სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2023 წლის მე-3 კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მილიონი დახარჯეს - რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი?
2023 წლის მე-3 კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მილიონი დახარჯეს - რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი?

2023 წლის მე-3 კვარ­ტალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ფიქ­სირ­და სა­ქარ­თვე­ლოს რე­ზი­დენ­ტი მოგ­ზა­უ­რე­ბის 819.9 ათა­სი გას­ვლა სა­ზღვარ­გა­რეთ, რაც 18.2 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

ინ­ფორ­მა­ცი­ას სტა­ტის­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, გას­ვლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი, 45.4 პრო­ცენ­ტი, გან­ხორ­ცი­ელ­და 31-50 წლის მოგ­ზა­უ­რე­ბის მიერ. აღ­ნიშ­ნუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლოს რე­ზი­დენ­ტი ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ სა­ზღვარ­გა­რეთ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ 647.2 ათა­სი შე­ად­გი­ნა, რაც 21.7 პრო­ცენ­ტით მე­ტია 2022 წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

„სა­ქარ­თვე­ლოს რე­ზი­დენ­ტი ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ სა­ზღვარ­გა­რეთ გან­ხორ­ცი­ელ­და 397.6 ათა­სი ტუ­რის­ტუ­ლი ტი­პის ვი­ზი­ტი, რაც 38.2 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე.

ვი­ზი­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, 48.1 პრო­ცენ­ტი, გან­ხორ­ცი­ელ­და 31-50 წლის სა­ქარ­თვე­ლოს რე­ზი­დენ­ტი ვი­ზი­ტო­რე­ბის მიერ. ქა­ლე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მთლი­ა­ნი ვი­ზი­ტე­ბის 48.2 პრო­ცენტს შე­ად­გენ­და. 2023 წლის III კვარ­ტალ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ვი­ზი­ტი (33.4 პრო­ცენ­ტი) გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ყიდ­ლე­ბის მიზ­ნით. ვი­ზი­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა გან­ხორ­ცი­ელ­და თურ­ქეთ­სა და სომ­ხეთ­ში, შე­სა­ბა­მი­სად, 279.5 ათა­სი და 107.6 ათა­სი ვი­ზი­ტი.

2023 წლის III კვარ­ტალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი­სას გა­თე­უ­ლი ღა­მე­ე­ბის სა­შუ­ა­ლო რა­ო­დე­ნო­ბამ 7.2 ღამე შე­ად­გი­ნა, რაც 2022 წლის III კვარ­ტალ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე (6.3 ღამე) 13.4 პრო­ცენ­ტით მე­ტია. გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბის 96.3 პრო­ცენ­ტი წარ­მო­ად­გენ­და გან­მე­ო­რე­ბი­თი ხა­სი­ა­თის ვი­ზიტს.

2023 წლის III კვარ­ტალ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ვი­ზი­ტე­ბი­სას გა­წე­უ­ლი ხარ­ჯე­ბი 592.4 მი­ლი­ონ ლარს გა­უ­ტოლ­და, რაც 7.1 პრო­ცენ­ტით მე­ტია წინა წლის ანა­ლო­გი­უ­რი პე­რი­ო­დის მაჩ­ვე­ნე­ბელ­ზე. ვი­ზიტ­ზე სა­შუ­ა­ლო ხარ­ჯი 2022 წლის III კვარ­ტალ­თან შე­და­რე­ბით 12.0 პრო­ცენ­ტით შემ­ცირ­და და 915.3 ლარი შე­ად­გი­ნა“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giorgi
1

ტოპ 50 მხარჯველი პირი გამოგვიქვეყნოს საქტატმა თუ შეიძლება. თუნდაც ტოპ 10. ყველას აინტერესებს. იმ ტოპ 10-საც აინტერესებს, ერთმანეთ ეჯიბრებიან და მარიაჟობენ!

ქართველი
3

ვინ დახარჯავდა მაგდენ ფულს, ლტოლვილად რომ მიდიან თუ მოხუცებს რომ უვლიან? ეგ ღატაკიანმა და ბორიას დანარჩენმა სექტამ დახარჯა. ნაციკოებსაც აქვთ კიდევ ბლომად შემორჩენილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

2023 წლის მე-3 კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მილიონი დახარჯეს - რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი?

2023 წლის მე-3 კვარტალში ქართველებმა საზღვარგარეთ მოგზაურობისას 592 მილიონი დახარჯეს - რა მონაცემებს აქვეყნებს საქსტატი?

2023 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 819.9 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 18.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასვლების უდიდესი ნაწილი, 45.4 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 647.2 ათასი შეადგინა, რაც 21.7 პროცენტით მეტია 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

„საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელდა 397.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 38.2 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ვიზიტების უმრავლესობა, 48.1 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 48.2 პროცენტს შეადგენდა. 2023 წლის III კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (33.4 პროცენტი) განხორციელდა საყიდლების მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და სომხეთში, შესაბამისად, 279.5 ათასი და 107.6 ათასი ვიზიტი.

2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 7.2 ღამე შეადგინა, რაც 2022 წლის III კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6.3 ღამე) 13.4 პროცენტით მეტია. განხორციელებული ვიზიტების 96.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2023 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 592.4 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 7.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2022 წლის III კვარტალთან შედარებით 12.0 პროცენტით შემცირდა და 915.3 ლარი შეადგინა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.