სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კობას შეუმჩნევია, რომ ბერძენი კაცი მის გოგოს ცუდად ეხებოდა... შვილს დედა გადაეფარა და ხელში დაიჭრა" - რას ჰყვება საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის ახლობელი
"კობას შეუმჩნევია, რომ ბერძენი კაცი მის გოგოს ცუდად ეხებოდა... შვილს დედა გადაეფარა და ხელში დაიჭრა" - რას ჰყვება საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის ახლობელი

სა­ბერ­ძნეთ­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი, კობა აშო­ტია მოკ­ლეს, ხოლო მისი მე­უღ­ლე დაჭ­რეს. 74 წლის ბერ­ძენ­მა კაც­მა 50 წლამ­დე ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ცოლ-შვი­ლის თან­დას­წრე­ბით მოკ­ლა. გარ­დაც­ვლი­ლის დაჭ­რი­ლი მე­უღ­ლე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რა გახ­და მა­მა­კა­ცებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზი, არა­ერ­თი ვერ­სია ვრცელ­დე­ბა. ერთი მო­საზ­რე­ბით, ბერ­ძე­ნი მა­მა­კა­ცი გა­ღი­ზი­ან­და, რად­გან მოკ­ლუ­ლის ოჯა­ხი­დან, არა­ერ­თგზის თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კე­ბი არ წყდე­ბო­და.

საქ­მის სულ სხვა გა­რე­მო­ე­ბა­ზე ჰყვე­ბა გარ­დაც­ვლი­ლის ახ­ლო­ბე­ლი, სა­ბერ­ძნეთ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი ambebi.ge-სთან.

მისი თქმით, ბრალ­დე­ბულ­სა და გარ­დაც­ვლი­ლის ოჯახს კარ­გი, მრა­ვალ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­დათ. მათ შო­რის სა­ბე­დის­წე­რო კონ­ფლიქ­ტი კი გარ­დაც­ვლი­ლის შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო.

"პირ­ველ რიგ­ში, მინ­და გი­თხრათ ის, რომ კობა უწე­სი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი იყო. ჰყავ­და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ოჯა­ხი, მე­უღ­ლე და შვი­ლე­ბი. იმ დღეს კო­ბას 12 წლის გო­გო­ნას და­ბა­დე­ბის დღე იყო. ეს ბერ­ძე­ნი კა­ციც იყო და­პა­ტი­ჟე­ბუ­ლი. კო­ბას შე­უმ­ჩნე­ვია, რომ ბერ­ძე­ნი კაცი მის გო­გოს ცუ­და­ად ეხე­ბო­და, არ მო­სოწ­ნე­ბია და და­უ­წყი­ათ ჩხუ­ბი. ამ კაცს პე­დო­ფი­ლის სა­ხე­ლი აქვს. აფრ­თხი­ლებ­დნენ კო­ბას და მის ცოლ­საც ამის თა­ო­ბა­ზე, მაგ­რამ იმ­დე­ნად ახ­ლო­ბე­ლი იყო მათი ოჯა­ხის­თვის, არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნეს გაფრ­თხი­ლე­ბა.

სტუმ­რე­ბი რომ და­ი­შალ­ნენ, ესე­ნიც და­სა­ძი­ნებ­ლად ემ­ზა­დე­ბოდ­ნენ, შუ­ა­ღა­მეს მი­უ­ვარ­და სახ­ლში ია­რა­ღით კო­ბას ის კაცი. კო­ბას თავ­ში ეს­რო­ლა და აპი­რებ­და თურ­მე ბავ­შვის მოკ­ვლა­საც, შვილს დედა გა­და­ე­ფა­რა და ხელ­ში და­იჭ­რა. ახლა უკეთ არის დაჭ­რი­ლი, პა­ლატ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს." - გვიყ­ვე­ბა ქარ­ვე­ლი ემიგ­რან­ტი.

ბერ­ძე­ნი მა­მა­კა­ცი სა­მარ­თა­და­ცა­ვებ­მა და­ა­კა­ვეს.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ემიგრანტებს
0

ერთი რამე მაინტერესებს, როგორ შეიძლება ყველა სადღაც გარბოდეთ და შვილები აქ როგორ იზრდებიან ის არ იცით, მხოლოდ ტელეფონის ზარით და ვიდეო ზარით დანახული შვილების სახეებით ვერ მიხვდებით მათ როგორ ჭირდებით და კიდევ მთელი ოჯახებით რატომ მოწყდით და მიდიხართ აქ რატომ ისპობთ ყველაფერს, შვილებს რატომ უნგრევთ ცხოვრებას, მანდ ნაშოვნი ფულებით გათამამებული და ზღვარს გადასული ახალგაზრდობა რომ გვყავს გარშემო მაგას თუ ხედავთ. აქაც შეიძლება ცხოვრება მაგრამ ემიგრაციაში ყოფნა გირჩევიათ უმეტესობას იმიტომ რომ ფულია თქვენთვის უპირველესი და არა სხვა ფასეულებები რაც ადამიანშია თუ კიდევ რამე შემოგვრჩა. თქვენი ფულით გათამამებული შვილების გვერდით რომ ჩვენი შვილები იჩაგრებიან მაგას რატომ არ ფიქრობთ, სამეგობროდაც კი ემიგრანტების შვილებს ირჩევენ რომ მათ ფული აქვს. აი სადამდე მივედით. გაჭირვება კი არადა ერთმანეთის ჯიბრით ხართ მანდ წასული და სხვა არაფერი. ქვეყანას უჭირსო ქუჩაში იმდენი მანქანა დადის ოჯახზე ორი და სამი მოდის, რესტორნები გადაჭედილია აბა თუ ჭირს საიდან. მე ვიცნობ ქალებს ემიგრაციაში წავიდნენ და იქიდან ქმრებს შემოუთვალეს აღარ გვექმრები და გეყრებიო და იქ გათხოვდნენ, აბა ეს რა არის? ისწავლეთ და ასწავლეთ შვილებს ქვეყნის პატივისცემა და სიყვარული.

ნნნ
3

რა უნდა სამოცდაათი წლის მოხუცს მეზობელ ბავშვის დაბადების დღეზე მესმის ბაბუა ყოფილიყო.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"კობას შეუმჩნევია, რომ ბერძენი კაცი მის გოგოს ცუდად ეხებოდა... შვილს დედა გადაეფარა და ხელში დაიჭრა" - რას ჰყვება საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის ახლობელი

"კობას შეუმჩნევია, რომ ბერძენი კაცი მის გოგოს ცუდად ეხებოდა... შვილს დედა გადაეფარა და ხელში დაიჭრა" - რას ჰყვება საბერძნეთში მოკლული ქართველი ემიგრანტის ახლობელი

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, კობა აშოტია მოკლეს, ხოლო მისი მეუღლე დაჭრეს. 74 წლის ბერძენმა კაცმა 50 წლამდე ქართველი ემიგრანტი ცოლ-შვილის თანდასწრებით მოკლა. გარდაცვლილის დაჭრილი მეუღლე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

იმის თაობაზე, თუ რა გახდა მამაკაცებს შორის დაპირისპირების მიზეზი, არაერთი ვერსია ვრცელდება. ერთი მოსაზრებით, ბერძენი მამაკაცი გაღიზიანდა, რადგან მოკლულის ოჯახიდან, არაერთგზის თხოვნის მიუხედავად, ხმამაღალი მუსიკები არ წყდებოდა.

საქმის სულ სხვა გარემოებაზე ჰყვება გარდაცვლილის ახლობელი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი ambebi.ge-სთან.

მისი თქმით, ბრალდებულსა და გარდაცვლილის ოჯახს კარგი, მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. მათ შორის საბედისწერო კონფლიქტი კი გარდაცვლილის შვილის დაბადების დღის წვეულებაზე დაიწყო.

"პირველ რიგში, მინდა გითხრათ ის, რომ კობა უწესიერესი ადამიანი იყო. ჰყავდა არაჩვეულებრივი ოჯახი, მეუღლე და შვილები. იმ დღეს კობას 12 წლის გოგონას დაბადების დღე იყო. ეს ბერძენი კაციც იყო დაპატიჟებული. კობას შეუმჩნევია, რომ ბერძენი კაცი მის გოგოს ცუდაად ეხებოდა, არ მოსოწნებია და დაუწყიათ ჩხუბი. ამ კაცს პედოფილის სახელი აქვს. აფრთხილებდნენ კობას და მის ცოლსაც ამის თაობაზე, მაგრამ იმდენად ახლობელი იყო მათი ოჯახისთვის, არ გაითვალისწინეს გაფრთხილება.

სტუმრები რომ დაიშალნენ, ესენიც დასაძინებლად ემზადებოდნენ, შუაღამეს მიუვარდა სახლში იარაღით კობას ის კაცი. კობას თავში ესროლა და აპირებდა თურმე ბავშვის მოკვლასაც, შვილს დედა გადაეფარა და ხელში დაიჭრა. ახლა უკეთ არის დაჭრილი, პალატში გადაიყვანეს." - გვიყვება ქარველი ემიგრანტი.

ბერძენი მამაკაცი სამართადაცავებმა დააკავეს.