მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

18 სექ­ტემ­ბერს, სა­ქარ­თვე­ლო­სა და პე­რუს რეს­პუბ­ლი­კას შო­რის უვი­ზო მი­მოს­ვლის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბა გა­ფორმ­და, რო­მელ­საც გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 78-ე სე­სი­ის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე, სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა და პე­რუს სა­გა­რეო უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ანა სე­სი­ლია გერ­ვას­მა მო­ა­წე­რეს ხელი. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, ნიუ-იორკში გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ორ­მხრი­ვი და მრა­ვალ­მხრი­ვი დღის წეს­რი­გის აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბი და სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ხაზი გა­ეს­ვა მა­ღა­ლი დო­ნის ვი­ზი­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას პო­ლი­ტი­კურ, სა­ვაჭ­რო-ეკო­ნო­მი­კურ, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში.

"ილია დარ­ჩი­აშ­ვილ­მა კო­ლე­გას­თან შეხ­ვედ­რა­ზე ხაზი გა­უს­ვა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ლა­თი­ნუ­რი ამე­რი­კის ქვეყ­ნებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას.

მხა­რე­ე­ბი შე­თან­ხმდნენ აქ­ტი­უ­რად იმუ­შა­ონ ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მომ­სა­ხუ­რე­ბის და სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის კუ­თხით“,- აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სალო
1

პერუ ძალიან შორია და ძვირიც დაჯდება გადაჯდომებით, გამიგია საუცხოო ღვინო აქვთ, ხალხი ძალიან თბილი და მხიარულია ვინც შემხვედრია . 

1

ეხლა პერუში ალბათ ინტერნეტ საიტზე საქართველოზე სტატია დაიწერება და ვარძიის სურათი იქნება მთავარ გვერდზე და კომენტარები მსგავსი:)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და პერუს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

18 სექტემბერს, საქართველოსა და პერუს რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა და პერუს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ანა სესილია გერვასმა მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნიუ-იორკში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურისა და განათლების სფეროებში.

"ილია დარჩიაშვილმა კოლეგასთან შეხვედრაზე ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.

მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით კი მომსახურების და სახელმწიფო სერვისების მიმართულებით საქართველოს წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების კუთხით“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.