მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ - შეხვედრის დეტალები და ფოტოები ისრაელიდან
რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ - შეხვედრის დეტალები და ფოტოები ისრაელიდან

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუს შეხ­ვდა.

მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრებ­მა შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს რო­გორც პი­რის­პირ, ისე გა­ფარ­თო­ე­ბულ ფორ­მა­ტებ­ში.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მხა­რე­ებ­მა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებ­სა და არ­სე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კი­დევ უფრო გაღ­რმა­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე იმ­სჯე­ლეს. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს ნა­ყო­ფი­ე­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ხაზი გა­უს­ვა ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს­თან არ­სე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და აღ­ნიშ­ნა, რომ ქვეყ­ნებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბა ყო­ველ­თვის მა­ღალ ნიშ­ნულ­ზეა.

მხა­რე­ებ­მა გა­ნი­ხი­ლეს ეკო­ნო­მი­კუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, რომ დი­ნა­მი­კა­ში ქვეყ­ნებს შო­რის სა­ვაჭ­რო და ეკო­ნო­მი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი იზ­რდე­ბა, მო­მა­ვა­ლი წლი­დან კი - თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­სა­ხებ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და­ი­წყე­ბა, რაც ქვეყ­ნებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბას თვი­სობ­რი­ვად ახალ ეტაპ­ზე გა­და­იყ­ვანს.

შეხ­ვედ­რა­ზე, ერ­თობ­ლი­ვი ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­მი­სი­ის ფარ­გლებ­ში, ახა­ლი მიდ­გო­მე­ბის და სა­მო­მავ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ახა­ლი სფე­რო­ე­ბის გან­სა­ზღვრის პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე იმ­სჯე­ლეს. გა­ნი­ხი­ლეს ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა.

გან­სა­ხილ­ველ სა­კი­თხებს შო­რის ასე­ვე იყო მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო და გა­მოწ­ვე­ვე­ბი.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუ სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­იწ­ვია. პი­რის­პირ ფორ­მატ­ში შეხ­ვედ­რის დროს ბე­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­აჰუმ აღ­ნიშ­ნა, რომ ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ.

„ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, მო­ხა­რუ­ლი ვარ გი­მას­პინ­ძლოთ. ის­რა­ელ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გა­აჩ­ნი­ათ. ჩვენს ერებს შო­რის კავ­ში­რი 2500 წლის წინ იღებს და­სა­ბამს ან, შე­საძ­ლოა, 2600 წელ­საც ით­ვლი­დეს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ებ­რა­უ­ლი თე­მე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. ბევ­რი ებ­რა­ე­ლი წა­მო­ვი­და ის­რა­ელ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან. ისი­ნი ცო­ცხალ ხი­დად იქ­ცნენ ჩვენს ქვეყ­ნებს შო­რის. მე თა­ვად მქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა მე­ნა­ხა სა­ქარ­თვე­ლო. ვიცი, რომ ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო მა­ღალ ნიშ­ნუ­ლამ­დე შეგ­ვიძ­ლია ავ­წი­ოთ და მი­ვე­სალ­მე­ბი ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბას თქვე­ნი ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში.

კი­დევ ერთხელ, კე­თი­ლი იყოს თქვე­ნი ჩა­მობ­რძა­ნე­ბა ის­რა­ელ­ში! შემ­დეგ ჯერ­ზე თე­ლა­ვივ­სა და იე­რუ­სა­ლიმ­ში გე­ლო­დე­ბით! ჩვენ­თან ასე ამ­ბო­ბენ - „შემ­დეგ ჯერ­ზე იე­რუ­სა­ლიმ­ში ვიკ­რი­ბე­ბით!“, - გა­ნა­ცხა­და ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თქმით, ებ­რა­უ­ლი თემი ყო­ველ­თვის გრძნობ­და მე­გობ­რო­ბას, სრულ მხარ­და­ჭე­რა­სა და კომ­ფორ­ტს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან.

„ბა­ტო­ნო პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრო, მად­ლო­ბა ჩემი და დე­ლე­გა­ცი­ის მი­ღე­ბის­თვის. ჩემ­თვის დიდი პა­ტი­ვი და სი­ა­მოვ­ნე­ბაა აქ ყოფ­ნა. ყო­ველ­თვის სი­ხა­რუ­ლით ჩა­მოვ­დი­ვარ ის­რა­ელ­ში და რო­გორც თქვენ ბრძა­ნეთ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა და მე­გობ­რო­ბა გვა­კავ­ში­რებს ის­რა­ელ­თან, ებ­რა­ელ ხალ­ხთან.

ებ­რა­უ­ლი თემი ყო­ველ­თვის გრძნობ­და მე­გობ­რო­ბას, სრულ მხარ­და­ჭე­რა­სა და კომ­ფორ­ტს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან. ამი­ტომ, მი­ხა­რია აქ ყოფ­ნა. დიდი მად­ლო­ბა!“, - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თემო
2

ნეთანიაჱუ სერიოზული კაცია ამან რა უნდა განიხილოს დეზერტირია ჩვეულებრივი

Status quo
1

ნაცებო, მიშაც გვპირდებოდა 100 ქარხანას, მაგრამ რა?ეტყობა, ციფრი 100 ცუდად აქვს საქართველოს დაცდილი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ - შეხვედრის დეტალები და ფოტოები ისრაელიდან

რა საკითხები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და ბენიამინ ნეთანიაჰუმ - შეხვედრის დეტალები და ფოტოები ისრაელიდან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა შეხვედრა გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატებში.

მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ისრაელის სახელმწიფოსთან არსებული მეგობრობისა და თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის პარტნიორობა ყოველთვის მაღალ ნიშნულზეა.

მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ დინამიკაში ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები იზრდება, მომავალი წლიდან კი - თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყება, რაც ქვეყნებს შორის პარტნიორობას თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს.

შეხვედრაზე, ერთობლივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში, ახალი მიდგომების და სამომავლო თანამშრომლობის ახალი სფეროების განსაზღვრის პერსპექტივებზე იმსჯელეს. განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბენიამინ ნეთანიაჰუ საქართველოში მიიწვია. პირისპირ ფორმატში შეხვედრის დროს ბენიამინ ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მოხარული ვარ გიმასპინძლოთ. ისრაელსა და საქართველოს ძალიან თბილი ურთიერთობები გააჩნიათ. ჩვენს ერებს შორის კავშირი 2500 წლის წინ იღებს დასაბამს ან, შესაძლოა, 2600 წელსაც ითვლიდეს. საქართველოში ებრაული თემები ცხოვრობდნენ. ბევრი ებრაელი წამოვიდა ისრაელში საქართველოდან. ისინი ცოცხალ ხიდად იქცნენ ჩვენს ქვეყნებს შორის. მე თავად მქონდა შესაძლებლობა მენახა საქართველო. ვიცი, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ნიშნულამდე შეგვიძლია ავწიოთ და მივესალმები ამ შესაძლებლობას თქვენი ვიზიტის განმავლობაში.

კიდევ ერთხელ, კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ისრაელში! შემდეგ ჯერზე თელავივსა და იერუსალიმში გელოდებით! ჩვენთან ასე ამბობენ - „შემდეგ ჯერზე იერუსალიმში ვიკრიბებით!“, - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობა ჩემი და დელეგაციის მიღებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და სიამოვნებაა აქ ყოფნა. ყოველთვის სიხარულით ჩამოვდივარ ისრაელში და როგორც თქვენ ბრძანეთ, განსაკუთრებული ურთიერთობა და მეგობრობა გვაკავშირებს ისრაელთან, ებრაელ ხალხთან.

ებრაული თემი ყოველთვის გრძნობდა მეგობრობას, სრულ მხარდაჭერასა და კომფორტს ქართული საზოგადოების მხრიდან. ამიტომ, მიხარია აქ ყოფნა. დიდი მადლობა!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.