საზოგადოება
სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაფერი გამახსენდა... ადამიანი ყველანაირ გაჭირვებას ეჩვევა, ისევ ამ სახლში ვცხოვრობთ... ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა
"ყველაფერი გამახსენდა... ადამიანი ყველანაირ გაჭირვებას ეჩვევა, ისევ ამ სახლში ვცხოვრობთ... ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა

"ჩვე­ნი სახ­ლი სტი­ქი­ის ეპი­ცენ­ტრი იყო, სამი მხრი­დან მო­დი­ო­და წყა­ლი, იქა­უ­რო­ბა ნამ­დვილ მო­რევს ჰგავ­და, მან­ქა­ნებს ასან­თის კო­ლო­ფე­ბი­ვით ატ­რი­ა­ლებ­და. წყალ­მა რომ და­ი­წია, გა­მოჩ­ნდა, თუ რო­გორ იყო 5-6 ავ­ტო­მო­ბი­ლი ერ­თმა­ნეთ­ზე შე­წყო­ბი­ლი", - გვე­უბ­ნე­ბო­და 8 წლის წინ, 13 ივ­ნი­სის სტი­ქი­ი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ხა­თუ­ნა ზუმ­ბუ­ლი­ძე, ქალ­ბა­ტო­ნი, რო­მე­ლიც სვა­ნი­ძის16-ში ცხოვ­რობ­და. ის ახ­ლაც იმა­ვე სახ­ლში ცხოვ­რობს, ოღონდ, სტი­ქი­ის შემ­დეგ სახ­ლე­ბის გა­და­ნომვრა მოხ­და და ახლა მათი სახ­ლი სვა­ნი­ძის 10-შია, რად­გა­ნაც - ზოგი შე­ნო­ბა იმ სა­ში­ნელ ღა­მეს ვერ გა­და­ურ­ჩა.

ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას 8 წლის წი­ნან­დე­ლი მძი­მე დღე­ე­ბი შო­ვის ტრა­გე­დი­ამ გა­უ­ახ­ლა. მის­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად ემო­ცი­უ­რი იყო. ის ახლა ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტია:

- იმ ღა­მეს ჩემი თვა­ლით ვნა­ხე, რაც იქ დატ­რი­ალ­და და ის ყვე­ლა­ფე­რი ახლა, შო­ვის ტრა­გე­დი­ი­სას გა­მი­ახ­ლდა, ხე­ლახ­ლა გან­ვი­ცა­დე. მა­გის და­ვი­წყე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, სა­ნამ მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს, ვერ და­ი­ვი­წყებ. პირ­ვე­ლის 10 წუთი იყო, რომ უკვე ჩვე­ნი უბა­ნი აღარ იყო. ის და­მან­გრე­ვე­ლი ნა­კა­დი ქვე­მო­დან რომ წა­მო­ვი­და, 10 წუთ­ში 4 მეტ­ზე ავი­და, ჩვე­ნი სახ­ლის პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი და­ფა­რა და მე­ო­რე სარ­თულ­ზეც ამო­აღ­წია. ერ­თა­დერ­თი, რაც მო­ვა­ხერ­ხეთ, ცოტა ზე­მოთ დგას ჩემი მაზ­ლის სახ­ლი და იქ გა­ვი­ქე­ცით. მერე გვი­რა­ბი გას­კდა, ზო­ო­პარ­კი წა­ი­ღო. გვი­რა­ბი რომ არ გამსკდა­რი­ყო, ალ­ბათ ის ტალ­ღა მთლი­ა­ნად გა­დაგ­ვივ­ლი­და, თუმ­ცა ჩვენ თით­ქმის ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც დავ­კარ­გეთ, პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რე­ცხა. წყალ­მა კარ-ფან­ჯა­რაც გა­მო­ი­ღო და წა­ი­ღო. ერ­თა­დერ­თი კარი ვერ გა­ი­ტა­ნა და იქ დარ­ჩა...

- ასე მახ­სოვს, რომ პირ­ველ სარ­თულ­ზე რაც გა­დარ­ჩა, მხო­ლოდ ღვთის­მშობ­ლის ხატი იყო, რო­მე­ლიც ოთახ­ში, ისევ კე­დელ­ზე ეკი­და...

- კი, ასე იყო. გა­ტა­ლა­ხი­ა­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ კე­დელ­ზე თა­ვის ჩარ­ჩო­თი ეკი­და, იქა­უ­რო­ბას არც მოს­ცი­ლე­ბია. იმ სა­ო­ცარ­მა ნა­კად­მა ხა­ტის გარ­და ყვე­ლა­ფე­რი წა­ი­ღო, კა­რა­დე­ბი თა­ვის ნივ­თე­ბით... ხატი მერე აღ­ვად­გი­ნეთ, კარ­გმა მხატ­ვარ­მა რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტა­რა...

მე­ო­რე სარ­თულ­ზეც მქონ­და ხა­ტე­ბი, უმე­ტე­სო­ბა სხვა­დას­ხვა სა­ლო­ცა­ვი­დან ჩა­მო­ტა­ნი­ლი, რად­გა­ნაც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა კუ­თხე­ში ვართ ნამ­ყო­ფი და თი­თო­ე­უ­ლი მო­ლოც­ვი­ლი გვაქვს. იქ წყა­ლი და ტა­ლა­ხი კი შე­ვი­და, მაგ­რამ იმ ხა­ტებს ვერ მის­წვდა, არ შე­ხე­ბია, გვერ­დი აუ­ა­რა.

- სა­დაც გა­დახ­ვე­დით, იქ უსაფრ­თხოდ იყა­ვით?

- ზე­მო­დან გა­და­ვე­დით, თა­ვი­დან იქ ჯერ არ იყო წყა­ლი, მაგ­რამ იქი­და­ნაც წა­ვე­დით, რად­გან ვფიქ­რობ­დით, ნა­კა­დი რომ არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო, იქაც მოგ­ვწვდე­ბო­და. დიდი ტან­ჯვით გა­ვაღ­წი­ეთ. ღამე იყო, წვიმ­და, თან სამი თოთო ბავ­შვი მიგ­ვყავ­და, გზად მე­ზობ­ლე­ბიც ვი­პო­ვეთ, რომ­ლე­ბიც შე­ვი­ფა­რეთ. მერე ვი­ღაც და­ლოც­ვილ­მა კე­დელ­ზე კიბე ჩა­მოგ­ვიდ­გა და მისი დახ­მა­რე­ბით სამ­შვი­დო­ბოს გა­ვე­დით. ასე წვა­ლე­ბით ჩემი მუ­ლის სახ­ლამ­დე მი­ვაღ­წი­ეთ. ვი­ყა­ვით სვე­ლე­ბი, ტა­ლა­ხი­ა­ნე­ბი, შე­ში­ნე­ბუ­ლე­ბი და სა­ცო­დავ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. სა­ში­ნე­ლი ღამე იყო, იმ ღა­მეს ოჯა­ხის წევ­რი ბევ­რმა და­კარ­გა...

ახლა 3 აგ­ვის­ტოს ის უმ­ძი­მე­სი ამ­ბე­ბი დე­ტა­ლუ­რად გა­ვიხ­სე­ნე, სულ თვალ­წინ და­მიდ­გა. სტი­ქი­ას ვერ შე­ა­ჩე­რებ, მისი შემ­ჩე­რე­ბე­ლი ვინ არის?! მას ვე­რა­ფერს უშ­ვე­ლი... მდი­ნა­რე ვერე, რო­მე­ლიც კოჭ­საც არ ფა­რავს, 13 მეტ­ზე ადიდ­და, რომ გა­ზო­მეს, 13 მეტ­რი იყო კა­ლა­პო­ტი­დან.

- იმ მძი­მე წუ­თებ­ში ღვთის­მშო­ბელს სთხოვ­დით შვე­ლას...

- იმ პე­რი­ოდ­ში ერ­თა­დერ­თი იმა­ზე ფიქ­რობ, რომ ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩე და შენი ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი გა­და­გირ­ჩეს. სა­ნამ სახ­ლს დავ­ტო­ვებ­დით, ხა­ტებ­თან ვლო­ცუ­ლობ­დი, რომ ყვე­ლა გა­და­ერ­ჩი­ნა და თუ რა­მის წა­ღე­ბა უნ­დო­და, ის წა­ე­ღო... შე­ის­მი­ნა - ჩვენ გა­დავ­რჩით.

ჩემი შვი­ლი და ჩემი დე­დამ­თი­ლი პირ­ველ სარ­თულ­ზე ერ­თად იძი­ნებ­დნენ, მოკ­ლედ, იქ იმ პე­რი­ოდ­ში არ იყ­ვნენ. რომ სძი­ნე­ბო­დათ, ვერ გა­და­ვარ­ჩენ­დით და უცებ ორ ადა­მი­ანს ვკარ­გავ­დით. ასე მძი­ნა­რე მე­ზობ­ლის ქალი იმ ღა­მეს წყალ­მა და­ახ­რჩო. ჩემი დე­დამ­თი­ლი მუ­ლის­შვილ­მა ცოტა ადრე გა­იყ­ვა­ნა, მო­ას­წრო, რომ არ ემარ­ჯვა, არ ვიცი, რა მოხ­დე­ბო­და. ხატი წყალ­მა რომ არ წა­ი­ღო, ეს იმას ნიშ­ნავ­და, რომ ის გვი­ფა­რავ­და...

შემ­დეგ დღე­ებ­ში გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი რომ და­ვი­წყეთ, ხალ­ხი გვეხ­მა­რე­ბო­და, ყვე­ლა გა­ო­ცე­ბუ­ლი იყო, კე­დელ­ზე თა­ვის ჩარ­ჩო­თი ხატი რომ ეკი­და, რო­მე­ლიც იმ სა­ო­ცარ­მა ძა­ლამ ვერ ჩა­მო­ა­გო. დღე­საც იმ ად­გილ­ზე კი­დია. კი, ხე­ლით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ღვთის­მშობ­ლის ხატი გა­დარ­ჩა...

ამ ყვე­ლა­ფერს ერთი ღი­მი­ლის მომ­გვრე­ლი ეპი­ზო­დიც ახ­ლდა. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი­დან ყა­ვის მა­დუ­ღა­რა დაგ­ვრჩა, რო­მე­ლიც დე­ნის სა­დე­ნებს წა­მოს­დე­ბო­და და ზედ ეკი­და. ის ბო­ძიც არ წაქ­ცე­უ­ლა. სა­დენ­ზე ჩა­მო­კი­დუ­ლი მა­დუ­ღა­რა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ, როცა ცოტა თვა­ლებ­ში გა­მო­ვი­ხე­დეთ. ეს ნივ­თი დღეს ჩვე­ნი რე­ლიკ­ვი­აა, რო­მე­ლიც იმ სა­ში­ნე­ლე­ბას და­უძ­ვრა...

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი მე­ცო­დე­ბა, ვინც ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა და ადა­მი­ა­ნე­ბიც, ეს უდი­დე­სი ტრა­გე­დი­აა. ამ­დე­ნი ნაშ­რო­მი, ნაწ­ვა­ლე­ბი... ამ წყალ­დი­დო­ბი­დან წე­ლი­წა­დიც არ იყო გა­სუ­ლი, რომ დე­დამ­თილს ინ­სულ­ტი და­ე­მარ­თა, მას მერე და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი, მო­კუნ­ტუ­ლია. სახ­ლში რომ შე­მო­ვი­და და არა­ფე­რი დახ­ვდა, გა­ნად­გურ­და. ისე­დაც მე­უღ­ლე და შვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლი ჰყავს. სუ­რა­თე­ბი რომ სუ­რა­თე­ბია, ისი­ნიც აღარ დარ­ჩა...

შვი­ლი, ანუ ჩემი მაზ­ლი 2006 წელს 38 წლი­სა გარ­და­იც­ვა­ლა, აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი იყო, გულ­მა ვე­ღარ გა­უძ­ლო. მა­მამ­თი­ლი მა­ნამ­დე, 2004 წელს გარ­და­იც­ვა­ლა...

- თქვენ მე­უღ­ლეს ტე­ლე­ფო­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია ჰქონ­და...

- კი­დევ კარ­გი მე­ო­რე სარ­თულ­ზე იყო ნა­წი­ლი, თო­რემ სულ და­ი­კარ­გე­ბო­და. პირ­ველ სარ­თულ­ზე მხო­ლოდ 10 ცალი იყო კა­რა­და­ში შე­ნა­ხუ­ლი და წყალ­მა თა­ვის კა­რა­დით ისი­ნიც გა­ი­ტა­ცა. 40 ცალი გა­დაგ­ვირ­ჩა.

- 2015 წლის 13 ივ­ნი­სი­დან 8 წელი გა­ვი­და, რო­გორ ცხოვ­რობთ?

- ეტყო­ბა, ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ნა­ირ გა­ჭირ­ვე­ბას ეჩ­ვე­ვა, ალ­ბათ ჩვენც შე­ვეჩ­ვი­ეთ. ისევ ამ სახ­ლში ვცხოვ­რობთ. გარ­შე­მო ყვე­ლა­ფე­რი და­ინ­გრა და კორ­პუ­სე­ბი აშენ­და. იქ­ნებ ოდეს­მე ჩვენც რა­ღაც შეგ­ვე­ხოს.

- რით და­გეხ­მარ­ნენ?

- რო­გორც სხვებს, ფული ჩაგ­ვი­რი­ცხეს და პირ­ველ სარ­თულ­ზე მსუ­ბუ­ქი რე­მონ­ტი გაგ­ვი­კე­თეს, სა­ცხოვ­რებ­ლად რომ ვარ­გი­სი ყო­ფი­ლი­ყო. მე­ო­რე სარ­თუ­ლი არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ, ისევ იმ ტა­ლა­ხებს ვხე­დავ კედ­ლებ­ზე და ის მძი­მე წუ­თე­ბი მახ­სენ­დე­ბა. მოკ­ლედ, ასე ვართ, წინსვლა ამ მხრივ არა­ფე­რია. ერთ წერ­ტილ­ში გა­ვი­ყი­ნეთ...

ცო­ცხლე­ბი გა­დავ­რჩით, ღმერ­თმა არ გაგ­ვწი­რა, მაგ­რამ და­ნა­კარ­გი დი­დია. მარ­თა­ლია ეს მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია, თუმ­ცა 50.000 დო­ლა­რის ქო­ნე­ბა წყალ­მა წა­ი­ღო. ჩემს დე­დამ­თილს ძვირ­ფა­სი სამ­კა­უ­ლე­ბი ჰქონ­და. მე­უღ­ლე ხე­ლო­სა­ნი ჰყავ­და, კარგ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და, ცო­ლის პა­ტი­ვის­ცე­მა უყ­ვარ­და და ძვირ­ფა­სე­უ­ლო­ბას ჩუქ­ნი­და. ყვე­ლაფ­რი წყალ­მა გა­რე­ცხა.

ჩემ­მა ორი­ვე შვილ­მა სწავ­ლა და­ამ­თავ­რა, მუ­შა­ო­ბენ, წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ჯან­მრთე­ლად ვი­ყოთ და და­ნარ­ჩე­ნი ყვე­ლა­ფე­რი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნია.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
0

ჩემს მეგობარსაც ჰქონდა მაქ სახლი, ლამის ზედ ეზოზე გადიოდა ვერე და იყო შემთხვევა,ეზოში,აივნამდეც მოსულა წყალი და დაუხევია უკან მერე. 13 ივნისს მისი მშობლები გადაურჩნენ წყლის ნაკადს,გამოარიდეს,სახლი კი წაიღო და მისცეს საკმაოდ სერიოზული თანხა, რითაც მშვენიერი ბინა იყიდეს ბაგებში. იქვე მცხოვრებ ერთ მეზობელსაც ვიცი, მისცეს თანხა და ტ. ტაბიძეზე იყიდა მშენებარე ბინა.დედის სულს გეგიცებით, მართლა🙏 

ეს ხალხი რატომ დატოვეს ასე,გასაოცარია🤔

კახა
10

ჩემს ახლობელს , რომელსაც უკანონოდ ქონდა აშენებული სახლი მისცეს იმდენი რომ ბინა იყიდა პლატოზე. ამ ღარიბმა ქვეყანამ მეტი რა ქნას?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ყველაფერი გამახსენდა... ადამიანი ყველანაირ გაჭირვებას ეჩვევა, ისევ ამ სახლში ვცხოვრობთ... ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა

"ყველაფერი გამახსენდა... ადამიანი ყველანაირ გაჭირვებას ეჩვევა, ისევ ამ სახლში ვცხოვრობთ... ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე" - რას ჰყვება ქალი, რომელიც 13 ივნისის სტიქიას გადაურჩა

"ჩვენი სახლი სტიქიის ეპიცენტრი იყო, სამი მხრიდან მოდიოდა წყალი, იქაურობა ნამდვილ მორევს ჰგავდა, მანქანებს ასანთის კოლოფებივით ატრიალებდა. წყალმა რომ დაიწია, გამოჩნდა, თუ როგორ იყო 5-6 ავტომობილი ერთმანეთზე შეწყობილი", - გვეუბნებოდა 8 წლის წინ, 13 ივნისის სტიქიიდან რამდენიმე დღეში ხათუნა ზუმბულიძე, ქალბატონი, რომელიც სვანიძის16-ში ცხოვრობდა. ის ახლაც იმავე სახლში ცხოვრობს, ოღონდ, სტიქიის შემდეგ სახლების გადანომვრა მოხდა და ახლა მათი სახლი სვანიძის 10-შია, რადგანაც - ზოგი შენობა იმ საშინელ ღამეს ვერ გადაურჩა.

ქალბატონ ხათუნას 8 წლის წინანდელი მძიმე დღეები შოვის ტრაგედიამ გაუახლა. მისთვის გამორჩეულად ემოციური იყო. ის ახლა ჩვენი რესპონდენტია:

- იმ ღამეს ჩემი თვალით ვნახე, რაც იქ დატრიალდა და ის ყველაფერი ახლა, შოვის ტრაგედიისას გამიახლდა, ხელახლა განვიცადე. მაგის დავიწყება შეუძლებელია, სანამ მეხსიერება გაქვს, ვერ დაივიწყებ. პირველის 10 წუთი იყო, რომ უკვე ჩვენი უბანი აღარ იყო. ის დამანგრეველი ნაკადი ქვემოდან რომ წამოვიდა, 10 წუთში 4 მეტზე ავიდა, ჩვენი სახლის პირველი სართული დაფარა და მეორე სართულზეც ამოაღწია. ერთადერთი, რაც მოვახერხეთ, ცოტა ზემოთ დგას ჩემი მაზლის სახლი და იქ გავიქეცით. მერე გვირაბი გასკდა, ზოოპარკი წაიღო. გვირაბი რომ არ გამსკდარიყო, ალბათ ის ტალღა მთლიანად გადაგვივლიდა, თუმცა ჩვენ თითქმის ყველაფერი მაინც დავკარგეთ, პირველი სართული აბსოლუტურად გამორეცხა. წყალმა კარ-ფანჯარაც გამოიღო და წაიღო. ერთადერთი კარი ვერ გაიტანა და იქ დარჩა...

- ასე მახსოვს, რომ პირველ სართულზე რაც გადარჩა, მხოლოდ ღვთისმშობლის ხატი იყო, რომელიც ოთახში, ისევ კედელზე ეკიდა...

- კი, ასე იყო. გატალახიანებული, მაგრამ კედელზე თავის ჩარჩოთი ეკიდა, იქაურობას არც მოსცილებია. იმ საოცარმა ნაკადმა ხატის გარდა ყველაფერი წაიღო, კარადები თავის ნივთებით... ხატი მერე აღვადგინეთ, კარგმა მხატვარმა რესტავრაცია ჩაუტარა...

მეორე სართულზეც მქონდა ხატები, უმეტესობა სხვადასხვა სალოცავიდან ჩამოტანილი, რადგანაც საქართველოს ყველა კუთხეში ვართ ნამყოფი და თითოეული მოლოცვილი გვაქვს. იქ წყალი და ტალახი კი შევიდა, მაგრამ იმ ხატებს ვერ მისწვდა, არ შეხებია, გვერდი აუარა.

- სადაც გადახვედით, იქ უსაფრთხოდ იყავით?

- ზემოდან გადავედით, თავიდან იქ ჯერ არ იყო წყალი, მაგრამ იქიდანაც წავედით, რადგან ვფიქრობდით, ნაკადი რომ არ გაჩერებულიყო, იქაც მოგვწვდებოდა. დიდი ტანჯვით გავაღწიეთ. ღამე იყო, წვიმდა, თან სამი თოთო ბავშვი მიგვყავდა, გზად მეზობლებიც ვიპოვეთ, რომლებიც შევიფარეთ. მერე ვიღაც დალოცვილმა კედელზე კიბე ჩამოგვიდგა და მისი დახმარებით სამშვიდობოს გავედით. ასე წვალებით ჩემი მულის სახლამდე მივაღწიეთ. ვიყავით სველები, ტალახიანები, შეშინებულები და საცოდავ მდგომარეობაში. საშინელი ღამე იყო, იმ ღამეს ოჯახის წევრი ბევრმა დაკარგა...

ახლა 3 აგვისტოს ის უმძიმესი ამბები დეტალურად გავიხსენე, სულ თვალწინ დამიდგა. სტიქიას ვერ შეაჩერებ, მისი შემჩერებელი ვინ არის?! მას ვერაფერს უშველი... მდინარე ვერე, რომელიც კოჭსაც არ ფარავს, 13 მეტზე ადიდდა, რომ გაზომეს, 13 მეტრი იყო კალაპოტიდან.

- იმ მძიმე წუთებში ღვთისმშობელს სთხოვდით შველას...

- იმ პერიოდში ერთადერთი იმაზე ფიქრობ, რომ ცოცხალი გადარჩე და შენი ყველა ახლობელი გადაგირჩეს. სანამ სახლს დავტოვებდით, ხატებთან ვლოცულობდი, რომ ყველა გადაერჩინა და თუ რამის წაღება უნდოდა, ის წაეღო... შეისმინა - ჩვენ გადავრჩით.

ჩემი შვილი და ჩემი დედამთილი პირველ სართულზე ერთად იძინებდნენ, მოკლედ, იქ იმ პერიოდში არ იყვნენ. რომ სძინებოდათ, ვერ გადავარჩენდით და უცებ ორ ადამიანს ვკარგავდით. ასე მძინარე მეზობლის ქალი იმ ღამეს წყალმა დაახრჩო. ჩემი დედამთილი მულისშვილმა ცოტა ადრე გაიყვანა, მოასწრო, რომ არ ემარჯვა, არ ვიცი, რა მოხდებოდა. ხატი წყალმა რომ არ წაიღო, ეს იმას ნიშნავდა, რომ ის გვიფარავდა...

შემდეგ დღეებში გაწმენდითი სამუშაოები რომ დავიწყეთ, ხალხი გვეხმარებოდა, ყველა გაოცებული იყო, კედელზე თავის ჩარჩოთი ხატი რომ ეკიდა, რომელიც იმ საოცარმა ძალამ ვერ ჩამოაგო. დღესაც იმ ადგილზე კიდია. კი, ხელით შესრულებული ღვთისმშობლის ხატი გადარჩა...

ამ ყველაფერს ერთი ღიმილის მომგვრელი ეპიზოდიც ახლდა. პირველი სართულიდან ყავის მადუღარა დაგვრჩა, რომელიც დენის სადენებს წამოსდებოდა და ზედ ეკიდა. ის ბოძიც არ წაქცეულა. სადენზე ჩამოკიდული მადუღარა რამდენიმე დღის შემდეგ აღმოვაჩინეთ, როცა ცოტა თვალებში გამოვიხედეთ. ეს ნივთი დღეს ჩვენი რელიკვიაა, რომელიც იმ საშინელებას დაუძვრა...

ყველა ადამიანი მეცოდება, ვინც ყველაფერი დაკარგა და ადამიანებიც, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ამდენი ნაშრომი, ნაწვალები... ამ წყალდიდობიდან წელიწადიც არ იყო გასული, რომ დედამთილს ინსულტი დაემართა, მას მერე დაპატარავებული, მოკუნტულია. სახლში რომ შემოვიდა და არაფერი დახვდა, განადგურდა. ისედაც მეუღლე და შვილი გარდაცვლილი ჰყავს. სურათები რომ სურათებია, ისინიც აღარ დარჩა...

შვილი, ანუ ჩემი მაზლი 2006 წელს 38 წლისა გარდაიცვალა, აფხაზეთის ომის ვეტერანი იყო, გულმა ვეღარ გაუძლო. მამამთილი მანამდე, 2004 წელს გარდაიცვალა...

- თქვენ მეუღლეს ტელეფონების უნიკალური კოლექცია ჰქონდა...

- კიდევ კარგი მეორე სართულზე იყო ნაწილი, თორემ სულ დაიკარგებოდა. პირველ სართულზე მხოლოდ 10 ცალი იყო კარადაში შენახული და წყალმა თავის კარადით ისინიც გაიტაცა. 40 ცალი გადაგვირჩა.

- 2015 წლის 13 ივნისიდან 8 წელი გავიდა, როგორ ცხოვრობთ?

- ეტყობა, ადამიანი ყველანაირ გაჭირვებას ეჩვევა, ალბათ ჩვენც შევეჩვიეთ. ისევ ამ სახლში ვცხოვრობთ. გარშემო ყველაფერი დაინგრა და კორპუსები აშენდა. იქნებ ოდესმე ჩვენც რაღაც შეგვეხოს.

- რით დაგეხმარნენ?

- როგორც სხვებს, ფული ჩაგვირიცხეს და პირველ სართულზე მსუბუქი რემონტი გაგვიკეთეს, საცხოვრებლად რომ ვარგისი ყოფილიყო. მეორე სართული არ გაუკეთებიათ, ისევ იმ ტალახებს ვხედავ კედლებზე და ის მძიმე წუთები მახსენდება. მოკლედ, ასე ვართ, წინსვლა ამ მხრივ არაფერია. ერთ წერტილში გავიყინეთ...

ცოცხლები გადავრჩით, ღმერთმა არ გაგვწირა, მაგრამ დანაკარგი დიდია. მართალია ეს მეორეხარისხოვანია, თუმცა 50.000 დოლარის ქონება წყალმა წაიღო. ჩემს დედამთილს ძვირფასი სამკაულები ჰქონდა. მეუღლე ხელოსანი ჰყავდა, კარგ ადგილას მუშაობდა, ცოლის პატივისცემა უყვარდა და ძვირფასეულობას ჩუქნიდა. ყველაფრი წყალმა გარეცხა.

ჩემმა ორივე შვილმა სწავლა დაამთავრა, მუშაობენ, წარმატებულები არიან, ჯანმრთელად ვიყოთ და დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია.