და­ნილ ალო­ნი და ამე­ლია

მარ­გა­ლიტ მო­ზე­სი

გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლებს შო­რის არის ადი­ნა მოშე, რომ­ლის მე­უღ­ლე და­ვი­დი 7 ოქ­ტომ­ბერს მოკ­ლეს "ჰა­მა­სის" ტე­რო­რის­ტებ­მა, ქალი კი გა­ი­ტა­ცეს.

ადი­ნა მოშე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად
78 წლის რუთ მონ­დე­რი, შვილ­თან, კა­რენ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან 9 წლის ოჰად­თან ერ­თად იყო ტყვე­ო­ბა­ში

34 წლის დო­რონ კატს-აშე­რი, 5 წლის ავივ­თან და 2 წლის რა­ზის­თან ერ­თად გა­თა­ვი­სუფ­ლდა

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბე­ნი­ა­მინ ნა­თა­ნი­აჰუს ოფის­მა გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია, რომ ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მი­ე­სალ­მე­ბა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას. პრე­მი­ე­რის ოფის­მა გან­ცხა­დე­ბა მას შემ­დეგ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც 13 გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი მძე­ვა­ლი ის­რა­ე­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა.

"ის­რა­ე­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­აბ­რუ­ნებს ყვე­ლა მძე­ვალ­სა და და­კარ­გულ ადა­მი­ანს. ჩვენ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უკვე გა­ი­ა­რეს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბა და ოჯა­ხებს ეც­ნო­ბათ მათი დაბ­რუ­ნე­ბის შე­სა­ხებ“, - ნათ­ქვა­მია ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ოფი­სის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

პრე­მი­ე­რის ოფის­ში ასე­ვე და­ა­დას­ტუ­რეს, რომ ტა­ი­ლან­დის 10 და ფი­ლი­პი­ნე­ბის 1 მო­ქა­ლა­ქეც გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
17

მთავარი განსხვავება საქართველოსთან! იქ ადამიანებს, მათ სიცოცხლეს პატივს ცემენ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის 4 ბავშვი და ასევე 77 წლის ჰანა კაცირია, რომელსაც "ჰამასი" გარდაცვლილად აცხადებდა - რა ხდება ცნობილი მძევლობიდან დახსნილებზე?

49-დღიანი ტყვეობიდან გათავისუფლებულთა შორის 4 ბავშვი და ასევე 77 წლის ჰანა კაცირია, რომელსაც "ჰამასი" გარდაცვლილად აცხადებდა - რა ხდება ცნობილი მძევლობიდან დახსნილებზე?

ისრაელის მთავრობამ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 13 გათავისუფლებული მძევლის სია, რომლებიც წითელი ჯვრის მეშვეობით დღეს დაბრუნდნენ სამშობლოში. მათ შორი 4 ბავშვი და 72-დან 85 წლამდე ასაკის 6 ქალია.

ჰანა კაცირი

გათავისუფლებულთა შორის არის 77 წლის ჰანა კაცირი, რომელიც სამი დღის წინ "ჰამასის" მებრძოლებმა გარდაცვლილად გამოაცხადეს. განცხადებაში, რომელიც ტყუილი აღმოჩნდა, ისინი ამტკიცებდნენ, რომ თითქოს ისინი მზად იყვნენ ჰუმანიტარული ნიშნით გაეთავისუფლებინათ კაცირი, მაგრამ ისრაელის მხრიდან გარკვეული შეფერხების გამო, ეს არ მოხდა და კაცირი გარდაიცვალა.

გათავისუფლებული დედა-შვილი დანილ ალონი და ამელია

მარგალიტ მოზესი

გათავისუფლებულებს შორის არის ადინა მოშე, რომლის მეუღლე დავიდი 7 ოქტომბერს მოკლეს "ჰამასის" ტერორისტებმა, ქალი კი გაიტაცეს.

ადინა მოშე მეუღლესთან ერთად
78 წლის რუთ მონდერი, შვილთან, კარენთან და შვილიშვილთან 9 წლის ოჰადთან ერთად იყო ტყვეობაში

34 წლის დორონ კატს-აშერი, 5 წლის ავივთან და 2 წლის რაზისთან ერთად გათავისუფლდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნათანიაჰუს ოფისმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ისრაელის ხელისუფლება მიესალმება გათავისუფლებული მოქალაქეების დაბრუნებას. პრემიერის ოფისმა განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც 13 გათავისუფლებული მძევალი ისრაელის ტერიტორიაზეა.

"ისრაელის ხელისუფლება დააბრუნებს ყველა მძევალსა და დაკარგულ ადამიანს. ჩვენმა მოქალაქეებმა უკვე გაიარეს პირველადი სამედიცინო შემოწმება და ოჯახებს ეცნობათ მათი დაბრუნების შესახებ“, - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრემიერის ოფისში ასევე დაადასტურეს, რომ ტაილანდის 10 და ფილიპინების 1 მოქალაქეც გათავისუფლდა.