"3 სექტემბერს დაბადების დღე ჰქონდა, 31 წლის გახდა და ეპილეფსიურ კრიზს ამ დღესაც ვერ ავცდით... ცოტა ძნელი იყო მისთვის ცხელი ზაფხულის დღეების გადატანა, რადგანაც მომატებულად ჰქონდა კრუნჩხვა, გულყრა... ვინც მედიცინა იცის, იცის, ყოველი კრუნჩხვა და გულყრა, რას ნიშნავს, მით უფრო, ჯაბასთვის, ეს საკვდილ-სიცოცხლის ზღვარია. აქედან გამოსავალი სწორედ ის ოპერაციაა, რასაც თურქეთში ვაპირებთ.
როგორც გვეუბნებიან, აღარ ექნება კისტა და აღარ ექნება გულყრა, ეპილეფსიური მოვლენა,“ - აღნიშნავს შშმ პირი გოგიტა მურცხვალაძე, მამა, რომელიც, როგორც ცნობილია, შვილის ჯანმრთელობისთვის წლებია იბრძვის. მისი თქმით, ახლა მისი შვილის სიცოცხლე დამოკიდებულია ოპერაციაზე, რომელიც თურქეთის კლინიკაში უნდა ჩატარდეს.
გოგიტა მურცხვალაძე:
"თურქეთის კლინიკაში რეალურად 10 000 დოლარზე მეტი ღირდა ეს ყველაფერი, მაგრამ ეს იყო მათი კეთილი ნება, რომ მინიმალური ფასი მოგვწერეს - 10 000 დოლარი. აჭარისა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროებიდან, ამასთანავე ფონდ "ერთსულოვნებიდან“ მივიღე თანხმობა თანხის გადარიცხვის თაობაზე. ადრეც გითხარით, "ნინო სურგულაძის ფონდი "ნატვრის ხე“ თურქეთში ჩასატარებელ გამოკვლევას აფინანსებს. მგზავრობის ხარჯი სამი ადამიანისთვის 2700 ლარია - ჯაბას მარტო მე ვერ წავიყვან, თავადაც შშმ პირი ვარ, ინსულტიანი და მარცხენა ხელ-ფეხი პარალიზებული მაქვს. მარტო ვერც მეუღლე წაიყვანს.
იქაური ხარჯები ზუსტად არ ვიცით, რისთვის რა დაგვჭირდება და რა დრო დასჭირდება ჩვენ იქ ყოფნას... როგორც კი ჩაცხრება სექტემბრის სიცხე, გვინდა, წავიყვანოთ. ღვთის წყალობა და ხალხის თანადგომის იმედი მაქვს. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ადამიანების მიმართ. დღეს ლოცვით ვიწყებ და ვასრულებ, ღმერთო, ამრავლე საქართველოში ქველმოქმედი და კეთილი ხალხი“.
საბანკო ანგარიშები, სადაც შეგიძლიათ დაეხმაროთ ჯაბას:
ამათმა რა წაიღეს ტვინი მართლა ნამუაი აღარ არის?