მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ტუზი დაქორწინდა... ხანჯლების ქვეშ გავლა ბოროტი თვალისგან დაიცავთ" - ტრადიციული სამოსი, ხანჯლები და... რას წერს იტალიური მედია ხვიჩას და ნიცას ქორწილზე
"ქართველი ტუზი დაქორწინდა... ხანჯლების ქვეშ გავლა ბოროტი თვალისგან დაიცავთ" - ტრადიციული სამოსი, ხანჯლები და... რას წერს იტალიური მედია ხვიჩას და ნიცას ქორწილზე

ფეხ­ბურ­თის ქარ­თვე­ლი ვარ­სკვლა­ვი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია და­ქორ­წინ­და. "კვა­რას“ რჩე­უ­ლი ნიცა თა­ვა­ძეა. წყვილ­მა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წე­რა ჯვა­რი. ხვი­ჩას ქორ­წი­ნე­ბის ამ­ბა­ვი იტა­ლი­უ­რი მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბას იპყრობს და იქა­უ­რი გა­მო­ცე­მე­ბის მთა­ვა­რი თე­მაა.

მათი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია ტრა­დი­ცი­ულ­მა სა­მოს­მა, რო­მე­ლიც ხვი­ჩას და ნი­ცას ეცვა, ასე­ვე ხან­ჯლებ­მა, რომ­ლის ქვე­შაც წყვილ­მა ჯვრის­წე­რის შემ­დეგ გა­ი­ა­რა.

"ქარ­თვე­ლი ტუზი და­ქორ­წინ­და“ - წერს napoli.corriere.it. გა­მო­ცე­მა მკი­თხველს უყ­ვე­ბა, რომ ფეხ­ბურ­თე­ლის რჩე­უ­ლი 21 წლის ნიცა თა­ვა­ძეა, რო­მე­ლიც სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტია. "სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­ლი­გი­უ­რი რი­ტუ­ა­ლი გა­ი­მარ­თა“, - წერს გა­მო­ცე­მა.

"ნეფე-პა­ტარ­ძალს ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი ეცვა. რე­ლი­გი­უ­რი ქორ­წი­ნე­ბის რი­ტუ­ა­ლი გა­ი­მარ­თა და "კვა­რამ" დიდი ხნის ოც­ნე­ბა აიხ­დი­ნა“, - წერს გა­მო­ცე­მა corriereadriatico.it.

"ორი­ვე მათ­გა­ნი პა­ტივს სცემს ქარ­თულ რი­ტუ­ა­ლებს და ტრა­დი­ცი­ებს. ისი­ნი ერ­თად შე­ვიდ­ნენ სამ­თავ­როს მო­ნას­ტერ­ში, სრუ­ლად თეთ­რი, ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­მო­სი ეც­ვათ. ჯვრის­წე­რის შემ­დეგ, წყვილ­მა ხან­ჯლე­ბის ქვეშ გა­ი­ა­რა, რაც ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­აა და ნიშ­ნავს, რომ ახ­ლად­შექ­მნი­ლი ოჯა­ხი და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა ავი თვა­ლის­გან“, - წერს calcionapoli.

ნა­ხეთ ასე­ვე:

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 37 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
************
0

არაფერი გადაჭარბებული, ლხინი ზომიერების ფარგლებში. მეტად პატივსაცემი გადაწყვეტილება მიუღია წყვილს, ნამდვილად არაა საჭირო საზოგადოების გაღიზიანება. დიდი სურვილი მაქვს, მისაბაძი იყოს ბევრი ახალგაზრდისთვის!

ვულოცავ! ბედნიერებას, გამრავლებას და გახარებას ვუსურვებ მშვიდობიან საქართველოში!

ციცინო
1

იხარეთ და იმრავლეზთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ქართველი ტუზი დაქორწინდა... ხანჯლების ქვეშ გავლა ბოროტი თვალისგან დაიცავთ" - ტრადიციული სამოსი, ხანჯლები და... რას წერს იტალიური მედია ხვიჩას და ნიცას ქორწილზე

"ქართველი ტუზი დაქორწინდა... ხანჯლების ქვეშ გავლა ბოროტი თვალისგან დაიცავთ" - ტრადიციული სამოსი, ხანჯლები და... რას წერს იტალიური მედია ხვიჩას და ნიცას ქორწილზე

ფეხბურთის ქართველი ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია დაქორწინდა. "კვარას“ რჩეული ნიცა თავაძეა. წყვილმა დღეს საქართველოში დაიწერა ჯვარი. ხვიჩას ქორწინების ამბავი იტალიური მედიის ყურადღებას იპყრობს და იქაური გამოცემების მთავარი თემაა.

მათი განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ტრადიციულმა სამოსმა, რომელიც ხვიჩას და ნიცას ეცვა, ასევე ხანჯლებმა, რომლის ქვეშაც წყვილმა ჯვრისწერის შემდეგ გაიარა.

"ქართველი ტუზი დაქორწინდა“ - წერს napoli.corriere.it. გამოცემა მკითხველს უყვება, რომ ფეხბურთელის რჩეული 21 წლის ნიცა თავაძეა, რომელიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. "საქართველოში რელიგიური რიტუალი გაიმართა“, - წერს გამოცემა.

"ნეფე-პატარძალს ქართული ტრადიციული სამოსი ეცვა. რელიგიური ქორწინების რიტუალი გაიმართა და "კვარამ" დიდი ხნის ოცნება აიხდინა“, - წერს გამოცემა corriereadriatico.it.

"ორივე მათგანი პატივს სცემს ქართულ რიტუალებს და ტრადიციებს. ისინი ერთად შევიდნენ სამთავროს მონასტერში, სრულად თეთრი, ქართული ტრადიციული სამოსი ეცვათ. ჯვრისწერის შემდეგ, წყვილმა ხანჯლების ქვეშ გაიარა, რაც ქართული ტრადიციაა და ნიშნავს, რომ ახლადშექმნილი ოჯახი დაცული იქნება ავი თვალისგან“, - წერს calcionapoli.

ნახეთ ასევე: