სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოვში და გურიაში დაღუპულების ოჯახებს 20 000 ლარით დავეხმაროთ... ვისაც სახლი დაენგრა, ახალი სახლი მიეცემათ" - ღარიბაშვილი
"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოვში და გურიაში დაღუპულების ოჯახებს 20 000 ლარით დავეხმაროთ... ვისაც სახლი დაენგრა, ახალი სახლი მიეცემათ" - ღარიბაშვილი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, შოვ­ში და გუ­რი­ა­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხებს სა­ხელ­მწი­ფო 20 000 ლა­რით და­ეხ­მა­რე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის და­წყე­ბამ­დე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც პრე­მი­ერ­მა გან­მარ­ტა, სა­ხელ­მწი­ფო ასე­ვე და­ეხ­მა­რე­ბა გუ­რი­ა­ში, სტი­ქი­ის შე­დე­გად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი, ან დან­გრე­უ­ლი სახ­ლის მფლო­ბე­ლებს.

"კი­დევ ერთხელ მინ­და შე­ვე­ხო შოვ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას და რამ­დე­ნი­მე დღის წინ, გუ­რი­ა­ში მომ­ხდარ ტრა­გე­დი­ას, რა­მაც 3 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე შე­ი­წი­რა. შოვ­ში 32 ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე შე­ე­წი­რა ამ დიდ ტრა­გე­დი­ას, დიდ სტი­ქი­ას. ჩვენ გვქონ­და ამის თა­ო­ბა­ზე მსჯე­ლო­ბა და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­ი­ცეს ერთჯე­რა­დი ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა გარ­დაც­ვლილ­თა ოჯა­ხე­ბის­თვის, თი­თო­ე­ულ გარ­დაც­ვლილ­ზე 20 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ასე­ვე მინ­და ვთქვა, რომ გუ­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევრ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს და­უ­ზი­ან­და სახ­ლე­ბი, ბევ­რს და­ენგრა, იმ სახ­ლებ­ში გა­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, არ შე­იძ­ლე­ბა იქ ცხოვ­რე­ბა, ჩვენ ამ სა­კი­თხზე გვქონ­და მსჯე­ლო­ბა ეკო­ნო­მი­კურ საბ­ჭო­ზე და მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ყვე­ლა ის მო­ქა­ლა­ქე, ვი­საც სახ­ლი და­ენგრა, ან ვისი სახ­ლიც გა­მო­უ­სა­დე­გა­რი გახ­დე­ბა, ყვე­ლას გან­სახ­ლე­ბა მოხ­დე­ბა და ამ ოჯა­ხებს ან ახა­ლი სახ­ლი მი­ე­ცე­მათ, ან ჩვენ შე­ვუ­ძენთ, ან ავა­შე­ნებთ, ან თან­ხას გა­დავ­ცემთ და თა­ვად შე­ი­ძე­ნენ სახ­ლებს. ესეც მინ­დო­და მეთ­ქვა ჩვე­ნი გუ­რუ­ლე­ბის­თვის, არა­ვი­თა­რი სა­ნერ­ვი­უ­ლო მათ არ აქვთ, ჩვენ ყვე­ლა­ფერ­ში და­ვეხ­მა­რე­ბით და მო­ვაგ­ვა­რებთ მათ პრობ­ლე­მებს. და­ნარ­ჩე­ნი სა­მუ­შა­ო­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, რე­გი­ო­ნებ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის აღ­მო­ფხვრა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

აქვე მინ­და შემ­თხვე­ვით ვი­სარ­გებ­ლო და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბო, ძა­ლი­ან ბევ­რი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია და­ეხ­მა­რა სა­ხელ­მწი­ფოს შოვ­ში, სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში და არც ერთი თეთ­რი, მათ არ აუ­ღი­ათ ბი­უ­ჯე­ტი­დან, ეს იყო მათი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, სა­უ­ბა­რია მი­ლი­ო­ნო­ბით ლარ­ზე, მათ თა­ვად გა­ი­ღეს აღ­ნიშ­ნუ­ლი კონ­ტრი­ბუ­ცია. მინ­და, გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ას, ვინც ეს კონ­ტრი­ბუ­ცია გა­ა­კე­თა და ჩვენ დე­ტა­ლუ­რად გა­ვავ­რცე­ლებთ, ყვე­ლა იმ კომ­პა­ნი­ის სა­ხელს, ვინც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო შოვ­ში მომ­ხდა­რი სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის სა­ლიკ­ვი­და­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნინო
9

რა სასაცილოები ხართ, ანგელოზი ბავშვების სიცოცხლეს გროშებად აფასებთ თავად კი ამ თანხებს მარტო პრემიერად იღებდ, ეხ როგორ მეცოდები საქართველო(

უნდა დაეხმარონ
0

ფირმებმა სადაც გადარიცხეს თანხა ეგ სამაშვგელოს მოხმარდა? რაჭაში გარდაცვლილის ოჯახზე მივწერე ერთ ბანკს და მანდ მითხრეს ჩვენ წიტელ ჯვარს გადაურიცხეთო. კი ბატონო სწორია თუ ესე გააკეთეს მაგრამ უშუალოდ გარდაცვლილის ოჯახს რა ერგო იმ ბანკის გადარიცხულიდან? ეგ ალბათ სამაშველოს მოხმარდა. გლოლაში დანგრეულ, უკიბო სახლებში ცხოვრობენ გარდაცვლილის ოჯახები. ეს ოჯახები ამაგრებენ ჩვენს მიწას კავკასიონის აქეთ მომხდურისგან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოვში და გურიაში დაღუპულების ოჯახებს 20 000 ლარით დავეხმაროთ... ვისაც სახლი დაენგრა, ახალი სახლი მიეცემათ" - ღარიბაშვილი

"მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შოვში და გურიაში დაღუპულების ოჯახებს 20 000 ლარით დავეხმაროთ... ვისაც სახლი დაენგრა, ახალი სახლი მიეცემათ" - ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შოვში და გურიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახებს სახელმწიფო 20 000 ლარით დაეხმარება.

აღნიშნულის შესახებ ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც პრემიერმა განმარტა, სახელმწიფო ასევე დაეხმარება გურიაში, სტიქიის შედეგად დაზიანებული, ან დანგრეული სახლის მფლობელებს.

"კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ, გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ჩვენი მოქალაქე შეეწირა ამ დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის, თითოეულ გარდაცვლილზე 20 000 ლარის ოდენობით. ასევე მინდა ვთქვა, რომ გურიაში ძალიან ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს დაუზიანდა სახლები, ბევრს დაენგრა, იმ სახლებში გაჩერება შეუძლებელია, არ შეიძლება იქ ცხოვრება, ჩვენ ამ საკითხზე გვქონდა მსჯელობა ეკონომიკურ საბჭოზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, ყველა ის მოქალაქე, ვისაც სახლი დაენგრა, ან ვისი სახლიც გამოუსადეგარი გახდება, ყველას განსახლება მოხდება და ამ ოჯახებს ან ახალი სახლი მიეცემათ, ან ჩვენ შევუძენთ, ან ავაშენებთ, ან თანხას გადავცემთ და თავად შეიძენენ სახლებს. ესეც მინდოდა მეთქვა ჩვენი გურულებისთვის, არავითარი სანერვიულო მათ არ აქვთ, ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით და მოვაგვარებთ მათ პრობლემებს. დანარჩენი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, რეგიონებში სტიქიის შედეგების აღმოფხვრა მიმდინარეობს.

აქვე მინდა შემთხვევით ვისარგებლო და საზოგადოებას ვაცნობო, ძალიან ბევრი ქართული კომპანია დაეხმარა სახელმწიფოს შოვში, სალიკვიდაციო სამუშაოებში და არც ერთი თეთრი, მათ არ აუღიათ ბიუჯეტიდან, ეს იყო მათი გადაწყვეტილება, საუბარია მილიონობით ლარზე, მათ თავად გაიღეს აღნიშნული კონტრიბუცია. მინდა, გულწრფელი მადლობა გადავუხადო ყველა იმ კომპანიას, ვინც ეს კონტრიბუცია გააკეთა და ჩვენ დეტალურად გავავრცელებთ, ყველა იმ კომპანიის სახელს, ვინც მონაწილეობა მიიღო შოვში მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.