პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ინდოეთში მშენებარე ხიდი ჩაინგრა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც
ინდოეთში მშენებარე ხიდი ჩაინგრა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც

ინ­დო­ე­თის ქა­ლაქ სა­ი­რან­გში მშე­ნე­ბა­რე სარ­კი­ნიგ­ზო ხიდი ჩა­ინ­გრა. უბე­დურ შემ­თხვე­ვას მი­ნი­მუმ 26 ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა, არი­ან და­კარ­გუ­ლე­ბიც, რო­მელ­თა სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ე­ბიც ჯერ კი­დევ გრძელ­დე­ბა. შემ­თხვე­ვის დროს სულ 40 მუშა იმ­ყო­ფე­ბო­და ად­გილ­ზე, იტყო­ბი­ნე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დია. მაშ­ვე­ლებ­მა ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ 3 ადა­მი­ა­ნის გა­დარ­ჩე­ნა მო­ა­ხერ­ხეს.

ინ­ცი­დენ­ტის მი­ზეზს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი იძი­ე­ბენ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ნა­რენ­დრა მო­დის ოფის­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­შიც იტყო­ბი­ნე­ბი­ან, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად ყო­ველ ღო­ნეს იხ­მა­რენ. და­ღუ­პულ­თა უახ­ლო­ეს ნა­თე­სა­ვებს კი მთავ­რო­ბა 200 000 რუ­პი­ას (და­ახლ. $2 400) ჰპირ­დე­ბა.

სა­ი­რან­გის 51 კმ სიგ­რძის სარ­კი­ნიგ­ზო ხა­ზის მშე­ნებ­ლო­ბა 2 წლის წინ და­ი­წყო და მისი დას­რუ­ლე­ბა დე­კემ­ბრის­თვის იყო და­გეგ­მი­ლი. ინ­დო­ეთ­ში ამ­გვა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი იშ­ვი­ა­თო­ბას არ წარ­მო­ად­გენს. შარ­შან ოქ­ტომ­ბერ­ში, ინ­დო­ე­თის და­სავ­ლე­თით მდე­ბა­რე შტატ გუ­ჯა­რათ­ში, ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თა და­კი­დუ­ლი ხი­დის ჩა­მონ­გრე­ვას 140-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

წყა­რო: bbc

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
1

სამტრედიის ხიდის და ამ ხიდის მშენებლები, ერთ საკანში, გამოცდილების გაზიარებისთვის.

დ.დ.
12

სასწრაფოდ გადადგეს . . . . ვინ ? მიოცადეთ, ჯერ ხაბეს დავეკითხები და მერე გადავწყვიტოთ ეს ზემნიშვნელოვანი საკითხი .

ავტორი:

ინდოეთში მშენებარე ხიდი ჩაინგრა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც

ინდოეთში მშენებარე ხიდი ჩაინგრა, რასაც 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც

ინდოეთის ქალაქ საირანგში მშენებარე სარკინიგზო ხიდი ჩაინგრა. უბედურ შემთხვევას მინიმუმ 26 ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაკარგულებიც, რომელთა სამძებრო სამუშაოებიც ჯერ კიდევ გრძელდება. შემთხვევის დროს სულ 40 მუშა იმყოფებოდა ადგილზე, იტყობინება ადგილობრივი მედია. მაშველებმა ჯერჯერობით მხოლოდ 3 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.

ინციდენტის მიზეზს სამართალდამცავები იძიებენ. პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის ოფისმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც იტყობინებიან, რომ დაზარალებულების დასახმარებლად ყოველ ღონეს იხმარენ. დაღუპულთა უახლოეს ნათესავებს კი მთავრობა 200 000 რუპიას (დაახლ. $2 400) ჰპირდება.

საირანგის 51 კმ სიგრძის სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო და მისი დასრულება დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი. ინდოეთში ამგვარი უბედური შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს. შარშან ოქტომბერში, ინდოეთის დასავლეთით მდებარე შტატ გუჯარათში, ფეხით მოსიარულეთა დაკიდული ხიდის ჩამონგრევას 140-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

წყარო: bbc

მოამზადა: ანა სიბოშვილმა