მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პირველი აკორდები ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ "თბილისოს" არავინ ველოდით" - ბრუნო მარსის მოულოდნელი სიურპრიზი ქართველ მსმენელს და დაუვიწყარი შოუ გადაჭედილ "დინამოზე"
"პირველი აკორდები ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ "თბილისოს" არავინ ველოდით" - ბრუნო მარსის მოულოდნელი სიურპრიზი ქართველ მსმენელს და დაუვიწყარი შოუ გადაჭედილ "დინამოზე"

დი­ნა­მო არე­ნა გუ­შინ და­უ­ვი­წყა­რი შოუს თვითმხილ­ვე­ლი გახ­და. Bruno Mars-ის კონ­ცერ­ტმა სრუ­ლი ანშლა­გით ჩა­ი­ა­რა. კონ­ცერ­ტი 2 სა­ათს გაგ­რძელ­და და სცე­ნა­ზე უამ­რა­ვი მსოფ­ლიო ჰიტი შეს­რულ­და. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მსგავ­სი სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი კონ­ცერ­ტი ამი­ერ­კავ­კა­სი­ა­ში ჯერ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა. ამე­რი­კე­ლი მომ­ღე­რა­ლი ჩვენს ქვე­ყა­ნას, პრო­ექტ "Starring Georgia-ს“ ფარ­გლებ­ში ეწ­ვია.

"მსგავ­სი ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბის მას­პინ­ძლო­ბა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ნიშ­ნავს იმას, რომ ხვალ სხვა დიდ არ­ტის­ტებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია უფრო გა­მარ­ტივ­დე­ბა. პორ­ტფო­ლი­ო­ში ქვე­ყა­ნას არა­ერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ექ­ნე­ბა, უფრო სა­ინ­ტე­რე­სო გახ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა ტუ­რის­ტე­ბის­თვის ქვე­ყა­ნა" - ამ­ბო­ბენ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი.

უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ჰი­ტის შემ­დეგ მა­ყუ­რებ­ლის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლი სი­ურპრი­ზი აღ­მოჩ­ნდა, მომ­ღერ­ლის მიერ დაკ­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ჰიტი "თბი­ლი­სო".

"პირ­ვე­ლი აკორ­დე­ბი ძა­ლი­ან ნაც­ნო­ბი იყო, მაგ­რამ "თბი­ლი­სოს" არა­ვინ ვე­ლო­დით, აი Bruno Mars-ის კონ­ცერ­ტზე იტი­რე­ბო ვინ­მეს რომ ეთ­ქვა, და­ვი­ჯე­რებ­დი? ჰოდა არა, მაგ­რამ მოხ­და უს­წავ­ლია ქარ­თლის ცხოვ­რე­ბა ხალ­ხო, უს­წავ­ლია!!"

"ში­ნა­გა­ნად თა­ვი­სუ­ფა­ლი, ლაღი, სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ასე"

"დიდი მუ­სი­კო­სი, რო­მელ­მაც მსმე­ნე­ლის და ქვეყ­ნის და­ფა­სე­ბა იცის, ბრუ­ნო მარსმა ყვე­ლას­თვის ნაც­ნო­ბი და საყ­ვა­რე­ლი მე­ლო­დია და­უკ­რა" - წე­რენ ქარ­თვე­ლი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰი­ტის Marry You-ს შეს­რუ­ლე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე გო­გოს ხელი სთხო­ვეს. ერთ ერთი მათ­გა­ნი იყო, სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სო­ლის­ტი ელე­ნე ჩი­ტაშ­ვი­ლი. ელე­ნეს ხელი თა­ვი­სუ­ფა­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა ოთო ლაშ­ხიშ­ვილ­მა სთხო­ვა. წყვი­ლი უამ­რავ მი­ლოც­ვას იღებს.

ბრუ­ნო მარ­სი 15 გრე­მის ჯილ­დოს, 4 Brit Awards-ის და უამ­რა­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი პრი­ზის მფლო­ბე­ლია და თა­ნა­მედ­რო­ვე შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­დუსტრი­ის ერთ-ერთ მნიშ­ვნე­ლო­ვან და გავ­ლე­ნი­ან არ­ტის­ტად მი­იჩ­ნე­ვა. ის თით­ქმის ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის საყ­ვა­რე­ლი მუ­სი­კო­სია.

ბრუ­ნო ჰა­ვა­ი­და­ნაა, ის ჰო­ნო­ლუ­ლუ­ში და­ი­ბა­და და მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ცხოვ­რებ­ლად ლოს ან­ჯე­ლეს­ში გა­და­ვი­და. ის სხვა­დას­ხვა მუ­სი­კა­ლუ­რი ჟან­რის შემ­სუ­რე­ლე­ბე­ლია. მათ შო­რის პოპი, R&B, სო­უ­ლი, როკი და ა.შ.

ის მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხი­და­ნაა. ევსი შვი­ლი­დან ერთ-ერ­თია. მისი მშობ­ლე­ბიც მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან და ამან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა იქო­ნია მის, რო­გორც მუ­სი­კო­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

მისი სიმ­ღე­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჰი­ტია. მათ შო­რის არის ისე­თი სიმ­ღე­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა, Granade, Uptown Funk, Just the Way you are, Billionaire და სხვე­ბი.

ნა­ხეთ ვი­დეო: ბრუ­ნო მარ­სის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "თბი­ლი­სო"

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
12

კიდე კაი ეს მარსი თუ ენგელსი ჩამოვიდა თორე დარჩებოდა გაუთხოვარი))))

ქართველი
19

და რაიყო ეს იხმარა მელოდია, არეული აკორდებით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"პირველი აკორდები ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ "თბილისოს" არავინ ველოდით" - ბრუნო მარსის მოულოდნელი სიურპრიზი ქართველ მსმენელს და დაუვიწყარი შოუ გადაჭედილ "დინამოზე"

"პირველი აკორდები ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ "თბილისოს" არავინ ველოდით" - ბრუნო მარსის მოულოდნელი სიურპრიზი ქართველ მსმენელს და დაუვიწყარი შოუ გადაჭედილ "დინამოზე"

დინამო არენა გუშინ დაუვიწყარი შოუს თვითმხილველი გახდა. Bruno Mars-ის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტი 2 საათს გაგრძელდა და სცენაზე უამრავი მსოფლიო ჰიტი შესრულდა. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი სანახაობრივი კონცერტი ამიერკავკასიაში ჯერ არ ჩატარებულა. ამერიკელი მომღერალი ჩვენს ქვეყანას, პროექტ "Starring Georgia-ს“ ფარგლებში ეწვია.

"მსგავსი ტიპის ღონისძიების მასპინძლობა ჩვენს ქვეყანაში ნიშნავს იმას, რომ ხვალ სხვა დიდ არტისტებთან კომუნიკაცია უფრო გამარტივდება. პორტფოლიოში ქვეყანას არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება ექნება, უფრო საინტერესო გახდება ახალგაზრდა ტურისტებისთვის ქვეყანა" - ამბობენ ორგანიზატორები.

უამრავი ცნობილი ჰიტის შემდეგ მაყურებლისთვის მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა, მომღერლის მიერ დაკრული ქართული ჰიტი "თბილისო".

"პირველი აკორდები ძალიან ნაცნობი იყო, მაგრამ "თბილისოს" არავინ ველოდით, აი Bruno Mars-ის კონცერტზე იტირებო ვინმეს რომ ეთქვა, დავიჯერებდი? ჰოდა არა, მაგრამ მოხდა უსწავლია ქართლის ცხოვრება ხალხო, უსწავლია!!"

"შინაგანად თავისუფალი, ლაღი, საკუთარ შემოქმედებაზე შეყვარებული ადამიანი გამოიყურება ასე"

"დიდი მუსიკოსი, რომელმაც მსმენელის და ქვეყნის დაფასება იცის, ბრუნო მარსმა ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი მელოდია დაუკრა" - წერენ ქართველი გულშემატკივრები.

ყველაზე ცნობილი ჰიტის Marry You-ს შესრულების დროს რამდენიმე გოგოს ხელი სთხოვეს. ერთ ერთი მათგანი იყო, სუხიშვილების სოლისტი ელენე ჩიტაშვილი. ელენეს ხელი თავისუფალი თეატრის მსახიობმა ოთო ლაშხიშვილმა სთხოვა. წყვილი უამრავ მილოცვას იღებს.

ბრუნო მარსი 15 გრემის ჯილდოს, 4 Brit Awards-ის და უამრავი მუსიკალური პრიზის მფლობელია და თანამედროვე შემოქმედებითი ინდუსტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და გავლენიან არტისტად მიიჩნევა. ის თითქმის ყველა თაობისთვის საყვარელი მუსიკოსია.

ბრუნო ჰავაიდანაა, ის ჰონოლულუში დაიბადა და მოგვიანებით საცხოვრებლად ლოს ანჯელესში გადავიდა. ის სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის შემსურელებელია. მათ შორის პოპი, R&B, სოული, როკი და ა.შ.

ის მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. ევსი შვილიდან ერთ-ერთია. მისი მშობლებიც მუსიკოსები არიან და ამან დიდი მნიშვნელობა იქონია მის, როგორც მუსიკოსის განვითარებაზე.

მისი სიმღერების დიდი ნაწილი ჰიტია. მათ შორის არის ისეთი სიმღერები, როგორებიცაა, Granade, Uptown Funk, Just the Way you are, Billionaire და სხვები.

ნახეთ ვიდეო: ბრუნო მარსის შესრულებული "თბილისო"