მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნეაპოლელი ხალხის მიმართ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება..." - ვიქტორ ოსიმენი დუმილს არღვევს: რას აცხადებს ფეხბურთელი კლუბთან სკანდალურ დაპირისპირებაზე?
"ნეაპოლელი ხალხის მიმართ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება..." - ვიქტორ ოსიმენი დუმილს არღვევს: რას აცხადებს ფეხბურთელი კლუბთან  სკანდალურ დაპირისპირებაზე?

ვიქ­ტორ ოსი­მე­ნი დუ­მილს არ­ღვევს და "ნა­პოლ­სა" და მას შო­რის ბოლო დროს არ­სე­ბულ სკან­და­ლურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. მისი თქმით, არ და­უშ­ვებს, ვინ­მე მას­სა და ნე­ა­პო­ლელ ხალ­ხს შო­რის ჩად­გეს.

"2020 წელს ქა­ლაქ ნე­ა­პოლ­ში ჩა­მოს­ვლა ჩემ­თვის შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იყო. ნა­პო­ლელ­მა ხალ­ხმა იმ­დე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და სი­კე­თე გა­მო­ი­ჩი­ნა ჩემ მიმ­რთ, ჩვენ შო­რის ვე­რავნ ჩად­გე­ბა. ნე­ა­პო­ლე­ლი ხალ­ხის ვნე­ბა აღ­ვი­ვებს ჩემ­ში ცე­ცხლს, რომ ყო­ველ­თვის ვი­თა­მა­შო გუ­ლი­თა და სუ­ლით, ხოლო სამ­კერ­დე ნიშ­ნის სიყ­ვა­რუ­ლი ურ­ყე­ვია, რად­გან მას სი­ა­მა­ყით ვიც­ვამ“.

ნე­ა­პო­ლე­ლი ხალ­ხის მი­მართ ბრალ­დე­ბე­ბი სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. მე მყავს ბევ­რი ნე­ა­პო­ლე­ლი მე­გო­ბა­რი, ისი­ნი ჩემი ოჯა­ხის და ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლი გახ­დნენ. ვა­ფა­სებ ნი­გე­რი­ე­ლებს და ყვე­ლას, რომ ხმა მის­ცეს ჩემს მხარ­და­სა­ჭე­რად. მე სა­მუ­და­მოდ მად­ლო­ბე­ლი ვარ. მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ერ­თი­ა­ნო­ბას, პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და გა­გე­ბას“. "FORZA NAPOLI SEMPRE" - აცხა­დებს ოსი­მე­ნი.

ბოლო პე­რი­ოდ­ში ნი­გე­რი­ელ ფორ­ვარ­დსა და იტა­ლი­ურ სა­ფეხ­ბურ­თო კლუბს შო­რის სკან­და­ლუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა და­ი­წყო.

უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი "ტი­კტოკ­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ვი­დეო გახ­და. ვი­დეო იმ აქ­ცენ­ტით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, თით­ქოს ვიქ­ტო­რი პე­ნალ­ტებ­ზე მსა­ჯებ­თან წუ­წუ­ნებს. ფეხ­ბურ­თელს ეს ეწყი­ნა და გუნდში გან­ხეთ­ქი­ლე­ბა და­ი­წყო. მიმ­დი­ნა­რე კვი­რას, ოსი­მენ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლებს ხე­ლიც არ ჩა­მო­არ­თვა, ასე­ვე "ინ­სტაგ­რა­მი­დან" "ნა­პო­ლის" მა­ი­სუ­რით გა­და­ღე­ბუ­ლი ყვე­ლა ფოტო წა­შა­ლა.

ამის შემ­დეგ, "პარ­ტე­ნო­პე­ის" სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მე­ნე­ჯერ­მა ალე­სიო ფორ­ტი­ნომ და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა.

"დღეს, 805 დღის შემ­დეგ, "ნა­პო­ლი­ში" ჩემი თავ­გა­და­სა­ვა­ლი დას­რულ­და. ბევ­რი ასეთ სამ­სა­ხურ­ზე ვერც იოც­ნე­ბებ­და, არ შე­მიძ­ლია მად­ლი­ე­რე­ბა არ გა­მოვ­ხა­ტო კო­ლე­გე­ბის, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ღე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ იქნა, რად­გან ზო­გი­ერ­თი სუ­ბი­ექ­ტის მხრი­დან უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ად­გი­ლი არ ჰქო­ნო­და. დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლაფ­რის­თვის", - და­წე­რა ფორ­ტი­ნომ.

გარ­და ამი­სა, 3 დღის წინ, სე­რია A-ს მე-7 ტურ­ში, რუდი გარ­სი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ნი­გე­რი­ელ­მა ფორ­ვარ­დმა მატ­ჩი სა­თა­და­რი­გო სკა­მი­დან და­ი­წყო. ის მე­ო­რე ტა­ი­მის და­სა­წყის­ში ჩა­ერ­თო და სულ რა­ღაც 5 წუთ­ში ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ასის­ტით გო­ლიც გა­ი­ტა­ნა. ნი­გე­რი­ელ გულ­შე­მატ­კი­ვარს სას­ტი­კად არ მო­ე­წო­ნა გარ­სი­ას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ მათ თა­ნა­მე­მა­მუ­ლეს პირ­ვე­ლი ტა­ი­მი სა­თა­და­რი­გო სკამ­ზე და­ა­წყე­ბი­ნა.

გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი "ნა­პო­ლის“ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებს შე­ე­სივ­ნენ და კო­მენ­ტა­რებ­ში ოსი­მენს მხარს უჭერ­დნენ. ამას კი პოს­ტებ­ზე უკ­მა­ყო­ფი­ლო­ბის ემო­ჯი­თა და #RespectVictorOsimhen-ის და­კო­მენ­ტა­რე­ბით გა­მო­ხა­ტავ­დნენ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სვანსკი
3

იმ ქალისა არ იყოს ,,აი შე აფერისტო შენააა,, ეგოისტი ჯიუტი და თავხედია , კვარა თუ თვითონ დაარტყავს და პასს არ მისცემს უკმაყოფილოდ ხელებს შლის.

NAPOLI!
1

კარგით რაა! - ორი დღის უკან, ნაპოლის ერთერთ საიტზე ფანების ტრიბუნაზე ტიფოზებს შორის გადაღებული იყო ქართული დროშა, რათქმა უნდა დავალაიქე და ყურადღება მიიქცია დისლაიქებმა, როცა გავხსენი 828 დისლაიქის ავტორი ნიგერიელები და სხვადასხვა ფერადკანიანი ვიქტორის ფანები იყვნენ! რაღაც არ მახსენდება მას ამის შესახებ შენიშვნა გაეკეთებინოს!!! არარის სჭირო ყველა ჩვენს "ძმებად" გამოვაცხადოდ!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ნეაპოლელი ხალხის მიმართ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება..." - ვიქტორ ოსიმენი დუმილს არღვევს: რას აცხადებს ფეხბურთელი კლუბთან სკანდალურ დაპირისპირებაზე?

"ნეაპოლელი ხალხის მიმართ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება..." - ვიქტორ ოსიმენი დუმილს არღვევს: რას აცხადებს ფეხბურთელი კლუბთან  სკანდალურ დაპირისპირებაზე?

ვიქტორ ოსიმენი დუმილს არღვევს და "ნაპოლსა" და მას შორის ბოლო დროს არსებულ სკანდალურ დაპირისპირებაზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, არ დაუშვებს, ვინმე მასსა და ნეაპოლელ ხალხს შორის ჩადგეს.

"2020 წელს ქალაქ ნეაპოლში ჩამოსვლა ჩემთვის შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო. ნაპოლელმა ხალხმა იმდენი სიყვარული და სიკეთე გამოიჩინა ჩემ მიმრთ, ჩვენ შორის ვერავნ ჩადგება. ნეაპოლელი ხალხის ვნება აღვივებს ჩემში ცეცხლს, რომ ყოველთვის ვითამაშო გულითა და სულით, ხოლო სამკერდე ნიშნის სიყვარული ურყევია, რადგან მას სიამაყით ვიცვამ“.

ნეაპოლელი ხალხის მიმართ ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. მე მყავს ბევრი ნეაპოლელი მეგობარი, ისინი ჩემი ოჯახის და ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდნენ. ვაფასებ ნიგერიელებს და ყველას, რომ ხმა მისცეს ჩემს მხარდასაჭერად. მე სამუდამოდ მადლობელი ვარ. მხარი დავუჭიროთ ერთიანობას, პატივისცემასა და გაგებას“. "FORZA NAPOLI SEMPRE" - აცხადებს ოსიმენი.

ბოლო პერიოდში ნიგერიელ ფორვარდსა და იტალიურ საფეხბურთო კლუბს შორის სკანდალური დაპირისპირება დაიწყო.

უკმაყოფილების მიზეზი "ტიკტოკში" გამოქვეყნებული ვიდეო გახდა. ვიდეო იმ აქცენტით იყო გაკეთებული, თითქოს ვიქტორი პენალტებზე მსაჯებთან წუწუნებს. ფეხბურთელს ეს ეწყინა და გუნდში განხეთქილება დაიწყო. მიმდინარე კვირას, ოსიმენმა თანაგუნდელებს ხელიც არ ჩამოართვა, ასევე "ინსტაგრამიდან" "ნაპოლის" მაისურით გადაღებული ყველა ფოტო წაშალა.

ამის შემდეგ, "პარტენოპეის" სოციალური მედიის მენეჯერმა ალესიო ფორტინომ დაკავებული თანამდებობა დატოვა.

"დღეს, 805 დღის შემდეგ, "ნაპოლიში" ჩემი თავგადასავალი დასრულდა. ბევრი ასეთ სამსახურზე ვერც იოცნებებდა, არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო კოლეგების, გულშემატკივრებისა და თანამშრომლების მიმართ. ეს გადაწყვეტილება მიღებული რამდენიმე კვირის წინ იქნა, რადგან ზოგიერთი სუბიექტის მხრიდან უკმაყოფილებას ადგილი არ ჰქონოდა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის", - დაწერა ფორტინომ.

გარდა ამისა, 3 დღის წინ, სერია A-ს მე-7 ტურში, რუდი გარსიას გადაწყვეტილებით ნიგერიელმა ფორვარდმა მატჩი სათადარიგო სკამიდან დაიწყო. ის მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო და სულ რაღაც 5 წუთში ხვიჩა კვარაცხელიას ასისტით გოლიც გაიტანა. ნიგერიელ გულშემატკივარს სასტიკად არ მოეწონა გარსიას გადაწყვეტილება, რომ მათ თანამემამულეს პირველი ტაიმი სათადარიგო სკამზე დააწყებინა.

გულშემატკივრები "ნაპოლის“ სოციალურ ქსელებს შეესივნენ და კომენტარებში ოსიმენს მხარს უჭერდნენ. ამას კი პოსტებზე უკმაყოფილობის ემოჯითა და #RespectVictorOsimhen-ის დაკომენტარებით გამოხატავდნენ.

ასევე იხილეთ: