პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა შემთხვევაში გაირიცხება გაცდენის გამო ბავშვი ბაღიდან და რა ითვლება გაცდენის საპატიო მიზეზად
რა შემთხვევაში გაირიცხება გაცდენის გამო ბავშვი ბაღიდან და რა ითვლება გაცდენის საპატიო მიზეზად

ზამ­თრის მო­ახ­ლო­ე­ბა­სა და სე­ზო­ნუ­რი ვირუ­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას­თან ერ­თად, ბევრ ბავ­შვს გრი­პის მაგ­ვა­რი სიმპტო­მე­ბი და ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც, სა­ბავ­შვო ბა­ღებ­ში სი­ა­რულს ხში­რად ვე­ღარ ახერ­ხე­ბენ. ეს სა­კი­თხი მშობ­ლებს ახლა გან­სა­კუთ­რე­ბით აღელ­ვებთ, რად­გან ში­შო­ბენ, რომ გაც­დე­ნე­ბის გამო ბავ­შვს ბა­ღი­დან გა­რი­ცხა­ვენ.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო მაც­ნეს გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც 2023 წლის 30 ივ­ნისს დამ­ტკიც­და და სხვა­დას­ხვა სა­კი­თხთან ერ­თად, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში ბავ­შვის/აღ­საზ­რდე­ლის რე­გის­ტრა­ცი­ი­სა და მი­ღე­ბა-ამო­რი­ცხვის წე­სის შე­სა­ხე­ბა­ცაა ინ­ფორ­მა­ცია მო­ცე­მუ­ლი.

რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვი ბა­ღი­დან გა­ი­რი­ცხოს?

აღ­საზ­რდე­ლის ზე­დი­ზედ 10 სა­მუ­შაო დღის, ხოლო, თვის პე­რი­ოდ­ში 15 სა­მუ­შაო დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს რე­გის­ტრა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბის სა­ფუძ­ველს. ხოლო, მომ­დევ­ნო 5 სა­მუ­შაო დღე­ში აღ­საზ­რდე­ლის მშობ­ლის (კა­ნო­ნი­ე­რი წარ­მო­მად­გენ­ლის) მიერ, გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის სა­პა­ტიო მი­ზე­ზის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტის წა­რუდ­გენ­ლო­ბა, ამო­რი­ცხვის და რე­გის­ტრა­ცი­ის გა­უქ­მე­ბის სა­ფუძ­ველს.

ელექტრო­ნულ მი­სა­მარ­თზე რე­გის­ტრა­ცი­ის შე­ჩე­რე­ბა ხდე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 სა­ა­თი­დან), რო­მე­ლიც არ სა­ჭი­რო­ებს სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო წლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სა­ჯა­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იმ აღ­საზ­რდე­ლე­ბის ამო­რი­ცხვის შე­სა­ხებ, რო­მელ­თაც ახა­ლი სას­წავ­ლო-სა­აღ­მზრდე­ლო წლის და­წყე­ბის­თვის უს­რულ­დე­ბათ 6 წელი. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
??
3

ახალი ფულის მახე მოიგონეს, ბაღს რა დაუშავდება, ბავშვი თუ გააცდენს? საგნებს ასწავლიან, თუ გამოცდები აქვთ ბავშვებს ჩასაბარებელი?

კატო
5

ბავშვი არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გაირიცხოს ბაღიდან.

ავტორი:

რა შემთხვევაში გაირიცხება გაცდენის გამო ბავშვი ბაღიდან და რა ითვლება გაცდენის საპატიო მიზეზად

რა შემთხვევაში გაირიცხება გაცდენის გამო ბავშვი ბაღიდან და რა ითვლება გაცდენის საპატიო მიზეზად

ზამთრის მოახლოებასა და სეზონური ვირუსების გააქტიურებასთან ერთად, ბევრ ბავშვს გრიპის მაგვარი სიმპტომები და ტემპერატურის მატება აღენიშნება. ამიტომაც, საბავშვო ბაღებში სიარულს ხშირად ვეღარ ახერხებენ. ეს საკითხი მშობლებს ახლა განსაკუთრებით აღელვებთ, რადგან შიშობენ, რომ გაცდენების გამო ბავშვს ბაღიდან გარიცხავენ.

საკანონმდებლო მაცნეს გვერდზე გამოქვეყნებულია დოკუმენტი, რომელიც 2023 წლის 30 ივნისს დამტკიცდა და სხვადასხვა საკითხთან ერთად, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებებში ბავშვის/აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის შესახებაცაა ინფორმაცია მოცემული.

რა შემთხვევაში შეიძლება ბავშვი ბაღიდან გაირიცხოს?

აღსაზრდელის ზედიზედ 10 სამუშაო დღის, ხოლო, თვის პერიოდში 15 სამუშაო დღის განმავლობაში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში გამოუცხადებლობა წარმოადგენს რეგისტრაციის შეჩერების საფუძველს. ხოლო, მომდევნო 5 სამუშაო დღეში აღსაზრდელის მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) მიერ, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობა, ამორიცხვის და რეგისტრაციის გაუქმების საფუძველს.

ელექტრონულ მისამართზე რეგისტრაციის შეჩერება ხდება ავტომატურად (მე-10 დღის ან/და მე-15 დღის 18 საათიდან), რომელიც არ საჭიროებს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებას.

სასწავლო-სააღმზრდელო წლის დასრულების შემდეგ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმ აღსაზრდელების ამორიცხვის შესახებ, რომელთაც ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. განაგრძეთ კითხვა