კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი - რა პროფესიის იყო შოთა რუსთაველი?
უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი - რა პროფესიის იყო შოთა რუსთაველი?
  • ბექა ჭი­ჭი­ნა­ძის ბლო­გი - სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის უც­ნო­ბი წყა­რო­ე­ბი~

შო­თას ბი­ოგ­რა­ფი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უპირ­ვე­ლე­სად, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ იგი გარ­კვე­უ­ლი აზ­რით, თა­ვა­დაა ვა­ჭარ­თუ­ხუ­ცე­სი, რად­გა­ნაც ხელ­მწი­ფის კა­რის გა­რი­გე­ბით მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სის სა­ხე­ლო­ში შე­დის: "ძვე­ლი ქა­ლაქ­ნი, ვა­ჭარ­ნი, სა­ვაჭ­რო“, ეს კი სწო­რედ "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ სამ­ყა­როა, აქე­დან­ვე მო­დის ქა­ლა­ქურ-ვაჭ­რუ­ლი თე­მის პო­პუ­ლა­რო­ბა და ბრწყინ­ვა­ლე ცოდ­ნა "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“.

იმა­ვე კა­რის გა­რი­გე­ბის მი­ხედ­ვით შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ შოთა, რო­გორც "მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სი“, გა­ნა­გებ­და სა­მე­ფო კა­რის არ­ქივ­საც, რო­მელ­საც ქარ­თველ­თა მე­ფე­ე­ბი სა­გან­ძუ­რებ­თან ერ­თად ინა­ხავ­დნენ. რუს­თა­ვე­ლი ეპო­ქის ერთ-ერთი უმ­დიდ­რე­სი სა­ხელ­მწი­ფოს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრია, რომ­ლის შე­მო­სავ­ლე­ბიც აღე­მა­ტე­ბა ამ ეპო­ქის საფ­რან­გე­თის და ინ­გლი­სის შე­მო­სავ­ლებ­საც. მუს­ლი­მა­ნუ­რი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, შო­თას დროს ქარ­თველ­თა მე­ფე­ე­ბის სა­გან­ძუ­რე­ბი მო­ი­ცავ­და მრა­ვალ­გვარ პა­ტი­ო­სან ქვას და თვალს, ყვე­ლა­ფე­რი ამის შემ­დეგ, გა­სა­გე­ბია ის პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა, რა­საც მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სი შოთა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბი­თაც ამ­ჟღავ­ნებს "ვე­ფხის­ტყა­ო­სან­ში“.

მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცესს სა­გან­გე­ბო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა ჰქო­ნო­და ზღვას­თან და სა­ზღვაო ვაჭ­რო­ბას­თა­ნაც. შო­თას დროს ქარ­თუ­ლი სა­ზღვაო პორ­ტე­ბის - ხუ­ფა­თის, ფო­თი­სა და ცხუ­მის ტვირთბ­რუნ­ვა საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი იყო, რაც იქი­და­ნაც ჩანს, რომ რო­დე­საც ფო­თი­დან კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის­კენ მი­მა­ვა­ლი ერთ-ერთი ხო­მალ­დი ჩა­ი­ძი­რა, იმ­პე­რა­ტორ­მა ალექ­სი ან­გე­ლოს­მა ამ გა­და­კარ­გუ­ლი ხო­მალ­დე­ბის მო­სა­ძებ­ნად სა­გან­გე­ბო კო­მი­სია შექ­მნა, სა­ი­და­ნაც კარ­გად ჩანს, რომ ფო­თი­დან მო­მა­ვა­ლი ეს ხო­მალ­დე­ბი უძ­ვირ­ფა­სე­სი ტვირ­თით იყო დატ­ვირ­თუ­ლი. ამა­ვე პე­რი­ოდ­ში იწყე­ბენ შე­მოს­ვლას შავ ზღვა­ში გე­ნუ­ე­ლე­ბიც. შავი ზღვის ქარ­თუ­ლი "ძველ­ნი, სა­ვაჭ­რო ქა­ლაქ­ნი“ - ნი­კოფ­სი, ანა­კო­ფი, ცხუ­მი, ფოთი, ხუ­ფა­თი, ბა­თო­მი და სხვა სწო­რედ მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სის, მა­შა­სა­და­მე, შო­თას კომ­პე­ტენ­ცი­ის სფე­როა. ამ ქარ­თუ­ლი ზღვის­პი­რე­თის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი - ცხუ­მი­დან ხუ­ფა­თამ­დე და იმის იქი­თაც, მეგ­რუ­ლე­ნო­ვა­ნი იყო.

ამ­გვა­რად, შო­თას, რო­გორც მე­ჭურ­ჭლე­თუ­ხუ­ცე­სის სამ­ყა­რო შედ­გე­ბა ზღვის, ძვე­ლი ქა­ლა­ქე­ბის, სა­მე­ფო სა­გან­ძუ­რე­ბის, სა­მე­ფო არ­ქი­ვის, სა­ვაჭ­რო საქ­მი­სა და ვაჭ­რე­ბი­სა­გან.

შე­დე­გად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ვაჭ­რო, სა­ზღვაო, ურ­ბა­ნულ, სა­ი­უ­ვე­ლი­რო და ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში შო­თას­გან გა­მოვ­ლე­ნი­ლი გან­საც­ვიფ­რე­ბე­ლი ცოდ­ნა არის არა უბ­რა­ლოდ მა­ღა­ლი და სა­მოყ­ვა­რუ­ლო, არა­მედ - პრო­ფე­სი­უ­ლი ცოდ­ნა.

1180-იან წლებ­ში მო­ი­პა­რეს/მი­ით­ვი­სეს თა­მა­რის მიერ ათონ­ზე გაგ­ზავ­ნი­ლი შე­წი­რუ­ლო­ბა: "25 ივ­ლისს (ლოც­ვა თა­მა­რის­თვის), როცა კე­ლი­ე­ბი და­იწ­ვა და ბე­რე­ბი წა­ვიდ­ნენ აღ­მო­სავ­ლეთ­ში (შე­სა­წი­რა­ვე­ბის მი­სა­ღე­ბად), თა­მარ­მა მათ მის­ცა ოცი დუ­კა­ტი და ორი ბრო­კარ­ტი... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ნი­კო­ლოზ გუ­ლა­ბე­რის­ძის ხე­ლით გა­მოგ­ზავ­ნა ოცი ჰი­პერ­ბე­რაც, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბის შე­სა­კე­თებ­ლად, რათა გა­ე­შე­ნე­ბი­ნათ ბა­ღე­ბი და წის­ქვი­ლე­ბი. თა­მარ­მა მე­რეც გა­ი­ღო შე­სა­წი­რა­ვი, მაგ­რამ ბო­როტ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა მი­ით­ვი­სეს...“

მკითხველის კომენტარები / 23 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სრული სიმართლე!!!!!
1

შოთას თავისი ახალგაზრდობის პერიოდში იზრაელის ქვეყანაში, იერუსალიმში ქრისტეს ტაძარში საპასუხისმგებლო მოღვაწეობას ეწეოდა! ქრისტეს ჯვარცმის დეტალებს! ჯაჭვებს და სამსჭვალებს დარაჯობდა! გადამალა! იქ ერქვა რასულ ელ გურჯი! დაუფასა ბუნების ძალამ და ისეთი განძი მისცა მუზის სახით! ვ ე ფ ხ ი ს ტ ყ ა ო ს ა ნ ი დააწერინა!!!!!

ყვარყვარე
4

რა გამოდის??? რუსთაველი და ხუციშვილი კოლეგები არისნ???

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი - რა პროფესიის იყო შოთა რუსთაველი?

უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრი - რა პროფესიის იყო შოთა რუსთაველი?
  • ბექა ჭიჭინაძის ბლოგი - საქართველოს ისტორიის უცნობი წყაროები~

შოთას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით, უპირველესად, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იგი გარკვეული აზრით, თავადაა ვაჭართუხუცესი, რადგანაც ხელმწიფის კარის გარიგებით მეჭურჭლეთუხუცესის სახელოში შედის: "ძველი ქალაქნი, ვაჭარნი, სავაჭრო“, ეს კი სწორედ "ვეფხისტყაოსნის“ სამყაროა, აქედანვე მოდის ქალაქურ-ვაჭრული თემის პოპულარობა და ბრწყინვალე ცოდნა "ვეფხისტყაოსანში“.

იმავე კარის გარიგების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ შოთა, როგორც "მეჭურჭლეთუხუცესი“, განაგებდა სამეფო კარის არქივსაც, რომელსაც ქართველთა მეფეები საგანძურებთან ერთად ინახავდნენ. რუსთაველი ეპოქის ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფოს ფინანსთა მინისტრია, რომლის შემოსავლებიც აღემატება ამ ეპოქის საფრანგეთის და ინგლისის შემოსავლებსაც. მუსლიმანური წყაროების მიხედვით, შოთას დროს ქართველთა მეფეების საგანძურები მოიცავდა მრავალგვარ პატიოსან ქვას და თვალს, ყველაფერი ამის შემდეგ, გასაგებია ის პროფესიული ცოდნა, რასაც მეჭურჭლეთუხუცესი შოთა ამ საკითხთან დაკავშირებითაც ამჟღავნებს "ვეფხისტყაოსანში“.

მეჭურჭლეთუხუცესს საგანგებო დამოკიდებულება უნდა ჰქონოდა ზღვასთან და საზღვაო ვაჭრობასთანაც. შოთას დროს ქართული საზღვაო პორტების - ხუფათის, ფოთისა და ცხუმის ტვირთბრუნვა საკმაოდ მაღალი იყო, რაც იქიდანაც ჩანს, რომ როდესაც ფოთიდან კონსტანტინოპოლისკენ მიმავალი ერთ-ერთი ხომალდი ჩაიძირა, იმპერატორმა ალექსი ანგელოსმა ამ გადაკარგული ხომალდების მოსაძებნად საგანგებო კომისია შექმნა, საიდანაც კარგად ჩანს, რომ ფოთიდან მომავალი ეს ხომალდები უძვირფასესი ტვირთით იყო დატვირთული. ამავე პერიოდში იწყებენ შემოსვლას შავ ზღვაში გენუელებიც. შავი ზღვის ქართული "ძველნი, სავაჭრო ქალაქნი“ - ნიკოფსი, ანაკოფი, ცხუმი, ფოთი, ხუფათი, ბათომი და სხვა სწორედ მეჭურჭლეთუხუცესის, მაშასადამე, შოთას კომპეტენციის სფეროა. ამ ქართული ზღვისპირეთის უმეტესი ნაწილი - ცხუმიდან ხუფათამდე და იმის იქითაც, მეგრულენოვანი იყო.

ამგვარად, შოთას, როგორც მეჭურჭლეთუხუცესის სამყარო შედგება ზღვის, ძველი ქალაქების, სამეფო საგანძურების, სამეფო არქივის, სავაჭრო საქმისა და ვაჭრებისაგან.

შედეგად შეიძლება ითქვას, რომ სავაჭრო, საზღვაო, ურბანულ, საიუველირო და ეკონომიკურ საკითხებში შოთასგან გამოვლენილი განსაცვიფრებელი ცოდნა არის არა უბრალოდ მაღალი და სამოყვარულო, არამედ - პროფესიული ცოდნა.

1180-იან წლებში მოიპარეს/მიითვისეს თამარის მიერ ათონზე გაგზავნილი შეწირულობა: "25 ივლისს (ლოცვა თამარისთვის), როცა კელიები დაიწვა და ბერები წავიდნენ აღმოსავლეთში (შესაწირავების მისაღებად), თამარმა მათ მისცა ოცი დუკატი და ორი ბროკარტი... მოგვიანებით, ნიკოლოზ გულაბერისძის ხელით გამოგზავნა ოცი ჰიპერბერაც, დაზიანებული წყალგაყვანილობის შესაკეთებლად, რათა გაეშენებინათ ბაღები და წისქვილები. თამარმა მერეც გაიღო შესაწირავი, მაგრამ ბოროტმა ადამიანებმა მიითვისეს...“