მსოფლიო
მოზაიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 22:24-ზე, მთვარე სასწორშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო
მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ე.წ. ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის საქ­მე, რო­მელ­ზეც მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი იყ­ვნენ, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ წარ­მო­ე­ბა­ში არ მი­ი­ღო. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის“ გახ­და ცნო­ბი­ლი.

უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მხა­რე­ე­ბის მიერ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­სა­ჩივ­რე­ბი­დან 6 თვის შემ­დეგ მი­ი­ღო. ""ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში ავ­თან­დილ წე­რეთ­ლის ად­ვო­კა­ტი, კახა წე­რე­თე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ას ადას­ტუ­რებს და რო­გორც აცხა­დებს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ძა­ლა­ში სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა დარ­ჩა. შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა დას­რულ­და.

ად­ვო­კა­ტის თქმით­ვე, ისი­ნი მა­სა­ლებს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს­თვის ამ­ზა­დე­ბენ.

"უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლო­ში, მო­სა­მარ­თლის მიერ წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბი­დან ზუს­ტად 6 თვის თავ­ზე, 15 სექ­ტემ­ბერს, მი­ღე­ბუ­ლი იქნა გან­ჩი­ნე­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მის წარ­მო­ე­ბა­ში მი­ღე­ბა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ. ამის თა­ო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე დღე­ში გვეც­ნო­ბა და გად­მოგ­ვეგ­ზავ­ნა გან­ჩი­ნე­ბის ას­ლე­ბი. ჩვენ­თვის გა­საკ­ვი­რია, რომ სა­სა­მარ­თლომ ეს საქ­მე გან­ხილ­ვის ღირ­სა­დაც არ ჩათ­ვა­ლა, ვი­ნა­ი­დან მი­იჩ­ნია, რომ ეს საქ­მე არც ერთ კრი­ტე­რი­უმს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და, რათა უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოს გა­ნე­ხი­ლა. თუმ­ცა, იქ ბევ­რი ფაქ­ტო­რი იყო, რაც სა­ჩივ­რებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი გვქონ­და. ეს იყო თუნ­დაც, ამ­ნის­ტი­რე­ბულ მუხლთან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნა, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის და­უ­სა­ბუ­თებ­ლად შეც­ვლა, რომ არა­ფე­რი ვთქვათ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა არა­საკ­მა­რი­სო­ბა­ზე. მი­უ­ხე­და­ვად ამ ყვე­ლაფ­რი­სა, უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ უარი გა­ნა­ცხა­და გან­ხილ­ვა­ზე, თქვა, რომ ეს საქ­მე წარ­მო­ე­ბის გა­რე­შე იქ­ნას და­ტო­ვე­ბუ­ლი. აღ­ნიშ­ნუ­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მარ­თალ­წარ­მო­ე­ბა ამო­ი­წუ­რა. ჩვენ ყვე­ლა სა­მარ­თლებ­რივ არ­გუ­მენტს გა­მო­ვი­ყე­ნებთ, მათ შო­რის, ვფიქ­რობთ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში მი­მარ­თვის სა­კითხს, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის შე­სა­ხებ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გაც­ნო­ბებთ“, - გა­ნა­ცხა­და წე­რე­თელ­მა.

ცნო­ბის­თვის, თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე, ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე და ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში იქ­ნენ დამ­ნა­შა­ვედ ცნო­ბი­ლი, გა­სა­ჩივ­რე­ბუ­ლი ჰქონ­და რო­გორც ბრალ­დე­ბის, ასე­ვე დაც­ვის მხა­რეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შეც­ვლას"ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა­ზე" და რე­ა­ლუ­რი სას­ჯე­ლის გა­მო­ტა­ნას ითხოვ­და, დაც­ვის მხა­რე კი, გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნის გა­მო­ტა­ნას. ბად­რი ჯა­ფა­რი­ძე, ავ­თან­დილ წე­რე­თე­ლი და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე დამ­ნა­შა­ვედ თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­მაც ცნო. თუმ­ცა, მო­სა­მარ­თლემ სა­მი­ვე მათ­განს მუხ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცია შე­უც­ვა­ლა და ისი­ნი ჯგუ­ფურ თაღ­ლი­თო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და თი­თო­ე­ულ მათ­განს თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯათ 7 წლის ვა­დით, მაგ­რამ მუხ­ლის ხან­დაზ­მუ­ლო­ბის გამო, ისი­ნი და­ნიშ­ნუ­ლი სას­ჯე­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც ძა­ლა­ში და­ტო­ვა. მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძეს ბრა­ლი წა­რედ­გი­ნათ 2019 წლის 24 ივ­ლისს ჯგუ­ფუ­რად 16 664 000 ამე­რი­კუ­ლი დო­ლა­რის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცი­ის ფაქ­ტზე, რა­საც თან ახ­ლდა გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით შე­მო­სავ­ლის მი­ღე­ბა (და­ნა­შა­უ­ლი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 194 მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის "ა“ და მე-3 ნა­წი­ლის "გ“ ქვე­პუნ­ქტით). რაც შე­ხე­ბა ავ­თან­დილ წე­რე­თელს, პრო­კუ­რა­ტუ­რა ბიზ­ნეს­მენს ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის­თვის და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის­თვის უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბა­ში დახ­მა­რე­ბას ედა­ვე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
3

ხაზარაძე, უჭკვიანესი ადამიანია..არაფრისგან, 500 დოლარად უზარმაზარი საბანკო იმპერია შექმნა..ასეთი ადამინი სჭირდება საქართველოს, პრემიერმინისტრად!!!!!!!!!

...
4

რა ყველის ვაჭარივით იცინის)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე, რომელზეც მსჯავრდებულები მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი იყვნენ, უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მხარეების მიერ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო. ""ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ავთანდილ წერეთლის ადვოკატი, კახა წერეთელი ინფორმაციას ადასტურებს და როგორც აცხადებს, უზენაესი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით, ძალაში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა. შესაბამისად, აღნიშნულ საქმეზე საქართველოში სამართალწარმოება დასრულდა.

ადვოკატის თქმითვე, ისინი მასალებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის ამზადებენ.

"უზენაეს სასამართლოში, მოსამართლის მიერ წარმოებაში მიღებიდან ზუსტად 6 თვის თავზე, 15 სექტემბერს, მიღებული იქნა განჩინება აღნიშნული საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. ამის თაობაზე რამდენიმე დღეში გვეცნობა და გადმოგვეგზავნა განჩინების ასლები. ჩვენთვის გასაკვირია, რომ სასამართლომ ეს საქმე განხილვის ღირსადაც არ ჩათვალა, ვინაიდან მიიჩნია, რომ ეს საქმე არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა, რათა უზენაეს სასამართლოს განეხილა. თუმცა, იქ ბევრი ფაქტორი იყო, რაც საჩივრებში მითითებული გვქონდა. ეს იყო თუნდაც, ამნისტირებულ მუხლთან დაკავშირებით განაჩენის გამოტანა, კვალიფიკაციის დაუსაბუთებლად შეცვლა, რომ არაფერი ვთქვათ მტკიცებულებათა არასაკმარისობაზე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, უზენაესმა სასამართლომ უარი განაცხადა განხილვაზე, თქვა, რომ ეს საქმე წარმოების გარეშე იქნას დატოვებული. აღნიშნულით საქართველოში სამართალწარმოება ამოიწურა. ჩვენ ყველა სამართლებრივ არგუმენტს გამოვიყენებთ, მათ შორის, ვფიქრობთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიმართვის საკითხს, კონკრეტული ნაბიჯების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, - განაცხადა წერეთელმა.

ცნობისთვის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ჯგუფურ თაღლითობაში იქნენ დამნაშავედ ცნობილი, გასაჩივრებული ჰქონდა როგორც ბრალდების, ასევე დაცვის მხარეს. პროკურატურა ბრალდების კვალიფიკაციის შეცვლას"ფულის გათეთრებაზე" და რეალური სასჯელის გამოტანას ითხოვდა, დაცვის მხარე კი, გამამართლებელი განაჩენის გამოტანას. ბადრი ჯაფარიძე, ავთანდილ წერეთელი და მამუკა ხაზარაძე დამნაშავედ თბილისის საქალაქო სასამართლომაც ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე მათგანს მუხლის კვალიფიკაცია შეუცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და თითოეულ მათგანს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ 7 წლის ვადით, მაგრამ მუხლის ხანდაზმულობის გამო, ისინი დანიშნული სასჯელისგან გათავისუფლდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის "გ“ ქვეპუნქტით). რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებოდა.