მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპელები მგლების რიცხვის ზრდამ შეაშფოთა - ამ თემის განხილვას იწყებს ევროკომისია, რომლის პრეზიდენტის პონიც მგელმა იმსხვერპლა
ევროპელები მგლების რიცხვის ზრდამ შეაშფოთა - ამ თემის განხილვას იწყებს ევროკომისია, რომლის პრეზიდენტის პონიც მგელმა იმსხვერპლა

ევ­რო­კავ­ში­რი მგლე­ბის კონ­სერ­ვა­ცი­ის სტა­ტუ­სის გა­და­ხედ­ვას გეგ­მავს მას შემ­დეგ, რაც მტა­ცე­ბე­ლი ცხო­ვე­ლის სა­ხე­ო­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. მგლე­ბის მომ­რავ­ლე­ბას ფერ­მე­რე­ბის პრო­ტეს­ტიც მოჰ­ყვა.

"ევ­რო­პის ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში მგლე­ბის ხრო­ვის კონ­ცენ­ტრა­ცია პი­რუ­ტყვი­სა და პო­ტენ­ცი­უ­რად ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც, სა­ში­შია", - გა­ნა­ცხა­და ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა.

ურ­სუ­ლა ფონ დერ ლა­ი­ენ­მა ად­გი­ლობ­რი­ვი და ეროვ­ნუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მო­უ­წო­და, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ზო­მე­ბი მი­ი­ღონ. ეს თემა ევ­რო­კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენტს გან­სა­კუთ­რე­ბით მას შემ­დეგ აწუ­ხებს, რაც გა­სულ სექ­ტემ­ბერს მისი პონი, სა­ხე­ლად დოლი, მგელ­მა მოკ­ლა.

ბოლო წლებ­ში, მგლე­ბის რი­ცხვის მომ­რავ­ლე­ბა­ზე სა­ჩივ­რებ­მა იმა­ტა და ფერ­მერ­თა ზო­გი­ერ­თი ასო­ცი­ა­ცია მათი და­ხოც­ვის უფ­ლე­ბას ითხოვს. კო­მი­სია ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რეს იწ­ვევს, რათა წევ­რმა ქვეყ­ნებ­მა მგლე­ბის პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ შეგ­რო­ვი­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ნა­ახ­ლონ. ევ­რო­კავ­ში­რის კო­მი­სი­ას ასე­ვე სურს, გა­არ­კვი­ოს, რო­გორ მუ­შა­ობს კოს­ნერ­ვა­ცი­ის სტა­ტუ­სი პრაქ­ტი­კა­ში.

"ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში მგლე­ბის მომ­რავ­ლე­ბა უფრო და უფრო ზრდის ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბის კონ­ფლიქ­ტებს ად­გი­ლობ­რივ ფერ­მე­რულ და მო­ნა­დი­რულ თე­მებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით იქ, სა­დაც პი­რუ­ტყვზე თავ­დას­ხმე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის ზო­მე­ბი, წე­სი­სა­მებრ, მკაც­რად შე­ზღუ­დუ­ლია", - გა­ნა­ცხა­და კო­მი­სი­ამ.

მგლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით გაზ­რდი­ლია სკან­დი­ნა­ვი­ი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი ევ­რო­პის ალ­პურ და ტყი­ან რე­გი­ო­ნებ­ში. გა­რე­მოს დამ­ცვე­ლე­ბი, თა­ვის მხრივ, ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ მგლებ­ზე ნა­დი­რო­ბის კა­ნო­ნე­ბის შეც­ვლას ის აჯო­ბებს, ფერ­მე­რებ­მა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბი მი­ი­ღონ და ელექტრო­ღო­ბე­ე­ბი და­ა­მონ­ტა­ჟონ.

ფერ­მერ­თა ასო­ცი­ა­ცია Copa-Cogeca-ს მო­ნა­ცე­მე­ბით, 2013 წელს, მგლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 12 000-სს შე­ად­გე­ენ­და, შარ­შან კი მათი რი­ცხვი 18 000-მდე გა­ი­ზარ­და.

ევ­რო­კავ­შირს უკვე აქვს სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის პრო­ცე­სი შვე­დე­თის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მე­ლიც მგლებს კლავს და მათი კონ­სერ­ვა­ცი­ის კა­ნო­ნებს არ­ღვევს. ფერ­მერ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მგლებ­ზე ნა­დი­რო­ბის შე­სა­ხებ წი­ნა­და­დე­ბას ევ­რო­კავ­ში­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მომ­დევ­ნო 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ი­მუ­შა­ვებს.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკო
8

დავუშვათ და გავხდით ევროკავშირის წევრი ქვეყანა.მერე მგლების, ვირთხების, კოღოების მოკვლა გამოხშირვაც ევროპას უნდა შევეკითხოთ?

ზურაბი
5

ევროპელი მგელი არ იქნებოდა ისინი ვეგეტარიანელები არიან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

ევროპელები მგლების რიცხვის ზრდამ შეაშფოთა - ამ თემის განხილვას იწყებს ევროკომისია, რომლის პრეზიდენტის პონიც მგელმა იმსხვერპლა

ევროპელები მგლების რიცხვის ზრდამ შეაშფოთა - ამ თემის განხილვას იწყებს ევროკომისია, რომლის პრეზიდენტის პონიც მგელმა იმსხვერპლა

ევროკავშირი მგლების კონსერვაციის სტატუსის გადახედვას გეგმავს მას შემდეგ, რაც მტაცებელი ცხოველის სახეობების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. მგლების მომრავლებას ფერმერების პროტესტიც მოჰყვა.

"ევროპის ზოგიერთ რეგიონში მგლების ხროვის კონცენტრაცია პირუტყვისა და პოტენციურად ადამიანებისთვისაც, საშიშია", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენმა ადგილობრივი და ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ საჭიროების შემთხვევაში ზომები მიიღონ. ეს თემა ევროკომისიის პრეზიდენტს განსაკუთრებით მას შემდეგ აწუხებს, რაც გასულ სექტემბერს მისი პონი, სახელად დოლი, მგელმა მოკლა.

ბოლო წლებში, მგლების რიცხვის მომრავლებაზე საჩივრებმა იმატა და ფერმერთა ზოგიერთი ასოციაცია მათი დახოცვის უფლებას ითხოვს. კომისია ყველა დაინტერესებულ მხარეს იწვევს, რათა წევრმა ქვეყნებმა მგლების პოპულაციების შესახებ შეგროვილი მონაცემები განაახლონ. ევროკავშირის კომისიას ასევე სურს, გაარკვიოს, როგორ მუშაობს კოსნერვაციის სტატუსი პრაქტიკაში.

"ევროკავშირის ქვეყნებში მგლების მომრავლება უფრო და უფრო ზრდის ხელისუფლებების კონფლიქტებს ადგილობრივ ფერმერულ და მონადირულ თემებთან, განსაკუთრებით იქ, სადაც პირუტყვზე თავდასხმების თავიდან აცილების ზომები, წესისამებრ, მკაცრად შეზღუდულია", - განაცხადა კომისიამ.

მგლების რაოდენობა განსაკუთრებით გაზრდილია სკანდინავიისა და ცენტრალური ევროპის ალპურ და ტყიან რეგიონებში. გარემოს დამცველები, თავის მხრივ, ამტკიცებენ, რომ მგლებზე ნადირობის კანონების შეცვლას ის აჯობებს, ფერმერებმა პრევენციული ზომები მიიღონ და ელექტროღობეები დაამონტაჟონ.

ფერმერთა ასოციაცია Copa-Cogeca-ს მონაცემებით, 2013 წელს, მგლების რაოდენობა 12 000-სს შეადგეენდა, შარშან კი მათი რიცხვი 18 000-მდე გაიზარდა.

ევროკავშირს უკვე აქვს სამართალდარღვევის პროცესი შვედეთის წინააღმდეგ, რომელიც მგლებს კლავს და მათი კონსერვაციის კანონებს არღვევს. ფერმერთა ორგანიზაციების მგლებზე ნადირობის შესახებ წინადადებას ევროკავშირი, სავარაუდოდ, მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეიმუშავებს.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა