სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვალა ფრინველის გრიპის გავრცელების ეპიცენტრი - ახლა ვირუსი უფრო მეტად ევროპასა და აფრიკაში ვრცელდება
როგორ შეიცვალა ფრინველის გრიპის გავრცელების ეპიცენტრი - ახლა ვირუსი უფრო  მეტად ევროპასა და აფრიკაში ვრცელდება

ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ფრინ­ვე­ლის გრი­პის გავ­რცე­ლე­ბის ეპი­ცენ­ტრმა აზი­ი­დან ევ­რო­პა­სა და აფ­რი­კა­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ბოლო 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ფრინ­ვე­ლის გრი­პის ვირუ­სე­ბის ეპი­ცენ­ტრი, რო­გორც წესი, აზია იყო, მაგ­რამ ახლა ასე აღარ არის.

კვლე­ვის მი­ხედ­ვით, ფრინ­ვე­ლის გრი­პის ეპი­დე­მია ჩი­ნეთ­ში, 2016 და 2017 წლებ­ში და­ი­წყო. 2020 წელს აფ­რი­კულ ფრინ­ვე­ლებ­ში ორი ახა­ლი H5 ვირუ­სი გაჩ­ნდა, 2022 წელს კი უკვე ევ­რო­პა­ში მო­ბი­ნად­რე გა­რე­ულ ფრინ­ვე­ლებ­ში იჩი­ნა თავი.

"ეს შე­დე­გე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, რომ HPAI-ის (ფრინ­ვე­ლის უაღ­რე­სად პა­თო­გე­ნუ­ლი გრი­პი) H5-ის ეპი­ცენ­ტრმა აზი­ის გა­რეთ გა­და­ი­ნაც­ვლა",- წე­რენ მკვლევ­რე­ბი Nature-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სტა­ტი­ა­ში.

H5N1-ის უაღ­რე­სად ინ­ფექ­ცი­უ­რი ვა­რი­ან­ტის ბოლო გავ­რცე­ლე­ბამ, ევ­რო­პა­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის ყვე­ლა­ზე დიდი ეპი­დე­მია გა­მო­იწ­ვია. მის გამო ში­ნა­უ­რი და გა­რე­უ­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის რე­კორ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­ი­ღო­ცა. ვირუ­სი ძუ­ძუმ­წოვ­რებ­შიც კი გავ­რცელ­და.

ფრინ­ვე­ლის გრი­პით, შე­საძ­ლოა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბიც და­ინ­ფი­ცირ­დნენ: ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, 2003 წლი­დან H5N1 873 ადა­მი­ან­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რის შე­დე­გა­დაც 458 მათ­გა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

შემ­თხვე­ვე­ბის უმე­ტე­სო­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბულ ფრინ­ვე­ლებ­თან კონ­ტაქტთან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მეც­ნი­ე­რე­ბის თქმით, არაა ცნო­ბი­ლი, ამ ტი­პის ვირუ­სის ადა­მი­ა­ნი­დან ადა­მი­ან­ზე გავ­რცე­ლე­ბაც თუა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

მკვლე­ვა­რებ­მა ქვეყ­ნებს ვირუ­სის ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის თვა­ლის დევ­ნე­ბა ურ­ჩი­ეს. მათი თქმით, გა­რე­ულ ფრინ­ვე­ლებ­ში ფრინ­ვე­ლის გრი­პის რე­ზის­ტენ­ტუ­ლო­ბის ზრდა ახა­ლი შტა­მე­ბის ევო­ლუ­ცი­ას და გავ­რცე­ლე­ბას იწ­ვევს.

კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ 1 ფრინ­ველს შე­უძ­ლია 100 ფრინ­ვე­ლი და­ა­ა­ვა­დოს. და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად ფრინ­ვე­ლე­ბის მა­სი­უ­რი ხოც­ვა ეფექ­ტურ პო­ლი­ტი­კად ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ იმის გამო, რომ გრი­პი ახლა ძა­ლი­ა­ნაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი გა­რე­ულ ფრინ­ველ­თა პო­პუ­ლა­ცი­ებ­ში, ამ მიდ­გო­მამ ეფექ­ტუ­რო­ბა და­კარ­გა.

მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ გრი­პით და­ხო­ცი­ლი ფრინ­ვე­ლე­ბის ზუს­ტი რი­ცხვი დად­გე­ნი­ლი არ აქვთ, მაგ­რამ მათი ვა­რა­უ­დით, ეს მი­ლი­ო­ნო­ბით უნდა იყოს.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ შეიცვალა ფრინველის გრიპის გავრცელების ეპიცენტრი - ახლა ვირუსი უფრო მეტად ევროპასა და აფრიკაში ვრცელდება

როგორ შეიცვალა ფრინველის გრიპის გავრცელების ეპიცენტრი - ახლა ვირუსი უფრო  მეტად ევროპასა და აფრიკაში ვრცელდება

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ფრინველის გრიპის გავრცელების ეპიცენტრმა აზიიდან ევროპასა და აფრიკაში გადაინაცვლა. ბოლო 25 წლის განმავლობაში, ფრინველის გრიპის ვირუსების ეპიცენტრი, როგორც წესი, აზია იყო, მაგრამ ახლა ასე აღარ არის.

კვლევის მიხედვით, ფრინველის გრიპის ეპიდემია ჩინეთში, 2016 და 2017 წლებში დაიწყო. 2020 წელს აფრიკულ ფრინველებში ორი ახალი H5 ვირუსი გაჩნდა, 2022 წელს კი უკვე ევროპაში მობინადრე გარეულ ფრინველებში იჩინა თავი.

"ეს შედეგები გვიჩვენებს, რომ HPAI-ის (ფრინველის უაღრესად პათოგენული გრიპი) H5-ის ეპიცენტრმა აზიის გარეთ გადაინაცვლა",- წერენ მკვლევრები Nature-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

H5N1-ის უაღრესად ინფექციური ვარიანტის ბოლო გავრცელებამ, ევროპაში ფრინველის გრიპის ყველაზე დიდი ეპიდემია გამოიწვია. მის გამო შინაური და გარეული ფრინველების რეკორდული რაოდენობა დაიღოცა. ვირუსი ძუძუმწოვრებშიც კი გავრცელდა.

ფრინველის გრიპით, შესაძლოა, რომ ადამიანებიც დაინფიცირდნენ: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, 2003 წლიდან H5N1 873 ადამიანში აღმოაჩინეს, რის შედეგადაც 458 მათგანი გარდაიცვალა.

შემთხვევების უმეტესობა ინფიცირებულ ფრინველებთან კონტაქტთან იყო დაკავშირებული. მეცნიერების თქმით, არაა ცნობილი, ამ ტიპის ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელებაც თუა შესაძლებელი.

მკვლევარებმა ქვეყნებს ვირუსის ცვლილებებისთვის თვალის დევნება ურჩიეს. მათი თქმით, გარეულ ფრინველებში ფრინველის გრიპის რეზისტენტულობის ზრდა ახალი შტამების ევოლუციას და გავრცელებას იწვევს.

კვლევებმა აჩვენა, რომ 1 ფრინველს შეუძლია 100 ფრინველი დააავადოს. დაავადების გავრცელების გასაკონტროლებლად ფრინველების მასიური ხოცვა ეფექტურ პოლიტიკად ითვლებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ გრიპი ახლა ძალიანაა გავრცელებული გარეულ ფრინველთა პოპულაციებში, ამ მიდგომამ ეფექტურობა დაკარგა.

მეცნიერები ამბობენ, რომ გრიპით დახოცილი ფრინველების ზუსტი რიცხვი დადგენილი არ აქვთ, მაგრამ მათი ვარაუდით, ეს მილიონობით უნდა იყოს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა