მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ღორის სისხლი შესაძლოა გაახალგაზრდავების წყაროდ იქცეს? - "თუ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზეც შესაძლებელი გახდება, მაშინ 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსება
ღორის სისხლი შესაძლოა გაახალგაზრდავების წყაროდ იქცეს? -  "თუ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზეც შესაძლებელი გახდება, მაშინ 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსება

ახა­ლი კვლე­ვით, მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ღო­რის სის­ხლში ნა­პოვ­ნი ნა­ერ­თე­ბის­გან შე­მუ­შა­ვე­ბულ ახალ თე­რა­პი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბას E5 -ს შე­უძ­ლია ორ­გა­ნიზ­მის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა.

და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო E5 გა­მოს­ცა­დეს ასა­კო­ვან ვირ­თხებ­ზე, სწო­რედ ამ ცდე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი კვლე­ვის ან­გა­რიშ­ში, რო­მე­ლიც ახ­ლა­ხან გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ­ში GeroScience, ვკი­თხუ­ლობთ რომ E5 შედ­გე­ბა რთუ­ლი ნა­ნო­ნა­წი­ლა­კე­ბი­სა და ახალ­გაზ­რდა პლა­სე­ბის­გან.

და­ბე­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო თე­რა­პი­ის დროს ახალ­გაზ­რდა ღო­რის სის­ხლით მომ­ზა­დე­ბუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა ასა­კო­ვა­ნი ვირ­თხის ორ­გა­ნიზ­მში შე­იყ­ვა­ნეს, რა­მაც უჯრე­დე­ბის გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბა გა­მო­იწ­ვია. მეც­ნი­ე­რე­ბის აზ­რით, თუ მსგავ­სი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა ადა­მი­ან­ზე გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, მა­შინ 80 წლის მო­ხუ­ცი 26 წლის ახალ­გაზ­რდას და­ემ­სგავ­სე­ბა.

კვლე­ვე­ბის შე­დე­გად ისიც დად­გინ­და, რომ ღო­რის სის­ხლს გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი ეფექ­ტი ჰქონ­და ვირ­თხე­ბის სხვა­დას­ხვა ქსო­ვილ­ზე, ის ასე­ვე ცვლის სის­ხლის, გუ­ლი­სა და ღვიძ­ლის ბი­ო­ლო­გი­ურ ასაკს.

"მკურ­ნა­ლო­ბამ გა­ა­ნა­ხევ­რა სის­ხლის, გუ­ლის და ღვიძ­ლის ქსო­ვი­ლის ეპი­გე­ნე­ტი­კუ­რი ასა­კი... ასე­ვე იყო ნაკ­ლე­ბად გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ სტა­ტის­ტი­კუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის ეფექ­ტი თა­ვის ტვი­ნის ჰი­პო­თა­ლა­მუს­ზე. და­ვა­ფიქ­სი­რეთ ქცე­ვი­თი და კოგ­ნი­ტი­უ­რი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაც", - აღ­ნიშ­ნუ­ლია კვლე­ვა­ში.

მა­თი­ვე თქმით, პლაზ­მუ­რი ფრაქ­ცი­ე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა თან­მიმ­დევ­რუ­ლად ეფექ­ტი­ა­ნია რო­გორც მამრ, ასე­ვე მდედრ ვირ­თხებ­ში. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ ტი­პის თე­რა­პი­ამ შე­საძ­ლოა ადა­მი­ან­ზე უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა იქო­ნი­ოს:

”ის, რაც სა­სარ­გებ­ლოა ერთი სა­ხე­ო­ბის­თვის, შე­იძ­ლე­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს მე­ო­რის­თვის“, - მათი მტკი­ცე­ბით, მრა­ვა­ლი გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი მკურ­ნა­ლო­ბა მღრღნე­ლე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე ეფექ­ტი­ა­ნად არ გა­და­დის.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯოყოლა
1

ბელორუსიაში ღორის სისხლს ურევენ სიმინდის ფქვილში და აცხობენ მჭადის მაგვარ "ლეპიოშკებს". საკმაოდ ნოყიერი და ენერგეტიკული საკვებია. 

.....
4

იყიდება სხვატაშორის ჩინურ მარკეტებში და ჩინურ სამზარეულოში იყენებენ. მაგას რომ შევხედავ გული გადამიქანდება ხოლმე და წამალი კი ყოფილა....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ღორის სისხლი შესაძლოა გაახალგაზრდავების წყაროდ იქცეს? - "თუ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზეც შესაძლებელი გახდება, მაშინ 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსება

ღორის სისხლი შესაძლოა გაახალგაზრდავების წყაროდ იქცეს? -  "თუ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზეც შესაძლებელი გახდება, მაშინ 80 წლის მოხუცი 26 წლისას დაემსგავსება

ახალი კვლევით, მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ღორის სისხლში ნაპოვნი ნაერთებისგან შემუშავებულ ახალ თერაპიულ საშუალებას E5 -ს შეუძლია ორგანიზმის გაახალგაზრდავება.

დაბერების საწინააღმდეგო E5 გამოსცადეს ასაკოვან ვირთხებზე, სწორედ ამ ცდების საფუძველზე მომზადებული კვლევის ანგარიშში, რომელიც ახლახან გამოქვეყნდა ჟურნალში GeroScience, ვკითხულობთ რომ E5 შედგება რთული ნანონაწილაკებისა და ახალგაზრდა პლასებისგან.

დაბერების საწინააღმდეგო თერაპიის დროს ახალგაზრდა ღორის სისხლით მომზადებული საშუალება ასაკოვანი ვირთხის ორგანიზმში შეიყვანეს, რამაც უჯრედების გაახალგაზრდავება გამოიწვია. მეცნიერების აზრით, თუ მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარება ადამიანზე გახდება შესაძლებელი, მაშინ 80 წლის მოხუცი 26 წლის ახალგაზრდას დაემსგავსება.

კვლევების შედეგად ისიც დადგინდა, რომ ღორის სისხლს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი ჰქონდა ვირთხების სხვადასხვა ქსოვილზე, ის ასევე ცვლის სისხლის, გულისა და ღვიძლის ბიოლოგიურ ასაკს.

"მკურნალობამ გაანახევრა სისხლის, გულის და ღვიძლის ქსოვილის ეპიგენეტიკური ასაკი... ასევე იყო ნაკლებად გამოხატული, მაგრამ სტატისტიკურად მნიშვნელოვანი გაახალგაზრდავების ეფექტი თავის ტვინის ჰიპოთალამუსზე. დავაფიქსირეთ ქცევითი და კოგნიტიური გაუმჯობესებაც", - აღნიშნულია კვლევაში.

მათივე თქმით, პლაზმური ფრაქციების მკურნალობა თანმიმდევრულად ეფექტიანია როგორც მამრ, ასევე მდედრ ვირთხებში. მიუხედავად ამისა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ ტიპის თერაპიამ შესაძლოა ადამიანზე უარყოფითი გავლენა იქონიოს:

”ის, რაც სასარგებლოა ერთი სახეობისთვის, შეიძლება კატასტროფული აღმოჩნდეს მეორისთვის“, - მათი მტკიცებით, მრავალი გამაახალგაზრდავებელი მკურნალობა მღრღნელებიდან ადამიანზე ეფექტიანად არ გადადის.