კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰემოროიდული დაავადება – მისი ნიშნები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა
ჰემოროიდული დაავადება – მისი ნიშნები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა, იგი­ვე ბუ­ა­სი­ლი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა. ის ყვე­ლა­ზე ხში­რად 45-65 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში ვი­თარ­დე­ბა. ამას­თან, ზო­გი­ერ­თი კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ბუ­ა­სი­ლის შემ­თხვე­ვე­ბი კა­ცებ­ში უფრო ხში­რია, ვიდ­რე ქა­ლებ­ში. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის გარ­თუ­ლე­ბე­ბი იშ­ვი­ა­თად ვლინ­დე­ბა 20 წლამ­დე ასა­კის პა­ცი­ენ­ტებ­ში, ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად კი მათი გან­ვი­თა­რე­ბის რის­კიც იზ­რდე­ბა.

რა იწ­ვევს ბუ­ა­სილს? რა ჩი­ვი­ლე­ბი ახა­სი­ა­თებს მას და რო­გო­რია მისი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი? — და­ა­ვა­დე­ბა­ზე მე­ტის გა­სა­გე­ბად თო­დუ­ას კლი­ნი­კის პრო­ქ­ტო­ლოგ სა­ლო­მე კო­ბა­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

რა არის ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა და რა იწ­ვევს მას?

ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა (ბუ­ა­სი­ლი) არის გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი და პა­თო­ლო­გი­უ­რად მოძ­რა­ვი შიდა ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი წნუ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც შედ­გე­ბა არ­ტე­რი­ო­ლე­ბის­გან, ვე­ნე­ბის­გან და არ­ტე­რი­ო­ვე­ნუ­რი ანას­ტო­მო­ზე­ბის­გან. ის უმე­ტე­სად ვი­თარ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ირ­ღვე­ვა სის­ხლის უკუ­დი­ნე­ბა სწო­რი ნაწ­ლა­ვის კა­ვერ­ნუ­ლი სხე­უ­ლე­ბი­დან ვე­ნუ­ლებ­ში.

ბუ­ა­სი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი გე­ნე­ტი­კუ­რი წი­ნას­წარ­გან­წყო­ბაა. მას, ასე­ვე, შე­საძ­ლოა ხელი შე­უ­წყოს კვე­ბით­მა რა­ცი­ონ­მა, მა­გა­ლი­თად, მცე­ნა­რე­უ­ლი ბოჭ­კოს არა­საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბამ, ცხა­რე, ზედ­მე­ტად მა­რი­ლი­ა­ნი ან მჟა­ვე საკ­ვე­ბის ხშირ­მა მოხ­მა­რე­ბამ, რაც იწ­ვევს ანა­ლუ­რი არ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას. ამას­თან, ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რე­ბია ქრო­ნი­კუ­ლი ყაბ­ზო­ბა, დი­ა­რეა, მძი­მე ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვა, ცხოვ­რე­ბის მჯდო­მა­რე წესი, ალ­კოჰო­ლის ხში­რი და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მოხ­მა­რე­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მი, ზო­გი­ერ­თი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­გო­რე­ბი­ცაა ორ­სუ­ლო­ბა და მშო­ბი­ა­რო­ბა.

რა კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი ახა­სი­ა­თებს ბუ­ა­სილს?

ბუ­ა­სილს ხუთი მთა­ვა­რი სიმპტო­მი აქვს, ესე­ნია: ტკი­ვი­ლი ანუ­სის მი­და­მო­ში, სის­ხლდე­ნა დე­ფე­კა­ცი­ის დროს, ანა­ლუ­რი გა­მო­ნა­დე­ნი და სის­ვე­ლე, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და ქა­ვი­ლი ანუ­სის მი­და­მო­ში, კვან­ძე­ბის პრო­ლაფ­სი ანუ მათი ანუ­სი­დან გა­მო­ვარ­და.

ბუ­ა­სი­ლის გან­ვი­თა­რე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე პა­ცი­ენტს უკა­ნა ტან­ში დის­კომ­ფორ­ტი და უცხო სხე­უ­ლის შეგ­რძნე­ბა აწუ­ხებს, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ ერ­თვის ქა­ვი­ლი. ძლი­ერ­მა ქა­ვილ­მა შე­საძ­ლოა გა­მო­იწ­ვი­ოს ვე­ნე­ბის კედ­ლე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა, შემ­დგომ კი სის­ხლდე­ნა და ინ­ფი­ცი­რე­ბა. პრობ­ლე­მის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ბუ­ა­სი­ლი ხდე­ბა სის­ხლმდე­ნი დე­ფე­კა­ცი­ი­სას ან მის შემ­დგომ. თუ პრო­ცე­სი დიდ­ხანს გაგ­რძელ­და, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თია ანე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვე­ბიც. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­კუთ­რივ ბუ­ა­სილს ტკი­ვი­ლი არ ახა­სი­ა­თებს, ის თავს იჩენს მა­შინ, როცა კვან­ძებს ერ­თვის ან­თე­ბა, ვი­თარ­დე­ბა კვან­ძე­ბის თრომ­ბო­ზი, ჩა­ჭედ­ვა ან სწო­რი ნაწ­ლა­ვის ნა­ხეთ­ქე­ბი.

რო­გო­რია ჰე­მო­რო­დი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ტი­პე­ბი და სტა­დი­ე­ბი?

კვან­ძე­ბის გან­ლა­გე­ბის მი­ხედ­ვით გა­ნას­ხვა­ვე­ბენ შიდა, გარე და კომ­ბი­ნი­რე­ბულ ბუ­ა­სილს, მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის მი­ხედ­ვით კი — მწვა­ვე­სა და ქრო­ნი­კულს. მწვა­ვე ბუ­ა­სი­ლი ვი­თარ­დე­ბა ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი კვან­ძე­ბის თრომ­ბო­ზის შე­დე­გად, რო­მელ­საც თან ახ­ლავს ტკი­ვი­ლი ანა­ლუ­რი ხვრე­ლის მი­და­მო­ში. და­ა­ვა­დე­ბის ქრო­ნი­კულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ახა­სი­ა­თებს გან­მე­ო­რე­ბი­თი სის­ხლდე­ნა, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა დე­ფე­კა­ცი­ას­თან და კვან­ძე­ბის გა­მო­ვარ­დნას­თან.

ქრო­ნი­კუ­ლი ბუ­ა­სი­ლის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში გა­მო­ი­ყო­ფა ოთხი სტა­დია. I სტა­დი­ის დროს სწორ ნაწ­ლა­ვის იო­გურ აპა­რატ­ში, რო­მე­ლიც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია ანა­ლურ არხში ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი კვან­ძე­ბის და­ჭე­რა­ზე, შე­ი­ნიშ­ნე­ბა მცი­რე ცვლი­ლე­ბე­ბი. ამ ეტაპ­ზე კვან­ძე­ბის გა­მო­ვარ­დნა არ აღი­ნიშ­ნე­ბა. II სტა­დის დროს სწო­რი ნაწ­ლა­ვის იო­გურ აპა­რატ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი გა­მო­ხა­ტუ­ლია იმ­დე­ნად, რომ დე­ფე­კა­ცი­ის დროს ხდე­ბა კვან­ძე­ბის გა­მო­ვარ­დნა, თუმ­ცა ისი­ნი უკან თა­ვი­სით ბრუნ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს ან არ აღი­ნიშ­ნოს სის­ხლდე­ნა. III სტა­დი­ას ახა­სი­ა­თებს სწო­რი ნაწ­ლა­ვის ისე­თი ცვლი­ლე­ბე­ბი, როცა გა­მო­ვარ­დნი­ლი კვან­ძე­ბი თა­ვი­სით უკან აღარ ბრუნ­დე­ბა და პა­ცი­ენ­ტი იძუ­ლე­ბუ­ლია თვი­თონ ჩა­აბ­რუ­ნოს ყო­ვე­ლი დე­ფე­კა­ცი­ის დროს. IV სტა­დი­ი­სას კი პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია გა­მო­ვარ­დნი­ლი ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი კვან­ძე­ბის ხე­ლით ჩაბ­რუ­ნე­ბა. ამას­თან, და­ა­ვა­დე­ბას ამ სტა­დი­ა­ზე ხში­რად ახა­სი­ა­თებს თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი, ძლი­ე­რი ტკი­ვი­ლი უკა­ნა ტა­ნის მი­და­მო­ებ­ში და მა­სი­უ­რი სის­ხლდე­ნა.

რო­გო­რია ბუ­ა­სი­ლის სა­დი­აგ­ნოს­ტი­კო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი?

ბუ­ა­სი­ლის დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის სა­ჭი­როა რექ­ტა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვა — ანოს­კო­პია, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბით, ვი­ზუ­ა­ლუ­რი გა­მოკ­ვლე­ვის დროს ფას­დე­ბა დაკბი­ლუ­ლი ხა­ზის, ანა­ლუ­რი კრიპ­ტე­ბი­სა და ეპი­თე­ლუ­რი მემ­ბრა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა. ჩანს შიდა კვან­ძე­ბი, გა­ნი­სა­ზღვრე­ბა მათი ლო­კა­ლი­ზა­ცია, ზომა, სტრუქ­ტუ­რა. ანოს­კო­პი­ის დროს სწო­რი ნაწ­ლა­ვის გა­მოკ­ვლე­ვა ხდე­ბა 8-12 სმ სიღ­რმე­ზე. დი­აგ­ნოს­ტი­კის­თვის, ასე­ვე, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რექ­ტო­რო­მა­ნოს­კო­პია, რო­მე­ლიც ადას­ტუ­რებს და ავ­სებს ანოს­კო­პი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვის მო­ნა­ცე­მებს. აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ანუ­სის ჩა­კეტვის (ობტუ­რა­ტო­რუ­ლი) ფუნ­ქცია ფას­დე­ბა სფინ­ქტე­რო­მეტ­რი­ი­სა და ელექტრო­მი­ოგ­რა­ფი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით. და­მა­ტე­ბით მივ­მარ­თავთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ ანა­ლი­ზებს, რო­გო­რე­ბი­ცაა სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი ანე­მი­ის გა­მო­სავ­ლე­ნად და კო­ა­გუ­ლოგ­რა­მა.

რო­გო­რია ჰე­მო­რო­ი­დუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი?

სა­მე­დი­ცი­ნო ტაქ­ტი­კის არ­ჩე­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კლი­ნი­კურ ნიშ­ნებ­სა და და­ა­ვა­დე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის სიმ­ძი­მე­ზე. მკურ­ნა­ლო­ბის კომ­პლექ­სუ­რი მიდ­გო­მა მო­ი­ცავს დი­ე­ტის კო­რექ­ცი­ას, ჰი­გი­ე­ნურ პრო­ცე­დუ­რებს, სპე­ცი­ა­ლურ ვარ­ჯი­შებ­სა და პრე­პა­რა­ტებს, რო­გო­რე­ბი­ცაა ფლე­ბო­ტო­ნი­კე­ბი, ან­ტი­კო­ა­გუ­ლან­ტე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ბუ­ა­სი­ლის დროს, შე­საძ­ლოა, სა­ჭი­რო გახ­დეს ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა. თუმ­ცა ტრა­დი­ცი­უ­ლი ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, რომ­ლე­ბიც პოს­ტო­პე­რა­ცი­ულ პე­რი­ოდ­ში ძლი­ერ ტკი­ვი­ლის იწ­ვევს და რთულ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს, არ­სე­ბობს თა­ნა­მედ­რო­ვე, მცი­რე­ინ­ვა­ზი­უ­რი მე­თო­დე­ბი. მათ შო­რი­საა, ლი­გი­რე­ბა, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს კვან­ძე­ბის უსის­ხლოდ და უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ მო­ცი­ლე­ბას. მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე, გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინფრა­წი­თე­ლი ფო­ტო­კო­ა­გუ­ლა­ცია, თრომ­ბექ­ტო­მია, ჰე­მო­რი­დექ­ტო­მია ულტრა­მა­ღა­ლი სიხ­ში­რის რა­დი­ო­ტალ­ღუ­რი აპა­რა­ტით და ლა­ზე­რუ­ლი ჰე­მო­რო­ი­დოპ­ლას­ტი­კა. ეს უკა­ნას­კნე­ლი თით­ქმის უმ­ტკივ­ნე­უ­ლო მცი­რე­ინ­ვა­ზი­უ­რი ჩა­რე­ვაა, რო­მე­ლიც იწ­ვევს სიმპტო­მე­ბის საგ­რძნობ­ლად შემ­სუ­ბუ­ქე­ბას და გაქ­რო­ბას. ის, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ხან­გრძლი­ვო­ბას. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უმე­ტეს შემ­თხვე­ვებ­ში ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვის შემ­დეგ პა­ცი­ენ­ტე­ბი და­ა­ვა­დე­ბის­გან სრუ­ლად იკურ­ნე­ბი­ან.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

ჰემოროიდული დაავადება – მისი ნიშნები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჰემოროიდული დაავადება – მისი ნიშნები, დიაგნოსტიკა და მკურნალობა

ჰემოროიდული დაავადება, იგივე ბუასილი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ის ყველაზე ხშირად 45-65 წლის ასაკობრივ ჯგუფში ვითარდება. ამასთან, ზოგიერთი კვლევის მიხედვით, ბუასილის შემთხვევები კაცებში უფრო ხშირია, ვიდრე ქალებში. აღსანიშნავია, რომ ჰემოროიდული დაავადების გართულებები იშვიათად ვლინდება 20 წლამდე ასაკის პაციენტებში, ასაკის მატებასთან ერთად კი მათი განვითარების რისკიც იზრდება.

რა იწვევს ბუასილს? რა ჩივილები ახასიათებს მას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები? — დაავადებაზე მეტის გასაგებად თოდუას კლინიკის პროქტოლოგ სალომე კობაძეს ვესაუბრეთ.

რა არის ჰემოროიდული დაავადება და რა იწვევს მას?

ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი) არის გაფართოებული და პათოლოგიურად მოძრავი შიდა ჰემოროიდული წნულები, რომლებიც შედგება არტერიოლებისგან, ვენებისგან და არტერიოვენური ანასტომოზებისგან. ის უმეტესად ვითარდება მაშინ, როდესაც ირღვევა სისხლის უკუდინება სწორი ნაწლავის კავერნული სხეულებიდან ვენულებში.

ბუასილის განვითარების ერთ-ერთი ფაქტორი გენეტიკური წინასწარგანწყობაა. მას, ასევე, შესაძლოა ხელი შეუწყოს კვებითმა რაციონმა, მაგალითად, მცენარეული ბოჭკოს არასაკმარისი რაოდენობით მიღებამ, ცხარე, ზედმეტად მარილიანი ან მჟავე საკვების ხშირმა მოხმარებამ, რაც იწვევს ანალური არხის გაღიზიანებას. ამასთან, ჰემოროიდული დაავადების ხელშემწყობი ფაქტორებია ქრონიკული ყაბზობა, დიარეა, მძიმე ფიზიკური დატვირთვა, ცხოვრების მჯდომარე წესი, ალკოჰოლის ხშირი და დიდი რაოდენობით მოხმარება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ზოგიერთი ფიზიოლოგიური მდგომარეობა, როგორებიცაა ორსულობა და მშობიარობა.

რა კლინიკური ნიშნები ახასიათებს ბუასილს?

ბუასილს ხუთი მთავარი სიმპტომი აქვს, ესენია: ტკივილი ანუსის მიდამოში, სისხლდენა დეფეკაციის დროს, ანალური გამონადენი და სისველე, გაღიზიანება და ქავილი ანუსის მიდამოში, კვანძების პროლაფსი ანუ მათი ანუსიდან გამოვარდა.

ბუასილის განვითარების პირველ ეტაპზე პაციენტს უკანა ტანში დისკომფორტი და უცხო სხეულის შეგრძნება აწუხებს, რომელსაც ზოგჯერ ერთვის ქავილი. ძლიერმა ქავილმა შესაძლოა გამოიწვიოს ვენების კედლების დაზიანება, შემდგომ კი სისხლდენა და ინფიცირება. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ბუასილი ხდება სისხლმდენი დეფეკაციისას ან მის შემდგომ. თუ პროცესი დიდხანს გაგრძელდა, არცთუ იშვიათია ანემიის განვითარების შემთხვევებიც. აღსანიშნავია, რომ საკუთრივ ბუასილს ტკივილი არ ახასიათებს, ის თავს იჩენს მაშინ, როცა კვანძებს ერთვის ანთება, ვითარდება კვანძების თრომბოზი, ჩაჭედვა ან სწორი ნაწლავის ნახეთქები.

როგორია ჰემოროდიული დაავადების ტიპები და სტადიები?

კვანძების განლაგების მიხედვით განასხვავებენ შიდა, გარე და კომბინირებულ ბუასილს, მიმდინარეობის მიხედვით კი — მწვავესა და ქრონიკულს. მწვავე ბუასილი ვითარდება ჰემოროიდული კვანძების თრომბოზის შედეგად, რომელსაც თან ახლავს ტკივილი ანალური ხვრელის მიდამოში. დაავადების ქრონიკულ მიმდინარეობას ახასიათებს განმეორებითი სისხლდენა, რომელიც ასოცირდება დეფეკაციასთან და კვანძების გამოვარდნასთან.

ქრონიკული ბუასილის მიმდინარეობაში გამოიყოფა ოთხი სტადია. I სტადიის დროს სწორ ნაწლავის იოგურ აპარატში, რომელიც პასუხისმგებელია ანალურ არხში ჰემოროიდული კვანძების დაჭერაზე, შეინიშნება მცირე ცვლილებები. ამ ეტაპზე კვანძების გამოვარდნა არ აღინიშნება. II სტადის დროს სწორი ნაწლავის იოგურ აპარატში ცვლილებები გამოხატულია იმდენად, რომ დეფეკაციის დროს ხდება კვანძების გამოვარდნა, თუმცა ისინი უკან თავისით ბრუნდება. ამ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ან არ აღინიშნოს სისხლდენა. III სტადიას ახასიათებს სწორი ნაწლავის ისეთი ცვლილებები, როცა გამოვარდნილი კვანძები თავისით უკან აღარ ბრუნდება და პაციენტი იძულებულია თვითონ ჩააბრუნოს ყოველი დეფეკაციის დროს. IV სტადიისას კი პრაქტიკულად შეუძლებელია გამოვარდნილი ჰემოროიდული კვანძების ხელით ჩაბრუნება. ამასთან, დაავადებას ამ სტადიაზე ხშირად ახასიათებს თრომბოზული გართულებები, ძლიერი ტკივილი უკანა ტანის მიდამოებში და მასიური სისხლდენა.

როგორია ბუასილის სადიაგნოსტიკო საშუალებები?

ბუასილის დიაგნოსტიკისთვის საჭიროა რექტალური გამოკვლევა — ანოსკოპია, რომლის გამოყენებით, ვიზუალური გამოკვლევის დროს ფასდება დაკბილული ხაზის, ანალური კრიპტებისა და ეპითელური მემბრანის მდგომარეობა. ჩანს შიდა კვანძები, განისაზღვრება მათი ლოკალიზაცია, ზომა, სტრუქტურა. ანოსკოპიის დროს სწორი ნაწლავის გამოკვლევა ხდება 8-12 სმ სიღრმეზე. დიაგნოსტიკისთვის, ასევე, გამოიყენება რექტორომანოსკოპია, რომელიც ადასტურებს და ავსებს ანოსკოპიური გამოკვლევის მონაცემებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ანუსის ჩაკეტვის (ობტურატორული) ფუნქცია ფასდება სფინქტერომეტრიისა და ელექტრომიოგრაფიის გამოყენებით. დამატებით მივმართავთ ლაბორატორიულ ანალიზებს, როგორებიცაა სისხლის საერთო ანალიზი ანემიის გამოსავლენად და კოაგულოგრამა.

როგორია ჰემოროიდული დაავადების მკურნალობის მეთოდები?

სამედიცინო ტაქტიკის არჩევანი დამოკიდებულია კლინიკურ ნიშნებსა და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეზე. მკურნალობის კომპლექსური მიდგომა მოიცავს დიეტის კორექციას, ჰიგიენურ პროცედურებს, სპეციალურ ვარჯიშებსა და პრეპარატებს, როგორებიცაა ფლებოტონიკები, ანტიკოაგულანტები და ადგილობრივი საშუალებები.

ბუასილის დროს, შესაძლოა, საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა. თუმცა ტრადიციული ქირურგიული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც პოსტოპერაციულ პერიოდში ძლიერ ტკივილის იწვევს და რთულ რეაბილიტაციას საჭიროებს, არსებობს თანამედროვე, მცირეინვაზიური მეთოდები. მათ შორისაა, ლიგირება, რომელიც უზრუნველყოფს კვანძების უსისხლოდ და უმტკივნეულოდ მოცილებას. მკურნალობის პროცესში, ასევე, გამოიყენება ინფრაწითელი ფოტოკოაგულაცია, თრომბექტომია, ჰემორიდექტომია ულტრამაღალი სიხშირის რადიოტალღური აპარატით და ლაზერული ჰემოროიდოპლასტიკა. ეს უკანასკნელი თითქმის უმტკივნეულო მცირეინვაზიური ჩარევაა, რომელიც იწვევს სიმპტომების საგრძნობლად შემსუბუქებას და გაქრობას. ის, ასევე მნიშვნელოვნად ამცირებს რეაბილიტაციის ხანგრძლივობას. აღსანიშნავია, რომ უმეტეს შემთხვევებში ქირურგიული ჩარევის შემდეგ პაციენტები დაავადებისგან სრულად იკურნებიან.

R