მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სებ-ი მესამე ვიცე-პრეზიდენტმაც დატოვა - რა წერია კანონში და გამოცხადდება თუ არა ეროვნული ბანკი ქმედუუნაროდ?
სებ-ი მესამე ვიცე-პრეზიდენტმაც დატოვა - რა წერია კანონში და გამოცხადდება თუ არა ეროვნული ბანკი ქმედუუნაროდ?
  • ფო­ტო­ზე: ნი­კო­ლოზ გა­გუა, პა­პუ­ნა ლეჟა­ვა და არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვი­ლი

ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე პრე­ზი­დენ­ტის პოსტს ნი­კო­ლოზ გა­გუ­აც ტო­ვებს. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნულს თა­ვად გა­გუა ადას­ტუ­რებს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტე­ბის და საბ­ჭოს წევ­რე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბი და­ტო­ვეს არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვილ­მა და პა­პუ­ნა ლეჟა­ვა­მაც. ეროვ­ნულ ბან­კში მრჩევ­ლის პო­ზი­ცია და­ტო­ვა გი­ორ­გი ბაქ­რა­ძე­მაც.

ეს მას შემ­დეგ მოხ­და, რაც ეროვ­ნულ­მა ბან­კმა გუ­შინ მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სან­ქცი­ა­თა რე­ჟი­მე­ბის შეს­რუ­ლე­ბის წეს­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა და რამ­დე­ნი­მე გა­მო­ნაკ­ლი­სი და­უშ­ვა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სან­ქცი­ე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ხოს სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს თუ მის მი­მართ ქარ­თულ სა­სა­მარ­თლოს გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი არ აქვს გა­მო­ტა­ნი­ლი. შე­დე­გად, ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში ან­გა­რი­შებ­ზე წვდო­მა აღუდ­გე­ბა.

  • გა­მო­ცხად­დე­ბა თუ არა ქმე­დუ­უ­ნა­როდ ეროვ­ნუ­ლი ბან­კი მას შემ­დეგ, რაც ეროვ­ნუ­ლი ბან­კის სამ­მა ვიცე პრე­ზი­დენ­ტმა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა?:

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კი დღეს სამ­მა ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა, პა­პუ­ნა ლეჟა­ვამ, არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვილ­მა და ნი­კო­ლოზ გა­გუ­ამ და­ტო­ვა, შე­სა­ბა­მი­სად, მათ და­ტო­ვეს საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბაც.

"სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის შე­სა­ხებ“ ორ­გა­ნუ­ლი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის უმაღ­ლე­სი ორ­გა­ნოა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 9 წევ­რი­სა­გან. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, გარ­და საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რი­სა, შე­დი­ან: ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პირ­ვე­ლი ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი, 2 ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და საბ­ჭოს სხვა წევ­რე­ბი.

დღემ­დე ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო 7 პი­რის­გან იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი, სა­ი­და­ნაც 4 პო­ზი­ცია აღ­მას­რუ­ლე­ბელ პი­რებს - პრე­ზი­დენ­ტის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს და სამ ვიცე-პრე­ზი­დენტს ეკა­ვა. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, საბ­ჭო არის ქმე­დი­თი, თუკი მას­ში წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა 5-ზე მე­ტია.

“ეროვ­ნუ­ლი ბან­კის უმაღ­ლე­სი ორ­გა­ნოა ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო, რო­მე­ლიც შედ­გე­ბა 9 წევ­რი­სა­გან. თუ ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევრთა რა­ო­დე­ნო­ბა 5-ზე ნაკ­ლე­ბია, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო არ არის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი, შე­ას­რუ­ლოს თა­ვი­სი ფუნ­ქცი­ე­ბი. ამ შემ­თხვე­ვა­ში ვა­კან­სია უნდა შე­ივ­სოს ამ ფაქ­ტის დად­გო­მი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 2 თვი­სა", - ნათ­ქვა­მია კა­ნონ­ში.

ამას­თა­ნა­ვე, კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წარ­დგი­ნე­ბით ირ­ჩევს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი 7 წლის ვა­დით, სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენტს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევრთა­გან ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წარ­დგი­ნე­ბით თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ათა­ვი­სუფ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის წარ­დგი­ნე­ბით, ხოლო ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში - ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს არა­ნაკ­ლებ 2 წევ­რის წარ­დგი­ნე­ბით, თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნიშ­ნავს და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ათა­ვი­სუფ­ლებს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭო. ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს წევ­რი, გარ­და ეროვ­ნუ­ლი ბან­კის პრე­ზი­დენ­ტი­სა და ვიცე-პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა, არ არის სა­ჯა­რო მო­სამ­სა­ხუ­რე.

არ­ჩილ მესტვი­რიშ­ვი­ლის, პა­პუ­ნა ლეჟა­ვას და ნი­კო­ლოზ გა­გუ­ას გარ­და, რომ­ლებ­მაც თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი უკვე და­ტო­ვეს, საბ­ჭო­ში არის 4 წევ­რი - ნა­თია თურ­ნა­ვა, ეკა­ტე­რი­ნე მი­ქა­ბა­ძე, რო­ბერტ სინ­გლე­ტა­რი, ეკა­ტე­რი­ნე გალ­და­ვა. ნა­თია თურ­ნა­ვას საბ­ჭოს წევ­რად ყოფ­ნის ვადა 2029 წლის ივ­ლის­ში ეწუ­რე­ბა, ეკა­ტე­რი­ნე გალ­და­ვას და ეკა­ტე­რი­ნე მი­ქა­ბა­ძეს 2028 წლის ივ­ლის­ში. ხოლო კი­დევ ერთი წევ­რი - რო­ბერტ სინ­გლე­ტე­რი საბ­ჭოს 2023 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ტო­ვებს.

  • აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ამ თე­მა­ზე პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა:

"ეროვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს კო­ლექ­ტი­უ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლი და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ბა­თი­ლად გა­მო­ცხად­დეს ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­ზი­დენ­ტმა, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ეს იქ­ნე­ბა საბ­ჭოს რე­ა­ლუ­რი ქმე­დე­ბა იმის­თვის, რომ შე­ნარ­ჩუნ­დეს ეროვ­ნუ­ლი ბან­კის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა.

"ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია 3 ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის გა­დად­გო­მის მი­უ­ხე­და­ვად, რად­გან მათ 2 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ გა­აჩ­ნი­ათ ვადა, რათა მათი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს. გა­დად­გო­მის ვადა არის 2 თვის შემ­დეგ. საბ­ჭო სრუ­ლად ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და შე­უძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს. ეს არის ის ნა­ბი­ჯე­ბი, რაც სას­წრა­ფოდ გა­და­სად­გმე­ლია, რათა უფრო სე­რი­ო­ზუ­ლი რე­პუ­ტა­ცი­უ­ლი ზი­ა­ნი არ მი­ად­გეს ქვე­ყა­ნას. ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­აქ­ცი­ე­ბი, რაც არის მო­სა­ლოდ­ნე­ლი.

ეს არის სწო­რი გზა, რო­მე­ლიც და­ი­ცავს იმ მიღ­წე­ვებს, რა­საც ჰქვია სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი მდგრა­დო­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­პუ­ტა­ცია ამ დარ­გში. არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბის გამო ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი მი­ი­ღოს. ამა­ვე დროს, მინ­და მი­ვე­სალ­მო კერ­ძო სა­ბან­კო სექ­ტო­რის ძა­ლი­ან მკა­ფიო პო­ზი­ცი­ას, რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად არის ის, რაც დღეს ამ ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მამუკა
0

მავნებლებო, რა ღირს პოსტის დატოვება ჰაააააააააააააააააააააააააააააააააააა

???-ს
3

საქართველოს მოქალაქის დასანქცირებაზე რომ სწუხარ. გარკვევით გეუბნებიან ეგ შენი "მოქალაქე" არისო შენი მტრის, რუსეთის აგენტიო. აი აფხაზეთი და სამაჩაბლო რომ აქვს მიტაცებული - მაგისიო, აი გიორგი ანწუხელიძე წამებით ვინც მოგვიკლა მაგათ მხარეს არისო, აი 17 ოქროსავით ბიჭი რომ ჩაგვიცხრილა შინდისში უკვე დასრულებულ ომში, აი მაგათ მხარეს არისო. ამიტომ დავუწესოთ სანქციები რომ ამ ბოროტებაში ცოტა ხელი შევუშალოთო. ესეთი ძნელი გასაგებია დავიჯერო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

სებ-ი მესამე ვიცე-პრეზიდენტმაც დატოვა - რა წერია კანონში და გამოცხადდება თუ არა ეროვნული ბანკი ქმედუუნაროდ?

სებ-ი მესამე ვიცე-პრეზიდენტმაც დატოვა - რა წერია კანონში და გამოცხადდება თუ არა ეროვნული ბანკი ქმედუუნაროდ?
  • ფოტოზე: ნიკოლოზ გაგუა, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი

ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტის პოსტს ნიკოლოზ გაგუაც ტოვებს. "ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, აღნიშნულს თავად გაგუა ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტების და საბჭოს წევრების პოზიციები დატოვეს არჩილ მესტვირიშვილმა და პაპუნა ლეჟავამაც. ეროვნულ ბანკში მრჩევლის პოზიცია დატოვა გიორგი ბაქრაძემაც.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ეროვნულმა ბანკმა გუშინ მიღებული გადაწყვეტილებით, სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა და რამდენიმე გამონაკლისი დაუშვა. ამ გადაწყვეტილებით, საერთაშორისო სანქციები არ შეიძლება შეეხოს საქართველოს მოქალაქეს თუ მის მიმართ ქართულ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არ აქვს გამოტანილი. შედეგად, ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს ბანკებში ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

  • გამოცხადდება თუ არა ქმედუუნაროდ ეროვნული ბანკი მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის სამმა ვიცე პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა?:

საქართველოს ეროვნული ბანკი დღეს სამმა ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ დატოვა, შესაბამისად, მათ დატოვეს საბჭოს შემადგენლობაც.

"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის თანახმად, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან: ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები.

დღემდე ეროვნული ბანკის საბჭო 7 პირისგან იყო დაკომპლექტებული, საიდანაც 4 პოზიცია აღმასრულებელ პირებს - პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს და სამ ვიცე-პრეზიდენტს ეკავა. კანონის მიხედვით, საბჭო არის ქმედითი, თუკი მასში წევრთა რაოდენობა 5-ზე მეტია.

“ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება 9 წევრისაგან. თუ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთა რაოდენობა 5-ზე ნაკლებია, ეროვნული ბანკის საბჭო არ არის უფლებამოსილი, შეასრულოს თავისი ფუნქციები. ამ შემთხვევაში ვაკანსია უნდა შეივსოს ამ ფაქტის დადგომიდან არაუგვიანეს 2 თვისა", - ნათქვამია კანონში.

ამასთანავე, კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში - ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.

არჩილ მესტვირიშვილის, პაპუნა ლეჟავას და ნიკოლოზ გაგუას გარდა, რომლებმაც თანამდებობები უკვე დატოვეს, საბჭოში არის 4 წევრი - ნათია თურნავა, ეკატერინე მიქაბაძე, რობერტ სინგლეტარი, ეკატერინე გალდავა. ნათია თურნავას საბჭოს წევრად ყოფნის ვადა 2029 წლის ივლისში ეწურება, ეკატერინე გალდავას და ეკატერინე მიქაბაძეს 2028 წლის ივლისში. ხოლო კიდევ ერთი წევრი - რობერტ სინგლეტერი საბჭოს 2023 წლის დეკემბერში დატოვებს.

  • აღსანიშნავია ამ თემაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება:

"ეროვნული ბანკის საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილებით, შესაძლებელი და აუცილებელია, ბათილად გამოცხადდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს იქნება საბჭოს რეალური ქმედება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

"ეს შესაძლებელია 3 ვიცე-პრეზიდენტის გადადგომის მიუხედავად, რადგან მათ 2 თვის განმავლობაში კიდევ გააჩნიათ ვადა, რათა მათი უფლებამოსილება გაგრძელდეს. გადადგომის ვადა არის 2 თვის შემდეგ. საბჭო სრულად ფუნქციონირებს და შეუძლია ყველანაირი გადაწყვეტილება მიიღოს. ეს არის ის ნაბიჯები, რაც სასწრაფოდ გადასადგმელია, რათა უფრო სერიოზული რეპუტაციული ზიანი არ მიადგეს ქვეყანას. ასევე საერთაშორისო რეაქციები, რაც არის მოსალოდნელი.

ეს არის სწორი გზა, რომელიც დაიცავს იმ მიღწევებს, რასაც ჰქვია საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური მდგრადობა და საერთაშორისო რეპუტაცია ამ დარგში. არავის აქვს უფლება, რომ ვიწრო ინტერესების გამო ასეთი გადაწყვეტილებები მიიღოს. ამავე დროს, მინდა მივესალმო კერძო საბანკო სექტორის ძალიან მკაფიო პოზიციას, რომელიც ნამდვილად არის ის, რაც დღეს ამ ქვეყანას სჭირდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

იხილეთ ასევე: