პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას" გეგმავს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას" გეგმავს

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­ლეს­ტი­ნას­თან დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის გეგ­მავს - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ინალ არ­ძინ­ბამ გა­ნა­ცხა­და.

და­გეგ­მი­ლია მო­ლა­პა­რა­კე­ბა რუ­სეთ­ში პა­ლეს­ტი­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ­თან და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში პა­ლეს­ტი­ნის სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელჩთან. არ­ძინ­ბამ აღ­ნიშ­ნა, რომ დი­ა­ლო­გი, "სხვა სა­კი­თხებ­თან ერ­თად, ეხე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებს“.

ამის შე­სა­ხებ ინალ არ­ძინ­ბამ აფხა­ზე­თის ე.წ. სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და.

  • შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ე­მი­რო­ებ­თან, ირან­თან, ავ­ღა­ნეთ­თან, იე­მენ­თან და ლი­ბან­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი.

შეხ­ვედ­რა­ზე ასე­ვე გა­ნი­ხი­ლეს აფხა­ზე­თის ე.წ. დე­ლე­გა­ცი­ის მინ­სკში ვი­ზი­ტის შე­დე­გე­ბი. არ­ძინ­ბას თქმით, ვი­ზი­ტი "ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტე­ბის მძაფ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად მა­ინც შედ­გა“ და აღ­ნიშ­ნა, რომ ბე­ლა­უ­სის რეს­პუბ­ლი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი "დაღ­მა­ვალ ტრა­ექ­ტო­რი­ა­ზეა“.

  • პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ულ ასო­ცი­ა­ცი­ებ­ზე სა­უბ­რი­სას არ­ძინ­ბამ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ უკ­რა­ი­ნის ომის შე­დე­გად "პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცე­ში ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი ახალ თვი­სე­ბებ­სა და ფორ­მებს შე­ი­ძენს“.

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის თქმით, სხვა სხდო­მის ჩა­ტა­რე­ბაც იგეგ­მე­ბა, რო­მე­ლიც მი­ე­ძღვნე­ბა "ინ­ტეგ­რა­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ებ­ში აფხა­ზე­თის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სა­კი­თხე­ბის გან­ხილ­ვას“.

"აფხა­ზე­თი მზად არის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს მსგავს გა­ერ­თი­ა­ნე­ბებ­ში მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო­თა სუ­ვე­რე­ნუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბით“, - ნათ­ქვა­მია აფხა­ზე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მე­დი­ა­ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახმე
0

ვაი, ვაი როგორ გამოტვინდნენ ეს აფხაზები.. ნეტა რას აჭმევენ გამოსაშტერებელს! ასეთი სისულელე რამ გადააწყვეტიათ. და თან გაახმიანეს ეს შესაძლოა რუსეთმა უბრძანა. ეტყობა მაგათ ისრაელი ეპატარავებათ თვალში და ჭკუას მოუხმონ.

თუთაშხია
0

აა დაადგა კაცი განვითრების გზას, ვაი თქვენს ვოვას როგორ გაგასულელათ,ვაი თქვენს პატრონს!

 

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას" გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან "დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას" გეგმავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება პალესტინასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების გეგმავს - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინბამ განაცხადა.

დაგეგმილია მოლაპარაკება რუსეთში პალესტინის წარმომადგენელთან და რუსეთის ფედერაციაში პალესტინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. არძინბამ აღნიშნა, რომ დიალოგი, "სხვა საკითხებთან ერთად, ეხება დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების პერსპექტივებს“.

ამის შესახებ ინალ არძინბამ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

  • შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ირანთან, ავღანეთთან, იემენთან და ლიბანთან ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის ე.წ. დელეგაციის მინსკში ვიზიტის შედეგები. არძინბას თქმით, ვიზიტი "ქართველი დიპლომატების მძაფრი წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც შედგა“ და აღნიშნა, რომ ბელაუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები "დაღმავალ ტრაექტორიაზეა“.

  • პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციულ ასოციაციებზე საუბრისას არძინბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის ომის შედეგად "პოსტსაბჭოთა სივრცეში ინტეგრაციული პროცესები ახალ თვისებებსა და ფორმებს შეიძენს“.

შეხვედრის მონაწილეების თქმით, სხვა სხდომის ჩატარებაც იგეგმება, რომელიც მიეძღვნება "ინტეგრაციის ასოციაციებში აფხაზეთის მონაწილეობის კონკრეტული საკითხების განხილვას“.

"აფხაზეთი მზად არის მონაწილეობა მიიღოს მსგავს გაერთიანებებში მხოლოდ სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპებით“, - ნათქვამია აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მედიაცენტრის განცხადებაში.