პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

14

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:36-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 13:16-ზე მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვწერ, როცა ვგრძნობ, რომ რაღაც მაქვს მოსაყოლი" - ბლიცინტერვიუ ანი ბალიაშვილთან
"ვწერ, როცა ვგრძნობ, რომ რაღაც მაქვს მოსაყოლი" - ბლიცინტერვიუ ანი ბალიაშვილთან

ანი ბა­ლი­აშ­ვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2023“ ერთ-ერთი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. მის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მანს - „ფსკერ­ზე“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L“ სულ მალე გა­მოს­ცემს.

ვწერ, როცა ვგრძნობ, რომ რა­ღაც მაქვს მო­სა­ყო­ლი. ამ დროს ხე­ლე­ბი თვი­თონ იწყე­ბენ წე­რას, ისე რომ არც კი ვიცი სა­ბო­ლო­ოდ რა გა­მო­ვა. ჯა­დოს­ნუ­რი პრო­ცე­სია. წი­ნას­წარ არას­დროს ვიცი შემ­დე­გი წი­ნა­და­დე­ბა რა იქ­ნე­ბა, უბ­რა­ლოდ ვი­ღებ კა­ლამს და მერე თა­ვის­თა­ვად ხდე­ბა ყვე­ლა­ფე­რი.

მიყ­ვარს სი­ჩუ­მე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს სი­ჩუ­მე. დამ­ღლე­ლი და ქა­ო­სუ­რი დღის ბო­ლოს შე­მიძ­ლია უბ­რა­ლოდ ვიჯ­დე სი­ჩუ­მე­ში და ამით მი­ვი­ღო უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა.

მძულს ომი. ალ­ბათ ეს არის ერ­თა­დერ­თი რამ, რა­ზეც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მძულს და მე­ზი­ზღე­ბა. ზო­გა­დად, ეს ის სი­ტყვაა, რო­მელ­საც ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლი არ აქვს, იმი­ტომ რომ სი­ძულ­ვი­ლის გრძნო­ბას არა­ვის და არაფ­რის მი­მართ არ გან­ვიც­დი.

მე­ში­ნია ფუ­ჭად გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბის. სხვა­თა შო­რის, ეს შიში ამ ბოლო პე­რი­ოდ­ში გა­მიჩ­ნდა. ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემ­მა ცხოვ­რე­ბამ რა­ღაც კარ­გი მო­უ­ტა­ნოს ჩემს ქვე­ყა­ნა­სა და ხალ­ხს.

მწამს რომ ერთ დღეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვი­სე­ირ­ნებ სო­ხუ­მის სა­ნა­პი­რო­ზე.

ვა­პა­ტი­ებ ყვე­ლა­ფერს. ვთვლი, რომ არ მაქვს უფ­ლე­ბა ვინ­მეს რამე არ ვა­პა­ტიო. მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მარ­თლა ნა­ნობს თა­ვის საქ­ცი­ელს, სი­ბო­რო­ტეა შენ უა­რით მი­უ­ხუ­რო კარი. თა­ნაც მეც ხომ მი­თხო­ვია პა­ტი­ე­ბა... ალ­ბათ რა სა­ში­ნე­ლი გრძნო­ბა იქ­ნე­ბო­და, ჩემ­თვის რომ არ ეპა­ტი­ე­ბი­ნათ.

ვი­ცი­ნი მე­გობ­რებ­თან ერ­თად. ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლი მო­მენ­ტია. შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ არა­ფერ­ზეც კი ვი­ცი­ნოთ და ამ დროს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ.

ვტი­რი როცა მტკი­ვა ან როცა ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ. ტი­რი­ლით ემო­ცი­ის გა­მო­ხატ­ვა ყვე­ლა­ზე ადა­მი­ა­ნუ­რი რამ მგო­ნია. უბე­დუ­რე­ბის დროს ტი­რი­ლი ალ­ბათ არა­ვის უკ­ვირს, თუმ­ცა მე ისე­თი მო­მენ­ტე­ბიც მქო­ნია, რო­დე­საც უბ­რა­ლოდ ვუ­ყუ­რებ ჩემს საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს და მის მი­მართ უზო­მო სიყ­ვა­რუ­ლის გამო ცრემ­ლე­ბად ვიღ­ვრე­ბი. სა­ო­ცა­რი გან­ცდაა, სა­ო­ცა­რი ემო­ცია...

ვე­ძებ სა­კუ­თარ თავს. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ახლა ცხოვ­რე­ბა­ში მაქვს ის გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვცდი­ლობ სა­კუ­თა­რი თა­ვის გაც­ნო­ბას.

ვკარ­გავ მოთ­მი­ნე­ბას, რო­დე­საც მა­ტყუ­ე­ბენ.

მა­ინ­ტე­რე­სებს რო­გო­რი ვიქ­ნე­ბი ბევ­რი წლის შემ­დეგ. გა­ვა­კე­თებ თუ არა ყვე­ლა­ფერს, რა­საც ახლა ვფიქ­რობ და ვგეგ­მავ.

მრცხვე­ნია რო­დე­საც საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებს გულს ვტკენ. რაც დრო გა­დის, უფრო და უფრო მრცხვე­ნია ხოლ­მე ამის გამო.

ვაგ­რო­ვებ ფოთ­ლებს. ჩემს სახ­ლში, რომ ვინ­მემ წიგ­ნე­ბი გა­და­შა­ლოს, ყვე­ლა წიგნ­ში აღ­მო­ა­ჩენს მი­ნი­მუმ ერთ ფო­თოლს მა­ინც. ძა­ლი­ან მიყ­ვარს შე­მოდ­გო­მის ფოთ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა.

ვმა­ლავ იმას, რის გა­მოც შე­იძ­ლე­ბა გული მეტ­კი­ნოს.

ვა­მა­ყობ ჩემი ოჯა­ხით. ადრე ეს პა­სუ­ხი ბა­ნა­ლუ­რი მო­მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რად­გან ვთვლი­დი, რომ სი­ა­მა­ყე უფრო სა­კუ­თარ მიღ­წე­ვებს უნდა უკავ­შირ­დე­ბო­დეს, თუმ­ცა დღეს ეს მუდ­მი­ვი სი­ა­მა­ყის გან­ცდა სწო­რედ ჩემს ოჯახს ეკუთ­ვნის: არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ მე­უღ­ლეს, რო­მე­ლიც ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში ჩემს გვერ­დი­თაა და ორ სა­ო­ცარ ბავ­შვს.

ვუს­მენ გია ყან­ჩელს. ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ჩემ­თვის ყან­ჩე­ლის შე­მოქ­მე­დე­ბა სი­ჩუ­მეა-რისი მოს­მე­ნაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს.

ვკი­თხუ­ლობ ფოლკ­ნერს. ბოლო პე­რი­ო­დის აკ­ვი­ა­ტე­ბაა.

ვამ­ზა­დებ გემ­რი­ელ პი­ცას. ცო­ტას ვა­ბუ­ქებ ალ­ბათ, კუ­ლი­ნა­რი­ა­ში მხო­ლოდ და­გე­მოვ­ნე­ბა მხიბ­ლავს.

ვა­ფუ­ჭებ ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად. ზო­გა­დად, ფრთხი­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. იშ­ვი­ა­თად, რომ რა­ღაც გა­ვა­ფუ­ჭო... თუ ასე ხდე­ბა, შემ­დეგ შე­მიძ­ლია ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ნერ­ვი­უ­ლო, თუნ­დაც რა­ღაც სი­სუ­ლე­ლე­ზე.

ვოც­ნე­ბობ აფხა­ზე­თის ნახ­ვა­ზე. ასე მგო­ნია, იქა­უ­რო­ბა ყვე­ლა­ზე მე­ტად ჰგავს ზღა­პარს.

მე­ნატ­რე­ბა სო­ფე­ლი. ჩემს სო­ფელს ჩემი ბავ­შვო­ბის სუნი აქვს, ამი­ტო­მაც ყო­ველ წამს მე­ნატ­რე­ბა იქ ჩას­ვლა.

მწყინს უყუ­რა­დღე­ბო­ბა. თუმ­ცა ნე­ბის­მი­ე­რი წყე­ნა ძა­ლი­ან მალე გა­დამ­დის...

ვიხ­სე­ნებ ბავ­შვო­ბას. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩემი ბავ­შვო­ბი­დან ძა­ლი­ან ცოტა დრო არის გა­სუ­ლი, მა­ინც ხში­რად ვიხ­სე­ნებ სო­ფელ­ში გა­ტა­რე­ბულ ბედ­ნი­ერ წლებს. ტყის სუნს, რო­მე­ლიც ფო­ნად გას­დევს იმ პე­რი­ოდს და ამა­ზე ფიქ­რიც კი მა­ბედ­ნი­ე­რებს.

ვი­ზი­დავ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ა­ნებს. რა ბედ­ნი­ე­რე­ბაა, როცა ამის თქმა შე­მიძ­ლია. ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც მაძ­ლე­ვენ სა­ჭი­რო გა­მოც­დი­ლე­ბას ცხოვ­რე­ბა­ში.

ვცხოვ­რობ ისე, თით­ქოს ძა­ლი­ან ცოტა დრო მაქვს დარ­ჩე­ნი­ლი. ამის გან­ცდა ყო­ველ­თვის მაქვს. რაც, ერ­თის მხრივ, ალ­ბათ კარ­გია, იმი­ტომ რომ ცდი­ლობ ყვე­ლა­ფე­რი მო­ას­წრო, არა­ფე­რი გა­და­დო სხვა დღის­თვის, მის­ცე თავს უფ­ლე­ბა აქ და ახლა გა­ა­კე­თო ყვე­ლა­ფე­რი, რაც გინ­და.

ვიბ­რძვი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. ეს ძა­ლი­ან ზო­გა­დი პა­სუ­ხია. მგო­ნია, რომ ჩვენ უკვე გე­ნე­ტი­კუ­რად გვაქვს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლის სურ­ვი­ლი, ჰოდა მეც ვიბ­რძვი ჩემი წილი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის და მგო­ნია, რომ ეს გზა სწო­რია.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვასილ
0

მეც ბალიაშვილი ვარ, სოფელი ახსენე რამოდენიმეჯერ, და მაინტერესებს რომელი სოფლიდან ხარ. აუცილებლად წავიკითხავ თქვენს წიგნს, როცა გამოვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა როლი აქვს მიმდინარე პროცესებში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს - როგორ აფასებენ დეპუტატები მის განცხადებებს
ავტორი:

"ვწერ, როცა ვგრძნობ, რომ რაღაც მაქვს მოსაყოლი" - ბლიცინტერვიუ ანი ბალიაშვილთან

"ვწერ, როცა ვგრძნობ, რომ რაღაც მაქვს მოსაყოლი" - ბლიცინტერვიუ ანი ბალიაშვილთან

ანი ბალიაშვილი ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2023“ ერთ-ერთი გამარჯვებულია. მის სადებიუტო რომანს - „ფსკერზე“ გამომცემლობა „პალიტრა L“ სულ მალე გამოსცემს.

ვწერ, როცა ვგრძნობ, რომ რაღაც მაქვს მოსაყოლი. ამ დროს ხელები თვითონ იწყებენ წერას, ისე რომ არც კი ვიცი საბოლოოდ რა გამოვა. ჯადოსნური პროცესია. წინასწარ არასდროს ვიცი შემდეგი წინადადება რა იქნება, უბრალოდ ვიღებ კალამს და მერე თავისთავად ხდება ყველაფერი.

მიყვარს სიჩუმე. ძალიან მიყვარს სიჩუმე. დამღლელი და ქაოსური დღის ბოლოს შემიძლია უბრალოდ ვიჯდე სიჩუმეში და ამით მივიღო უდიდესი სიამოვნება.

მძულს ომი. ალბათ ეს არის ერთადერთი რამ, რაზეც შემიძლია ვთქვა, რომ მძულს და მეზიზღება. ზოგადად, ეს ის სიტყვაა, რომელსაც ჩემს ცხოვრებაში ადგილი არ აქვს, იმიტომ რომ სიძულვილის გრძნობას არავის და არაფრის მიმართ არ განვიცდი.

მეშინია ფუჭად განვლილი ცხოვრების. სხვათა შორის, ეს შიში ამ ბოლო პერიოდში გამიჩნდა. ძალიან მინდა, რომ ჩემმა ცხოვრებამ რაღაც კარგი მოუტანოს ჩემს ქვეყანასა და ხალხს.

მწამს რომ ერთ დღეს აუცილებლად გავისეირნებ სოხუმის სანაპიროზე.

ვაპატიებ ყველაფერს. ვთვლი, რომ არ მაქვს უფლება ვინმეს რამე არ ვაპატიო. მაშინ, როდესაც ადამიანი მართლა ნანობს თავის საქციელს, სიბოროტეა შენ უარით მიუხურო კარი. თანაც მეც ხომ მითხოვია პატიება... ალბათ რა საშინელი გრძნობა იქნებოდა, ჩემთვის რომ არ ეპატიებინათ.

ვიცინი მეგობრებთან ერთად. ეს ჩემი საყვარელი მომენტია. შეიძლება საერთოდ არაფერზეც კი ვიცინოთ და ამ დროს ძალიან ბედნიერი ვარ.

ვტირი როცა მტკივა ან როცა ძალიან ბედნიერი ვარ. ტირილით ემოციის გამოხატვა ყველაზე ადამიანური რამ მგონია. უბედურების დროს ტირილი ალბათ არავის უკვირს, თუმცა მე ისეთი მომენტებიც მქონია, როდესაც უბრალოდ ვუყურებ ჩემს საყვარელ ადამიანს და მის მიმართ უზომო სიყვარულის გამო ცრემლებად ვიღვრები. საოცარი განცდაა, საოცარი ემოცია...

ვეძებ საკუთარ თავს. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ცხოვრებაში მაქვს ის გარდამტეხი პერიოდი, როდესაც ძალიან აქტიურად ვცდილობ საკუთარი თავის გაცნობას.

ვკარგავ მოთმინებას, როდესაც მატყუებენ.

მაინტერესებს როგორი ვიქნები ბევრი წლის შემდეგ. გავაკეთებ თუ არა ყველაფერს, რასაც ახლა ვფიქრობ და ვგეგმავ.

მრცხვენია როდესაც საყვარელ ადამიანებს გულს ვტკენ. რაც დრო გადის, უფრო და უფრო მრცხვენია ხოლმე ამის გამო.

ვაგროვებ ფოთლებს. ჩემს სახლში, რომ ვინმემ წიგნები გადაშალოს, ყველა წიგნში აღმოაჩენს მინიმუმ ერთ ფოთოლს მაინც. ძალიან მიყვარს შემოდგომის ფოთლების შეგროვება.

ვმალავ იმას, რის გამოც შეიძლება გული მეტკინოს.

ვამაყობ ჩემი ოჯახით. ადრე ეს პასუხი ბანალური მომეჩვენებოდა, რადგან ვთვლიდი, რომ სიამაყე უფრო საკუთარ მიღწევებს უნდა უკავშირდებოდეს, თუმცა დღეს ეს მუდმივი სიამაყის განცდა სწორედ ჩემს ოჯახს ეკუთვნის: არაჩვეულებრივ მეუღლეს, რომელიც ყველა გადაწყვეტილებაში ჩემს გვერდითაა და ორ საოცარ ბავშვს.

ვუსმენ გია ყანჩელს. ალბათ იმიტომ, რომ ჩემთვის ყანჩელის შემოქმედება სიჩუმეა-რისი მოსმენაც ყველაზე მეტად მიყვარს.

ვკითხულობ ფოლკნერს. ბოლო პერიოდის აკვიატებაა.

ვამზადებ გემრიელ პიცას. ცოტას ვაბუქებ ალბათ, კულინარიაში მხოლოდ დაგემოვნება მხიბლავს.

ვაფუჭებ ძალიან იშვიათად. ზოგადად, ფრთხილი ადამიანი ვარ. იშვიათად, რომ რაღაც გავაფუჭო... თუ ასე ხდება, შემდეგ შემიძლია ძალიან ბევრი ვინერვიულო, თუნდაც რაღაც სისულელეზე.

ვოცნებობ აფხაზეთის ნახვაზე. ასე მგონია, იქაურობა ყველაზე მეტად ჰგავს ზღაპარს.

მენატრება სოფელი. ჩემს სოფელს ჩემი ბავშვობის სუნი აქვს, ამიტომაც ყოველ წამს მენატრება იქ ჩასვლა.

მწყინს უყურადღებობა. თუმცა ნებისმიერი წყენა ძალიან მალე გადამდის...

ვიხსენებ ბავშვობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ბავშვობიდან ძალიან ცოტა დრო არის გასული, მაინც ხშირად ვიხსენებ სოფელში გატარებულ ბედნიერ წლებს. ტყის სუნს, რომელიც ფონად გასდევს იმ პერიოდს და ამაზე ფიქრიც კი მაბედნიერებს.

ვიზიდავ საინტერესო ადამიანებს. რა ბედნიერებაა, როცა ამის თქმა შემიძლია. ადამიანებს, რომლებიც მაძლევენ საჭირო გამოცდილებას ცხოვრებაში.

ვცხოვრობ ისე, თითქოს ძალიან ცოტა დრო მაქვს დარჩენილი. ამის განცდა ყოველთვის მაქვს. რაც, ერთის მხრივ, ალბათ კარგია, იმიტომ რომ ცდილობ ყველაფერი მოასწრო, არაფერი გადადო სხვა დღისთვის, მისცე თავს უფლება აქ და ახლა გააკეთო ყველაფერი, რაც გინდა.

ვიბრძვი თავისუფლებისთვის. ეს ძალიან ზოგადი პასუხია. მგონია, რომ ჩვენ უკვე გენეტიკურად გვაქვს თავისუფლებისთვის ბრძოლის სურვილი, ჰოდა მეც ვიბრძვი ჩემი წილი თავისუფლებისთვის და მგონია, რომ ეს გზა სწორია.

R