სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
"USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, USAID-ის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი მცდა­რია.

"თბი­ლის­ში ჩვენ­მა სა­ელ­ჩომ ამის შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და რა­საც აქვე გა­ვი­მე­ო­რებ არის ის, რომ ბრალ­დე­ბე­ბი ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის ერთ-ერთი პრო­ექ­ტის მი­მართ მცდა­რია და არ­სე­ბი­თად არას­წო­რად ახა­სი­ა­თებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნებს. რო­გორც ყო­ველ­თვის, ჩვე­ნი დახ­მა­რე­ბა გამჭვირ­ვა­ლეა და ჩვენ გა­ვაგ­რძე­ლებთ ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რას, რომ­ლე­ბიც მუ­შა­ო­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფუნ­და­მენ­ტუ­რი უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად", - გა­ნა­ცხა­და აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის პრესს­პი­კე­რის მო­ად­გი­ლემ, ვე­დანტ პა­ტელ­მა.

მან ასე­ვე მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ხა­ტა სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბის მი­მართ. "რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და ჩვენ სრუ­ლად ვუ­ჭერთ მხარს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას მის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში", - აღ­ნიშ­ნა პა­ტელ­მა.

მან სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­კენ მო­უ­წო­და. "ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ პარტნი­ო­რო­ბას ქარ­თველ ხალ­ხთან, რად­გან ისი­ნი ის­წრაფ­ვი­ან დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, აყ­ვა­ვე­ბუ­ლი, მშვი­დო­ბი­ა­ნი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მო­მავ­ლის­კენ. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მო­სა­პო­ვებ­ლად და მზად ვართ და­ვეხ­მა­როთ მთავ­რო­ბას ამა­ში", - აღ­ნიშ­ნა პა­ტელ­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
FG
7

ფიცი მწამს ბოლო მაკვირვებსო! რაცაა ფუნდამენტალური თქვენთვის, საქართველოსთვის არა რელევანტურია. დეგრადირებად ქვეყანას სხვის საქმეებში რა უნდა?

ქართველი.
7

ინგლისურ ენოვანი სახელმწიფოებში ყრმობიდან ჯერ კიდე ანბანიდან ტვინი აქვთ არეული. ერთს წერენ სხვას კითხულობენ. ლათინური დაწერილი 8 ასოდან სამს ტოვებენ არ კითხულობენ, 2 სხვანაირად გამოთქვამენ. მიდი და ამათ გააგებინე რამე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

"USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია" - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია.

"თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

მან ასევე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. "რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნა პატელმა.

მან საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეფორმების განხორციელებისკენ მოუწოდა. "ჩვენ ვაგრძელებთ პარტნიორობას ქართველ ხალხთან, რადგან ისინი ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული, მშვიდობიანი და ევროატლანტიკური მომავლისკენ. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას განახორციელოს აუცილებელი რეფორმები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და მზად ვართ დავეხმაროთ მთავრობას ამაში", - აღნიშნა პატელმა.