პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

23

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:20-ზე, მთვარე მორიელშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს, ცხარე და ცხიმიან საკვებს. რეკომენდებულია: ცურვა, შხაპის მიღება.
საზოგადოება
მოზაიკა
სამართალი
კონფლიქტები
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მისი წასვლით ყველაფერი დავკარგე... დღემდე მიყვარს" - ცნობილი "ხარებას" სიყვარულის ამბავი, კარიერა და ნაადრევად შეწყვეტილი ცხოვრება: როგორ დაითანხმა გიორგი შენგელიამ 10 გზის ჩემპიონი ფილმში სათამაშოდ
"მისი წასვლით ყველაფერი დავკარგე... დღემდე მიყვარს" - ცნობილი "ხარებას" სიყვარულის ამბავი, კარიერა და ნაადრევად შეწყვეტილი ცხოვრება: როგორ დაითანხმა გიორგი შენგელიამ 10 გზის ჩემპიონი  ფილმში სათამაშოდ

გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 80-იან წლებ­ში ცნო­ბილ­მა რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ თა­ვი­სი ახა­ლი ფილ­მის­თვის, რო­მელ­საც ტყის ძმებ­ზე იღებ­და, მთა­ვარ რო­ლებ­ზე სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნე­ბი ომარ ფხა­კა­ძე და ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი შე­არ­ჩია.

გო­გია კენ­კიშ­ვი­ლი - ლე­ვან თე­დი­აშ­ვი­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო, ხა­რე­ბა ჯი­ბუ­ტი - ომარ ფხა­კა­ძე. ჩემ­პი­ო­ნებ­მა კი­ნოს­გან და შე­მო­თა­ვა­ზე­ბის­გან თა­ვი­დან თავი შორს და­ი­ჭი­რეს.

"1987 წელს გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ და­სა­ყო­ლი­ებ­ლად ლე­ვან თე­დი­აშ­ვილს კა­კა­ბეთ­ში ჩა­ა­კი­თხა - 6.000 მა­ნეთს მოგ­ცემ ჰო­ნო­რარ­სო. იმ დრო­ის­თვის ური­გო თან­ხა არ იყო. ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი მა­შინ ამ სოფ­ლის კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის თავ­მჯდო­მა­რე გახ­ლდათ. სე­ი­ფი­დან 8.000 მა­ნე­თი გა­მო­უ­ღია და გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას­თვის უთ­ქვამს - აი, ბა­ტო­ნო, მე უფრო მეტს მოგ­ცემთ, ოღონდ თავი და­მა­ნე­ბე­თო...

არც ომარ ფხა­კა­ძეც იყო თა­ნახ­მა ფილმში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე, მაგ­რამ საქ­მე­ში ცეკა-ს პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ჯუმ­ბერ პა­ტი­აშ­ვი­ლი ჩა­რე­უ­ლა... მოგ­ვი­ა­ნე­ბით გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ამ თქვა, ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცე­ბი მჭირ­დე­ბო­და, მსა­ხი­ო­ბე­ბი კი ასე­თე­ბი ვერ იქ­ნე­ბოდ­ნე­ნო,“ - ეს გა­ზეთ „ლე­ლოს“ ერთ-ერთი სტა­ტი­ის ამო­ნა­რი­დია.

"ხა­რე­ბა და გო­გია"

ჩემ­პი­ო­ნებ­მა კი­ნოს თავი წარ­მა­ტე­ბით გა­არ­თვეს და რე­ჟი­სო­რის არ­ჩე­ვა­ნიც გა­მარ­თლდა.

AMBEBI.GE ქარ­თუ­ლი ვე­ლოს­პორ­ტის ლე­გენ­დას, ომარ ფხა­კა­ძეს ვიხ­სე­ნებთ, რა­შიც სა­ხე­ლო­ვა­ნი სპორ­ტსმე­ნის მე­უღ­ლე და შვი­ლი გვეხ­მა­რე­ბი­ან.

ბაია ფხა­კა­ძე, ომარ ფხა­კა­ძის შვი­ლი:

- სპორ­ტსმე­ნე­ბის შვი­ლი ვარ - დე­დაც ალექ­სან­დრა (დონა) ჯა­ნუ­ყაშ­ვი­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე იყო და საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი. მა­მა­ჩემ­თან ცოტა და­ი­ჩაგ­რა, რად­გან ის 10 გზის საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჩემ­პი­ო­ნი გახ­ლდათ. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სამი მე­და­ლი აქვს აღე­ბუ­ლი - პირ­ვე­ლი, მე­ო­რე, მე­სა­მე.

სა­ერ­თოდ, მა­მა­ზე სა­უ­ბა­რი, მისი შე­ფა­სე­ბა ჩემ­გან უხერ­ხუ­ლია, მაგ­რამ რო­გორც ამ­ბო­ბენ, მარ­თლა ტა­ლან­ტი იყო. სპორ­ტუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა აღ­ნიშ­ნავს, რო­მელ სა­ხე­ო­ბა­საც არ უნდა გაჰ­ყო­ლო­და, ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ვე­ლო­სი­პე­დი არ­ჩია. წარ­მო­შო­ბით ქუ­თა­ი­სი­დან იყო. ყო­ჩა­ღი ბიჭი კარ­ლო შენ­გე­ლი­ამ, შემ­დგომ­ში მის­მა მწვრთნელ­მა, შე­ამ­ჩნია - ამის­გან მა­გა­რი სპორ­ტსმე­ნი დად­გე­ბაო და თბი­ლის­ში და­ი­ბა­რა. 2 თვე­ში, 16 წლის ასაკ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, 21 წლი­სა კი, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი.

ომარ ფხა­კა­ძე

- ცხოვ­რე­ბა­შიც ასე­თი მებ­რძო­ლი ხა­სი­ა­თი ჰქონ­და, დიდი სპორ­ტუ­ლი ჟინი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­შიც ვლინ­დე­ბო­და?

- რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ა­მაც ფილმში „ხა­რე­ბა და გო­გია“ იმის მი­ხედ­ვით შე­არ­ჩია, რომ მისი ხა­სი­ა­თი ხა­რე­ბას ტი­პაჟს შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. მარ­თლაც, ფილ­მს რომ ვუ­ყუ­რებ, იქ არა­ფერს თა­მა­შობს და თვი­თო­ნაც ასე­თი იყო. ცხოვ­რე­ბა­შიც არას­დროს, არ­ცერთ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში არ უთა­მა­შია. ვაჟ­კა­ცუ­რი გახ­ლდათ, საკ­მა­ოდ ფი­ცხიც, მაგ­რამ სა­მარ­თლი­ა­ნად. იყო თბი­ლი, იუ­მო­რიც, რო­გორც ქუ­თა­ი­სელს ჰქონ­და. ვინც იც­ნობ­და, მათ­გან დღემ­დე ვის­მენ ფრა­ზებს, რომ მამა ნამ­დვი­ლი ქარ­თვე­ლი ვაჟ­კა­ცი იყო.

- ყვე­ლა შვილს არ ჰყავს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მამა. რო­დე­საც ხარ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის შვი­ლი, ეს თქვენ­თვის რას ნიშ­ნავ­და მა­შინ და რას ნიშ­ნავს ახლა?

- პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა გე­მა­ტე­ბა. ყო­ველ­თვის ვი­ცო­დი, რომ ჩემი ესა თუ ის საქ­ცი­ე­ლი მე­ტად გა­მოჩ­ნდე­ბო­და და ამი­ტომ კარ­გად უნდა მოვ­ქცე­უ­ლი­ყა­ვი. მა­მა­ჩე­მის შვი­ლო­ბას სულ ვუფრ­თხილ­დე­ბო­დი, რად­გან, ხალ­ხს უყ­ვარ­და. ეს ნამ­დვი­ლად მე­ა­მა­ყე­ბა და რო­გორც ვთქვი, ამას ვუფრ­თხილ­დე­ბი.

მამა საკ­მა­ოდ მკაც­რი იყო, ჩემი ძმა ომა­რი ბავ­შვო­ბი­დან ვე­ლოს­პორ­ტში იყო, მა­მის სა­ხე­ლიც ჰქვია. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლო­ბა­ზე არ გა­უშ­ვა, თბი­ლის­ში მხო­ლოდ იმი­ტომ და­ტო­ვა, რომ სა­გა­ნი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. არა­ნა­ი­რად არ გვა­ყე­ნებ­და პრი­ვი­ლე­გი­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. არც ის მო­მენ­ტი ჰქონ­და, რად­გან მისი შვი­ლე­ბი ვი­ყა­ვით, წინ წა­ვე­წი­ეთ. ახლა რომ ვუ­ყუ­რებ, ბევრ რა­ღა­ცა­ში მარ­თა­ლი ყო­ფი­ლა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა მშობ­ლის ასე­თი მიდ­გო­მა მა­შინ ცოტა გვა­კომ­პლექ­სებ­და, არ ვიცი... ისე ძა­ლი­ან თა­მა­მი ადა­მი­ა­ნე­ბი გე­ნე­ტი­კუ­რა­დაც დი­დად არ ვართ - არც მე და არც ჩემი ძმა.

"ხა­რე­ბა"

- დე­და­საც ხომ აქვს ტი­ტუ­ლე­ბი...

- კი, სპორ­ტულ ტან­ვარ­ჯიშ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კლა­სის ოს­ტა­ტია, ბრინ­ჯა­ოს პრი­ზი­ო­რი, ია­პო­ნია-ინ­დო­ნე­ზი­ის შე­ჯიბ­რე­ბებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის მფლო­ბე­ლი. მა­მა­ჩემს რომ გაჰ­ყვა, მა­მამ უთხრა - ახლა უნდა მი­ყუ­რო მე და მზე­სო (იცი­ნის). მე­სა­კუთ­რეც იყო და დე­და­მაც სულ მას და მზეს უყუ­რა...

დო­ნა­რა ჯა­ნუ­ყაშ­ვი­ლი, ომარ ფხა­კა­ძის მე­უღ­ლე:

- დი­დად არ გვიყ­ვარს სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი, თუმ­ცა ცოტა ასაკ­ში გავ­თა­მამ­დი... მე და ომარ­მა ერ­თმა­ნე­თი სპარ­ტა­კი­ა­და­ზე გა­ვი­ცა­ნით. მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის მოს­წავ­ლე­თა სპარ­ტა­კი­ა­დე­ბი ტარ­დე­ბო­და და ერთხე­ლაც მინ­სკში მთე­ლი დე­ლე­გა­ცია ერ­თად ვი­ყა­ვით. იქ თქვეს, ვი­ღაც ქუ­თა­ი­სი­დან არის ჩა­მო­სუ­ლი, დიდი ბრგე, ძლი­ე­რი ბიჭი ომარ ფხა­კა­ძეო. ოღონდ, მე ჯერ არ მყავ­და ნა­ნა­ხი, თურ­მე მას იქ შე­ვუმ­ჩნე­ვი­ვარ, - თვი­თონ ასე ამ­ბობ­და ხოლ­მე. მერე დარ­ბაზ­ში ჩვენ­თან თა­ვის ყაზ­ბე­გელ მე­გო­ბარ­თან ერ­თად მო­ვი­და, მეც ყაზ­ბე­გი­დან ვარ. თა­ვი­დან მე­გო­ნა, იმ ბიჭს მოჰ­ყვა, მაგ­რამ თურ­მე ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლა... იმის მერე ასე იყო - ხან გა­მოჩ­ნდე­ბო­და, ხან - არა. მე კი მის და­ნახ­ვა­ზე სულ ვი­მა­ლე­ბო­დი, მაგ­რამ ბო­ლოს ისე მოხ­და, რომ ცო­ლად გავ­ყე­ვი. მექ­სი­კა­ში ოლიმ­პი­ურ თა­მა­შებ­ზე მეც უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვი, ჭო­რად მქონ­და გა­გო­ნი­ლი, უთ­ქვამს, დო­ნა­რას­თან ხე­ლის სა­თხოვ­ნე­ლად ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის შემ­დეგ მი­ვა­ლო, მაგ­რამ ჩემი გა­ყო­ლა მა­ნამ­დე მოხ­და. როცა წა­მიყ­ვა­ნა, ვე­რაფ­რით ვუ­თხა­რით, ახლა და­მაბ­რუ­ნე და ოლიმ­პი­ა­დის შემ­დეგ გა­მოგ­ყვე­ბი-მეთ­ქი. იქ­ნებ არ მივ­ყავ­დი?!

ომარ ფხა­კა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერთდ

პა­ე­მან­ზე მას­თან არც ერთხელ არ გავ­სულ­ვარ. მოკ­ლედ, ისე მოხ­და, რომ ვარ­ჯი­შის შემ­დეგ, სპორ­ტუ­ლი დარ­ბა­ზი­დან წავ­ყე­ვი, ჭი­და­ო­ბა არ და­მი­წყია. თუმ­ცა ოლიმ­პი­ა­და­ზე კი ვე­ღარ წა­ვე­დი.

- რო­გორც ჩანს შე­გიყ­ვარ­დათ ჩემ­პი­ო­ნი...

- დიახ და ჩემი ეს გან­წყო­ბა მის მი­მართ დღემ­დე გრძელ­დე­ბა. ასე ვამ­ბობ ხოლ­მე, - ომა­რის ავად გახ­დო­მი­დან და გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ჩემი ცხოვ­რე­ბა მარ­თლა და­ვამ­თავ­რე. მისი წას­ვლით ყვე­ლა­ფე­რი დავ­კარ­გე, ამ ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან დაბ­ნე­უ­ლი დავ­რჩი. არა­და, უკვე 30 წე­ლია ჩვენ გვერ­დით აღარ არის... 48 წლის იყო, რომ ამ ქვეყ­ნი­დან წა­ვი­და. ბა­ი­ა­საც, ჩემს შვილს მე­უღ­ლე 48 წლის ასაკ­ში გარ­და­ეც­ვა­ლა - დედა-შვილ­მა რა­ღაც ასე­თი ბედი გა­ვი­ზი­ა­რეთ.

- ფილ­მის "ხა­რე­ბა და გო­გი­ას" გა­და­ღე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ...

- გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ია არ იც­ნობ­და ომარს. უბ­რა­ლოდ გი­ორ­გიმ მსგავ­სე­ბა ნახა ხა­რე­ბა-გო­გი­ა­სა და ომა­რი-ლე­ვანს (თე­დი­აშ­ვილს) შო­რის. დიდ­ხანს ცდი­ლობ­და, ომა­რი ამ როლ­ზე და­ე­თან­ხმე­ბი­ნა. ომარს გარ­და­სახ­ვის უნა­რი ნაკ­ლე­ბად ჰქონ­და. იყო ისე­თი, რო­გო­რიც იყო. ამ­ბობ­და, ესა ვარ, რაც ვარ, ერთი ქუ­თა­ი­სე­ლი ომა­რიო. მოკ­ლედ, სა­ნამ სცე­ნა­რი არ წა­ი­კი­თხა და სა­ნამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი არ ჩა­ე­რია, მათ შო­რის მთავ­რო­ბა, მა­ნამ­დე არ და­თან­ხმდა. გი­ორ­გი მერე ძა­ლი­ან შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო ომარ­ზე... გა­დამ­ღებ ჯგუფს, მას­ში მო­ნა­წი­ლე მსა­ხი­ო­ბებს ძა­ლი­ან კარ­გი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ჰქონ­დათ. გა­და­ღე­ბებ­ზე ყვე­ლა­ნი და­მე­გობ­რდნენ, თუმ­ცა იმ პე­რი­ოდ­ში ომა­რი შიმ­ში­ლობ­და.

დო­ნა­რა ჯა­ნუ­ყაშ­ვი­ლი შვი­ლებ­თან ერთდ

- რა­ტომ?

- მა­ნამ­დე მოს­კოვ­ში ცუ­დად გახ­და, მა­ღა­ლი წნე­ვა ჰქონ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­იყ­ვა­ნეს და იქ ვი­ღაც ქი­რურგ-ონ­კო­ლოგს უთ­ქვამს, სიმ­სივ­ნე გაქვს, მაგ­რამ ეს კიბო არ არი­სო. რომ ჩა­მო­ვი­და, მოს­კოვ­ში კვლე­ვებ­ზე ისევ წა­ვე­დით, მაგ­რამ იმა­ვე სპე­ცი­ა­ლის­ტმა ის სიმ­სივ­ნე მერე ვე­ღარ აღ­მო­ა­ჩი­ნა. ისე გა­მო­უშ­ვეს, ოპე­რა­ცია არ გა­უ­კე­თეს... რაც შე­ე­ხე­ბა შიმ­ში­ლო­ბას, წნე­ვამ თა­მა­ში რომ და­ი­წყო, კარ­დი­ო­ლოგ­თა­ნაც ვი­ყა­ვით და ერთ-ერ­თმა ექიმ­მა ურ­ჩია, ორ­გა­ნიზ­მის­თვის შიმ­ში­ლო­ბა კარ­გი­აო. ერთხელ 3 დღე, მერე 5 დღე იშიმ­ში­ლა.18 დღეც უშიმ­ში­ლია, მა­შინ აფხა­ზეთ­ში ვი­ყა­ვით, სა­დაც რა­ღაც საქ­მე­ზე თბი­ლის­ში გა­მო­ი­ძა­ხეს და ის ნა­შიმ­ში­ლა­რი მარ­ტო წა­მო­ვი­და მან­ქა­ნით. ფი­ზი­კუ­რად და სუ­ლი­ე­რად ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთხელ 30 დღე მხო­ლოდ გა­მოხ­დილ წყალ­ზე იყო... ამ ამ­ბე­ბი­დან 5-6 წლის მერე ცუ­დად გახ­და და სა­ბო­ლო­ოდ კიბო და­უდ­გინ­და. გაკ­ვე­თეს და მე­ტას­ტა­ზე­ბი ბადე ქონ­ზე იყო მო­დე­ბუ­ლი... მე რომ და­მი­ძა­ხეს, მე­გო­ნა, სის­ხლის გა­დას­ხმა იყო სა­ჭი­რო, ერთი ჯგუ­ფის სის­ხლი გვქონ­და... ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთ თვე­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

ფხა­კა­ძე­ე­ბი გი­ორ­გი შენ­გე­ლა­ი­ას­თან ერ­თად

- და­სა­ნა­ნია, რომ ასე ადრე წა­ვი­და... ფილ­მს რომ მი­ვუბ­რუნ­დეთ - ამ­ბობთ, რომ ხა­რე­ბას თვი­სე­ბე­ბი ჰქონ­დაო მას...

- კი, ხა­რე­ბაც თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია, მო­ზო­მი­ლი, სა­ო­ცა­რი მე­გო­ბა­რია, გა­ჭირ­ვე­ბულს ეხ­მა­რე­ბა... ერთხელ ახალ­გაზ­რდე­ბის სა­უ­ბარს შე­ვეს­წა­რი, მეც სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­მა­შებ­დი ხა­რე­ბას როლ­სო - გა­მი­ხარ­და ეს რომ მო­ვის­მი­ნე... ომარ­მა ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა არ იცო­და, უბ­რა­ლოდ ფილ­მის გა­და­ღე­ბა რომ დამ­თავ­რდა, ვიცი, რომ კმა­ყო­ფი­ლი იყო იმ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით, რა­საც ის ჯგუ­ფი მის მი­მართ იჩენ­და...

დი­დად არც მო­ფე­რე­ბა იცო­და, მაგ­რამ სათ­ქმელს თვა­ლე­ბით გე­უბ­ნე­ბო­და. ოღონდ, ის სათ­ქმე­ლიც გუ­ლი­დან მო­დი­ო­და. ამი­ტომ ყუ­რა­დღე­ბას ად­ვი­ლად იპყრობ­და. მოკ­ლედ, კარ­გი ბიჭი იყო. მარ­თლა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ასე­თი ადა­მი­ა­ნი.

ომარ ფხა­კა­ძე ქა­ლიშ­ვილ­თან, ბა­ი­ას­თან ერთდ

- თქვე­ნი შვი­ლი - ომარ ფხა­კა­ძე აგ­რძე­ლებს მა­მის საქ­მეს და გზას...

- ომა­რი მა­მის სა­ხელს, გვარს და საქ­მეს აგ­რძე­ლებს. ისე­თი ტი­ტუ­ლე­ბი არ აქვს, რო­გორც მა­მას, მაგ­რამ კარ­გი სპორ­ტსმე­ნი იყო. მერე ქვე­ყა­ნა აი­რია, ომა­რიც გარ­და­იც­ვა­ლა, შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა. თუმ­ცა ვე­ლოს­პორ­ტი იმ­დე­ნად ჩვე­ნია, რომ ზოგ­ჯერ ჩვე­ნი სის­ხლის უჯრე­დე­ბი მგო­ნია, ამი­ტომ გა­ნაგ­რძობს მის საქ­მეს. არ­ჩევ­ნე­ბით უკვე მე­სა­მედ არის არ­ჩე­უ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტად.

ახლა კი­დევ და­იძ­რა სა­კი­თხი, რომ თბი­ლის­ში ვე­ლოტ­რე­კი უნდა აშენ­დეს, ეს თუ გა­კეთ­და, ვი­ტყვი, რომ ღმერ­თის დახ­მა­რე­ბით და სა­ხელ­მწი­ფო თა­ნად­გო­მით, ჩვე­ნი მი­სია შე­ვას­რუ­ლეთ. ვე­ლოტ­რე­კი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის იქ­ნე­ბა და მა­შინ კი­დევ შე­იძ­ლე­ბა ერთხელ და­ი­ქუ­ხოს ამ სპორ­ტმა. გუ­ლი­დან წა­მო­სუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლით, გვინ­და, რომ რა­ღაც გა­კეთ­დეს, ამას არა­ფე­რი სჯობს. ეს არის ერთ-ერთი სა­ხე­ო­ბა, სა­დაც ბავ­შვე­ბი ფულს არ იხ­დი­ან. როცა ეს პრო­ექ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის და მწვრთნე­ლის შრო­მა მე­ტად და­ფას­დე­ბა. ეს ძა­ლი­ან მინ­და. ასე მაქვს ნათ­ქვა­მი, მინ­და, პირ­ნა­თე­ლი მი­ვი­დე ომარ­თან. დიდი იმე­დი მაქვს, რომ ასეც იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

რა ბედნიერებაა ვიყო ქართველი და მყავდეს ასეთი თანამოძმენი. იხარე ერო მოკვდი მტერო.

sniper
16

გიორგი შენგელია ვინაა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უიშვიათესი კადრები - სათვალთვალო კამერამ, სახლის ზღურბლთან მეტეორის ჩამოვარდნა დააფიქსირა
ავტორი:

"მისი წასვლით ყველაფერი დავკარგე... დღემდე მიყვარს" - ცნობილი "ხარებას" სიყვარულის ამბავი, კარიერა და ნაადრევად შეწყვეტილი ცხოვრება: როგორ დაითანხმა გიორგი შენგელიამ 10 გზის ჩემპიონი ფილმში სათამაშოდ

"მისი წასვლით ყველაფერი დავკარგე... დღემდე მიყვარს" - ცნობილი "ხარებას" სიყვარულის ამბავი, კარიერა და ნაადრევად შეწყვეტილი ცხოვრება: როგორ დაითანხმა გიორგი შენგელიამ 10 გზის ჩემპიონი  ფილმში სათამაშოდ

გასული საუკუნის 80-იან წლებში ცნობილმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ თავისი ახალი ფილმისთვის, რომელსაც ტყის ძმებზე იღებდა, მთავარ როლებზე სახელოვანი სპორტსმენები ომარ ფხაკაძე და ლევან თედიაშვილი შეარჩია.

გოგია კენკიშვილი - ლევან თედიაშვილი უნდა ყოფილიყო, ხარება ჯიბუტი - ომარ ფხაკაძე. ჩემპიონებმა კინოსგან და შემოთავაზებისგან თავიდან თავი შორს დაიჭირეს.

"1987 წელს გიორგი შენგელაიამ დასაყოლიებლად ლევან თედიაშვილს კაკაბეთში ჩააკითხა - 6.000 მანეთს მოგცემ ჰონორარსო. იმ დროისთვის ურიგო თანხა არ იყო. ბატონი ლევანი მაშინ ამ სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარე გახლდათ. სეიფიდან 8.000 მანეთი გამოუღია და გიორგი შენგელაიასთვის უთქვამს - აი, ბატონო, მე უფრო მეტს მოგცემთ, ოღონდ თავი დამანებეთო...

არც ომარ ფხაკაძეც იყო თანახმა ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ საქმეში ცეკა-ს პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი ჩარეულა... მოგვიანებით გიორგი შენგელაიამ თქვა, ნამდვილი ვაჟკაცები მჭირდებოდა, მსახიობები კი ასეთები ვერ იქნებოდნენო,“ - ეს გაზეთ „ლელოს“ ერთ-ერთი სტატიის ამონარიდია.

"ხარება და გოგია"

ჩემპიონებმა კინოს თავი წარმატებით გაართვეს და რეჟისორის არჩევანიც გამართლდა.

AMBEBI.GE ქართული ველოსპორტის ლეგენდას, ომარ ფხაკაძეს ვიხსენებთ, რაშიც სახელოვანი სპორტსმენის მეუღლე და შვილი გვეხმარებიან.

ბაია ფხაკაძე, ომარ ფხაკაძის შვილი:

- სპორტსმენების შვილი ვარ - დედაც ალექსანდრა (დონა) ჯანუყაშვილი ტანმოვარჯიშე იყო და საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. მამაჩემთან ცოტა დაიჩაგრა, რადგან ის 10 გზის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახლდათ. მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მედალი აქვს აღებული - პირველი, მეორე, მესამე.

საერთოდ, მამაზე საუბარი, მისი შეფასება ჩემგან უხერხულია, მაგრამ როგორც ამბობენ, მართლა ტალანტი იყო. სპორტული საზოგადოება აღნიშნავს, რომელ სახეობასაც არ უნდა გაჰყოლოდა, ისეთივე წარმატებული იქნებოდა, მაგრამ ველოსიპედი არჩია. წარმოშობით ქუთაისიდან იყო. ყოჩაღი ბიჭი კარლო შენგელიამ, შემდგომში მისმა მწვრთნელმა, შეამჩნია - ამისგან მაგარი სპორტსმენი დადგებაო და თბილისში დაიბარა. 2 თვეში, 16 წლის ასაკში საქართველოს ჩემპიონი გახდა, 21 წლისა კი, მსოფლიო ჩემპიონი.

ომარ ფხაკაძე

- ცხოვრებაშიც ასეთი მებრძოლი ხასიათი ჰქონდა, დიდი სპორტული ჟინი ყოველდღიურობაშიც ვლინდებოდა?

- რეჟისორმა გიორგი შენგელაიამაც ფილმში „ხარება და გოგია“ იმის მიხედვით შეარჩია, რომ მისი ხასიათი ხარებას ტიპაჟს შეესაბამებოდა. მართლაც, ფილმს რომ ვუყურებ, იქ არაფერს თამაშობს და თვითონაც ასეთი იყო. ცხოვრებაშიც არასდროს, არცერთ სიტუაციაში არ უთამაშია. ვაჟკაცური გახლდათ, საკმაოდ ფიცხიც, მაგრამ სამართლიანად. იყო თბილი, იუმორიც, როგორც ქუთაისელს ჰქონდა. ვინც იცნობდა, მათგან დღემდე ვისმენ ფრაზებს, რომ მამა ნამდვილი ქართველი ვაჟკაცი იყო.

- ყველა შვილს არ ჰყავს წარმატებული მამა. როდესაც ხარ მსოფლიო ჩემპიონის შვილი, ეს თქვენთვის რას ნიშნავდა მაშინ და რას ნიშნავს ახლა?

- პასუხისმგებლობის გრძნობა გემატება. ყოველთვის ვიცოდი, რომ ჩემი ესა თუ ის საქციელი მეტად გამოჩნდებოდა და ამიტომ კარგად უნდა მოვქცეულიყავი. მამაჩემის შვილობას სულ ვუფრთხილდებოდი, რადგან, ხალხს უყვარდა. ეს ნამდვილად მეამაყება და როგორც ვთქვი, ამას ვუფრთხილდები.

მამა საკმაოდ მკაცრი იყო, ჩემი ძმა ომარი ბავშვობიდან ველოსპორტში იყო, მამის სახელიც ჰქვია. წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის პირველობაზე არ გაუშვა, თბილისში მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ საგანი ჰქონდა დარჩენილი. არანაირად არ გვაყენებდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში. არც ის მომენტი ჰქონდა, რადგან მისი შვილები ვიყავით, წინ წავეწიეთ. ახლა რომ ვუყურებ, ბევრ რაღაცაში მართალი ყოფილა. თუმცა შეიძლება მშობლის ასეთი მიდგომა მაშინ ცოტა გვაკომპლექსებდა, არ ვიცი... ისე ძალიან თამამი ადამიანები გენეტიკურადაც დიდად არ ვართ - არც მე და არც ჩემი ძმა.

"ხარება"

- დედასაც ხომ აქვს ტიტულები...

- კი, სპორტულ ტანვარჯიშში საერთაშორისო კლასის ოსტატია, ბრინჯაოს პრიზიორი, იაპონია-ინდონეზიის შეჯიბრებებში გამარჯვებული და ღირსების ორდენის მფლობელი. მამაჩემს რომ გაჰყვა, მამამ უთხრა - ახლა უნდა მიყურო მე და მზესო (იცინის). მესაკუთრეც იყო და დედამაც სულ მას და მზეს უყურა...

დონარა ჯანუყაშვილი, ომარ ფხაკაძის მეუღლე:

- დიდად არ გვიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, თუმცა ცოტა ასაკში გავთამამდი... მე და ომარმა ერთმანეთი სპარტაკიადაზე გავიცანით. მაშინ საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა სპარტაკიადები ტარდებოდა და ერთხელაც მინსკში მთელი დელეგაცია ერთად ვიყავით. იქ თქვეს, ვიღაც ქუთაისიდან არის ჩამოსული, დიდი ბრგე, ძლიერი ბიჭი ომარ ფხაკაძეო. ოღონდ, მე ჯერ არ მყავდა ნანახი, თურმე მას იქ შევუმჩნევივარ, - თვითონ ასე ამბობდა ხოლმე. მერე დარბაზში ჩვენთან თავის ყაზბეგელ მეგობართან ერთად მოვიდა, მეც ყაზბეგიდან ვარ. თავიდან მეგონა, იმ ბიჭს მოჰყვა, მაგრამ თურმე ჩემს სანახავად მოსულა... იმის მერე ასე იყო - ხან გამოჩნდებოდა, ხან - არა. მე კი მის დანახვაზე სულ ვიმალებოდი, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, რომ ცოლად გავყევი. მექსიკაში ოლიმპიურ თამაშებზე მეც უნდა წავსულიყავი, ჭორად მქონდა გაგონილი, უთქვამს, დონარასთან ხელის სათხოვნელად ოლიმპიური თამაშების შემდეგ მივალო, მაგრამ ჩემი გაყოლა მანამდე მოხდა. როცა წამიყვანა, ვერაფრით ვუთხარით, ახლა დამაბრუნე და ოლიმპიადის შემდეგ გამოგყვები-მეთქი. იქნებ არ მივყავდი?!

ომარ ფხაკაძე მეუღლესთან ერთდ

პაემანზე მასთან არც ერთხელ არ გავსულვარ. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ვარჯიშის შემდეგ, სპორტული დარბაზიდან წავყევი, ჭიდაობა არ დამიწყია. თუმცა ოლიმპიადაზე კი ვეღარ წავედი.

- როგორც ჩანს შეგიყვარდათ ჩემპიონი...

- დიახ და ჩემი ეს განწყობა მის მიმართ დღემდე გრძელდება. ასე ვამბობ ხოლმე, - ომარის ავად გახდომიდან და გარდაცვალებიდან ჩემი ცხოვრება მართლა დავამთავრე. მისი წასვლით ყველაფერი დავკარგე, ამ ცხოვრებაში ძალიან დაბნეული დავრჩი. არადა, უკვე 30 წელია ჩვენ გვერდით აღარ არის... 48 წლის იყო, რომ ამ ქვეყნიდან წავიდა. ბაიასაც, ჩემს შვილს მეუღლე 48 წლის ასაკში გარდაეცვალა - დედა-შვილმა რაღაც ასეთი ბედი გავიზიარეთ.

- ფილმის "ხარება და გოგიას" გადაღების შესახებ გვიამბეთ...

- გიორგი შენგელაია არ იცნობდა ომარს. უბრალოდ გიორგიმ მსგავსება ნახა ხარება-გოგიასა და ომარი-ლევანს (თედიაშვილს) შორის. დიდხანს ცდილობდა, ომარი ამ როლზე დაეთანხმებინა. ომარს გარდასახვის უნარი ნაკლებად ჰქონდა. იყო ისეთი, როგორიც იყო. ამბობდა, ესა ვარ, რაც ვარ, ერთი ქუთაისელი ომარიო. მოკლედ, სანამ სცენარი არ წაიკითხა და სანამ ბევრი ადამიანი არ ჩაერია, მათ შორის მთავრობა, მანამდე არ დათანხმდა. გიორგი მერე ძალიან შეყვარებული იყო ომარზე... გადამღებ ჯგუფს, მასში მონაწილე მსახიობებს ძალიან კარგი დამოკიდებულება ჰქონდათ. გადაღებებზე ყველანი დამეგობრდნენ, თუმცა იმ პერიოდში ომარი შიმშილობდა.

დონარა ჯანუყაშვილი შვილებთან ერთდ

- რატომ?

- მანამდე მოსკოვში ცუდად გახდა, მაღალი წნევა ჰქონდა, საავადმყოფოში წაიყვანეს და იქ ვიღაც ქირურგ-ონკოლოგს უთქვამს, სიმსივნე გაქვს, მაგრამ ეს კიბო არ არისო. რომ ჩამოვიდა, მოსკოვში კვლევებზე ისევ წავედით, მაგრამ იმავე სპეციალისტმა ის სიმსივნე მერე ვეღარ აღმოაჩინა. ისე გამოუშვეს, ოპერაცია არ გაუკეთეს... რაც შეეხება შიმშილობას, წნევამ თამაში რომ დაიწყო, კარდიოლოგთანაც ვიყავით და ერთ-ერთმა ექიმმა ურჩია, ორგანიზმისთვის შიმშილობა კარგიაო. ერთხელ 3 დღე, მერე 5 დღე იშიმშილა.18 დღეც უშიმშილია, მაშინ აფხაზეთში ვიყავით, სადაც რაღაც საქმეზე თბილისში გამოიძახეს და ის ნაშიმშილარი მარტო წამოვიდა მანქანით. ფიზიკურად და სულიერად ძლიერი ადამიანი იყო... წარმოიდგინეთ, ერთხელ 30 დღე მხოლოდ გამოხდილ წყალზე იყო... ამ ამბებიდან 5-6 წლის მერე ცუდად გახდა და საბოლოოდ კიბო დაუდგინდა. გაკვეთეს და მეტასტაზები ბადე ქონზე იყო მოდებული... მე რომ დამიძახეს, მეგონა, სისხლის გადასხმა იყო საჭირო, ერთი ჯგუფის სისხლი გვქონდა... ფაქტობრივად, ერთ თვეში გარდაიცვალა.

ფხაკაძეები გიორგი შენგელაიასთან ერთად

- დასანანია, რომ ასე ადრე წავიდა... ფილმს რომ მივუბრუნდეთ - ამბობთ, რომ ხარებას თვისებები ჰქონდაო მას...

- კი, ხარებაც თავშეკავებულია, მოზომილი, საოცარი მეგობარია, გაჭირვებულს ეხმარება... ერთხელ ახალგაზრდების საუბარს შევესწარი, მეც სიამოვნებით ვითამაშებდი ხარებას როლსო - გამიხარდა ეს რომ მოვისმინე... ომარმა ემოციის გამოხატვა არ იცოდა, უბრალოდ ფილმის გადაღება რომ დამთავრდა, ვიცი, რომ კმაყოფილი იყო იმ დამოკიდებულებით, რასაც ის ჯგუფი მის მიმართ იჩენდა...

დიდად არც მოფერება იცოდა, მაგრამ სათქმელს თვალებით გეუბნებოდა. ოღონდ, ის სათქმელიც გულიდან მოდიოდა. ამიტომ ყურადღებას ადვილად იპყრობდა. მოკლედ, კარგი ბიჭი იყო. მართლა ძალიან სჭირდება საქართველოს ასეთი ადამიანი.

ომარ ფხაკაძე ქალიშვილთან, ბაიასთან ერთდ

- თქვენი შვილი - ომარ ფხაკაძე აგრძელებს მამის საქმეს და გზას...

- ომარი მამის სახელს, გვარს და საქმეს აგრძელებს. ისეთი ტიტულები არ აქვს, როგორც მამას, მაგრამ კარგი სპორტსმენი იყო. მერე ქვეყანა აირია, ომარიც გარდაიცვალა, შექმნილი ვითარების გამო იძულებული გახდა, თავი დაენებებინა. თუმცა ველოსპორტი იმდენად ჩვენია, რომ ზოგჯერ ჩვენი სისხლის უჯრედები მგონია, ამიტომ განაგრძობს მის საქმეს. არჩევნებით უკვე მესამედ არის არჩეული ფედერაციის პრეზიდენტად.

ახლა კიდევ დაიძრა საკითხი, რომ თბილისში ველოტრეკი უნდა აშენდეს, ეს თუ გაკეთდა, ვიტყვი, რომ ღმერთის დახმარებით და სახელმწიფო თანადგომით, ჩვენი მისია შევასრულეთ. ველოტრეკი თანამედროვე სტანდარტების იქნება და მაშინ კიდევ შეიძლება ერთხელ დაიქუხოს ამ სპორტმა. გულიდან წამოსული სიყვარულით, გვინდა, რომ რაღაც გაკეთდეს, ამას არაფერი სჯობს. ეს არის ერთ-ერთი სახეობა, სადაც ბავშვები ფულს არ იხდიან. როცა ეს პროექტი განხორციელდება, ფედერაციის პრეზიდენტის და მწვრთნელის შრომა მეტად დაფასდება. ეს ძალიან მინდა. ასე მაქვს ნათქვამი, მინდა, პირნათელი მივიდე ომართან. დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება.