პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა ბუღაძე მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობას წყვეტს - "უიდეო და უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის, ჩემი იქ დარჩენა შეუძლებელია"
ლაშა ბუღაძე მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობას წყვეტს - "უიდეო და უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის,  ჩემი იქ დარჩენა შეუძლებელია"

მწე­რა­ლი და დრა­მა­ტურ­გი ლაშა ბუ­ღა­ძე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წყვეტს. ამის შე­სა­ხებ მან ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა:

"დღეს და­ვას­რუ­ლე ჩემი რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრთან, სა­დაც ცხა­დია ლე­ვან წუ­ლა­ძი­სა და ეკა მაზ­მიშ­ვი­ლის წას­ვლის შემ­დეგ ცო­ცხა­ლი თე­ატ­რა­ლუ­რი პრო­ცე­სის გაგ­რძე­ლე­ბის იმე­დი არ მაქვს და, შე­სა­ბა­მი­სად, არც დარ­ჩე­ნის სურ­ვი­ლი. ჩემ­თვის და­უ­ვი­წყა­რი იყო ლე­ვან წუ­ლა­ძეს­თან ერ­თად შექ­სპი­რის ტექ­სტის ადაპ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა, რო­მე­ლიც მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის დას­მა სა­ი­უ­ბი­ლეო ფეს­ტი­ვალ­ზე ითა­მა­შა ლონ­დონ­ში, შექ­სპი­რი­სა­ვე "გლო­ბუს­ში".

ლე­ვან წუ­ლა­ძის "რო­გორც გე­ნე­ბოთ" - ბრწყინ­ვა­ლე სპექ­ტაკ­ლი იყო და ალ­ბათ სა­უ­კე­თე­სოც იმ მრა­ვალ შექ­სპირ­ში, რო­მე­ლიც ლე­გენ­და­რულ "გლო­ბუს­ში" წარ­მო­ად­გი­ნეს... ასე­ვე მახ­სენ­დე­ბა მო­ლი­ე­რის "ტარ­ტი­უფ­ზე" მუ­შა­ო­ბა და პი­ე­სე­ბის კი­თხვის კვი­რე­უ­ლე­ბი... მათ შო­რის, კი­თხვა-დის­კუ­სი­ე­ბი, "9 პი­ე­სა ომზე" - გა­ე­როს ქალ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მეშ­ვე­ო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი, სა­დაც ახა­ლი ავ­ტო­რე­ბის ხმე­ბი გა­ის­მა...

მარ­თა­ლია, არც ლე­ვან წუ­ლა­ძეს და არც ეკა მაზ­მიშ­ვილს დაფ­და­ფე­ბის­თვის არ შე­მო­უკ­რავთ თა­ვი­ან­თი წას­ვლის დეკ­ლა­რი­რე­ბით, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბა ისე­თია, რო­გო­რიც არის: კულ­ტუ­რის იმ კლა­ნურ-რეპ­რე­სი­უ­ლი და უი­დეო, უვი­ცი პო­ლი­ტი­კის პი­რო­ბებ­ში, რაც დღეს არის, მათი დარ­ჩე­ნა თე­ატ­რში შე­უძ­ლე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. და ბუ­ნებ­რი­ვია, ჩე­მიც.

მი­თუ­მე­ტეს, კულ­ტუ­რის სრუ­ლი­ად უკულ­ტო­რო კო­მის­რის მმარ­თვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში. მის მძვინ­ვა­რე უკულ­ტუ­რო­ბა­ზე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­სა და მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ კი ალ­ბათ თა­ვად­ვე იტყვი­ან თუ მო­უნ­დე­ბათ.ცხა­დია, ჩემი სო­ლი­და­რო­ბა მათ. და მად­ლო­ბა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატრს. პი­ე­სებს კი სხვა­გან წა­ვი­კი­თხავთ და სხვა სივ­რცე­ე­ბის­თვის დავ­წერთ..." - წერს ბუ­ღა­ძე.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ლე­ვან წუ­ლა­ძემ მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 46 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
0

ბუღაძის დაწერილი რომანები წაიკითხე და მიხვდები ვინც არის. მაგას არვინ არ იმეტებს, თვითონ იმეტებს თავს და მაგის წასვლას მარჯანიშვილიდან არავინ მისტირის.... რაც შეეხება წულაძეს ეყოს ვაჟკაცობა და ნათლაად ჩამოაყალიბოს წასვლის მიზიზეი, როგორც ვიცი მაგისთვის ხელი არავის შეუშლია... ბუღაძე, რომ გარეწარია მაგას რა დიდი მიხვედრა უნდა....

ზაზა
3

არიქა არ გაუშვათ,დააკავეთ ვიღაცამ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ლაშა ბუღაძე მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობას წყვეტს - "უიდეო და უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის, ჩემი იქ დარჩენა შეუძლებელია"

ლაშა ბუღაძე მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობას წყვეტს - "უიდეო და უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის,  ჩემი იქ დარჩენა შეუძლებელია"

მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე მარჯანიშვილის თეატრთან თანამშრომლობას წყვეტს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა:

"დღეს დავასრულე ჩემი რამდენიმე წლიანი თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან, სადაც ცხადია ლევან წულაძისა და ეკა მაზმიშვილის წასვლის შემდეგ ცოცხალი თეატრალური პროცესის გაგრძელების იმედი არ მაქვს და, შესაბამისად, არც დარჩენის სურვილი. ჩემთვის დაუვიწყარი იყო ლევან წულაძესთან ერთად შექსპირის ტექსტის ადაპტაციაზე მუშაობა, რომელიც მარჯანიშვილის დასმა საიუბილეო ფესტივალზე ითამაშა ლონდონში, შექსპირისავე "გლობუსში".

ლევან წულაძის "როგორც გენებოთ" - ბრწყინვალე სპექტაკლი იყო და ალბათ საუკეთესოც იმ მრავალ შექსპირში, რომელიც ლეგენდარულ "გლობუსში" წარმოადგინეს... ასევე მახსენდება მოლიერის "ტარტიუფზე" მუშაობა და პიესების კითხვის კვირეულები... მათ შორის, კითხვა-დისკუსიები, "9 პიესა ომზე" - გაეროს ქალთა ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელებული, სადაც ახალი ავტორების ხმები გაისმა...

მართალია, არც ლევან წულაძეს და არც ეკა მაზმიშვილს დაფდაფებისთვის არ შემოუკრავთ თავიანთი წასვლის დეკლარირებით, მაგრამ რეალობა ისეთია, როგორიც არის: კულტურის იმ კლანურ-რეპრესიული და უიდეო, უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის, მათი დარჩენა თეატრში შეუძლებელი აღმოჩნდა. და ბუნებრივია, ჩემიც.

მითუმეტეს, კულტურის სრულიად უკულტორო კომისრის მმართველობის პირობებში. მის მძვინვარე უკულტურობაზე მარჯანიშვილის თეატრისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ კი ალბათ თავადვე იტყვიან თუ მოუნდებათ.ცხადია, ჩემი სოლიდარობა მათ. და მადლობა მარჯანიშვილის თეატრს. პიესებს კი სხვაგან წავიკითხავთ და სხვა სივრცეებისთვის დავწერთ..." - წერს ბუღაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ ლევან წულაძემ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დატოვა.

ნახეთ ასევე: