შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატკომის დეპარტამენტის ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე მომხდარ ორმაგ მკვლელობაში ბრალდებული გურამ ქადეიშვილი 2018 წელს , იმდროინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ სამსახურიდან დაითხოვა, თუმცა იმავე წელს მისივე ბრძანებით გურამ ქადეიშვილი უწყებაში დაბრუნდა.
ამის შესახებ უწყების სტრატკომის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"გვსურს გამოვეხმაუროთ, მედიასაშუალებისა და ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს 18 სექტემბერს, თბილისში, ვიქტორ დოლიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულში ბრალდებული პოლიციელი უწყებიდან 2018 წელს იქნა დათხოვნილი და იგი უწყებაში შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღადგინა.
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, განვმარტოთ, რომ 2018 წლის ივლისის თვეში, აღნიშნული პირი, იმდროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით დათხოვნილ იქნა სამინისტროს რიგებიდან, თუმცა იმავე წლის ნოემბრის თვეში, მისივე მინისტრობის დროს, მოხდა გ.ქ.-ს სამსახურში ხელახალი მიღება.
ვგმობთ მომხდარ მძიმე ფაქტს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, რომელიც მომხდარ შემთხვევაზე გამოძიებას აწარმოებს" - ნათქვამია განცხადებაში,
გურამ ქადაგიშვილთან დაკავშირებით პოსტი დღეს პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნათია მეზვრიშვილმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, ქადეიშვილი 2018 წელს უფლებამოსილების გადამეტების გამო დაითხოვეს და "როგორც ჩანს, შემდეგ აღადგინეს". (წაიკითხეთ: "მინისტრი პარლამენტში გამოდიოდა, როცა მისი მხრიდან სამართალდარღვევის შესახებ გავიგეთ და პირდაპირ პარლამენტიდან მოხსნა" - რას წერს ნათია მეზვრიშვილი ორმაგ მკვლელობაში ბრალდებულზე?)
ცნობისთვის, თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მამაკაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი შვილების თვალწინ მოკლა. შემთხვევა, გუშინ დაახლოებით, ღამის 12:00 საათზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ბინაში, სიდედრის, ყოფილი მეუღლისა და შვილების გარდა კიდევ ერთი პირი იმყოფებოდა. დანაშაული ტაბელური იარაღით არის ჩადენილი. მომხდარის შემდეგ მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა და ის ამჟამად ხეჩინაშვილის კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.
უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული პირი გურამ ქადეიშვილია. ის შსს-ში წლების განმავლობაში მუშაობდა - გლდანი-ნაძალადევის განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებელი იყო, წოდებით ოფიცერი.
დოლიძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. უწყების განმარტებით, ყოფილი ცოლი და სიდედრი პოლიციის თანამშრომელმა მოკლა. მკვლელობის დროს შემთხვევის ადგილზე გარდაცვლილის არასრულწლოვანი შვილები იმყოფებოდნენ. უწყების განმარტებით, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ეს სურათი მახსოვს! გამოდის ადრეც ძალადობდა!
მართალი კაცისთვის უვადო პატიმრობის მიმსჯელი გენერალურ პროკურორად გიზით (თელასის საქმეზე) და 5 წლის წინ ვიღაცის განთავისუფლება-აღდგენას არკვევთ?
ვიცი რომ დამბლოკავენ, მაგრამ სიმართლის დაწერა მაინც მსიამოვნებს