პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გინდა "ნაცები" გვეძახეთ და გინდა გაყიდულები, არ მაინტერესებს... მოდით ხვალ კონსერვატორიასთან" - პიანისტი გიორგი გიგაშვილი წულუკიანის გადაწყვეტილებაზე
"გინდა "ნაცები" გვეძახეთ და გინდა გაყიდულები, არ მაინტერესებს... მოდით ხვალ კონსერვატორიასთან" - პიანისტი გიორგი გიგაშვილი წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბი­სა და ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ლა­უ­რე­ა­ტი პი­ა­ნის­ტი გი­ორ­გი გი­გაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მა­უ­რე­ბა კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბის გა­უქ­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით და სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­უ­წო­დებს, ხვალ აქ­ცი­ა­ზე მი­ვიდ­ნენ.

"ხვალ, 11:00-დან კონ­სერ­ვა­ტო­რი­ას­თან. (გრი­ბო­ე­დო­ვის 8-10)ყვე­ლას, ვი­საც კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის, სა­კუ­თა­რი და ქვეყ­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა ადარ­დებს, წუხს და გაბ­რა­ზე­ბუ­ლია. და­არ­ქვით გინ­და აქ­ცია, გინ­და "ნა­ცე­ბი" გვე­ძა­ხეთ და გინ­და გა­ყი­დუ­ლე­ბი. არა­ფე­რი არ მა­ინ­ტე­რე­სებს. და ყვე­ლას გე­ხე­ბათ ეს, ყვე­ლა მო­დით. ერ­თად ვიდ­გეთ.გთხოვთ" - წერს პი­ა­ნის­ტი.

  • კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის ბრძა­ნე­ბით, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბი გა­უქ­მდა. ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად კონ­სერ­ვა­ტო­რია ავ­რცე­ლებს.

"სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძა­ნე­ბით გა­უქ­მდა „სსიპ თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს 2023 წლის 28 ივ­ლი­სის No16 სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი „სსიპ – თბი­ლი­სის ვანო სა­რა­ჯიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის და­სა­კა­ვებ­ლად არ­ჩევ­ნე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის, კან­დი­დატ­თა რე­გის­ტრა­ცი­ის და­წყე­ბი­სა და კან­დი­და­ტის შერ­ჩე­ვის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე“ კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს 2023 წლის 28 ივ­ლი­სის No52/2023 დად­გე­ნი­ლე­ბა. ამა­ვე ბრძა­ნე­ბის და­უ­ყო­ნებ­ლი­ვი აღ­სრუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­წყვე­ტი­ლია რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნე­ბის" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ცნო­ბის­თვის, რამ­დე­ნი­მე დღის წინ პარ­ლა­მენ­ტში ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნი­სას თეა წუ­ლუ­კი­ან­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი რე­ფორ­მის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას გა­უს­ვა ხაზი და თქვა, რომ კონ­სერ­ვა­ტო­რია ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს სრულ­ფა­სო­ვა­ნი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო გა­ნათ­ლე­ბის მი­წო­დე­ბას სტუ­დენ­ტე­ბის­თვის.

"თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში რე­ფორ­მაა, ბა­ტო­ნე­ბო და ქალ­ბა­ტო­ნე­ბო გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, ვი­ნა­ი­დან დღე­ვან­დე­ლი თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო კონ­სერ­ვა­ტო­რია უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ხე­ლოვ­ნე­ბო გა­ნათ­ლე­ბას უნდა აწ­ვდი­დეს ჩვენს სტუ­დენ­ტებს, რა­საც ის, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ახერ­ხებს" - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
v
1

არ მაინტერესებს ცოტა ცუდი ნათქვამია შვილო

ქეთი
9

დაჯექი შვილო და დაუკარი თუ მართლა ნიჭი გაქვს. რატომ კარგავ დროს ბიუროკრატიულ საკითხებზე და პოლიტიკაზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"გინდა "ნაცები" გვეძახეთ და გინდა გაყიდულები, არ მაინტერესებს... მოდით ხვალ კონსერვატორიასთან" - პიანისტი გიორგი გიგაშვილი წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

"გინდა "ნაცები" გვეძახეთ და გინდა გაყიდულები, არ მაინტერესებს... მოდით ხვალ კონსერვატორიასთან" - პიანისტი გიორგი გიგაშვილი წულუკიანის გადაწყვეტილებაზე

საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების ლაურეატი პიანისტი გიორგი გიგაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება კულტურის მინისტრის გადაწყვეტილებას, კონსერვატორიაში რექტორის არჩევნების გაუქმებასთან დაკავშირებით და საზოგადოებას მოუწოდებს, ხვალ აქციაზე მივიდნენ.

"ხვალ, 11:00-დან კონსერვატორიასთან. (გრიბოედოვის 8-10)ყველას, ვისაც კონსერვატორიის, საკუთარი და ქვეყნის დამოუკიდებლობა ადარდებს, წუხს და გაბრაზებულია. დაარქვით გინდა აქცია, გინდა "ნაცები" გვეძახეთ და გინდა გაყიდულები. არაფერი არ მაინტერესებს. და ყველას გეხებათ ეს, ყველა მოდით. ერთად ვიდგეთ.გთხოვთ" - წერს პიანისტი.

  • კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რექტორის არჩევნები გაუქმდა. ინფორმაციას თავად კონსერვატორია ავრცელებს.

"საარჩევნო კომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 25/09/2023 No 00033770 ბრძანებით გაუქმდა „სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No16 სხდომაზე მიღებული „სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე“ კონსერვატორიის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 28 ივლისის No52/2023 დადგენილება. ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების" - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას თეა წულუკიანმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩასატარებელი რეფორმის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და თქვა, რომ კონსერვატორია ვერ უზრუნველყოფს სრულფასოვანი სახელოვნებო განათლების მიწოდებას სტუდენტებისთვის.

"თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში რეფორმაა, ბატონებო და ქალბატონებო განსახორციელებელი, ვინაიდან დღევანდელი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია უფრო მაღალი ხარისხის სახელოვნებო განათლებას უნდა აწვდიდეს ჩვენს სტუდენტებს, რასაც ის, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს" - აღნიშნა მინისტრმა.