მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩათვალეთ, რომ "ჰამასის" ყველა წევრი მკვდარია" - ისრაელი საგანგებო მთავრობას ქმნის: როგორია ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა?
"ჩათვალეთ, რომ "ჰამასის" ყველა წევრი მკვდარია" - ისრაელი საგანგებო მთავრობას ქმნის: როგორია ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა?

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­გან­გე­ბო მთავ­რო­ბას ქმნის. პა­რა­ლე­ლუ­რად, ზე­წო­ლა იზ­რდე­ბა დე­რეფ­ნე­ბის შე­საქ­მნე­ლად, რათა ღა­ზას სექ­ტორ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და­უშ­ვან და მშვი­დო­ბი­ან­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ტე­რი­ტო­რი­ის და­ტო­ვე­ბა შეძ­ლონ. კონ­ფლიქ­ტის ხან­გრძლი­ვო­ბის პე­რი­ოდ­ში სა­გან­გე­ბოდ შექ­მნილ მთავ­რო­ბას შე­უ­ერ­თდა ბენი გან­ციც, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი.

  • ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ, ბენი გან­ცი და იოავ გა­ლან­ტი, ამ­ჟა­მინ­დე­ლი თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, "ომის კა­ბი­ნეტს" აყა­ლი­ბე­ბენ, მა­ნამ, სა­ნამ ის­რა­ე­ლის ჯა­რე­ბი ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი სახ­მე­ლე­თო შე­მოჭ­რის­თვის ემ­ზა­დე­ბი­ან.

ოთხშა­ბა­თის სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვა­ში ნე­თა­ნი­აჰუმ ის სი­სას­ტი­კე­ე­ბი აღ­წე­რა, რომ­ლებ­საც შა­ბათ-კვი­რას ჰა­მა­სის თავ­დას­ხმის დროს ჰქონ­და ად­გი­ლი. მისი თქმით, ისი­ნი თავ­ში ეს­როდ­ნენ ბავ­შვებს, ცო­ცხლად წვავ­დნენ ადა­მი­ა­ნებს, ქა­ლებს აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ და ჯა­რის­კა­ცებს თა­ვებს ჰკვეთ­დნენ.

"ჩათ­ვა­ლეთ, რომ ჰა­მა­სის ყვე­ლა წევ­რი მკვდა­რია. ჩვე­ნი ხე­ლით გა­ვა­ნად­გუ­რებთ მათ",- გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა. ნე­თა­ნი­აჰუს გან­ცი და­ე­თან­ხმა და ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქე­ებს უთხრა, რომ მათი სა­გან­გე­ბოდ შექ­მნი­ლი მთავ­რო­ბა ერ­თი­ა­ნია და მზა­დაა, "ჰა­მა­სი დე­და­მი­წი­დან აღ­გა­ვოს".

ღა­ზა­ში კი სი­ტუ­ა­ცია უფრო და უფრო რთულ­დე­ბა. ანკლა­ვის ერ­თა­დერთ ელექტრო­სად­გურს საწ­ვა­ვი ამო­ე­წუ­რა და მალე მო­სახ­ლე­ო­ბის სა­სი­ცო­ცხლოდ აუ­ცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა სერ­ვი­სი, მათ შო­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბიც ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას შე­წყვეტს.

ქი­რურ­გმა მაჰ­მუდ მა­ტარ­მა, რო­მე­ლიც ღა­ზა­ში მუ­შა­ობს, თქვა, რომ სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი და­შა­ვე­ბუ­ლე­ბით და გარ­დაც­ვლი­ლე­ბი­თაა გა­დატ­ვირ­თუ­ლი. მან BBC-სთან ისა­უბ­რა: "ღა­ზა­ში ახლა სიკ­ვდი­ლის სუნი დგას. არ არის წყა­ლი, მალე დე­ნიც აღარ იქ­ნე­ბა, კავ­ში­რიც ძა­ლი­ან ცუდი გვაქვს. ამ­ჟა­მად, და­სა­ლევ წყალს ვე­ძებ". ღა­ზას ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბის მი­ხედ­ვით, ბოლო 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის შე­დე­გად, 1100 პა­ლეს­ტი­ნე­ლი და­ი­ღუ­პა და 5339 და­იჭ­რა.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
6

შეიძლება არავინ არაფერს მეკითხება და არც ჩემს აზრს აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ეს ნათანიაჰუ , მაგრად არ მომწონს. – ჯერ ვითომ არაფერი იცოდნენ და ვერ გაიგეს , მერე იმწუთასვე "ომი" – წადი და იომე , მერე ! წინ ხალხს მისი "მამა" უნდა მიუძღვოდეს.

123
143

ესაც "მსოფლიოსთვის მიღებული"და ოფიციალური ტერორისტი..ამისთვის შეიძლება უბრალო ხალხის დახოცვა ,იქითა მხარე საშიში ტერორისტები არიან და ეს უბრალოდ " თავდაცვისთვის" ხანდახან ტერორისტდება..რამდენი ფარისევლობაა ამ მსოფლიოში.ეს ყველა ცივილური სამყაროც და ხალხიც რომ მხარს უჭერს თან...რა ამაზრზენი გახდა ამ ყველაფრის ყურება

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჩათვალეთ, რომ "ჰამასის" ყველა წევრი მკვდარია" - ისრაელი საგანგებო მთავრობას ქმნის: როგორია ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა?

"ჩათვალეთ, რომ "ჰამასის" ყველა წევრი მკვდარია" - ისრაელი საგანგებო მთავრობას ქმნის: როგორია ბენიამინ ნეთანიაჰუს გეგმა?

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ საგანგებო მთავრობას ქმნის. პარალელურად, ზეწოლა იზრდება დერეფნების შესაქმნელად, რათა ღაზას სექტორში მედიკამენტები დაუშვან და მშვიდობიანმა მოქალაქეებმა ტერიტორიის დატოვება შეძლონ. კონფლიქტის ხანგრძლივობის პერიოდში საგანგებოდ შექმნილ მთავრობას შეუერთდა ბენი განციც, ოპოზიციის წარმომადგენელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

  • ბენიამინ ნეთანიაჰუ, ბენი განცი და იოავ გალანტი, ამჟამინდელი თავდაცვის მინისტრი, "ომის კაბინეტს" აყალიბებენ, მანამ, სანამ ისრაელის ჯარები ქვეყნის სამხრეთში მოსალოდნელი სახმელეთო შემოჭრისთვის ემზადებიან.

ოთხშაბათის სატელევიზიო მიმართვაში ნეთანიაჰუმ ის სისასტიკეები აღწერა, რომლებსაც შაბათ-კვირას ჰამასის თავდასხმის დროს ჰქონდა ადგილი. მისი თქმით, ისინი თავში ესროდნენ ბავშვებს, ცოცხლად წვავდნენ ადამიანებს, ქალებს აუპატიურებდნენ და ჯარისკაცებს თავებს ჰკვეთდნენ.

"ჩათვალეთ, რომ ჰამასის ყველა წევრი მკვდარია. ჩვენი ხელით გავანადგურებთ მათ",- განაცხადა პრემიერმა. ნეთანიაჰუს განცი დაეთანხმა და ისრაელის მოქალაქეებს უთხრა, რომ მათი საგანგებოდ შექმნილი მთავრობა ერთიანია და მზადაა, "ჰამასი დედამიწიდან აღგავოს".

ღაზაში კი სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება. ანკლავის ერთადერთ ელექტროსადგურს საწვავი ამოეწურა და მალე მოსახლეობის სასიცოცხლოდ აუცილებელი ყველა სერვისი, მათ შორის საავადმყოფოებიც ფუნქციონირებას შეწყვეტს.

ქირურგმა მაჰმუდ მატარმა, რომელიც ღაზაში მუშაობს, თქვა, რომ საავადმყოფოები დაშავებულებით და გარდაცვლილებითაა გადატვირთული. მან BBC-სთან ისაუბრა: "ღაზაში ახლა სიკვდილის სუნი დგას. არ არის წყალი, მალე დენიც აღარ იქნება, კავშირიც ძალიან ცუდი გვაქვს. ამჟამად, დასალევ წყალს ვეძებ". ღაზას ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ბოლო 5 დღის განმავლობაში, საჰაერო თავდასხმების შედეგად, 1100 პალესტინელი დაიღუპა და 5339 დაიჭრა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა

წაიკითხეთ ასევე: