ავტორი:

"ფანჯრები დაკეტილი მაქვს, მარტო ვცხოვრობ... სარდაფშიც ვერ გავდივარ, ეგეც საშიშია, ქუჩებში ტერორისტები დადიან" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?

"ფანჯრები დაკეტილი მაქვს, მარტო ვცხოვრობ... სარდაფშიც ვერ გავდივარ, ეგეც საშიშია, ქუჩებში ტერორისტები დადიან" - რას ჰყვება ისრაელში მცხოვრები ქართველი?

დღეს, გამთენიისას ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით "ჰამასმა“ რაკეტები გაუშვა და განაცხადა, რომ ახალი სამხედრო ოპერაცია, სახელწოდებით "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მათ შორის თელ-ავივში, ბენ გურიონის აეროპორტი დაკეტილია, საჰაერო თავდასხმის სირენები ისმის ისრაელის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, ქვეყნის აეროპორტებში პანიკაა.

ქეთი გოგავა რვა წელია რაც ისრაელში, კერძოდ კი იერუსალიმში ცხოვრობს. Ambebi.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ქალაქის ქუჩებში ტერორისტები დადიან და სარდაფში ჩასვლის შესაძლებლობაც კი არ ეძლევა

ქეთი გოგავა:

- იერუსალიმში ვცხოვრობ, აქ დილიდან იყო განგაშის სირენები. ახლა მოსახლეობა გაფრთხილებულია, რომ გარეთ არ უნდა გავიდეთ. როგორც ვიცი, ბევრი ტერორისტია აქაც შემოსული. სარდაფშიც ვერ გავდივარ, ეგეც საშიშია, მაგრამ ამ წუთებში ჯერჯერობით არ არის განგაში სირენა, შეწყდა, მაგრამ ქუჩებში რომ ტერორისტები დადიან, მაინც საშიშია.

- რას ხედავთ ახლა თქვენი ფანჯრებიდან, რა მდგომარეობაა ქუჩებში?

- არა, გარეთ არ გამიხედავს. დაკეტილი მაქვს ფანჯრები. მარტო ვცხოვრობ ბინაში, მაგრამ არ მეშინია. თუ რამე იქნება, გავალ გარეთ და სარდაფში ჩავალ. მე მორწმუნეების უბანში ვცხოვრობ. ამ ეტაპზე ჩემი მეზობლებიც სახლებში რჩებიან.

ინფორმაციას მხოლოდ ინტერნეტის და მეგობრების საშუალებით ვიგებ, მეუბნებიან, რომ გარეთ არუნდა გავიდე. განგაშის დროს, ჩემს სახლშიც მესმის სირენის ხმა, მაგრამ ბომბი იერუსაიმში არ ჩამოვარდლია აშქელონში ჩამოვარდა, საზღვართან. თუმცა ახლა მთელ ისრაელში გარეთ ყოფნა საშიშია, იმიტომ რომ ყველგან არიან გაფანტული ტერორისტები. ალბათ ნახეთ როგორ ხოცავდნენ ხალხს.

- თუმცა ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ არ გეშინიათ...

- დიახ, არ მეშინია. ამ მდგომარეობას მიჩვეული ვარ. ბევრი წლებია ასე გრძელდება. თან ისრაელი ძლიერი სახელმწიფოა ამიტომ არ მეშინია. ბოლო ინფორმაციით, საბრძოლო ოპერაციები მიმდინარეობს ღაზაში, ისრაელი უტევს.

- იერუსალიმის ქუჩებშიც დადიან ტერორისტები?

- დიახ, მაგრამ გარეთ არ გავდივარ.

წაიკითხეთ ასევე: