სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება" - სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე
"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება" - სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე

პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "TV პირ­ველს" სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის წარ­დგი­ნე­ბის ზე­პირ მოს­მე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვა­ზე ასე უპა­სუ­ხა: "რაც იქ­ნე­ბა, იქ­ნე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.".

ცოტა ხნის წინ, პრე­ზი­დენ­ტმა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში მის ინ­ტე­რე­სებს იუ­რის­ტე­ბი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი და მაია კო­პა­ლე­იშ­ვი­ლი და­ი­ცა­ვენ.

"ჩემი სრუ­ლი ნდო­ბა ჩემს ორ წარ­მო­მად­გე­ნელს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო­ში - თა­მარ ჩუ­გოშ­ვილ­სა და მაია კო­პა­ლე­იშ­ვილს“, - წერს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლო პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის იმ­პიჩ­მენ­ტის თა­ო­ბა­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ურ წარ­დგი­ნე­ბას ზე­პი­რი მოს­მე­ნით დღეს, 3 ოქ­ტომ­ბერს გა­ნი­ხი­ლავს.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე რო­გორც წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტო­რებს, ისე სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ელო­დე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხდო­მას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან" - პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე და­ეს­წრე­ბა, ხოლო ჩავა თუ არა პრე­ზი­დენ­ტი ბა­თუმ­ში, ამ დრო­ის­თვის უც­ნო­ბია.

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ, 2023 წლის 22 სექ­ტემ­ბრის №3/2/1797 სა­ოქ­მო ჩა­ნა­წე­რით, არ­სე­ბი­თად გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ი­ღო №1797 კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა („სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბის (ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლის, მა­მუ­კა მდი­ნა­რა­ძის და სხვე­ბის, სულ 80 წევ­რის) კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­ვა­რა­უ­დო დარ­ღვე­ვის სა­კი­თხზე“).

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბა­ში გან­ხილ­ვის სა­განს წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის 52-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი პუნ­ქტის „ა“ ქვე­პუნ­ქტის შე­საძ­ლო დარ­ღვე­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის თან­ხმო­ბის გა­რე­შე, სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის გამო, რაც გა­მო­ი­ხა­ტა სა­ზღვარ­გა­რეთ სა­მუ­შაო ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბით და ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­თან სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რე­ბი­სა და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის გა­მარ­თვით.

კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი წარ­დგი­ნე­ბის არ­სე­ბი­თი გან­ხილ­ვა ზე­პი­რი მოს­მე­ნით გა­ი­მარ­თე­ბა 2023 წლის 3 ოქ­ტომ­ბერს, 12:00 სა­ათ­ზე, წარ­დგი­ნე­ბის ავ­ტორ­თა და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით", - წე­რია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ იმ­პიჩ­მენ­ტის პრო­ცე­სის და­წყე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ის სა­გა­რეო ვი­ზი­ტე­ბი გახ­და, რა­ზეც მთავ­რო­ბამ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს თან­ხმო­ბა არ მის­ცა. პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან იმ­პიჩ­მენ­ტის წე­სით გა­და­ყე­ნე­ბის სა­კი­თხი 1-ელ სექ­ტემ­ბერს, პარ­ტია „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პო­ლიტ­საბ­ჭოს სხდო­მა­ზე გა­და­წყდა. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს დას­კვნის მო­სამ­ზა­დებ­ლად ერ­თთვი­ა­ნი ვადა აქვს. სა­სა­მარ­თლოს მიერ და­დე­ბი­თი დას­კვნის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­ზი­დენ­ტის გა­და­სა­ყე­ნებ­ლად 100 დე­პუ­ტა­ტის ხმა არის სა­ჭი­რო, რაც „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ უმ­რავ­ლე­სო­ბას არ გა­აჩ­ნია.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათა
1

ხოო,საქართველოზე ფიქრით თურმე ღამე არ ძინავს და ევროინტეგრაცია ზე აბოდებს!!! მაგან თავისი ოჯახის საქმეები კარგად მოიწყო,აქაც გაიჩინა დაქალები და გაგულავდა!!!სხვისი აგენტი არასოდეს არ გააკეთებს ჩვენი ქვეყნის საქმეს და მოუწევს აქედან თავის ცხენს გაასწოროს სანამ დროა!!!რაც მაგას აკადრეს და აგინეს, შუბლის ძარღვი გაიწყიტა ვითომ არაფერი!!

პრეზიდენტი კი არა მაგას ბოსელშიც არ შევუშვებდი რომ არ წაბილწოს!!უტიფარი და უთავმოყვარე თიმსალ მაკო!!!!

 

ალექს
1

1995 წლის კონსტიტუცია არავინ დაიცვა ! სააკაშვილის და კობახიძის ღვაწლის გამო, ჩვენი ამჟამად მოქმედი კოსნტიტუცია , განსხვავებით შევარდნაძის კონსტიტუციისაგან , აღარ ეყრდნობა 1921 წლის კონსტიტუციის ძირითად პრინციპებს! ის ეყრდნობა ნაცქოცურ რეალობას !

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება" - სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე

"რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება" - სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტზე

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "TV პირველს" საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხის წარდგინების ზეპირ მოსმენასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ასე უპასუხა: "რაც იქნება, იქნება და ყველაფერი კარგად იქნება.".

ცოტა ხნის წინ, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით დღეს, 3 ოქტომბერს განიხილავს.

სასამართლო პროცესზე როგორც წარდგინების ავტორებს, ისე საქართველოს პრეზიდენტს ელოდება. არსებული ინფორმაციით, სხდომას "ქართული ოცნებიდან" - პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დაესწრება, ხოლო ჩავა თუ არა პრეზიდენტი ბათუმში, ამ დროისთვის უცნობია.

"საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2023 წლის 22 სექტემბრის №3/2/1797 საოქმო ჩანაწერით, არსებითად განსახილველად მიიღო №1797 კონსტიტუციური წარდგინება („საქართველოს პარლამენტის წევრების (ირაკლი კობახიძის, შალვა პაპუაშვილის, მამუკა მდინარაძის და სხვების, სულ 80 წევრის) კონსტიტუციური წარდგინება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუციის სავარაუდო დარღვევის საკითხზე“).

კონსტიტუციური წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა ზეპირი მოსმენით გაიმართება 2023 წლის 3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, წარდგინების ავტორთა და საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით", - წერია ინფორმაციაში.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

ასევე იხილეთ: