პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე სასიკვდილო სტიქია ჰავაის ისტორიაში: სრულად განადგურებულია ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქი - ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება (ფოტოები)
ყველაზე სასიკვდილო სტიქია ჰავაის ისტორიაში: სრულად განადგურებულია ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქი - ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება (ფოტოები)

ჰა­ვა­ის კუნ­ძულ მა­უ­ი­ზე კვლავ ტყის ხან­ძარს ებ­რძვი­ან. და­ღუ­პულ­თა რი­ცხვი 67-მდე გა­ი­ზარ­და, რაც მას ყვე­ლა­ზე სა­სიკ­ვდი­ლო სტი­ქი­ად აქ­ცევს კუნ­ძუ­ლის ის­ტო­რი­ა­ში.

კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებს ყო­ველ­დღი­უ­რად ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით 22:00 სა­ა­თი­დან 06:00 სა­ა­თამ­დე, ხოლო ქა­ლა­ქის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში სამ­ძებ­რო და სა­მაშ­ვე­ლო პერ­სო­ნა­ლია მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი.

და­სავ­ლეთ მა­უ­ის ელექტრო­ე­ნერ­გია და წყა­ლი არ მი­ე­წო­დე­ბა. ტყის ხან­ძრის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლებს ეძე­ბენ სამ­ძებ­რო ბრი­გა­დე­ბი - ასო­ბით ადა­მი­ა­ნი და­კარ­გუ­ლად ით­ვლე­ბა და მათი რი­ცხვი შე­საძ­ლოა გა­ი­ზარ­დოს.

სა­ნა­პი­რო დაც­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ ამ დრომ­დე 17 ადა­მი­ა­ნი ცო­ცხლად ამო­იყ­ვა­ნეს წყლი­დან, ქა­ლა­ქის ნავ­სად­გურ­თან ახ­ლოს. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა მათ­გა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია.

ჰა­ვა­ის გუ­ბერ­ნა­ტორ ჯოშ გრი­ნის გან­ცხა­დე­ბით, კუნ­ძულ მა­უ­ის ტყის ხან­ძრის შე­დე­გად მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზა­რა­ლის აღ­დგე­ნას წლე­ბი დას­ჭირ­დე­ბა. 1000-ზე მეტი შე­ნო­ბა გა­ნად­გურ­და ლა­ჰა­ი­ნა­ში, მდი­და­რი ის­ტო­რი­ის მქო­ნე სა­ნა­პი­რო ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ორ მი­ლი­ონ ტუ­რისტს იზი­დავს - მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ზა­რა­ლის აღ­დგე­ნას მი­ლი­არ­დო­ბით დო­ლა­რი დას­ჭირ­დე­ბა.

ხან­ძა­რი ჰა­ვა­ის კუნ­ძულ მა­უ­ი­ზე სამ­შა­ბათს ღა­მით და­ი­წყო. ქარ­მა და მშრალ­მა ამინდმა მისი სწრა­ფი გავ­რცე­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია. ხან­ძრის გა­მომ­წვე­ვი ზუს­ტი მი­ზე­ზი ჯერ კი­დევ უც­ნო­ბია.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
0

თითქმის ბოლომდე დაიწვა მთელი ქალაქი,მაგრამ დამნაშავედ უაპელაციოდ ხელისუფლებას არ აცხადებენ.არათუ ცენტრალურ(ფედერალურის),არამედ შტატის ხელისუფლებასაც არ თათხავენ.მომხდარის გამოძიებას აპირებენ გენერალური პროკურატურის მეშვეობით და არავინ იყხპ ს მონგრესშო საგამოძიებო კომისიის შექმნას...ჩვენთან კი? აშკარაა,რომ პაპუასებითაა დაკომპლექტებული მთელი ოპოზიცია და რაოდენ სამწუხაროა,რომ მათ ჭკუაზეა მრავალი ჩვენი თანამოქალაქე...

გიო
21

ბაიდენმა კონგრესს $25 მილიარდი მოსთხოვა და განაცხადა, 12 მილიარდი ჰავაის მოხმარდება, 13 მილიარდი უკრაინასო. აი თუ არ არის სანიმუშო მეგობარი, ბოლომდე უდგას მხარში, უკანასკნელ უკრაინელამდე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ყველაზე სასიკვდილო სტიქია ჰავაის ისტორიაში: სრულად განადგურებულია ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქი - ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება (ფოტოები)

ყველაზე სასიკვდილო სტიქია ჰავაის ისტორიაში: სრულად განადგურებულია ტურისტებისთვის საყვარელი ქალაქი - ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება (ფოტოები)

ჰავაის კუნძულ მაუიზე კვლავ ტყის ხანძარს ებრძვიან. დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, რაც მას ყველაზე სასიკვდილო სტიქიად აქცევს კუნძულის ისტორიაში.

კომენდანტის საათი მოქმედებს ყოველდღიურად ადგილობრივი დროით 22:00 საათიდან 06:00 საათამდე, ხოლო ქალაქის ზოგიერთ ნაწილში სამძებრო და სამაშველო პერსონალია მობილიზებული.

დასავლეთ მაუის ელექტროენერგია და წყალი არ მიეწოდება. ტყის ხანძრის შედეგად დაკარგულებს ეძებენ სამძებრო ბრიგადები - ასობით ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათი რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ამ დრომდე 17 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს წყლიდან, ქალაქის ნავსადგურთან ახლოს. გავრცელებული ინფორმაციით, ყველა მათგანის მდგომარეობა სტაბილურია.

ჰავაის გუბერნატორ ჯოშ გრინის განცხადებით, კუნძულ მაუის ტყის ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის აღდგენას წლები დასჭირდება. 1000-ზე მეტი შენობა განადგურდა ლაჰაინაში, მდიდარი ისტორიის მქონე სანაპირო ქალაქში, რომელიც წელიწადში ორ მილიონ ტურისტს იზიდავს - მოსალოდნელია, რომ ზარალის აღდგენას მილიარდობით დოლარი დასჭირდება.

ხანძარი ჰავაის კუნძულ მაუიზე სამშაბათს ღამით დაიწყო. ქარმა და მშრალმა ამინდმა მისი სწრაფი გავრცელება გამოიწვია. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია.