მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია" - NAEC-ი ერთ-ერთი აბიტურიენტის პროტესტზე
"შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია" -  NAEC-ი ერთ-ერთი აბიტურიენტის პროტესტზე

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის გან­ცხა­დე­ბით, სა­სა­მარ­თლოს დრო­ე­ბი­თი გან­ჩი­ნე­ბა ერთ-ერთი აბი­ტუ­რი­ენ­ტის და­მა­ტე­ბით გა­მოც­და­ზე დაშ­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ცენ­ტრში გა­მოც­დე­ბი­სა და და­მა­ტე­ბი­თი სე­სი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ იქნა წარ­მოდ­გე­ნი­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, შე­უძ­ლე­ბე­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტის დაშ­ვე­ბა იმ გა­მოც­და­ზე, რო­მე­ლიც უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია.

ამას­თან, რო­გორც ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, ცენ­ტრმა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რა.

"2023 წელს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის ჩა­ტა­რე­ბის დე­ბუ­ლე­ბა­ში შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა - ტეს­ტი­რე­ბა­ზე გა­მო­უ­ცხა­დე­ბელ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მი­ე­ცათ და­მა­ტე­ბით გა­მოც­და­ზე გას­ვლის შე­საძ­ლებ­ლო­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მათ სა­გა­მოც­დო ბა­რათ­ში მი­თი­თე­ბულ დროს ვერ შეძ­ლეს გა­მოც­და­ზე გა­მო­ცხა­დე­ბა შემ­დე­გი მი­ზე­ზე­ბის გამო: ა) ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის შე­დე­გად გა­მოც­დის დღეს სტა­ცი­ო­ნა­რულ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის გამო არა­ნაკ­ლებ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში; ბ) ოჯა­ხის წევ­რის (მე­უღ­ლე, დედა, მამა, და-ძმა, შვი­ლი) გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო; გ) და­უძ­ლე­ვე­ლი ძა­ლის გამო.

შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი აცხა­დებს, რომ სა­გა­მოც­დო პრო­ცე­სი დას­რუ­ლე­ბუ­ლია, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია ყვე­ლა და­მა­ტე­ბი­თი გა­მოც­დაც იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი­სათ­ვის, რომ­ლე­ბიც აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დნენ ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ მო­თხოვ­ნებს. ცენ­ტრმა უკვე და­ი­წყო პირ­ვე­ლა­დი შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბა.

გა­მოც­დე­ბის და და­მა­ტე­ბი­თი სე­სი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ცენ­ტრში წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქნა სა­სა­მარ­თლოს დრო­ე­ბი­თი გან­ჩი­ნე­ბა, რომ­ლი­თაც ცენ­ტრს და­ე­ვა­ლა ერთ-ერთი აბი­ტუ­რი­ენ­ტის დაშ­ვე­ბა და­მა­ტე­ბით გა­მოც­და­ზე. შე­უძ­ლე­ბე­ლია აბი­ტუ­რი­ენ­ტის დაშ­ვე­ბა იმ გა­მოც­და­ზე, რო­მე­ლიც უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლია. ცენ­ტრმა გან­ჩი­ნე­ბა გა­ა­სა­ჩივ­რა კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით. გა­მოც­დე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ყვე­ლა სა­გა­მოც­დო წე­სი­სა და კა­ნო­ნის დაც­ვა, რაც უზ­რუნ­ველ­ყოფს ყვე­ლას­თვის თა­ნა­ბა­რი გა­რე­მოს შექ­მნას და ათი ათა­სო­ბით აბი­ტუ­რი­ენტს აძ­ლევს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას“, - ნათ­ქვა­მია შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
7

დედის იმედზე იყო ალბათ, შიმშილებს და დაუშვებენ. რატომ არაფერს ამბობთ რის საფუძველზე არ გამოცხადდა იმაზე, მაგრამ არა პროვოკაციას აწყოიბთ გეტყობათ

მია
37

ამ ქვეყანაში განათლებული ადამიანი დაუშვებელია...ადამიანს სწავლა უნდოდეს და ვისაც ამაზე ზრუნვა ევალება, თავად ის უზღუდავდეს ამ უფლებას, საქართველოს გარდა სადმე ხდება??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

"შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია" - NAEC-ი ერთ-ერთი აბიტურიენტის პროტესტზე

"შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია" -  NAEC-ი ერთ-ერთი აბიტურიენტის პროტესტზე

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, სასამართლოს დროებითი განჩინება ერთ-ერთი აბიტურიენტის დამატებით გამოცდაზე დაშვებასთან დაკავშირებით, ცენტრში გამოცდებისა და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ იქნა წარმოდგენილი, შესაბამისად, შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია.

ამასთან, როგორც ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცენტრმა სასამართლოს განჩინება კანონმდებლობით დადგენილი წესით გაასაჩივრა.

"2023 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებაში შევიდა ცვლილება - ტესტირებაზე გამოუცხადებელ აბიტურიენტებს მიეცათ დამატებით გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა იმ შემთხვევაში, თუ მათ საგამოცდო ბარათში მითითებულ დროს ვერ შეძლეს გამოცდაზე გამოცხადება შემდეგი მიზეზების გამო: ა) ჯანმრთელობის გაუარესების შედეგად გამოცდის დღეს სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის გამო არანაკლებ 24 საათის განმავლობაში; ბ) ოჯახის წევრის (მეუღლე, დედა, მამა, და-ძმა, შვილი) გარდაცვალების გამო; გ) დაუძლეველი ძალის გამო.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ საგამოცდო პროცესი დასრულებულია, ჩატარებულია ყველა დამატებითი გამოცდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებიც აკმაყოფილებდნენ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს. ცენტრმა უკვე დაიწყო პირველადი შედეგების გამოცხადება.

გამოცდების და დამატებითი სესიების დასრულების შემდეგ ცენტრში წარმოდგენილი იქნა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლითაც ცენტრს დაევალა ერთ-ერთი აბიტურიენტის დაშვება დამატებით გამოცდაზე. შეუძლებელია აბიტურიენტის დაშვება იმ გამოცდაზე, რომელიც უკვე ჩატარებულია. ცენტრმა განჩინება გაასაჩივრა კანონმდებლობით დადგენილი წესით. გამოცდების ჩასატარებლად მნიშვნელოვანია ყველა საგამოცდო წესისა და კანონის დაცვა, რაც უზრუნველყოფს ყველასთვის თანაბარი გარემოს შექმნას და ათი ათასობით აბიტურიენტს აძლევს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების შესაძლებლობას“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ასევე იხილეთ: