პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვანოს და ბიძინას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - მოდი, მელია "გადავაყუდოთო" - რა ხდება "ნაცმოძრაობის" კულუარებში და მოახერხებს სააკაშვილი "სხვების არეულის" დალაგებას?
"ვანოს და ბიძინას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - მოდი, მელია "გადავაყუდოთო" - რა ხდება "ნაცმოძრაობის" კულუარებში და მოახერხებს სააკაშვილი "სხვების არეულის" დალაგებას?

ხა­ბე­იშ­ვი­ლის გა­თავ­მჯდო­მა­რე­ბის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" და­წყე­ბუ­ლი რყე­ვე­ბი გრძელ­დე­ბა. მას შემ­დეგ, რაც პა­ტი­მარ­მა ექ­სპრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კა­ში ღიად ჩარ­თვა გა­და­წყვი­ტა, მის და­ფუძ­ნე­ბულ პარ­ტი­ა­ში "სხვე­ბის არე­უ­ლის და­ლა­გე­ბას“ შე­უდ­გა. მის ამ მცდე­ლო­ბას - ენმ-ს გამ­თლი­ა­ნე­ბას თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბიც კი ნი­ჰი­ლის­ტუ­რად უყუ­რე­ბენ და პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი პარ­ტი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ კი­დევ მე­ტად და­ქუც­მა­ცე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

3 ნო­ემ­ბერს სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე დის­ტან­ცი­უ­რად ჩარ­თვი­სას მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ზოგ-ზო­გი­ერ­თებს კა­რის­კენ მი­უ­თი­თა, როცა გა­ნა­ცხა­და:

"პარ­ტი­ის შიგ­ნი­დან თუ გინ­დათ პარ­ტი­ის ლან­ძღვა, სჯობს, გახ­ვი­დეთ და რა­ღაც თქვე­ნი გა­ა­კე­თოთ, ვიდ­რე პარ­ტია შიგ­ნი­დან და­ა­სუს­ტოთ. შემ­დეგ მეტი შან­სია, რომ ერ­თად შე­იკ­რი­ბოთ და მა­ინც ერ­თობ­ლი­ვად მოგ­ვიხ­დე­ბა ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა შიგ­ნი­დან რყე­ვა“.

ვის მი­უ­თი­თა კა­რის­კენ მი­ხელ სა­ა­კაშ­ვილ­მა და ვინ არ­ყევს პარ­ტი­ას შიგ­ნი­დან, სა­ა­კაშ­ვილს არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუმ­ცა რთუ­ლი მი­სახ­ვედ­რი არ იყო, რომ მან ექსთავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლია და მისი გუნ­დი იგუ­ლის­ხმა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა შემ­დეგ და­ა­დას­ტუ­რა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სა­სა­მარ­თლო­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში სწო­რედ ნიკა მე­ლი­ას გუ­ლის­ხმობ­და.

4 ნო­ემ­ბერს ნიკა მე­ლია "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის მო­წო­დე­ბას:

"სა­ნამ ვინ­მეს რა­მეს მო­უ­წო­დებთ, სა­ნამ სხვის თვალ­ში ბეწვს და­ი­ნა­ხავთ, სა­კუ­თარ თავს შე­ხე­დეთ გვერ­დი­დან, ამომ­რჩევ­ლის, ან პარ­ტი­ის რი­გი­თი წევ­რის თვა­ლით“.

ნიკა მე­ლი­ას თქმით, პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ნათ­ქვა­მის ბრმად შეს­რუ­ლე­ბა "მისი გზა არ არის“ და "მით უმე­ტეს, არ მი­ი­ღებს ამ მო­წო­დე­ბას მათ­გან, ვინც უც­ნა­უ­რი ტრა­ექ­ტო­რი­ით იმოძ­რა­ვა, ხელი მო­ე­ცა­რა და დაბ­რუნ­და“.

გარ­და ამი­სა, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა პირ­და­პირ თქვა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ სია ახა­ლი სა­ხე­ე­ბით უნდა და­კომ­პლექტდეს და ვინც ერთხელ მა­ინც იყო დე­პუ­ტა­ტი, მან მან­და­ტი აღარ უნდა მი­ი­ღოს. რო­გორც ჩანს, ამით სა­ა­კაშ­ვილ­მა ძველ სა­ხე­ებს უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და და უფრო მომ­გე­ბი­ა­ნი სვლა - პარ­ტი­ის­თვის ახა­ლი სის­ხლის გა­დას­ხმა გა­და­წყვი­ტა.

"მივ­მარ­თავ ჩემს თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებს მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბის­თვის, ჩვე­ნი სიის აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა უნდა შედ­გე­ბო­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც არას­დროს ყო­ფი­ლან პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი. ამი­სათ­ვის სა­ჭი­როა ფარ­თოდ გა­ი­ღოს კა­რე­ბი და და­ი­წყოს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით“.

მა­ლე­ვე მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა უკან წა­ი­ღო სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე ემო­ცი­ურ ფონ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი სა­კუ­თა­რი გან­ცხა­დე­ბა და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ ის მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნი­საა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ ყო­ფილ თავ­მჯდო­მა­რე­ზე, ნიკა მე­ლი­ა­ზე და მის გუნ­დზე. "იმათ სა­ყუ­რა­დღე­ბოდ, ვინც ჩემი გა­მოს­ვლა გა­ი­გო რო­გორც ნიკა მე­ლი­ას და მისი გუნ­დის კრი­ტი­კა. მე მა­ღა­ლი წარ­მოდ­გე­ნის ვარ ნიკა მე­ლი­ას დამ­სა­ხუ­რე­ბა­ზე და მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე. მე ვსა­უბ­რობ­დი პარ­ტი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე და პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე, ხოლო ჩემი პრი­ო­რი­ტე­ტი უც­ვლე­ლია: ახა­ლი სა­ხე­ე­ბის, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რდე­ბის წა­მო­წე­ვა, ერ­თი­ა­ნო­ბა და სა­ერ­თო მიზ­ნის­კენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბა".

მა­ინც რა სი­ახ­ლე­ებს უნდა ვე­ლო­დოთ მსხვილ ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ა­ში, ვინ გა­ეყ­რე­ბა და ვინ შე­ეყ­რე­ბა მას, რას ნიშ­ნავს სა­ა­კაშ­ვი­ლის აზ­რთა ცვა­ლე­ბა­დო­ბა და რო­მელ ფლანგს რა ინ­ტე­რე­სი აქვს, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ამ­ბე­ბი.გე-ს სან­დო წყა­რო "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ უყ­ვე­ბა:

"კე­ზე­რაშ­ვილ-მე­რა­ბიშ­ვი­ლის და მე­ლი­ას ფლან­გიც წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ ცდი­ლო­ბენ მი­შას ელექ­ტო­რა­ტის თა­ვის მხა­რეს მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­და­ქაჩ­ვას. ყვე­ლა ხე­დავს, მიშა არც მწვადს წვავს და არც შამ­ფურს - ჯერ მე­ლი­ას მი­უ­თი­თა კა­რის­კენ (აქ მე­ლი­ას რომ გუ­ლის­ხმობ­და, ყვე­ლა მიხ­ვდა), ახლა და­წე­რა, მე­ლი­ას დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს პარ­ტი­ის წი­ნა­შეო. მი­შას რო­გორც სჩ­ვე­ვია, ცოტა მო­უ­ზო­მა­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა, მერე მიხ­ვდა, რომ ეს საქ­მეს არ წა­ად­გე­ბა. მიშა სა­დაც იქ­ნე­ბა, ენმ-ს ელექ­ტო­რა­ტიც იქით იდ­გე­ბა, მაგ­რამ სტრუქ­ტუ­რუ­ლად, მე­ლი­აც ცალ­კე ძა­ლაა და ვანო-კე­ზე­რაშ­ვი­ლიც, რად­გან ამ არ­ჩევ­ნებ­ზე მე­ლი­ას მხარ­დამ­ჭე­რე­ბი 40% იყო, ბევ­რიც გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლია და "ხა­ბეს­გან" მო­ტყუ­ე­ბუ­ლი - და­ი­ქად­ნა, მი­შას გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე­ბო, არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ა­ტა­რა და გა­მო­ვი­და, რომ მან პი­რა­დი ეგო და­იკ­მა­ყო­ფი­ლა. ახლა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლია 1 წელი და ორი­ვე მხა­რე ცდი­ლობს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს მი­შას ელექ­ტო­რა­ტი.

ტყუ­ი­ლია, რომ თით­ქოს მი­შამ მე­ლი­ას ბორ­დის უფ­რო­სო­ბა შეს­თა­ვა­ზა. მთე­ლი პო­ლიტ­საბ­ჭო და­ი­თხო­ვეს და მე­ლი­ას რო­მე­ლი ბორ­დის უფ­რო­სად ნიშ­ნა­ვენ? ასეთ "სა­ჩორ­ტაო“ თე­მებს შე­საძ­ლოა სუს-ი გან­გებ აგ­დებ­დეს, რათა მეტი გან­ხეთ­ქი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს პარ­ტი­ა­ში. "ხა­ბეს" ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი მას­ზე გაბ­რა­ზე­ბუ­ლია და ამ­ბობს, არ­ჩევ­ნებ­ზე სა­ერ­თოდ არ მი­ვალ­თო და მერე ვისი საქ­მე კეთ­დე­ბა ამით? მი­შას ამომ­რჩე­ვე­ლი მე­ლი­ას­თან აღარ დარ­ჩე­ბა, თუკი მიშა გა­ა­კე­თებს გან­ცხა­დე­ბას, მი­ნიშ­ნე­ბას, მაგ­რამ მიშა კარ­გად ხვდე­ბა იმას, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მე­ტად და­ქუც­მა­ცე­ბა "ოც­ნე­ბის“ და სუს-ის ინ­ტე­რე­სებ­ში შე­დის და სურს რა­მე­ნა­ი­რად გა­მო­ას­წო­როს სი­ტუ­ა­ცია.

რას იზამს მე­ლია? - ფაქ­ტია, ჯერ­ჯე­რო­ბით რა­ღა­ცა­ზე მუ­შა­ო­ბენ, რომ სტრუქ­ტუ­რუ­ლად მეტი ნა­წი­ლი თა­ვის­კენ გა­და­იყ­ვა­ნონ, თო­რემ ფაქ­ტია, რომ მას პო­ლიტ­საბ­ჭო­ში აღა­რა­ვინ ჰყავს, არც თავ­მჯდო­მა­რეა... კონ­კრე­ტულ ეტაპ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვა­ნოს და ბი­ძი­ნას ინ­ტე­რე­სე­ბი ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა - მოდი, მე­ლია "გა­და­ვა­ყუ­დო­თო“, ხელს გვიშ­ლი­სო. "ქო­ცე­ბის" ინ­ტე­რე­სი მარ­ტო მე­ლი­ას გა­და­ყუ­დე­ბა არაა, არა­მედ ის, რომ მე­ლი­ას გა­და­ყუ­დე­ბა იწ­ვევს პარ­ტი­ის გახ­ლე­ჩას.

ახლა მი­შას მი­ზა­ნი ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა და თუ მის ბოლო გან­ცხა­დე­ბა-სტა­ტუსს და­ვუკ­ვირ­დე­ბით, იქ ამ­ბობს, რომ ახალ­გაზ­რდე­ბი უნდა მო­ვიდ­ნენ და ძვე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი, ვინც სი­ა­ში იყ­ვნენ, აღა­რო. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და იმას ნიშ­ნავს, ის ვინც სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის და სკა­მე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას ცდი­ლობს, იმათ აღარ­ფე­რი რჩე­ბათ. ძვე­ლებ­ში კი იგუ­ლის­ხმე­ბა ვა­ნოც, კე­ზე­რაც, ხა­ბეც, მე­ლი­აც და პეტ­რე-პავ­ლეც, რო­მელ­თაც მი­შამ მი­ა­ნიშ­ნა, ყვე­ლა გვერ­დზე გა­ი­წი­ეთ, ახალ­გაზ­რდე­ბი წა­მო­ვიდ­ნე­ნო.

რად­გან ნიკა გვა­რა­მი­ამ მე­სი­ჯ­ბოქ­სი გა­უშ­ვა, რომ პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას აპი­რებს, ესე იგი ასეა და რა­ღა­ცა­ზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დე­ბა. კუ­ლუ­ა­რუ­ლად სა­უ­ბა­რია, რომ გვა­რა­მი­ამ და მე­ლი­ამ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ შექ­მნას რა­ღაც ტან­დე­მი და ამას მი­შა­მაც და­უ­ჭი­როს მხა­რი. მე­ლია და გვა­რა­მია ორი­ვე ფი­გუ­რე­ბია, ისი­ნი ერ­თმა­ნეთს კი არ უჭე­რენ მხარს, არა­მედ ორი­ვეს ერ­თმა­ნე­თი შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეთ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ - მე­ლია სტრუქ­ტუ­რე­ბის რა­ღაც ნა­წილს მა­ინც გად­მო­ქა­ჩავს, მას თბი­ლის­ში უმ­რავ­ლე­სო­ბის მხარ­და­ჭე­რა აქვს (პარ­ტი­ის ხა­ზით ვამ­ბობ), გვა­რა­მი­ას სტრუქ­ტუ­რა სა­ერ­თოდ არ აქვს, მაგ­რამ, სა­მა­გი­ე­როდ, აქვს რე­ი­ტინ­გუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­საძ­ლოა და­ლაგ­დეს ინ­ტე­რე­სე­ბი. შე­საძ­ლოა ორი პარ­ტი­უ­ლი ერ­თე­უ­ლი შე­იქ­მნას და მერე რა­ღაც სა­ხით გა­ერ­თი­ან­დეს, ვნა­ხოთ“.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

სამი მავნებელი ერთ ფოტოზე!

ინტრიგანი
1

განუბაჟებელი როგორ განაბაჟებს და დაალაგებს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ვანოს და ბიძინას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - მოდი, მელია "გადავაყუდოთო" - რა ხდება "ნაცმოძრაობის" კულუარებში და მოახერხებს სააკაშვილი "სხვების არეულის" დალაგებას?

"ვანოს და ბიძინას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - მოდი, მელია "გადავაყუდოთო" - რა ხდება "ნაცმოძრაობის" კულუარებში და მოახერხებს სააკაშვილი "სხვების არეულის" დალაგებას?

ხაბეიშვილის გათავმჯდომარების შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობაში" დაწყებული რყევები გრძელდება. მას შემდეგ, რაც პატიმარმა ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკაში ღიად ჩართვა გადაწყვიტა, მის დაფუძნებულ პარტიაში "სხვების არეულის დალაგებას“ შეუდგა. მის ამ მცდელობას - ენმ-ს გამთლიანებას თანაგუნდელებიც კი ნიჰილისტურად უყურებენ და პოლარიზებული პარტიის წინასაარჩევნოდ კიდევ მეტად დაქუცმაცებას პროგნოზირებენ.

3 ნოემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მიხეილ სააკაშვილმა ზოგ-ზოგიერთებს კარისკენ მიუთითა, როცა განაცხადა:

"პარტიის შიგნიდან თუ გინდათ პარტიის ლანძღვა, სჯობს, გახვიდეთ და რაღაც თქვენი გააკეთოთ, ვიდრე პარტია შიგნიდან დაასუსტოთ. შემდეგ მეტი შანსია, რომ ერთად შეიკრიბოთ და მაინც ერთობლივად მოგვიხდება ყველაფრის გაკეთება. ჩვენ არ გვჭირდება შიგნიდან რყევა“.

ვის მიუთითა კარისკენ მიხელ სააკაშვილმა და ვინ არყევს პარტიას შიგნიდან, სააკაშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა რთული მისახვედრი არ იყო, რომ მან ექსთავმჯდომარე ნიკა მელია და მისი გუნდი იგულისხმა. "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა შემდეგ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებაში სწორედ ნიკა მელიას გულისხმობდა.

4 ნოემბერს ნიკა მელია "ფეისბუქის" პირად გვერდზე გამოეხმაურა სააკაშვილის მოწოდებას:

"სანამ ვინმეს რამეს მოუწოდებთ, სანამ სხვის თვალში ბეწვს დაინახავთ, საკუთარ თავს შეხედეთ გვერდიდან, ამომრჩევლის, ან პარტიის რიგითი წევრის თვალით“.

ნიკა მელიას თქმით, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამის ბრმად შესრულება "მისი გზა არ არის“ და "მით უმეტეს, არ მიიღებს ამ მოწოდებას მათგან, ვინც უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა“.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილმა პირდაპირ თქვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ სია ახალი სახეებით უნდა დაკომპლექტდეს და ვინც ერთხელ მაინც იყო დეპუტატი, მან მანდატი აღარ უნდა მიიღოს. როგორც ჩანს, ამით სააკაშვილმა ძველ სახეებს უნდობლობა გამოუცხადა და უფრო მომგებიანი სვლა - პარტიისთვის ახალი სისხლის გადასხმა გადაწყვიტა.

"მივმართავ ჩემს თანაპარტიელებს მომავალი არჩევნებისთვის, ჩვენი სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები. ამისათვის საჭიროა ფართოდ გაიღოს კარები და დაიწყოს აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით“.

მალევე მიხეილ სააკაშვილმა უკან წაიღო სასამართლო პროცესზე ემოციურ ფონზე გაკეთებული საკუთარი განცხადება და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის მაღალი წარმოდგენისაა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე და მის გუნდზე. "იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე მაღალი წარმოდგენის ვარ ნიკა მელიას დამსახურებაზე და მის შესაძლებლობაზე. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების, განსაკუთრებით ახალგაზრდების წამოწევა, ერთიანობა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა".

მაინც რა სიახლეებს უნდა ველოდოთ მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში, ვინ გაეყრება და ვინ შეეყრება მას, რას ნიშნავს სააკაშვილის აზრთა ცვალებადობა და რომელ ფლანგს რა ინტერესი აქვს, ამ ყველაფერზე ამბები.გე-ს სანდო წყარო "ნაციონალური მოძრაობიდან“ უყვება:

"კეზერაშვილ-მერაბიშვილის და მელიას ფლანგიც წინასაარჩევნოდ ცდილობენ მიშას ელექტორატის თავის მხარეს მაქსიმალურად გადაქაჩვას. ყველა ხედავს, მიშა არც მწვადს წვავს და არც შამფურს - ჯერ მელიას მიუთითა კარისკენ (აქ მელიას რომ გულისხმობდა, ყველა მიხვდა), ახლა დაწერა, მელიას დიდი დამსახურება აქვს პარტიის წინაშეო. მიშას როგორც სჩვევია, ცოტა მოუზომავი განცხადება გააკეთა, მერე მიხვდა, რომ ეს საქმეს არ წაადგება. მიშა სადაც იქნება, ენმ-ს ელექტორატიც იქით იდგება, მაგრამ სტრუქტურულად, მელიაც ცალკე ძალაა და ვანო-კეზერაშვილიც, რადგან ამ არჩევნებზე მელიას მხარდამჭერები 40% იყო, ბევრიც განაწყენებულია და "ხაბესგან" მოტყუებული - დაიქადნა, მიშას გავათავისუფლებო, არჩევნები ჩაატარა და გამოვიდა, რომ მან პირადი ეგო დაიკმაყოფილა. ახლა საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 1 წელი და ორივე მხარე ცდილობს მაქსიმალურად შეინარჩუნოს მიშას ელექტორატი.

ტყუილია, რომ თითქოს მიშამ მელიას ბორდის უფროსობა შესთავაზა. მთელი პოლიტსაბჭო დაითხოვეს და მელიას რომელი ბორდის უფროსად ნიშნავენ? ასეთ "საჩორტაო“ თემებს შესაძლოა სუს-ი განგებ აგდებდეს, რათა მეტი განხეთქილება გამოიწვიოს პარტიაში. "ხაბეს" ბევრი მხარდამჭერი მასზე გაბრაზებულია და ამბობს, არჩევნებზე საერთოდ არ მივალთო და მერე ვისი საქმე კეთდება ამით? მიშას ამომრჩეველი მელიასთან აღარ დარჩება, თუკი მიშა გააკეთებს განცხადებას, მინიშნებას, მაგრამ მიშა კარგად ხვდება იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობის“ მეტად დაქუცმაცება "ოცნების“ და სუს-ის ინტერესებში შედის და სურს რამენაირად გამოასწოროს სიტუაცია.

რას იზამს მელია? - ფაქტია, ჯერჯერობით რაღაცაზე მუშაობენ, რომ სტრუქტურულად მეტი ნაწილი თავისკენ გადაიყვანონ, თორემ ფაქტია, რომ მას პოლიტსაბჭოში აღარავინ ჰყავს, არც თავმჯდომარეა... კონკრეტულ ეტაპზე შეიძლება ვანოს და ბიძინას ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა - მოდი, მელია "გადავაყუდოთო“, ხელს გვიშლისო. "ქოცების" ინტერესი მარტო მელიას გადაყუდება არაა, არამედ ის, რომ მელიას გადაყუდება იწვევს პარტიის გახლეჩას.

ახლა მიშას მიზანი ერთობის შენარჩუნებაა და თუ მის ბოლო განცხადება-სტატუსს დავუკვირდებით, იქ ამბობს, რომ ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ და ძველი დეპუტატები, ვინც სიაში იყვნენ, აღარო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმას ნიშნავს, ის ვინც საპარლამენტო მანდატების და სკამების შენარჩუნებას ცდილობს, იმათ აღარფერი რჩებათ. ძველებში კი იგულისხმება ვანოც, კეზერაც, ხაბეც, მელიაც და პეტრე-პავლეც, რომელთაც მიშამ მიანიშნა, ყველა გვერდზე გაიწიეთ, ახალგაზრდები წამოვიდნენო.

რადგან ნიკა გვარამიამ მესიჯბოქსი გაუშვა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ესე იგი ასეა და რაღაცაზე ჩამოყალიბდება. კულუარულად საუბარია, რომ გვარამიამ და მელიამ წინასაარჩევნოდ შექმნას რაღაც ტანდემი და ამას მიშამაც დაუჭიროს მხარი. მელია და გვარამია ორივე ფიგურებია, ისინი ერთმანეთს კი არ უჭერენ მხარს, არამედ ორივეს ერთმანეთი შეიძლება დასჭირდეთ წინასაარჩევნოდ - მელია სტრუქტურების რაღაც ნაწილს მაინც გადმოქაჩავს, მას თბილისში უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს (პარტიის ხაზით ვამბობ), გვარამიას სტრუქტურა საერთოდ არ აქვს, მაგრამ, სამაგიეროდ, აქვს რეიტინგული ტელევიზია და აქედან გამომდინარე, შესაძლოა დალაგდეს ინტერესები. შესაძლოა ორი პარტიული ერთეული შეიქმნას და მერე რაღაც სახით გაერთიანდეს, ვნახოთ“.