მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა - ის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირია და ის უზრდელობს" - კობახიძე პრეზიდენტზე
"ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა - ის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირია და ის უზრდელობს" - კობახიძე პრეზიდენტზე

[სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს] არ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი არ უთ­ქვამს, თუ რა არ მო­ე­წო­ნა კონ­კრე­ტუ­ლად სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. უხე­ში ტერ­მი­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა - „სირ­ცხვი­ლია“ და ასე შემ­დეგ. უფრო მე­ტიც, დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­მართ, ამ ქალ­ბა­ტონ­მა პირ­და­პირ იუზ­რდე­ლა,- ამის შე­სა­ხებ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, რი­თაც პრე­ზი­დენ­ტის გუ­შინ­დელ გან­ცხა­დე­ბებს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

მი­სი­ვე თქმით, არ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით ზე­პარ­ტი­უ­ლი უნდა იყოს და ნე­იტ­რა­ლუ­რი, უზ­რდე­ლობ­დეს.

“არაფ­რის იმე­დი აღარ გვაქვს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის­გან, აქ შე­იძ­ლე­ბა რა­ღაც ნაკ­ლე­ბი ეკად­რა, მაგ­რამ გა­მო­ვი­და და ყო­ველ­გვა­რი არ­გუ­მენ­ტე­ბის გა­რე­შე პირ­და­პირ თავს და­ეს­ხა სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს. არ­ცერ­თი არ­გუ­მენ­ტი არ უთ­ქვამს, თუ რა არ მო­ე­წო­ნა კონ­კრე­ტუ­ლად გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში, უხე­ში ტერ­მი­ნე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა „სირ­ცხვი­ლია“ და ასე შემ­დეგ. უფრო მე­ტიც, დე­პუ­ტა­ტე­ბის მი­მართ, ამ ქალ­ბა­ტონ­მა პირ­და­პირ იუზ­რდე­ლა. ის არის ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად წო­დე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი და ის უზ­რდე­ლობს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით ზე­პარ­ტი­უ­ლი უნდა იყოს და ნე­იტ­რა­ლუ­რი, უზ­რდე­ლობ­დეს. ესეც მისი პრობ­ლე­მაა და საქ­მე. და­დას­ტურ­და, რომ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი „ნაც­მოძ­რა­ო­ბის“ იმე­დით არ­ღვევ­და კონ­სტი­ტუ­ცი­ას, რა­დი­კა­ლურ ოპო­ზი­ცი­ას და ზუ­რა­ბიშ­ვილს სრუ­ლი კო­ორ­დი­ნა­ცია აქვთ“,- აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

ამას­თან, კო­ბა­ხი­ძემ გან­მარ­ტა, რომ ისე­ვე, რო­გორც „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას“, პრე­ზი­დენ­ტსაც აღი­ზი­ა­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ველ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბა.

„ის ბო­ლომ­დე მიყ­ვე­ბა იმ დღის წეს­რიგს, რო­მელ­საც კო­ლექ­ტი­უ­რი „ნაც­მოძ­რა­ო­ბა“ მიყ­ვე­ბა. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი მხო­ლოდ ფორ­მა­ლუ­რად რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტად შემ­დე­გი 1 წელი. რომც ჩა­ვარ­დეს იმ­პიჩ­მენ­ტი, ის დარ­ჩე­ბა არა სა­ქარ­თვე­ლოს, არა­მედ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ პრე­ზი­დენ­ტად. „წარ­მა­ტე­ბე­ბი“ მას ამ საქ­მე­ში“, - აღ­ნიშ­ნა კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მანანა
2

თქვენ თვითონ ხართ მთელი მთავრობა ამ ქვეყნის სირცხვილი და ლაქა, ასეთი მთავრობა ქართველ ერს არ დაუმსახურებია!!!!!

ნინო
0

იმპიჩმენტის პარალელურად ჩაახუტეთ დეპორტი. წავიდეს დაისვენოს, ისე როგორც მის ჭაღარას შეეფერება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა - ის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირია და ის უზრდელობს" - კობახიძე პრეზიდენტზე

"ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა - ის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირია და ის უზრდელობს" - კობახიძე პრეზიდენტზე

[სალომე ზურაბიშვილს] არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად სასამართლოს გადაწყვეტილებაში. უხეში ტერმინები გამოიყენა - „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, არ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს.

“არაფრის იმედი აღარ გვაქვს სალომე ზურაბიშვილისგან, აქ შეიძლება რაღაც ნაკლები ეკადრა, მაგრამ გამოვიდა და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე პირდაპირ თავს დაესხა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. არცერთი არგუმენტი არ უთქვამს, თუ რა არ მოეწონა კონკრეტულად გადაწყვეტილებაში, უხეში ტერმინები გამოიყენა „სირცხვილია“ და ასე შემდეგ. უფრო მეტიც, დეპუტატების მიმართ, ამ ქალბატონმა პირდაპირ იუზრდელა. ის არის ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებული თანამდებობის პირი და ის უზრდელობს. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის მიხედვით ზეპარტიული უნდა იყოს და ნეიტრალური, უზრდელობდეს. ესეც მისი პრობლემაა და საქმე. დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი „ნაცმოძრაობის“ იმედით არღვევდა კონსტიტუციას, რადიკალურ ოპოზიციას და ზურაბიშვილს სრული კოორდინაცია აქვთ“,- აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ განმარტა, რომ ისევე, როგორც „ნაციონალურ მოძრაობას“, პრეზიდენტსაც აღიზიანებს ჩვენი ქვეყნის ყოველგვარი წარმატება.

„ის ბოლომდე მიყვება იმ დღის წესრიგს, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ მიყვება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სალომე ზურაბიშვილი მხოლოდ ფორმალურად რჩება საქართველოს პრეზიდენტად შემდეგი 1 წელი. რომც ჩავარდეს იმპიჩმენტი, ის დარჩება არა საქართველოს, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტად. „წარმატებები“ მას ამ საქმეში“, - აღნიშნა კობახიძემ.