კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 ყველაზე გავრცელებული მითი ონკოლოგიურ დაავადებებზე
10 ყველაზე გავრცელებული მითი ონკოლოგიურ დაავადებებზე

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გა­ცი­ლე­ბით მეტი იცის ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, მათ­ზე მა­ინც ბევ­რი მცდა­რი წარ­მოდ­გე­ნაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. ზო­გი­ერთ მათ­განს გარ­კვე­უ­ლი სა­ფუძ­ვე­ლი მარ­თლაც აქვს, უმე­ტე­სო­ბა კი ყვე­ლა­ნა­ირ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­საა მოკ­ლე­ბუ­ლი. იმი­სათ­ვის, რომ მი­თე­ბი კი­ბოს შე­სა­ხებ, კი­დევ ერთხელ გა­ვა­ქარ­წყლოთ, თო­დუ­ას კლი­ნი­კის კლი­ნი­კურ ონ­კო­ლოგ ელე­ნე მა­რი­ა­მი­ძეს­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე მათ­განს მი­მო­ვი­ხი­ლავთ. სტა­ტი­ა­ში შე­ვეც­დე­ბით მათ სა­პი­რის­პი­რო­შიც და­გარ­წმუ­ნოთ.

მითი N1: კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბას მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კა გა­ნა­პი­რო­ბებს

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წილს ჯერ კი­დევ სჯე­რა, რომ კიბო მხო­ლოდ გე­ნე­ტი­კუ­რია. არა­და ის მულ­ტი­ფაქ­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა, ანუ მას მრა­ვა­ლი გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს. ძი­რი­თა­დად კი, მის პრო­ვო­ცი­რე­ბას იწ­ვევს ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წესი – უმოძ­რა­ო­ბა, მო­წე­ვა, ალ­კოჰო­ლის ჭარ­ბად მოხ­მა­რე­ბა, არა­ჯან­სა­ღი საკ­ვე­ბი. ასე­ვე, რა­დი­ა­ცია, სტრე­სი, და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რი და სხვა.

ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა სპო­რა­დუ­ლია, ანუ წარ­მო­ი­შო­ბა რა­ი­მე გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბის გა­რე­შე. ცხა­დია, არ­სე­ბობს გარ­კვე­უ­ლი სიმ­სივ­ნუ­რი პა­თო­ლო­გი­ე­ბიც, რო­მელ­თა გან­ვი­თა­რე­ბა­ში გე­ნე­ტი­კა მარ­თლაც დიდ როლს ას­რუ­ლებს, თუმ­ცა მათი წილი მთელ ონ­კო­პა­თო­ლო­გი­ებ­ში მხო­ლოდ 5-10%-ია. ასეთ ონ­კო­ლო­გი­ურ და­ა­ვა­დე­ბებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს ტა­ნის, ძუ­ძუ­სა და საკ­ვერ­ცხის კიბო. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ამ­გვა­რი ოჯა­ხუ­რი ანამ­ნე­ზის დროს არ­სე­ბობს სკრი­ნინ­გის სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­იდ­ლა­ი­ნე­ბი, რო­მელ­თა მი­ზა­ნიც და­ა­ვა­დე­ბის ად­რე­უ­ლი ეტაპ­ზე გა­მოვ­ლე­ნა ან მათი პრე­ვენ­ცი­აა.

მითი N2: მხო­ლოდ ასა­კო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი ავად­დე­ბი­ან კი­ბო­თი

ის­ტო­რი­უ­ლად კიბო და, ზო­გა­დად, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სი შემ­თხვე­ვე­ბი, მარ­თლაც, 60-80 წლის ასა­კის მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე მო­დი­ო­და. თუმ­ცა დღეს კი­ბო­თი ავა­დო­ბის გლო­ბა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა საკ­მა­ოდ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია – გაზ­რდი­ლია კი­ბო­თი ავა­დო­ბა და შემ­ცი­რე­ბუ­ლია დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის ასა­კი.

თუკი 1990 წელს კი­ბო­თი და­ახ­ლო­ე­ბით 1.8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი იყო და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, 2019 წელს ამ რი­ცხვმა 3.2 მი­ლი­ონს მი­აღ­წია. ასე­ვე, უკა­ნას­კნე­ლი 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, 80%-ითაა გაზ­რდი­ლი იმ პა­ცი­ენ­ტთა რი­ცხვიც, რო­მელ­თაც ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი 50 წელ­ზე ნაკ­ლებ ასაკ­ში და­ეს­ვათ.

სიმ­სივ­ნე­ე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ზუს­ტი მი­ზე­ზე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა ძნე­ლია, თუმ­ცა გა­მო­ყო­ფენ რამ­დე­ნი­მე მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბელ ფაქ­ტორს, რო­მელ­თა შო­რი­სა­ცაა გა­რე­მოს და­ბინ­ძუ­რე­ბა, რა­დი­ა­ცია, ცხოვ­რე­ბის არა­ჯან­სა­ღი წესი, სტრე­სი, ძი­ლის ნაკ­ლე­ბო­ბა, ორა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა და სხვა.

მითი N3: ყვე­ლა სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბა იწ­ვევს ტკი­ვილს

ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბის უმე­ტე­სო­ბა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს ან ტკი­ვი­ლი მხო­ლოდ ტერ­მი­ნა­ლურ სტა­დი­ა­ზე იჩენს ხოლ­მე თავს. მა­გა­ლი­თად, ფილ­ტვის კი­ბოს ეს სიმპტო­მი მხო­ლოდ გვი­ან სტა­დი­ა­ზე ახა­სი­ა­თებს, რად­გან ფილ­ტვში ნერ­ვუ­ლი და­ბო­ლო­ე­ბე­ბი მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბი­თა. საკ­ვერ­ცხის სიმ­სივ­ნის დროს კი ტკი­ვი­ლი იმ­დე­ნად ყრუ და არას­პე­ცი­ფი­კუ­რია, რომ ის შე­იძ­ლე­ბა შე­ბე­რი­ლო­ბა­შიც აე­რი­ოს პა­ცი­ენტს. ამი­ტომ ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია სკრი­ნინ­გი, გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბის არ­სე­ბო­ბის დროს კი ექიმ­თან დრო­უ­ლი კონ­სულ­ტა­ცია.

არ­სე­ბობს ორი კვი­რის წესი: თუ რა­ი­მე გა­წუ­ხებთ ორ კვი­რა­ზე მეტ­ხანს და ზო­გა­დი პრო­ფი­ლის სიმპტო­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა არ იძ­ლე­ვა არა­ნა­ირ შე­დეგს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, მი­მარ­თოთ ექიმს და გა­მო­რი­ცხოთ ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­თო­ლო­გია.

მითი N4: ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის წარ­მო­ნაქ­მნი კი­ბოა

ახალ­წარ­მო­ნაქ­მნე­ბი იყო­ფა კე­თილ­თვი­სე­ბი­ან და ავ­თვი­სე­ბი­ა­ნე­ბად. კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი წარ­მო­ნაქ­მნი, მა­გა­ლი­თად, ფიბ­რო­ა­დე­ნო­მა ძუ­ძუ­ში ან მი­ო­მა საშ­ვი­ლოს­ნოს ტან­ში, არ მე­ტას­ტა­ზირ­დე­ბა. ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი უჯრე­დე­ბი კი სწრა­ფად და უკონ­ტრო­ლოდ მრავ­ლდე­ბა და ვრცელ­დე­ბა სხვა ორ­გა­ნო­ებ­ზეც. ის, თუ რა თვი­სე­ბე­ბი­საა წარ­მო­ნაქ­მნი გა­ნი­სა­ზღვრე­ბა კლი­ნი­კუ­რი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის, რა­დი­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი­სა და ბი­ოფ­სი­ის მეშ­ვე­ო­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ახალ­წარ­მო­ნაქ­მნე­ბის უმე­ტე­სო­ბა კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნია, ნე­ბის­მი­ერ ცვლი­ლე­ბას მა­ინც სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბა სჭირ­დე­ბა.

მითი N5: ყვე­ლა სიმ­სივ­ნუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის­თვის ერთი მიდ­გო­მა გა­მო­ი­ყე­ნე­ბა

არ­სე­ბობს 200-მდე ონ­კო­ლო­გი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბა, რომ­ლებ­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა მათ­განს თა­ვი­სე­ბუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა – მკურ­ნა­ლო­ბის და­ნიშ­ვნამ­დე სპე­ცი­ა­ლის­ტმა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს და­ა­ვა­დე­ბის სტა­დია, მორ­ფო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი, მუ­ტა­ცი­უ­რი პა­ნე­ლი, პა­ცი­ენ­ტის ზო­გა­დი მდგო­მა­რე­ო­ბა, თან­მხლე­ბი პა­თო­ლო­გი­ე­ბი და სხვა.

ონ­კო­ლო­გი­ა­ში არ­სე­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი და სის­ტე­მუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­თო­დე­ბი გუ­ლის­ხმობს ოპე­რა­ცი­ას, სხი­ვურ თე­რა­პი­ას, რა­დი­ო­აბ­ლა­ცი­ას, რა­დი­ო­ემ­ბო­ლი­ზა­ცი­ა­სა და ქე­მო­ემ­ბო­ლი­ზა­ცი­ას. სის­ტე­მურ თე­რა­პი­ა­ში კი შე­დის ქი­მი­ო­თე­რა­პია, ჰორ­მო­ნო­თე­რა­პია, იმუ­ნო­თე­რა­პია, ტარ­გე­ტუ­ლი თე­რა­პია, რომ­ლე­ბიც ორ­გა­ნიზ­მში არ­სე­ბულ ყვე­ლა სიმ­სივ­ნურ უჯრედს უტევს და მთელ სხე­ულ­ზე მოქ­მე­დებს. მკურ­ნა­ლო­ბის სტრა­ტე­გია ეფუძ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­იდ­ლა­ი­ნებს, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ მე­თო­დე­ბის შერ­ჩე­ვა მა­ინც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, პა­ცი­ენ­ტის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით ხდე­ბა.

მითი N6: ალ­ტერ­ნა­ტი­ულ მე­დი­ცი­ნას პა­ცი­ენ­ტის სიმ­სივ­ნის­გან გან­კურ­ნე­ბა შე­უძ­ლია

21-ე სა­უ­კუ­ნე მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი მე­დი­ცი­ნის ერაა. დღეს ამა თუ იმ წამ­ლის ეფექ­ტუ­რო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ათო­ბით ათას ადა­მი­ან­ზე იც­დე­ბა, მა­შინ, რო­დე­საც ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლო მე­დი­ცი­ნის პრო­დუქ­ტე­ბი მეც­ნი­ე­რუ­ლად არა­ვის შე­უს­წავ­ლია. მე­ტიც, კვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ არა­ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უკონ­ტრო­ლო მი­ღე­ბა, თუნ­დაც ეს ერთი შე­ხედ­ვით უვ­ნე­ბე­ლი მცე­ნა­რე­უ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი იყოს, იწ­ვევს ღვიძ­ლი­სა და თირკმლის ფუნ­ქცი­ის მკვეთრ დაქ­ვე­ი­თე­ბას. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს და ნა­ტუ­რა­ლუ­რი ყო­ველ­თვის კარ­გსა და უსაფრ­თხოს არ ნიშ­ნავს.

აუ­ცი­ლე­ბე­ლია პა­ცი­ენ­ტი ენ­დოს და და­უ­ჯე­როს თა­ვის მკურ­ნალ ონ­კო­ლოგს, მიჰ­ყვეს მის ინ­სტრუქ­ცი­ას და არ მი­ი­ღოს არც ერთი უც­ნო­ბი წა­მა­ლი ან თუნ­დაც ნა­ტუ­რა­ლუ­რი და­ნა­მა­ტი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის გა­რე­შე.

მითი N7: კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბა ყო­ველ­თვის იწ­ვევს თმის ცვე­ნას

ქი­მი­ო­თე­რა­პი­ა­ში გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 100-მდე მე­დი­კა­მენ­ტი, რომ­ლე­ბიც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, პა­ცი­ენ­ტის დი­აგ­ნო­ზის სა­ფუძ­ველ­ზე ირ­ჩე­ვა. ეს მე­დი­კა­მენ­ტე­ბი თმის ცვე­ნის სხვა­დას­ხვა პო­ტენ­ცი­ა­ლით ხა­სი­ათ­დე­ბა. თუმ­ცა ეს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა ძი­რი­თა­დად გარ­და­მა­ვა­ლია და მკურ­ნა­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თმა ამოს­ვლას ისევ იწყებს.

ამას­თან ერ­თად, თმის ცვე­ნას არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას­თან, ანუ მცდა­რია წარ­მოდ­გე­ნა იმის შე­სა­ხებ, რომ თუ თმა არ დასცვივ­და პა­ცი­ენტს, ქი­მი­ო­თე­რა­პია წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი იყო.

მითი N8: ყვე­ლა სამ­კურ­ნა­ლო მე­თოდს მძი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნა აქვს

სტე­რე­ო­ტი­პი იმის შე­სა­ხებ, რომ კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცე­სი აუ­ცი­ლებ­ლად ღე­ბი­ნე­ბას­თან ან სუს­ტად ყოფ­ნას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მცდა­რია. ცხა­დია, ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და ის, თუ რა სიმ­ძაფ­რის რე­აქ­ცია ექ­ნე­ბა მას ამა თუ იმ მე­დი­კა­მენტზე, წი­ნას­წარ რთუ­ლი გან­სა­სა­ზღვრია. ზო­გა­დად, მკურ­ნა­ლო­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მე­თო­დე­ბი, ძველ­თან შე­და­რე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მსუ­ბუქ გვერ­დით მოვ­ლე­ნებს იწ­ვევს. ამას­თან ერ­თად, რო­გორც წესი, პა­ცი­ენ­ტებს ენიშ­ნე­ბათ ისე­თი პრე­პა­რა­ტე­ბიც, რომ­ლე­ბიც გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბის პრე­ვენ­ცი­ას ან მათ შემ­ცი­რე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს.

მითი N9: ბი­ოფ­სი­ამ შე­იძ­ლე­ბა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს

ბი­ოფ­სია მორ­ფო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლის მო­პო­ვე­ბის ერთ-ერთი მე­თო­დია. ას­ხვა­ვე­ბენ წვრი­ლი ან მსხვი­ლი ნემ­სით ბი­ოფ­სი­ას და ექ­სცი­ზი­ურ ბი­ოფ­სი­ას, რო­დე­საც ჩხვლე­ტის მა­გივ­რად მთელ ლიმ­ფურ კვანძს ან სა­ეჭ­ვო წარ­მო­ნაქ­მნს კვე­თენ. უამ­რა­ვი კვლე­ვის შე­დე­გად და­ნამ­დვი­ლე­ბით ვი­ცით, რომ სწო­რად წარ­მო­ე­ბუ­ლი ბი­ოფ­სია არ იწ­ვევს არც და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბას და არც მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას.

მითი N10: კი­ბოს დი­აგ­ნო­ზი ყო­ველ­თვის ნიშ­ნავს სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩენს

ეს სტე­რე­ო­ტი­პი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნამ დიდი ხა­ნია და­ა­მარ­ცხა. სკრი­ნინ­გის, პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის დახ­მა­რე­ბით, დღეს ამ ვე­რა­გი და­ა­ვა­დე­ბის­გან გან­კურ­ნე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის გაზ­რდი­ლი. ამას­თან, ონ­კო­ლო­გია სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი დარ­გია და ის შე­დე­გე­ბი, რაც დღეს გვაქვს, 30 წლის წინ სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. ამი­ტომ, შეგ­ვიძ­ლია დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყოთ, რომ მეც­ნი­ე­რუ­ლი პროგ­რე­სის დახ­მა­რე­ბით, გან­კურ­ნე­ბუ­ლი ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი მო­მა­ვალ­ში კი­დევ უფრო სწრა­ფად გა­იზ­რდე­ბა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

10 ყველაზე გავრცელებული მითი ონკოლოგიურ დაავადებებზე

10 ყველაზე გავრცელებული მითი ონკოლოგიურ დაავადებებზე

მიუხედავად იმისა, რომ დღეს საზოგადოებამ გაცილებით მეტი იცის ონკოლოგიურ დაავადებებზე, მათზე მაინც ბევრი მცდარი წარმოდგენაა გავრცელებული. ზოგიერთ მათგანს გარკვეული საფუძველი მართლაც აქვს, უმეტესობა კი ყველანაირ მტკიცებულებასაა მოკლებული. იმისათვის, რომ მითები კიბოს შესახებ, კიდევ ერთხელ გავაქარწყლოთ, თოდუას კლინიკის კლინიკურ ონკოლოგ ელენე მარიამიძესთან ერთად რამდენიმე მათგანს მიმოვიხილავთ. სტატიაში შევეცდებით მათ საპირისპიროშიც დაგარწმუნოთ.

მითი N1: კიბოს განვითარებას მხოლოდ გენეტიკა განაპირობებს

საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ სჯერა, რომ კიბო მხოლოდ გენეტიკურია. არადა ის მულტიფაქტორული დაავადებაა, ანუ მას მრავალი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ძირითადად კი, მის პროვოცირებას იწვევს ცხოვრების არაჯანსაღი წესი – უმოძრაობა, მოწევა, ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, არაჯანსაღი საკვები. ასევე, რადიაცია, სტრესი, დაბინძურებული ჰაერი და სხვა.

ონკოლოგიური დაავადებების უმეტესობა სპორადულია, ანუ წარმოიშობა რაიმე გენეტიკური წინასწარგანწყობის გარეშე. ცხადია, არსებობს გარკვეული სიმსივნური პათოლოგიებიც, რომელთა განვითარებაში გენეტიკა მართლაც დიდ როლს ასრულებს, თუმცა მათი წილი მთელ ონკოპათოლოგიებში მხოლოდ 5-10%-ია. ასეთ ონკოლოგიურ დაავადებებს მიეკუთვნება საშვილოსნოს ტანის, ძუძუსა და საკვერცხის კიბო. გაითვალისწინეთ, ამგვარი ოჯახური ანამნეზის დროს არსებობს სკრინინგის სპეციალური გაიდლაინები, რომელთა მიზანიც დაავადების ადრეული ეტაპზე გამოვლენა ან მათი პრევენციაა.

მითი N2: მხოლოდ ასაკოვანი ადამიანები ავადდებიან კიბოთი

ისტორიულად კიბო და, ზოგადად, ავთვისებიანი დაავადებების უმეტესი შემთხვევები, მართლაც, 60-80 წლის ასაკის მოსახლეობაზე მოდიოდა. თუმცა დღეს კიბოთი ავადობის გლობალური სტატისტიკა საკმაოდ შემაშფოთებელია – გაზრდილია კიბოთი ავადობა და შემცირებულია დიაგნოსტირების ასაკი.

თუკი 1990 წელს კიბოთი დაახლოებით 1.8 მილიონი ადამიანი იყო დაავადებული, 2019 წელს ამ რიცხვმა 3.2 მილიონს მიაღწია. ასევე, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, 80%-ითაა გაზრდილი იმ პაციენტთა რიცხვიც, რომელთაც ონკოლოგიური დაავადების დიაგნოზი 50 წელზე ნაკლებ ასაკში დაესვათ.

სიმსივნეების გაახალგაზრდავების ზუსტი მიზეზების დასახელება ძნელია, თუმცა გამოყოფენ რამდენიმე მაპროვოცირებელ ფაქტორს, რომელთა შორისაცაა გარემოს დაბინძურება, რადიაცია, ცხოვრების არაჯანსაღი წესი, სტრესი, ძილის ნაკლებობა, ორალური კონტრაცეპტივების ხშირი გამოყენება და სხვა.

მითი N3: ყველა სიმსივნური დაავადება იწვევს ტკივილს

ავთვისებიანი დაავადებების უმეტესობა უმტკივნეულოდ მიმდინარეობს ან ტკივილი მხოლოდ ტერმინალურ სტადიაზე იჩენს ხოლმე თავს. მაგალითად, ფილტვის კიბოს ეს სიმპტომი მხოლოდ გვიან სტადიაზე ახასიათებს, რადგან ფილტვში ნერვული დაბოლოებები მცირე რაოდენობითა. საკვერცხის სიმსივნის დროს კი ტკივილი იმდენად ყრუ და არასპეციფიკურია, რომ ის შეიძლება შებერილობაშიც აერიოს პაციენტს. ამიტომ ონკოლოგიური დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის უმნიშვნელოვანესია სკრინინგი, გახანგრძლივებული სიმპტომების არსებობის დროს კი ექიმთან დროული კონსულტაცია.

არსებობს ორი კვირის წესი: თუ რაიმე გაწუხებთ ორ კვირაზე მეტხანს და ზოგადი პროფილის სიმპტომური მკურნალობა არ იძლევა არანაირ შედეგს, აუცილებელია, მიმართოთ ექიმს და გამორიცხოთ ონკოლოგიური პათოლოგია.

მითი N4: ნებისმიერი სახის წარმონაქმნი კიბოა

ახალწარმონაქმნები იყოფა კეთილთვისებიან და ავთვისებიანებად. კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, მაგალითად, ფიბროადენომა ძუძუში ან მიომა საშვილოსნოს ტანში, არ მეტასტაზირდება. ავთვისებიანი უჯრედები კი სწრაფად და უკონტროლოდ მრავლდება და ვრცელდება სხვა ორგანოებზეც. ის, თუ რა თვისებებისაა წარმონაქმნი განისაზღვრება კლინიკური დათვალიერების, რადიოლოგიური კვლევებისა და ბიოფსიის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალწარმონაქმნების უმეტესობა კეთილთვისებიანია, ნებისმიერ ცვლილებას მაინც სათანადო ყურადღება სჭირდება.

მითი N5: ყველა სიმსივნური დაავადების მკურნალობისთვის ერთი მიდგომა გამოიყენება

არსებობს 200-მდე ონკოლოგიური დაავადება, რომლებსაც განსხვავებული მახასიათებლები აქვს. შესაბამისად, ყველა მათგანს თავისებური მიდგომა სჭირდება – მკურნალობის დანიშვნამდე სპეციალისტმა უნდა გაითვალისწინოს დაავადების სტადია, მორფოლოგიური სურათი, მუტაციური პანელი, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, თანმხლები პათოლოგიები და სხვა.

ონკოლოგიაში არსებობს ადგილობრივი და სისტემური მკურნალობის მეთოდები. ადგილობრივი მეთოდები გულისხმობს ოპერაციას, სხივურ თერაპიას, რადიოაბლაციას, რადიოემბოლიზაციასა და ქემოემბოლიზაციას. სისტემურ თერაპიაში კი შედის ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია, ტარგეტული თერაპია, რომლებიც ორგანიზმში არსებულ ყველა სიმსივნურ უჯრედს უტევს და მთელ სხეულზე მოქმედებს. მკურნალობის სტრატეგია ეფუძნება საერთაშორისო გაიდლაინებს, თუმცა საბოლოოდ მეთოდების შერჩევა მაინც ინდივიდუალურად, პაციენტის საჭიროებების მიხედვით ხდება.

მითი N6: ალტერნატიულ მედიცინას პაციენტის სიმსივნისგან განკურნება შეუძლია

21-ე საუკუნე მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის ერაა. დღეს ამა თუ იმ წამლის ეფექტურობა წლების განმავლობაში ათობით ათას ადამიანზე იცდება, მაშინ, როდესაც ალტერნატიულო მედიცინის პროდუქტები მეცნიერულად არავის შეუსწავლია. მეტიც, კვლევებით დადასტურდა, რომ არალიცენზირებული მედიკამენტების უკონტროლო მიღება, თუნდაც ეს ერთი შეხედვით უვნებელი მცენარეული პრეპარატები იყოს, იწვევს ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მკვეთრ დაქვეითებას. ყველაფერს თავისი დრო და დანიშნულება აქვს და ნატურალური ყოველთვის კარგსა და უსაფრთხოს არ ნიშნავს.

აუცილებელია პაციენტი ენდოს და დაუჯეროს თავის მკურნალ ონკოლოგს, მიჰყვეს მის ინსტრუქციას და არ მიიღოს არც ერთი უცნობი წამალი ან თუნდაც ნატურალური დანამატი დანიშნულების გარეშე.

მითი N7: კიბოს მკურნალობა ყოველთვის იწვევს თმის ცვენას

ქიმიოთერაპიაში გამოიყენება 100-მდე მედიკამენტი, რომლებიც ინდივიდუალურად, პაციენტის დიაგნოზის საფუძველზე ირჩევა. ეს მედიკამენტები თმის ცვენის სხვადასხვა პოტენციალით ხასიათდება. თუმცა ეს გვერდითი მოვლენა ძირითადად გარდამავალია და მკურნალობის დასრულების შემდეგ თმა ამოსვლას ისევ იწყებს.

ამასთან ერთად, თმის ცვენას არანაირი კავშირი არ აქვს მკურნალობის ეფექტურობასთან, ანუ მცდარია წარმოდგენა იმის შესახებ, რომ თუ თმა არ დასცვივდა პაციენტს, ქიმიოთერაპია წარუმატებელი იყო.

მითი N8: ყველა სამკურნალო მეთოდს მძიმე გვერდითი მოვლენა აქვს

სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ კიბოს მკურნალობის პროცესი აუცილებლად ღებინებასთან ან სუსტად ყოფნასთანაა დაკავშირებული, მცდარია. ცხადია, ყველა ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და ის, თუ რა სიმძაფრის რეაქცია ექნება მას ამა თუ იმ მედიკამენტზე, წინასწარ რთული განსასაზღვრია. ზოგადად, მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ძველთან შედარებით, გაცილებით მსუბუქ გვერდით მოვლენებს იწვევს. ამასთან ერთად, როგორც წესი, პაციენტებს ენიშნებათ ისეთი პრეპარატებიც, რომლებიც გვერდითი მოვლენების პრევენციას ან მათ შემცირებას უზრუნველყოფს.

მითი N9: ბიოფსიამ შეიძლება სიმსივნური უჯრედების გავრცელება გამოიწვიოს

ბიოფსია მორფოლოგიური მასალის მოპოვების ერთ-ერთი მეთოდია. ასხვავებენ წვრილი ან მსხვილი ნემსით ბიოფსიას და ექსციზიურ ბიოფსიას, როდესაც ჩხვლეტის მაგივრად მთელ ლიმფურ კვანძს ან საეჭვო წარმონაქმნს კვეთენ. უამრავი კვლევის შედეგად დანამდვილებით ვიცით, რომ სწორად წარმოებული ბიოფსია არ იწვევს არც დაავადების გავრცელებას და არც მის გააქტიურებას.

მითი N10: კიბოს დიაგნოზი ყოველთვის ნიშნავს სასიკვდილო განაჩენს

ეს სტერეოტიპი თანამედროვე მედიცინამ დიდი ხანია დაამარცხა. სკრინინგის, პრევენციული ღონისძიებებისა და მკურნალობის ეფექტური მეთოდების დახმარებით, დღეს ამ ვერაგი დაავადებისგან განკურნების შემთხვევები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. ამასთან, ონკოლოგია სწრაფად განვითარებადი დარგია და ის შედეგები, რაც დღეს გვაქვს, 30 წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო. ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მეცნიერული პროგრესის დახმარებით, განკურნებული ონკოლოგიური პაციენტების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება.

R