მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სახლი წყლითაა სავსე, ყველაფერი გაგვიფუჭდა" - ძლიერმა წვიმამ ოზურგეთსა და ფოთში პრობლემები შექმნა
"სახლი წყლითაა სავსე, ყველაფერი გაგვიფუჭდა" - ძლიერმა წვიმამ ოზურგეთსა და ფოთში პრობლემები შექმნა

ოზურ­გეთ­ში ძლი­ერ­მა წვი­მამ პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად ადი­დე­ბუ­ლი მდი­ნა­რე­ე­ბი კა­ლა­პო­ტი­დან გად­მო­ვი­და. დატ­ბო­რი­ლია ქუ­ჩე­ბი, სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი და სა­ყა­ნე ფარ­თო­ბე­ბი.

წყალ­მა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ველ სარ­თუ­ლებ­შიც შე­აღ­წია. მო­სახ­ლე­ო­ბას სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი და ტექ­ნი­კა გა­უ­ნად­გურ­და. რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას ჩა­მოშ­ლი­ლია მიწა. მო­სახ­ლე­ო­ბა დახ­მა­რე­ბას ითხოვს.

"მთე­ლი ღამე წვიმ­და, ძლი­ე­რი წვი­მა იყო, გა­მო­ან­გრია ყვე­ლა­ფე­რი. სახ­ლი წყლი­თაა სავ­სე, ყვე­ლა­ფე­რი გაგ­ვი­ფუჭ­და. სა­ნი­აღ­ვრე არ­ხე­ბი არ სუფ­თავ­დე­ბა. მო­დი­ან, მარ­ტო სუ­რათს გა­და­ი­ღე­ბენ და მი­დი­ან“, - აცხა­დებს ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი.

ოზურ­გე­თის მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ ყვე­ლა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი აქ­ტი­ურ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს.

"უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად და­იტ­ბო­რა ქა­ლა­ქი. მდი­ნა­რე­ე­ბი გად­მო­ვი­და კა­ლა­პო­ტი­დან და მო­სახ­ლე­ო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და სა­კარ­მი­და­მო ნაკ­ვე­თე­ბი დატ­ბო­რა. ასე­ვე, და­იტ­ბო­რა ბაზ­რის ტე­რი­ტო­რია. მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის სარ­და­ფე­ბი. მთე­ლი ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი აქ­ტი­უ­რად მოძ­რა­ობ­დნენ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მთელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი ახორ­ცი­ე­ლებს სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ამო­ტუმბვით სა­მუ­შა­ო­ებს. დი­ლის სა­ა­თებ­ში წვი­მამ გა­და­ი­ღო, მდი­ნა­რე­ებ­ზე წყალ­მა იკლო, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში ჯერ კი­დევ პრობ­ლე­მე­ბია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგ­რძე­ლებთ აქ­ტი­ურ მუ­შა­ობს”, - გა­ნა­ცხა­და ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რის მო­ად­გი­ლე, გი­ორ­გი ღურ­ჯუ­მე­ლი­ძემ.

  • ძლი­ერ­მა წვი­მამ პრობ­ლე­მე­ბი ფოთ­შიც შექ­მნა. უხ­ვის ნა­ლე­ქის შე­დე­გად და­იტ­ბო­რა ქუ­ჩე­ბი, ეზო­ე­ბი, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლე­ბი.

„წლე­ბია ეს პრობ­ლე­მა დგას და ამ დრომ­დე ვერ გვარ­დე­ბა. ყო­ვე­ლი უხვი ნა­ლე­ქის მოს­ვლას ში­შით ვე­ლო­დე­ბით. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ეს სა­კი­თხი ოდეს­ღაც ხომ უნდა გა­დაჭ­რას? ამ­ბო­ბენ, რომ სა­ტუმ­ბი სად­გუ­რე­ბი გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­სო, მაგ­რამ არა მგო­ნია ასე იყოს”, - აცხა­დებს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

მე­რი­ა­ში აცხა­დე­ბენ, რომ შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სურამელი იაკოფა
2

კატია კატია კატერინა ) აბა რაა ფიანდაზებს დაგიგებენ და წითელ ხალიჩას გაგიგორებენ))) მაგ კომფორტს დამსახურება უნდა, მაააშშ )

ეკატერინე
2

ხომ იყო წყალდიდობა გურიაში, გააკეტეს რამე?! არ გაიწმინდა სანიაღვრე არხები?! არა!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"სახლი წყლითაა სავსე, ყველაფერი გაგვიფუჭდა" - ძლიერმა წვიმამ ოზურგეთსა და ფოთში პრობლემები შექმნა

"სახლი წყლითაა სავსე, ყველაფერი გაგვიფუჭდა" - ძლიერმა წვიმამ ოზურგეთსა და ფოთში პრობლემები შექმნა

ოზურგეთში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებული მდინარეები კალაპოტიდან გადმოვიდა. დატბორილია ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და საყანე ფართობები.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებშიც შეაღწია. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები და ტექნიკა გაუნადგურდა. რამდენიმე ადგილას ჩამოშლილია მიწა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

"მთელი ღამე წვიმდა, ძლიერი წვიმა იყო, გამოანგრია ყველაფერი. სახლი წყლითაა სავსე, ყველაფერი გაგვიფუჭდა. სანიაღვრე არხები არ სუფთავდება. მოდიან, მარტო სურათს გადაიღებენ და მიდიან“, - აცხადებს ადგილობრივი მცხოვრები.

ოზურგეთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

"უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქალაქი. მდინარეები გადმოვიდა კალაპოტიდან და მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები დატბორა. ასევე, დაიტბორა ბაზრის ტერიტორია. მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სარდაფები. მთელი ღამის განმავლობაში მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აქტიურად მოძრაობდნენ მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს სხვადასხვა ლოკაციაზე ამოტუმბვით სამუშაოებს. დილის საათებში წვიმამ გადაიღო, მდინარეებზე წყალმა იკლო, მაგრამ მოსახლეობაში ჯერ კიდევ პრობლემებია და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობს”, - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიორგი ღურჯუმელიძემ.

  • ძლიერმა წვიმამ პრობლემები ფოთშიც შექმნა. უხვის ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, ეზოები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები.

„წლებია ეს პრობლემა დგას და ამ დრომდე ვერ გვარდება. ყოველი უხვი ნალექის მოსვლას შიშით ველოდებით. ხელისუფლებამ ეს საკითხი ოდესღაც ხომ უნდა გადაჭრას? ამბობენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობსო, მაგრამ არა მგონია ასე იყოს”, - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მერიაში აცხადებენ, რომ შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.