მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრჯერ წავედი და ჩამოვედი უკან. ვერ ვძლებ თბილისის გარეშე. ლონდონიდან, პარიზიდან, მილანიდან გამოვიქეცი..." - ლექსო ტურიაშვილი
"ბევრჯერ წავედი და ჩამოვედი უკან. ვერ ვძლებ თბილისის გარეშე. ლონდონიდან, პარიზიდან, მილანიდან გამოვიქეცი..." - ლექსო ტურიაშვილი

მუ­სი­კის სიყ­ვა­რუ­ლი მა­მი­სა­გან, ცნო­ბი­ლი და ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის­გან - და­ვით ტუ­რი­აშ­ვი­ლი­სა­გან გა­მოჰ­ყვა. ოც­ნე­ბა ნელ-ნელა რე­ა­ლო­ბად ექცა და დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­სი­კო­სია. რო­გორც ყვე­ლა, თა­ვი­დან ისიც ძა­ლი­ან ბევ­რს მე­ცა­დი­ნე­ობ­და, მერე კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­ა­ბა­რა.

"გარ­და იმი­სა, რომ კლა­სი­კურ მუ­სი­კით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი, რო­კენ-რო­ლი­თაც ვი­ყა­ვი და­კა­ვე­ბუ­ლი, მერე დრა­მე­რო­ბა და­ვი­წყე და ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი, თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­სა და კლა­სი­კურს შო­რის, სა­ბო­ლო­ოდ თა­ნა­მედ­რო­ვე ავირ­ჩიე“, -გვე­უბ­ნე­ბა სა­უბ­რი­სას ლექ­სო ტუ­რი­აშ­ვი­ლი. თე­ატ­რის მუ­სი­კა­ში შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უკვე გა­მორ­ჩე­უ­ლი და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი კვა­ლი და­ტო­ვა, თუმ­ცა დღეს ეს უკვე ნაკ­ლე­ბად იზი­დავს. ახლა უფრო კი­ნოს­კე­ნაა გა­დარ­თუ­ლი და შე­სა­ნიშ­ნავ მუ­სი­კა­საც წერს. დღეს მას, სა­ზღვარ­გა­რეთ ფეხ­ზე უდ­გე­ბი­ან და სი­ტყვა­ძუნ­წი მუ­სი­კო­სე­ბიც კი დიდ ხანს აქე­ბენ და ტაშს უკ­რა­ვენ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. უკ­რავს ისეთ დიდ სცე­ნებ­ზე, რო­გო­რი­ცაა ჩელ­სის თე­ატ­რი ლონ­დონ­ში და მი­ლა­ნის ცნო­ბი­ლი ჯაზ-კლუ­ბი. თა­ვი­სი ნი­ჭი­სა და არა­ორ­დი­ნა­ლო­ბის გამო, ძა­ლი­ან ქა­რიზ­მა­ტულ და გა­სა­ო­ცარ ამინდს ქმნის მუ­სი­კის სამ­ყა­რო­ში. ივ­ლის­ში, ტაშ­კენ­ტის დრა­მა­ტულ თე­ატ­რში მი­იწ­ვი­ეს და რე­ჟი­სორ კახა გო­გი­ძეს­თან ერ­თად გა­ა­კე­თა სპექ­ტაკ­ლი "მა­რა­დი­სო­ბის კა­ნო­ნი“, რო­მელ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სპექ­ტაკლს ხუთი ქვეყ­ნის კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ეს­წრე­ბო­და - შუა აზი­ის ქვეყ­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. ლექ­სოს მუ­სი­კამ, ყვე­ლა აღ­ტა­ცე­ბა­ში მო­იყ­ვა­ნა.

- პირ­ველ რიგ­ში გი­ლო­ცავ მო­რიგ წარ­მა­ტე­ბას აქვე მად­ლო­ბა, რომ დრო დაგ­ვით­მე... მუ­სი­კა­ში რა ხდე­ბა დღეს ახა­ლი?

- ჩვე­ნი ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ ძა­ლი­ან ბევ­რი რამე ხდე­ბა, ჩვენ­თან კი - არა­ფე­რი. შე­უძ­ლე­ბე­ლია შენ გა­ა­კე­თო კარ­გი პრო­დუქ­ტი და გა­ყი­დო იქ, სა­დაც ძა­ლი­ან ცოტა ხალ­ხია. ეს არის მთა­ვა­რი. მა­გა­ლი­თად, ლონ­დონ­ში შე­იკ­რი­ბე­ბა ოთხი ადა­მი­ა­ნი და გა­ა­კე­თებს ჯგუფს, თბი­ლის­ში იგი­ვე რა­ო­დე­ნო­ბის ადა­მი­ა­ნი იკ­რი­ბე­ბა და აკე­თე­ბენ დიმ­პი­ტა­ურს. სამ­წუ­ხა­როდ, დღე­ვან­დელ ბა­ზარ­ზე, მხო­ლოდ ეს მუ­სი­კაა მო­თხოვ­ნა­დი. არა­და, იმ­დე­ნად კარ­გი რა­მე­ე­ბი ხდე­ბა დღეს ქარ­თულ მუ­სი­კა­ში, ადა­მი­ა­ნე­ბი ისეთ სა­ოც­რე­ბებს ქმნი­ან, ვერ წარ­მოდ­გე­ნით. თუმ­ცა მათ დღეს, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ძა­ლი­ან ცოტა თუ იც­ნობს. თა­ვად დავ­დი­ო­დი ვორქ-შო­პებ­ზე რო­გორც მუ­სი­კო­სი, რო­გორც დი­ჯეი, რო­გორც პრო­დი­უ­სე­რი და სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით, ქარ­თვე­ლი სა­დაც ჩა­დის, რო­გორც წესი, ყვე­ლა ეკი­თხე­ბა რჩე­ვას, იმი­ტომ, რომ არის გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, მცოდ­ნე და რაც მთა­ვა­რია, ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რია ყო­ველ­თვის. ამას გე­უბ­ნე­ბით იმას, რაც ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი კი­ევ­ში, ბერ­ლინ­ში, ამ­სტერ­დამ­ში და ყველ­გან, სა­დაც კი ფეხი და­მიდ­გამს.

- რა უნდა გა­კეთ­დეს იმი­სათ­ვის, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში იყ­ვნენ უფრო მე­ტად და­ფა­სე­ბუ­ლე­ბი?

- პირ­ველ რიგ­ში უნდა შექ­მნან კარ­გი პრო­დუქ­ტი, უნდა შექ­მნან კარ­გი სიმ­ღე­რა. მუ­სი­კას და ზო­გა­დად ხე­ლოვ­ნე­ბის ნე­ბის­მი­ერ დარ­გს, ასა­კი არა აქვს... ან ხარ ფორ­მა­ში ან - არ ხარ, ან აკე­თებ, ან - არა. იბ­რა­ჰიმ ფე­რერ­მა გრე­მი რომ აიღო, ძა­ლი­ან ცნო­ბილ იმ კუ­ბე­ლე­ბის პრო­ექ­ტში, 72 წლის იყო. ერთი პი­ა­ნის­ტის ინ­ტერ­ვიუ მაქვს მოს­მე­ნი­ლი. ართრი­ტი ჰქონ­და, მე­დი­კა­მენ­ტებს სვამ­და,მაგ­რამ კონ­ცერ­ტებ­ზე მა­ინც უკ­რავ­და და იცით, რა­ტომ? ის იმ მუ­სი­კით ცო­ცხლობ­და იმ წუ­თებ­ში.

იმი­სათ­ვის, რომ დღეს შენი მუ­სი­კით იცხოვ­რო, უნდა გახ­ვი­დე სა­ზღვრებს გა­რეთ. რაც არ უნდა გა­ა­კე­თო, პა­ტა­რა ბა­ზარ­ზე ვერ გამ­დიდ­რდე­ბი, ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა ის პრობ­ლე­მა, რომ მუ­სი­კოსს არა აქვს ფული და ასე შემ­დეგ.

- თა­ვად თუ გი­ფიქ­რია, სულ წას­ვლზე?

- ბევ­რჯერ წა­ვე­დი და ჩა­მო­ვე­დი უკან. ვერ ვძლებ თბი­ლი­სის გა­რე­შე. ლონ­დო­ნი­დან გა­მო­ვი­ქე­ცი, პა­რი­ზი­დან გა­მო­ვი­ქე­ცი, მი­ლა­ნი­დან გა­მო­ვი­ქე­ცი, და მეტი სა­ი­დან გა­მო­ვიქ­ცე. არ შე­მიძ­ლია მე თბი­ლი­სის გა­რე­შე. არ ვიცი, ეტყო­ბა ძა­ლი­ან მიყ­ვარს (იცი­ნის).

- შე­უძ­ლე­ბე­ლია, მუ­სი­კა­ზე ვი­სა­უბ­როთ და მამა არ გა­ვიხ­სე­ნოთ...

- ცნო­ბი­ლია, რომ მა­მას სპე­ცი­ა­ლუ­რად და­წე­რი­ლი აქვს სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო პი­ე­სა ბავ­შვე­ბი­სათ­ვის. და ის პე­რი­ო­დია, როცა სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერტს ამ­ზა­დებ­და ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში. მახ­სოვს, რო­გორ ნერ­ვი­უ­ლობ­და. შემ­დეგ უკვე რო­დე­საც ცუ­დად გახ­და, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე, ექიმს სთხო­ვა, ჩემი შვი­ლი შე­მო­უშ­ვი­თო... ძლივს ლა­პა­რა­კობ­და უკვე ისე იყო... დე­ტა­ლუ­რი კონ­სტრუქ­ცია, ინ­ფორ­მა­ცია მომ­ცა სად, რა, რო­გორ უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ვის­თვის უნდა და­მე­რე­კა, ვინ უნდა "შე­მე­წუ­ხე­ბი­ნა“. ეს შოუ უნდა გა­მო­ვი­დე­სო და ზუს­ტად 3 სა­ათ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. სი­ცო­ცხლის ბოლო წუ­თე­ბამ­დე ფიქ­რობ­და იმა­ზე, მუ­სი­კა რო­გორ გა­ე­კე­თე­ბი­ნა. ამ გა­და­სა­ხე­დი­დან, მისი კარ­გად მეს­მის... ყვე­ლა­ზე ძვირ­ფა­სი თა­ვი­სი მუ­სი­კა და­მი­ტო­ვა, რო­მელ­საც მე ჩე­მე­ბუ­რად ვუ­ყუ­რებ და ვუფრ­თხილ­დე­ბი.

- ლექ­სო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი მუ­სი­კი­სად­მი, იწ­ვევს თუ არა ჩა­კე­ტი­ლო­ბას?

- ზოგ­თან იწ­ვევს, ზოგ­თან - არა. თუმ­ცა მე პი­რა­დად, არ ვთვლი, რომ ჩა­კე­ტი­ლო­ბა ცუ­დია, ან პი­რი­ქით... შე­იძ­ლე­ბა უცებ მო­ვი­დეს ამ ჩა­კე­ტი­ლო­ბის დროს ძა­ლი­ან დიდი ემო­ცია, რა­ღაც ისე­თი მუ­სი­კის მე­ლო­დია, რომ შემ­დეგ შენი ცხოვ­რე­ბის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თიც კი გახ­დეს.

- ცხოვ­რე­ბა მუ­სი­კის გა­რე­შე...

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია... ისე, ჩემ­თვის არა­ერ­თხელ უთ­ქვამთ, რომ მუ­სი­კო­სი თუ არა, ვიქ­ნე­ბო­დი კარ­გი ად­ვო­კა­ტი... ბი­ო­ლო­გი­ი­სად­მი ჩემი გა­და­მე­ტე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის გამო, თა­ვად ვფიქ­რობ, რომ ვიქ­ნე­ბო­დი კარ­გი ექი­მი, მაგ­რამ ამ ყვე­ლა­ფერს ჯვა­რი აქვს უკვე დას­მუ­ლი. ერ­თა­დერ­თი რაც მა­ინ­ტე­რე­სებს ცხოვ­რე­ბა­ში, ეს არის მუ­სი­კა და ეს არის კინო. მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბა ყო­ველ­თვის ვა­კე­თებ­დი იმას, რაც მინ­დო­და და რა­საც ვთვლი­დი სწო­რად და არა იმას, რაც სა­ჭი­რო იყო, ან ვინ­მე მირ­ჩევ­და ასე შემ­დეგ.

- სა­უ­ბარ­ში მი­თხა­რი, დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რი აღარ მა­ინ­ტე­რე­სებ­სო...

- არის ორი რე­ჟი­სო­რი, სა­ხელ­სა და გვარს აღარ და­ვა­სა­ხე­ლებ, ძა­ლი­ან რომ მიყ­ვარს, თუ მათ მთხო­ვეს, უარს არ ვი­ტყვი. ზო­გა­დად ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს. გა­და­ხე­დეთ მსოფ­ლიო თე­ატ­რებს და მიხ­დე­ბით სად არის ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი? აი, კი­ნოს რაც შე­ე­ხე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვა­კე­თებ ყო­ველ­თვის და ვა­კე­თებ ჩემ­სას, იმი­ტომ რომ ეს არის ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი მო­ტი­ვა­ცია. ერთხელ ერ­თმა ირა­ნელ­მა რე­ჟი­სორ­მა, რო­მელ­მაც მო­ი­გო უდი­დე­სი ფეს­ტი­ვა­ლი, ასე­თი რამ თქვა: ტექ­ნი­კუ­რად კი­ნოს გა­და­ღე­ბა შე­იძ­ლე­ბა ერთ თვი­ან კარგ ვორქ-შოპ­ზე ის­წავ­ლო, ოღონდ იმი­სათ­ვის, რომ კარ­გი კინო გა­და­ი­ღო, უნდა იცხოვ­რო ისე, რომ სათ­ქმე­ლი გქონ­დე­სო...

- რო­მელ მუ­სი­კო­სებ­თან ითა­ნამ­შრომ­ლებ­დი?

- ყვე­ლა იმ მუ­სი­კოს­თან, რო­მე­ლიც და­თან­ხმდე­ბო­და ჩემი იდე­ე­ბის 60%-ს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლია იპო­ვო თა­ნა­მო­აზ­რე, იმი­ტომ რომ ყვე­ლას უნდა ან მზამ­ზა­რე­უ­ლი, ან ეზა­რე­ბა შრო­მა, ან თა­ვი­სი საქ­მე აქვს.

- რო­გო­რია ლექ­სო ტუ­რი­აშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი?

- უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვა­პი­რებ თე­ატ­რა­ლუ­რი და­სის შექ­მნას. ოღონდ ეს იქ­ნე­ბა, არა დრა­მა­ტუ­ლი სა­თე­ატ­რო დასი, არა­მედ ეს იქ­ნე­ბა მუ­სი­კა­ლურ-ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი დასი, რო­მე­ლიც გა­ა­კე­თებს მუ­სი­კა­ლურ სპექ­ტაკ­ლებს, მათ შო­რის კა­ბა­რეს შოუს. ამის გარ­და, კი­დევ სამი პრო­ექ­ტია და­გეგ­მი­ლი, ერთ-ერთი გას­პარ ნოეს ფილ­მის "ექ­სტა­ზის“ გად­მო­ტა­ნა თე­ატ­რა­ლურ სცე­ნა­ზე. ჩემი სა­ავ­ტო­რო მუ­სი­კის "არი­ე­ლის" გა­კე­თე­ბა სცე­ნა­ზე და ფილ­მი, რომ არის "შავი გედი“, იმის თე­ატ­რა­ლუ­რი ვერ­სი­ის შექ­მნა, რო­მე­ლიც იქ­ნე­ბა დამ­ყა­რე­ბუ­ლი კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის თა­ნა­მედ­რო­ვე გა­რე­მიქ­სე­ბულ ვერ­სი­ა­ზე. ზო­გა­დად, ჩემ­თვის თე­ატ­რი შე­ნო­ბა არ არის, ჩემ­თვის თე­ატ­რი ადა­მი­ა­ნე­ბია პირ­ველ რიგ­ში.

  • ავ­ტო­რი: რუ­სუ­დან შა­იშ­მე­ლაშ­ვი­ლი
მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თამარი
0

ყოჩაღ ლექსო! მაგარი ხარ! ❤️წარმატებებიი🥳🥳

W
9

ეს ვინღააა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"ბევრჯერ წავედი და ჩამოვედი უკან. ვერ ვძლებ თბილისის გარეშე. ლონდონიდან, პარიზიდან, მილანიდან გამოვიქეცი..." - ლექსო ტურიაშვილი

"ბევრჯერ წავედი და ჩამოვედი უკან. ვერ ვძლებ თბილისის გარეშე. ლონდონიდან, პარიზიდან, მილანიდან გამოვიქეცი..." - ლექსო ტურიაშვილი

მუსიკის სიყვარული მამისაგან, ცნობილი და ქართველებისათვის გამორჩეული კომპოზიტორისგან - დავით ტურიაშვილისაგან გამოჰყვა. ოცნება ნელ-ნელა რეალობად ექცა და დღეს წარმატებული მუსიკოსია. როგორც ყველა, თავიდან ისიც ძალიან ბევრს მეცადინეობდა, მერე კონსერვატორიაში ჩააბარა.

"გარდა იმისა, რომ კლასიკურ მუსიკით ვიყავი გატაცებული, როკენ-როლითაც ვიყავი დაკავებული, მერე დრამერობა დავიწყე და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გაყოფილი ვიყავი ექსპერიმენტული, თანამედროვე მუსიკასა და კლასიკურს შორის, საბოლოოდ თანამედროვე ავირჩიე“, -გვეუბნება საუბრისას ლექსო ტურიაშვილი. თეატრის მუსიკაში შეიძლება ითქვას, რომ უკვე გამორჩეული და განსაკუთრებული კვალი დატოვა, თუმცა დღეს ეს უკვე ნაკლებად იზიდავს. ახლა უფრო კინოსკენაა გადართული და შესანიშნავ მუსიკასაც წერს. დღეს მას, საზღვარგარეთ ფეხზე უდგებიან და სიტყვაძუნწი მუსიკოსებიც კი დიდ ხანს აქებენ და ტაშს უკრავენ მის შემოქმედებას. უკრავს ისეთ დიდ სცენებზე, როგორიცაა ჩელსის თეატრი ლონდონში და მილანის ცნობილი ჯაზ-კლუბი. თავისი ნიჭისა და არაორდინალობის გამო, ძალიან ქარიზმატულ და გასაოცარ ამინდს ქმნის მუსიკის სამყაროში. ივლისში, ტაშკენტის დრამატულ თეატრში მიიწვიეს და რეჟისორ კახა გოგიძესთან ერთად გააკეთა სპექტაკლი "მარადისობის კანონი“, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპექტაკლს ხუთი ქვეყნის კულტურის მინისტრი ესწრებოდა - შუა აზიის ქვეყნების წარმომადგენლები. ლექსოს მუსიკამ, ყველა აღტაცებაში მოიყვანა.

- პირველ რიგში გილოცავ მორიგ წარმატებას აქვე მადლობა, რომ დრო დაგვითმე... მუსიკაში რა ხდება დღეს ახალი?

- ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ძალიან ბევრი რამე ხდება, ჩვენთან კი - არაფერი. შეუძლებელია შენ გააკეთო კარგი პროდუქტი და გაყიდო იქ, სადაც ძალიან ცოტა ხალხია. ეს არის მთავარი. მაგალითად, ლონდონში შეიკრიბება ოთხი ადამიანი და გააკეთებს ჯგუფს, თბილისში იგივე რაოდენობის ადამიანი იკრიბება და აკეთებენ დიმპიტაურს. სამწუხაროდ, დღევანდელ ბაზარზე, მხოლოდ ეს მუსიკაა მოთხოვნადი. არადა, იმდენად კარგი რამეები ხდება დღეს ქართულ მუსიკაში, ადამიანები ისეთ საოცრებებს ქმნიან, ვერ წარმოდგენით. თუმცა მათ დღეს, ზემოხსენებული მიზეზების გამო, ძალიან ცოტა თუ იცნობს. თავად დავდიოდი ვორქ-შოპებზე როგორც მუსიკოსი, როგორც დიჯეი, როგორც პროდიუსერი და სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, ქართველი სადაც ჩადის, როგორც წესი, ყველა ეკითხება რჩევას, იმიტომ, რომ არის განათლებული, მცოდნე და რაც მთავარია, ყველაზე ნიჭიერია ყოველთვის. ამას გეუბნებით იმას, რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი კიევში, ბერლინში, ამსტერდამში და ყველგან, სადაც კი ფეხი დამიდგამს.

- რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს ადამიანები ჩვენს ქვეყანაში იყვნენ უფრო მეტად დაფასებულები?

- პირველ რიგში უნდა შექმნან კარგი პროდუქტი, უნდა შექმნან კარგი სიმღერა. მუსიკას და ზოგადად ხელოვნების ნებისმიერ დარგს, ასაკი არა აქვს... ან ხარ ფორმაში ან - არ ხარ, ან აკეთებ, ან - არა. იბრაჰიმ ფერერმა გრემი რომ აიღო, ძალიან ცნობილ იმ კუბელების პროექტში, 72 წლის იყო. ერთი პიანისტის ინტერვიუ მაქვს მოსმენილი. ართრიტი ჰქონდა, მედიკამენტებს სვამდა,მაგრამ კონცერტებზე მაინც უკრავდა და იცით, რატომ? ის იმ მუსიკით ცოცხლობდა იმ წუთებში.

იმისათვის, რომ დღეს შენი მუსიკით იცხოვრო, უნდა გახვიდე საზღვრებს გარეთ. რაც არ უნდა გააკეთო, პატარა ბაზარზე ვერ გამდიდრდები, ყოველთვის იქნება ის პრობლემა, რომ მუსიკოსს არა აქვს ფული და ასე შემდეგ.

- თავად თუ გიფიქრია, სულ წასვლზე?

- ბევრჯერ წავედი და ჩამოვედი უკან. ვერ ვძლებ თბილისის გარეშე. ლონდონიდან გამოვიქეცი, პარიზიდან გამოვიქეცი, მილანიდან გამოვიქეცი, და მეტი საიდან გამოვიქცე. არ შემიძლია მე თბილისის გარეშე. არ ვიცი, ეტყობა ძალიან მიყვარს (იცინის).

- შეუძლებელია, მუსიკაზე ვისაუბროთ და მამა არ გავიხსენოთ...

- ცნობილია, რომ მამას სპეციალურად დაწერილი აქვს საფორტეპიანო პიესა ბავშვებისათვის. და ის პერიოდია, როცა საახალწლო კონცერტს ამზადებდა ბავშვებისათვის ფილარმონიაში. მახსოვს, როგორ ნერვიულობდა. შემდეგ უკვე როდესაც ცუდად გახდა, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე, ექიმს სთხოვა, ჩემი შვილი შემოუშვითო... ძლივს ლაპარაკობდა უკვე ისე იყო... დეტალური კონსტრუქცია, ინფორმაცია მომცა სად, რა, როგორ უნდა გამეკეთებინა. ვისთვის უნდა დამერეკა, ვინ უნდა "შემეწუხებინა“. ეს შოუ უნდა გამოვიდესო და ზუსტად 3 საათში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წუთებამდე ფიქრობდა იმაზე, მუსიკა როგორ გაეკეთებინა. ამ გადასახედიდან, მისი კარგად მესმის... ყველაზე ძვირფასი თავისი მუსიკა დამიტოვა, რომელსაც მე ჩემებურად ვუყურებ და ვუფრთხილდები.

- ლექსო, განსაკუთრებული სიყვარული მუსიკისადმი, იწვევს თუ არა ჩაკეტილობას?

- ზოგთან იწვევს, ზოგთან - არა. თუმცა მე პირადად, არ ვთვლი, რომ ჩაკეტილობა ცუდია, ან პირიქით... შეიძლება უცებ მოვიდეს ამ ჩაკეტილობის დროს ძალიან დიდი ემოცია, რაღაც ისეთი მუსიკის მელოდია, რომ შემდეგ შენი ცხოვრების სავიზიტო ბარათიც კი გახდეს.

- ცხოვრება მუსიკის გარეშე...

- წარმოუდგენელია... ისე, ჩემთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ მუსიკოსი თუ არა, ვიქნებოდი კარგი ადვოკატი... ბიოლოგიისადმი ჩემი გადამეტებული სიყვარულის გამო, თავად ვფიქრობ, რომ ვიქნებოდი კარგი ექიმი, მაგრამ ამ ყველაფერს ჯვარი აქვს უკვე დასმული. ერთადერთი რაც მაინტერესებს ცხოვრებაში, ეს არის მუსიკა და ეს არის კინო. მთელი ჩემი ცხოვრება ყოველთვის ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა და რასაც ვთვლიდი სწორად და არა იმას, რაც საჭირო იყო, ან ვინმე მირჩევდა ასე შემდეგ.

- საუბარში მითხარი, დრამატული თეატრი აღარ მაინტერესებსო...

- არის ორი რეჟისორი, სახელსა და გვარს აღარ დავასახელებ, ძალიან რომ მიყვარს, თუ მათ მთხოვეს, უარს არ ვიტყვი. ზოგადად ქართული თეატრი აღარ მაინტერესებს. გადახედეთ მსოფლიო თეატრებს და მიხდებით სად არის ქართული თეატრი? აი, კინოს რაც შეეხება, აუცილებლად გავაკეთებ ყოველთვის და ვაკეთებ ჩემსას, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია. ერთხელ ერთმა ირანელმა რეჟისორმა, რომელმაც მოიგო უდიდესი ფესტივალი, ასეთი რამ თქვა: ტექნიკურად კინოს გადაღება შეიძლება ერთ თვიან კარგ ვორქ-შოპზე ისწავლო, ოღონდ იმისათვის, რომ კარგი კინო გადაიღო, უნდა იცხოვრო ისე, რომ სათქმელი გქონდესო...

- რომელ მუსიკოსებთან ითანამშრომლებდი?

- ყველა იმ მუსიკოსთან, რომელიც დათანხმდებოდა ჩემი იდეების 60%-ს. საქართველოში ძნელია იპოვო თანამოაზრე, იმიტომ რომ ყველას უნდა ან მზამზარეული, ან ეზარება შრომა, ან თავისი საქმე აქვს.

- როგორია ლექსო ტურიაშვილის უახლოესი გეგმები?

- უახლოეს პერიოდში ვაპირებ თეატრალური დასის შექმნას. ოღონდ ეს იქნება, არა დრამატული სათეატრო დასი, არამედ ეს იქნება მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დასი, რომელიც გააკეთებს მუსიკალურ სპექტაკლებს, მათ შორის კაბარეს შოუს. ამის გარდა, კიდევ სამი პროექტია დაგეგმილი, ერთ-ერთი გასპარ ნოეს ფილმის "ექსტაზის“ გადმოტანა თეატრალურ სცენაზე. ჩემი საავტორო მუსიკის "არიელის" გაკეთება სცენაზე და ფილმი, რომ არის "შავი გედი“, იმის თეატრალური ვერსიის შექმნა, რომელიც იქნება დამყარებული კლასიკური მუსიკის თანამედროვე გარემიქსებულ ვერსიაზე. ზოგადად, ჩემთვის თეატრი შენობა არ არის, ჩემთვის თეატრი ადამიანებია პირველ რიგში.

  • ავტორი: რუსუდან შაიშმელაშვილი