სპორტი
პოლიტიკა

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მგონია, რომ ნიკა მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია" - ანა წითლიძე
"არ მგონია, რომ ნიკა მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია" - ანა წითლიძე

არ მგო­ნია, რომ მე­ლი­ას გარ­ჩე­ვე­ბი ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია - 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­ა­ხერ­ხა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მეც, მე­ლი­ა­საც, ხა­ბე­იშ­ვილ­საც და თქვენც ამ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვექ­ნე­ბა, - ასე პა­სუ­ხობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ანა წით­ლი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ნიკა მე­ლი­ას გან­ცხა­დე­ბას.

რო­გორც წით­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ახლა ქვე­ყა­ნა­ში ორი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვაა, ეს არის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი და არ­ჩევ­ნე­ბი და ნე­ბის­მი­ე­რი უთან­ხმო­ე­ბა ამ სა­კი­თხებ­თან შე­და­რე­ბით, უმ­ნიშ­ვნე­ლოა.

"ვნა­ხე მისი ეს "ფე­ის­ბუქ პოს­ტი“. მე არ მგო­ნია, რომ ეს გარ­ჩე­ვე­ბი და მისი ეს პო­ზი­ცი­ე­ბი არის ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, როცა ძა­ლი­ან ცოტა დრო გვაქვს დარ­ჩე­ნი­ლი იმის­თვის, რომ გა­ვერ­კვი­ოთ მი­ვი­ღებთ თუ არა კან­დი­და­ტის სტა­ტუსს, ქვე­ყა­ნა დგას ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე და ძა­ლი­ან კარ­გად უნდა გვეს­მო­დეს ყვე­ლას, რომ ნე­ბის­მი­ე­რი უთან­ხმო­ე­ბა, და­პი­რის­პი­რე­ბა, კინ­კლა­ო­ბა უმ­ნიშ­ვნე­ლოა იმას­თან შე­და­რე­ბით, რაც წინ გვე­ლის. წინ გვე­ლის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბის პრო­ცე­სი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი 2024 წლის არ­ჩევ­ნე­ბი, ხოლო 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში თუ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" კი­დევ მო­ა­ხერ­ხა ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, და­მი­ჯე­რეთ, მეც, ნიკა მე­ლი­ა­საც, ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­საც და ჟურ­ნა­ლის­ტებ­საც ვინც ახლა აქ ხართ, გან­სა­კუთ­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს, ამ ქვე­ყა­ნა­ში დარ­ჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა არ გვექ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად და უკან მოგ­ვრჩე­ბა ნე­ბის­მი­ერ ასე­თი უთან­ხმო­ე­ბა,"- გა­ნა­ცხა­და წით­ლი­ძემ.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რი ნიკა მე­ლია კვლავ სა­უბ­რობს პარ­ტი­ა­ში არა­ფორ­მა­ლურ მმარ­თვე­ლო­ბა­ზე და აცხა­დებს, რომ არ და ვერ იქ­ნე­ბა იქ, "სა­დაც იქ­ნე­ბა არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბა, სა­დაც იქ­ნე­ბა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის მავ­ნე გავ­ლე­ნა“.

მი­სი­ვე თქმით, ის იმ ხალ­ხთან ერ­თად იქ­ნე­ბა, "ვის­თან ერ­თა­დაც ბრძო­ლა და გა­მარ­ჯვე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია“.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოთარი
0

აუ რა გასართობია რა ამ მასხარების ყურება!

Qeto
0

საერთოდ არასდროსაა ეს ქოცი გასარჩევი... ვერა და ვერ აღიარა, რომ ქოცია! დაისვენებდა და ჩვენც მოგვასვენებდა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"არ მგონია, რომ ნიკა მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია" - ანა წითლიძე

"არ მგონია, რომ ნიკა მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია" - ანა წითლიძე

არ მგონია, რომ მელიას გარჩევები ახლა მნიშვნელოვანია - 2024 წლის არჩევნებში თუ "ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, მეც, მელიასაც, ხაბეიშვილსაც და თქვენც ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება, - ასე პასუხობს "ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი ანა წითლიძე ჟურნალისტებთან ნიკა მელიას განცხადებას.

როგორც წითლიძემ აღნიშნა, ახლა ქვეყანაში ორი მთავარი გამოწვევაა, ეს არის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები და ნებისმიერი უთანხმოება ამ საკითხებთან შედარებით, უმნიშვნელოა.

"ვნახე მისი ეს "ფეისბუქ პოსტი“. მე არ მგონია, რომ ეს გარჩევები და მისი ეს პოზიციები არის ახლა მნიშვნელოვანი, როცა ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი იმისთვის, რომ გავერკვიოთ მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს, ქვეყანა დგას ბევრი გამოწვევის წინაშე და ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს ყველას, რომ ნებისმიერი უთანხმოება, დაპირისპირება, კინკლაობა უმნიშვნელოა იმასთან შედარებით, რაც წინ გველის. წინ გველის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესი და უმნიშვნელოვანესი 2024 წლის არჩევნები, ხოლო 2024 წლის არჩევნებში თუ "ქართულმა ოცნებამ" კიდევ მოახერხა ძალაუფლების შენარჩუნება, დამიჯერეთ, მეც, ნიკა მელიასაც, ლევან ხაბეიშვილსაც და ჟურნალისტებსაც ვინც ახლა აქ ხართ, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, ამ ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობა არ გვექნება ნამდვილად და უკან მოგვრჩება ნებისმიერ ასეთი უთანხმოება,"- განაცხადა წითლიძემ.

ინფორმაციისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია კვლავ საუბრობს პარტიაში არაფორმალურ მმართველობაზე და აცხადებს, რომ არ და ვერ იქნება იქ, "სადაც იქნება არაფორმალური მმართველობა, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მავნე გავლენა“.

მისივე თქმით, ის იმ ხალხთან ერთად იქნება, "ვისთან ერთადაც ბრძოლა და გამარჯვება შესაძლებელია“.