კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს ისეთი საძაგელი რამაა..." - ნაომი კემპბელის ცხოვრების დრამა: რა ხდებოდა ფარდის მიღმა მაშინ, როცა პოდიუმზე ბრწყინავდა
"ეს ისეთი საძაგელი რამაა..." - ნაომი კემპბელის ცხოვრების დრამა: რა ხდებოდა ფარდის მიღმა მაშინ, როცა პოდიუმზე ბრწყინავდა

დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, რო­მე­ლიც 90-იანი წლე­ბის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ მო­დე­ლებს შე­ე­ხე­ბა, “The Super Models”, უკვე ეკ­რა­ნებ­ზეა. ფილ­მის ნახ­ვა AppleTV+ -ზეა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი­დან ლე­გენ­და­რუ­ლი ნა­ო­მი კემ­პბე­ლი მა­ყუ­რე­ბელს გუ­ლახ­დი­ლად ესა­უბ­რე­ბა. მო­დე­ლი ნარ­კო­ტი­კებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის პრობ­ლე­მა­ზე სა­უბ­რობს, რო­მე­ლიც მას 90-იან წლებ­ში, კა­რი­ე­რის პი­კის დროს ჰქონ­და.

ნა­ო­მიმ თქვა, რომ მან კო­კა­ი­ნის მოხ­მა­რე­ბა ბავ­შვო­ბის ტრავ­მას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად და­ი­წყო. მო­დე­ლის­თვის არა­ნაკ­ლებ რთუ­ლი გა­და­სა­ტა­ნი აღ­მოჩ­ნდა მისი ახლო მე­გობ­რის, ჯანი ვერ­სა­ჩეს გარ­დაც­ვა­ლე­ბაც.

"მგო­ნი, როცა ნარ­კო­ტი­კე­ბის მოხ­მა­რე­ბა და­ვი­წყე, ერთ-ერთი რამ, რას­თან გამ­კლა­ვე­ბაც მსურ­და, დარ­დი და მწუ­ხა­რე­ბა იყო.

და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ისე­თი სა­ძა­გე­ლი რა­მაა. როცა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ხარ, ფიქ­რობ, რომ ის ნა­ი­ა­რევს მო­გი­შუ­შებს. ეს ასე არ ხდე­ბა. მას სა­ში­ნე­ლი ში­შის და შფოთვის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია. ამის გამო ძა­ლი­ან ვბრა­ზობ­დი სა­კუ­თარ თავ­ზე",- ამ­ბობს ნა­ო­მი კემ­პბე­ლი.

  • ნა­ო­მი ასე­ვე ყვე­ბა, რომ მისი ცხოვ­რე­ბა მას შემ­დეგ აი­რია, რაც 1997 წელს მისი ახლო მე­გო­ბა­რი და დი­ზა­ი­ნე­რი, ჯანი ვერ­სა­ჩე მოკ­ლეს.

"ის ძა­ლი­ან სენ­სი­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი იყო და ყო­ველ­თვის ბიძგს მაძ­ლევ­და, რომ კი­დევ უფრო წინ წავ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს მა­შინ ხდე­ბო­და, როცა თვი­თონ არ მჯე­რო­და, რომ რა­ი­მეს მი­ვაღ­წევ­დი. ამ და სხვა მი­ზე­ზე­ბის გამო, როცა ის და­ი­ღუ­პა, ჩემი მწუ­ხა­რე­ბა გა­უ­საძ­ლი­სი გახ­და",- იხ­სე­ნებს მო­დე­ლი.

მო­დე­ლი ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას 5 წელი ებ­რძო­და. პრობ­ლე­მა იმ­დე­ნად გამ­წვავ­და, რომ 1999 წელს ფო­ტო­გა­და­ღე­ბებ­ზე გო­ნე­ბაც კი და­კარ­გა.

"როცა ცდი­ლობ, რომ რა­ღაც და­მა­ლო, მა­გა­ლი­თად, შენი გრძნო­ბე­ბი.. ამის გა­კე­თე­ბას ვცდი­ლობ­დი. მაგ­რამ ვე­რა­ფერს და­ფა­რავ. ფაქ­ტი ის იყო, რომ თავს ვიკ­ლავ­დი. ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო", - ამ­ბობს კემ­პბე­ლი.

მი­სი­ვე თქმით, იპო­ვა ძალა, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში მი­სუ­ლი­ყო:

"გა­დავ­წყვი­ტე, რომ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში მივ­სუ­ლი­ყა­ვი. ეს სა­უ­კე­თე­სო და, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერ­თა­დერ­თი რამ იყო, რისი გა­კე­თე­ბაც იმ მო­მენ­ტში სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის შე­მეძ­ლო. ძა­ლი­ან დიდი დრო დამ­ჭირ­და ამას­თან გა­სამ­კლა­ვებ­ლად და ხან­და­ხან, ახ­ლაც თავს მახ­სე­ნებს. გან­სხვა­ვე­ბა ისაა, რომ ახლა ვიცი, რო­გორ უნდა გა­ვუმკლავ­დე მას",- ყვე­ბა 53 წლის მო­დე­ლი.

  • ნა­ო­მის 2000 წელს მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ბათ­ქვა­მი აქვს, რომ ბავ­შვო­ბის ტრავ­მა მა­შინ გა­ნი­ცა­და, როცა მა­მამ დედა მი­ა­ტო­ვა.

"ბავ­შვო­ბა­ში ბევ­რი რამ მაქვს გა­და­ტა­ნი­ლი. მა­გა­ლი­თად ის, რომ მა­მას არ ვიც­ნობ­დი და დე­დაც არ იყო ხში­რად ჩემს გვერ­დით. ეს ძა­ლი­ან ბევრ ემო­ცი­ა­ში ვლინ­დე­ბა. ერთ-ერთი ასე­თი ემო­ცია კი, ბრა­ზია. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში, ბრა­ზი და­უც­ვე­ლო­ბას, და­ბალ თვით­შე­ფა­სე­ბას და მარ­ტო­ო­ბას ეფუძ­ნე­ბა", - სა­უბ­რობ­და კემ­პბე­ლი 2000 წელს ბარ­ბა­რა უოლ­ტერ­სის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც ახალ დო­კუ­მენ­ტურ ფილმშიც მოხ­ვდა.

წყა­რო: pagesix

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

ნარკოლოგი
16

ადვილია ყველა შენი მანკიერება სხვას დააბრალო. განსაკუთრებით მშობლებს, რომლებმაც ბავშვობაში ვითომ ტრამვა მოგაყენეს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ეს ისეთი საძაგელი რამაა..." - ნაომი კემპბელის ცხოვრების დრამა: რა ხდებოდა ფარდის მიღმა მაშინ, როცა პოდიუმზე ბრწყინავდა

"ეს ისეთი საძაგელი რამაა..." - ნაომი კემპბელის ცხოვრების დრამა: რა ხდებოდა ფარდის მიღმა მაშინ, როცა პოდიუმზე ბრწყინავდა

დოკუმენტური ფილმი, რომელიც 90-იანი წლების ყველაზე პოპულარულ მოდელებს შეეხება, “The Super Models”, უკვე ეკრანებზეა. ფილმის ნახვა AppleTV+ -ზეა შესაძლებელი.

დოკუმენტური ფილმიდან ლეგენდარული ნაომი კემპბელი მაყურებელს გულახდილად ესაუბრება. მოდელი ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემაზე საუბრობს, რომელიც მას 90-იან წლებში, კარიერის პიკის დროს ჰქონდა.

ნაომიმ თქვა, რომ მან კოკაინის მოხმარება ბავშვობის ტრავმასთან გასამკლავებლად დაიწყო. მოდელისთვის არანაკლებ რთული გადასატანი აღმოჩნდა მისი ახლო მეგობრის, ჯანი ვერსაჩეს გარდაცვალებაც.

"მგონი, როცა ნარკოტიკების მოხმარება დავიწყე, ერთ-ერთი რამ, რასთან გამკლავებაც მსურდა, დარდი და მწუხარება იყო.

დამოკიდებულება ისეთი საძაგელი რამაა. როცა დამოკიდებული ხარ, ფიქრობ, რომ ის ნაიარევს მოგიშუშებს. ეს ასე არ ხდება. მას საშინელი შიშის და შფოთვის გამოწვევა შეუძლია. ამის გამო ძალიან ვბრაზობდი საკუთარ თავზე",- ამბობს ნაომი კემპბელი.

  • ნაომი ასევე ყვება, რომ მისი ცხოვრება მას შემდეგ აირია, რაც 1997 წელს მისი ახლო მეგობარი და დიზაინერი, ჯანი ვერსაჩე მოკლეს.

"ის ძალიან სენსიტიური ადამიანი იყო და ყოველთვის ბიძგს მაძლევდა, რომ კიდევ უფრო წინ წავსულიყავი. ეს მაშინ ხდებოდა, როცა თვითონ არ მჯეროდა, რომ რაიმეს მივაღწევდი. ამ და სხვა მიზეზების გამო, როცა ის დაიღუპა, ჩემი მწუხარება გაუსაძლისი გახდა",- იხსენებს მოდელი.

მოდელი ნარკოდამოკიდებულებას 5 წელი ებრძოდა. პრობლემა იმდენად გამწვავდა, რომ 1999 წელს ფოტოგადაღებებზე გონებაც კი დაკარგა.

"როცა ცდილობ, რომ რაღაც დამალო, მაგალითად, შენი გრძნობები.. ამის გაკეთებას ვცდილობდი. მაგრამ ვერაფერს დაფარავ. ფაქტი ის იყო, რომ თავს ვიკლავდი. ეს ძალიან მტკივნეული გამოცდილება იყო", - ამბობს კემპბელი.

მისივე თქმით, იპოვა ძალა, რომ რეაბილიტაციის ცენტრში მისულიყო:

"გადავწყვიტე, რომ რეაბილიტაციის ცენტრში მივსულიყავი. ეს საუკეთესო და, ფაქტობრივად, ერთადერთი რამ იყო, რისი გაკეთებაც იმ მომენტში საკუთარი თავისთვის შემეძლო. ძალიან დიდი დრო დამჭირდა ამასთან გასამკლავებლად და ხანდახან, ახლაც თავს მახსენებს. განსხვავება ისაა, რომ ახლა ვიცი, როგორ უნდა გავუმკლავდე მას",- ყვება 53 წლის მოდელი.

  • ნაომის 2000 წელს მიცემულ ინტერვიუში ბათქვამი აქვს, რომ ბავშვობის ტრავმა მაშინ განიცადა, როცა მამამ დედა მიატოვა.

"ბავშვობაში ბევრი რამ მაქვს გადატანილი. მაგალითად ის, რომ მამას არ ვიცნობდი და დედაც არ იყო ხშირად ჩემს გვერდით. ეს ძალიან ბევრ ემოციაში ვლინდება. ერთ-ერთი ასეთი ემოცია კი, ბრაზია. ჩემს შემთხვევაში, ბრაზი დაუცველობას, დაბალ თვითშეფასებას და მარტოობას ეფუძნება", - საუბრობდა კემპბელი 2000 წელს ბარბარა უოლტერსისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომელიც ახალ დოკუმენტურ ფილმშიც მოხვდა.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა