მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში" - ჯორჯ ბუში
"გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში" - ჯორჯ ბუში

კი­თხვე­ბი კვლავ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ. გულს მტკენს ის, თუ რო­გორ ექ­ცე­ვი­ან თქვენს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს ცი­ხე­ში, - ამის შე­სა­ხებ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის 43-ე პრე­ზი­დენ­ტის ჯორჯ ბუ­შის წე­რილ­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა და ჯორჯ ბუ­შის ინ­სტი­ტუ­ტის გლო­ბა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კის დი­რექ­ტორ­მა, დე­ვიდ კრა­მერ­მა თბი­ლის­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­აჟ­ღე­რა.

ბუ­შის წე­რილ­ში ნათ­ქვა­მია, რომ წუ­ხი­ლი არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლო­ში რუ­სე­თის მზარდ გავ­ლე­ნას­თან და სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სა და "ლი­დერ­ში­ფის“ მი­მართ.

"თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შეკ­რე­ბაა და ვა­მა­ყობ, რომ ჯორჯ ბუ­შის ინ­სტი­ტუ­ტი კი­დევ ერთხელ არის ამ ღო­ნის­ძი­ე­ბის პარტნი­ო­რი. ლორა და მე მი­ვე­სალ­მე­ბით ქარ­თველ ხალ­ხს, ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და დამ­სწრე­ებს. მა­შინ, რო­დე­საც თქვენ ხვდე­ბით თბი­ლის­ში, მსოფ­ლი­ოს ყუ­რა­დღე­ბა კვლავ მი­ჯაჭ­ვუ­ლია უკ­რა­ი­ნა­ზე. ამ ომის შე­დეგს აქვს გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის მთელს მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის. უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა აჩ­ვე­ნებს, რომ დე­მოკ­რა­ტი­ულ ძა­ლებს შე­უძ­ლი­ათ უპი­რა­ტე­სო­ბის მო­პო­ვე­ბა. უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბა ხაზს გა­უს­ვამს იმ ხალ­ხის ძა­ლას, რო­მე­ლიც მი­ილ­ტვის იმის­კენ, რომ იცხოვ­როს თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ში, უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბამ შე­საძ­ლო ასე­ვე გზა გა­უხ­სნას შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­მე­ლიც და­ას­რუ­ლებს რუ­სე­თის მიერ თქვე­ნი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის 20%-ის ოკუ­პა­ცი­ას, პუ­ტი­ნის შე­მოჭ­რის 15 წლის შემ­დეგ.

ქარ­თვე­ლი ხალ­ხი რჩე­ბა ურ­ყე­ვი თა­ვის მხარ­და­ჭე­რა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დეს ტრანს -ატ­ლან­ტი­კუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი და გახ­დეს ევ­რო­კავ­ში­რი­სა და ნა­ტოს წევ­რი. სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში აგ­რძე­ლებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბას ქვეყ­ნის წინ წა­წე­ვის პრო­ცეს­ში. რო­გორც გა­სულ წელ­საც აღ­ვნიშ­ნე, სა­ქარ­თვე­ლო ჩემს გო­ნე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს იკა­ვებს. თქვენ გყავთ ერ­თგუ­ლი მე­გობ­რე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში. კი­თხვე­ბი კვლავ არ­სე­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თგუ­ლე­ბა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ. გულს მტკენს ის, თუ რო­გორ ექ­ცე­ვი­ან თქვენს მე­სა­მე პრე­ზი­დენტს ცი­ხე­ში. წუ­ხი­ლი არ­სე­ბობს თქვენს ქვე­ყა­ნა­ში რუ­სე­თის მზარ­დი გავ­ლე­ნის შე­სა­ხებ და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხი­სა და "ლი­დერ­ში­ფის“ მი­მართ. დროა, რომ ყვე­ლა ერ­თად დავ­დგეთ. მო­დით, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს კონ­ფე­რენ­ცია, რათა თა­ვი­დან და­ვა­დას­ტუ­როთ ჩვე­ნი ერ­თგუ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­მართ და და­ვა­მარ­ცხოთ ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საფრ­თხეს უქ­მნი­ან ამ იდე­ა­ლებს. ღმერ­თმა და­ლო­ცოს ქარ­თვე­ლი ხალ­ხი და მა­მა­ცი თა­ვი­სუ­ფა­ლი მებ­რძო­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო“,- ნათ­ქვა­მია ჯორჯ ბუ­შის წე­რილ­ში.

მკითხველის კომენტარები / 65 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
1

ჩათვალეთ რაღაც დიდი გრანტი აქვთ "მოხსნილი" ამ ყოფილებს, აბა რა ანტიპუტინისტური ღონისძიების გატარება შუძლია საქართველოს ? ლარსს დაუკეტავს ? ლარსი საშუალოდ დღეში 200 ტრაილერს ატარებს , ანუ 400 ტონას, რუსეთს შესდის და გამოსდის 8 ზღვის და 5 ოკეანის სამასი პორტიდან 2 მილიარდი ტონა საქონელი , წითელი ხიდის იქითაზერბაიჯანია და კასპიის ზღვა, რომელსაც წვდომა ირანით ინდოეთთან და აღმოსავლეთტან აქვს, რა უნდა დაუკეტო არ მესმის ? აეროდრომი ვაზიანის ? თუ ანაკლია ? მერე რა ძალამ უნდა განახორციელოს, თუ ქოცი "რუსია" და პუტინის იცავს აქ ნაცებისაგან , ჯერ ის უნდა ჩანაცვლდეს "ამერიკელი" ნაცით, რის პოლიტიკოსია ნაცი? მანქურთი ალიბაბა და მოდერნიზებული კამსამოლა ორმოცი ყაჩაღია ნაცი ! ესაა სულ, ახალი ქარიშხალი ძველ მალინოვსკის სტაქანში !

ვახტანგი
3

ეს ბუშია თუ ნაბუშარი როგორ გამოსირებულა ციხეს და საავადმყოფოს ვერ არჩევს ერთმანეთისგან!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში" - ჯორჯ ბუში

"გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან სააკაშვილს ციხეში" - ჯორჯ ბუში

კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების 43-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის წერილშია ნათქვამი, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა თბილისში საერთაშორისო კონფერენციაზე გააჟღერა.

ბუშის წერილში ნათქვამია, რომ წუხილი არსებობს საქართველოში რუსეთის მზარდ გავლენასთან და საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერასთან დაკავშირებით უკრაინელი ხალხისა და "ლიდერშიფის“ მიმართ.

"თბილისის საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვანი შეკრებაა და ვამაყობ, რომ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი კიდევ ერთხელ არის ამ ღონისძიების პარტნიორი. ლორა და მე მივესალმებით ქართველ ხალხს, ღონისძიების მონაწილეებსა და დამსწრეებს. მაშინ, როდესაც თქვენ ხვდებით თბილისში, მსოფლიოს ყურადღება კვლავ მიჯაჭვულია უკრაინაზე. ამ ომის შედეგს აქვს განუსაზღვრელი მნიშვნელობა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის მთელს მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოსთვის. უკრაინის გამარჯვება აჩვენებს, რომ დემოკრატიულ ძალებს შეუძლიათ უპირატესობის მოპოვება. უკრაინის გამარჯვება ხაზს გაუსვამს იმ ხალხის ძალას, რომელიც მიილტვის იმისკენ, რომ იცხოვროს თავისუფლებაში, უკრაინის გამარჯვებამ შესაძლო ასევე გზა გაუხსნას შესაძლებლობას, რომელიც დაასრულებს რუსეთის მიერ თქვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას, პუტინის შემოჭრის 15 წლის შემდეგ.

ქართველი ხალხი რჩება ურყევი თავის მხარდაჭერაში, რომ საქართველო გახდეს ტრანს -ატლანტიკური დემოკრატიული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში აგრძელებს უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებას ქვეყნის წინ წაწევის პროცესში. როგორც გასულ წელსაც აღვნიშნე, საქართველო ჩემს გონებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. თქვენ გყავთ ერთგული მეგობრები ამერიკის შეერთებულ შტატებში. კითხვები კვლავ არსებობს საქართველოს ხელისუფლების ერთგულებაზე დემოკრატიული ღირებულებების მიმართ. გულს მტკენს ის, თუ როგორ ექცევიან თქვენს მესამე პრეზიდენტს ციხეში. წუხილი არსებობს თქვენს ქვეყანაში რუსეთის მზარდი გავლენის შესახებ და ხელისუფლების მხარდაჭერის შესახებ უკრაინელი ხალხისა და "ლიდერშიფის“ მიმართ. დროა, რომ ყველა ერთად დავდგეთ. მოდით, გამოვიყენოთ ეს კონფერენცია, რათა თავიდან დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება დემოკრატიისა და თავისუფლების მიმართ და დავამარცხოთ ძალები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ამ იდეალებს. ღმერთმა დალოცოს ქართველი ხალხი და მამაცი თავისუფალი მებრძოლები მსოფლიოს გარშემო“,- ნათქვამია ჯორჯ ბუშის წერილში.