კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

16

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თოდუას კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის აქტიური საერთაშორისო-სამეცნიერო მოღვაწეობა
თოდუას კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის აქტიური საერთაშორისო-სამეცნიერო მოღვაწეობა

კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. ის მეც­ნი­ერ-მე­დი­კო­სებს ეხ­მა­რე­ბა ახა­ლი მიგ­ნე­ბე­ბის, ხელ­სა­წყო­ე­ბის, მიდ­გო­მე­ბი­სა თუ მკურ­ნა­ლო­ბის ფორ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა­ში. მისი მეშ­ვე­ო­ბით ექი­მებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ, ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბი შეს­თა­ვა­ზონ თა­ვი­ანთ პა­ცი­ენ­ტებს და ასე­ვე, უპა­სუ­ხონ თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვებს მეც­ნი­ე­რე­ბა­ში.

სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გში ხში­რად იმარ­თე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, კონ­გრე­სე­ბი და სიმ­პო­ზი­უ­მე­ბი და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის. ეს სა­კი­თხი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ყუ­რა­დღე­ბოა ონ­კო­ლო­გი­უ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბის­თვის, რო­მე­ლიც ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე რთულ და­ა­ვა­დე­ბა­თა რი­ცხვს მი­ე­კუთ­ვნე­ბა და მისი პრე­ვენ­ცი­ი­სა თუ და­მარ­ცხე­ბის ყვე­ლა ახა­ლი კვლე­ვა მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ინ­ტე­რესს იწ­ვევს.

თო­დუ­ას კლი­ნი­კა, თა­ვი­სი არ­სე­ბო­ბის 30 წელ­ზე მეტი ხნის მან­ძილ­ზე, იაზ­რებს მსგავს პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას და და­არ­სე­ბის დღი­დან აქ­ტი­უ­რა­დაა ჩარ­თუ­ლი. მისი ექი­მე­ბი მრა­ვალ წარ­მა­ტე­ბას აღ­წე­ვენ სა­მე­დი­ცი­ნო დარ­გში. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რობს ონ­კო­ლო­გი­უ­რი გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გარ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ექი­მე­ბიც „აღი­ჭურ­ვონ” ახალ-ახა­ლი ცოდ­ნით, გა­მოც­დი­ლე­ბით და მიგ­ნე­ბე­ბით.

თო­დუ­ას კლი­ნი­კის ამ აქ­ტი­ურ სა­მეც­ნი­ე­რო მუ­შა­ო­ბა­ზე მისი ექი­მი-ონ­კო­ლო­გი, თა­მარ ესა­კია გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც თვი­თო­ნაც გა­მუდ­მე­ბით მუ­შა­ობს კვლე­ვებ­ზე და მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრე­სებ­ში.

თა­მარ, გვი­თხა­რით, რა მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბა თო­დუ­ას კლი­ნი­კის­თვის და რა­ტომ უთ­მობთ ამას დროს?

პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ჩვენ მათ მი­ვა­წო­დოთ ხა­რის­ხი­ა­ნი მკურ­ნა­ლო­ბა. მე­ო­რე მხრივ, ჩვენ­თვის, ექი­მე­ბის­თვი­საა სა­ინ­ტე­რე­სო, რად­გან ეს პრო­ფე­სი­ულ ზრდა­ში გვეხ­მა­რე­ბა. თო­დუ­ას კლი­ნი­კა ტრა­დი­ცი­უ­ლად ყო­ველ­თვის იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში, ეს ჯერ კი­დევ ფრი­დონ თო­დუ­ას დროს ერ­თგვა­რი და­უ­წე­რე­ლი კა­ნო­ნი იყო. ახლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვცდი­ლობთ სი­ახ­ლე­ებ­ზე ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბულ­ნი, ამ მნიშ­ვნე­ლო­ვან ტრა­დი­ცი­ას მა­ინც არ ვუხ­ვევთ და აქ­ტი­უ­რად ვაგ­რძე­ლებთ. მე­ტიც, საკ­მა­ოდ წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია ექი­მე­ბის­თვის სა­მეც­ნი­ე­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რად­გან წლის ბო­ლოს ან­გა­რიშ­საც კი გვთხო­ვენ, სა­დაც იქ­ნე­ბა იმ აქ­ტი­ვო­ბე­ბი­სა და პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, რომ­ლე­ბიც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ წლის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რას გუ­ლის­ხმობს სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე აქ­ტი­ვო­ბე­ბის და­გეგ­მვა და რო­მელ პრო­ექ­ტებს გა­მო­არ­ჩევ­დით, სა­დაც მო­ნა­წი­ლე­ობთ ხოლ­მე?

თო­დუ­ას კლი­ნი­კა­ში გვაქვს ორი ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბა: პირ­ვე­ლი, სა­ერ­თა­შო­რი­სო კლი­ნი­კურ კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სხვა ქვეყ­ნებ­თან ერ­თად. მე­ო­რე კი, ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყო – ის, რომ თა­ვა­დაც ვა­ტა­რებთ კვლე­ვებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვწერთ სტა­ტი­ებს და შემ­დეგ ვა­ზი­ა­რებთ მათ სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. მა­გა­ლი­თის­თვის შე­მიძ­ლია მო­გიყ­ვა­ნოთ ფილ­ტვის კი­ბო­სა და მე­ლა­ნო­მას სა­ერ­თა­შო­რი­სო კვლე­ვა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და თო­დუ­ას კლი­ნი­კა და რომ­ლის შე­დე­გე­ბიც რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გრეს­ზე იყო წარ­დგე­ნი­ლი ჩვე­ნი კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლის ანა ბა­რა­მი­ძის მიერ, მათ შო­რის ESMO-ს, ანუ ევ­რო­პის სა­მე­დი­ცი­ნო ონ­კო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმუ­ნო-ონ­კო­ლო­გი­ის კონ­გრეს­ზე, სა­დაც ჩვენ წარ­დგე­ნი­ლე­ბი ვი­ყა­ვით რო­გორც პოს­ტე­რის, ისე მოხ­სე­ნე­ბის სა­ხით. აგ­რეთ­ვე, შე­მიძ­ლია და­ვა­სა­ხე­ლო ფილ­ტვის კი­ბოს ევ­რო­პის კონ­გრე­სი და ევ­რო­პის დერ­მა­ტო­ონ­კო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის კონ­გრე­სი. და ყვე­ლა­ზე მე­ტად რაც გვე­ა­მა­ყე­ბა –ბოლო წლე­ბია ვმო­ნა­წი­ლე­ობთ ამე­რი­კის კლი­ნი­კუ­რი ონ­კო­ლო­გი­ის სა­ზო­გა­დო­ე­ბის კონ­გრეს­ზეც, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი კონ­გრე­სია მსოფ­ლი­ო­ში. გა­სულ წელს აქ თო­დუ­ას კლი­ნი­კის ორი კვლე­ვით ვი­ყა­ვით წარ­დგე­ნილ­ნი, წელს კი წარ­მო­ვად­გი­ნეთ თო­დუ­ას კლი­ნი­კის ორი კვლე­ვა და ერთი სა­ერ­თა­შო­რი­სო კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის პოს­ტე­რი, რომ­ლის წარ­დგი­ნე­ბაც თო­დუ­ას კლი­ნი­კის სა­ხე­ლით ხდე­ბო­და. ასე­ვე გა­მოვ­ყოფ­დი თო­დუ­ას კლი­ნი­კის პი­ლო­ტურ კვლე­ვას ფილ­ტვის კი­ბოს სკრი­ნინ­გის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი კლი­ნი­კის რა­დი­ო­ლო­გებ­თან კო­ლა­ბო­რა­ცი­ის სა­ხით ჩა­ტარ­და და ასე­ვე იყო წარ­დგე­ნი­ლი ფილ­ტვის კი­ბოს მსოფ­ლიო კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

რა რე­სურ­სებს მო­ი­თხოვს მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ექი­მის­გან?

მსგავ­სი ტი­პის აქ­ტი­ვო­ბე­ბი ექი­მის­გან საკ­მა­ოდ დიდ შრო­მა­სა და დროს მო­ი­თხოვს. სა­მუ­შა­ო­ებს ძი­რი­თა­დად ვა­ტა­რებთ სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტე­ბი არ არი­ან ვი­ზიტ­ზე ჩა­წე­რი­ლე­ბი. პირ­ველ რიგ­ში, ვი­წყებთ ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე იმ მა­სა­ლის მოგ­რო­ვე­ბას, რო­მე­ლიც უკვე არ­სე­ბობს, ინ­ფორ­მა­ცი­ის სტა­ტის­ტი­კურ და­მუ­შა­ვე­ბას და შემ­დეგ ვწერთ ნაშ­რომს, რომ­ლის აბ­სტრაქტსაც ვაგ­ზავ­ნით სა­ჭი­რო კონ­გრე­სებ­სა თუ კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე და და­დას­ტუ­რე­ბის მერე ვი­წყებთ მოხ­სე­ნე­ბი­სა თუ პოს­ტე­რის მომ­ზა­დე­ბას, რო­მე­ლიც უნდა წარ­ვად­გი­ნოთ ად­გილ­ზე. ყვე­ლა­ფე­რი ეს ჯამ­ში საკ­მა­ოდ შრო­მა­ტე­ვა­დია, თუმ­ცა ამის გა­რე­შე ექი­მი ვერ გან­ვი­თარ­დე­ბა. ჩვენ ვაც­ნო­ბი­ე­რებთ იმას, რომ არა მარ­ტო თო­დუ­ას კლი­ნი­კას წარ­ვად­გენთ მსგავს კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით ვმო­ნა­წი­ლე­ობთ და ღირ­სე­უ­ლად უნდა წარ­მო­ვა­ჩი­ნოთ ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ას­პა­რეზ­ზე.

მინ­და აღ­ვნიშ­ნო რე­ზი­დენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაც.ჩვე­ნი უმ­ცრო­სი ექი­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯერ კი­დევ სწავ­ლის პრო­ცეს­ში არი­ან, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. ერთ-ერთი მათ­გა­ნი უკვე არის ევ­რო­პის ახალ­გაზ­რდა ონ­კო­ლოგ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის წევ­რი. რე­ზი­დენ­ტე­ბი ასე­ვე აქ­ტი­უ­რად წე­რენ პუბ­ლი­კა­ცი­ებ­სა და სტა­ტი­ებს.

ბო­ლოს რო­მელ კონ­გრეს­ზე/კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე ბრძან­დე­ბო­დით და რით იყო ის სა­ინ­ტე­რე­სო?

სულ ახ­ლა­ხან ვი­ყა­ვით ევ­რო­პის სა­მე­დი­ცი­ნო ონ­კო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის კუჭ-ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნე­ე­ბის კონ­გრეს­ზე, სა­დაც წარ­დგე­ნი­ლე­ბი ვი­ყა­ვით ჩვე­ნი კვლე­ვით კუ­ჭის კი­ბოს შე­სა­ხებ. ეს არის მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­ზეც მე ძა­ლი­ან ბევ­რს ვმუ­შა­ობ ჩემს ევ­რო­პელ ხელ­მძღვა­ნელ­თან ერ­თად, რო­მე­ლიც კემ­ბრი­ჯის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მუ­შა­ობს და არის წამ­ყვა­ნი ევ­რო­პე­ლი ონ­კო­ლო­გი კუჭ-ნაწ­ლა­ვის სიმ­სივ­ნე­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით და ამე­რი­კა­შიც მქონ­და წარ­დგე­ნი­ლი ამ და­ა­ვა­დე­ბის შე­სა­ხებ კვლე­ვა. რა თქმა უნდა, ასე­თი ფორ­მის თა­ნამ­შრომ­ლო­ბე­ბი დიდ გა­მოც­დი­ლე­ბას გვაძ­ლევს, რო­მელ­თაც შემ­დეგ პრაქ­ტი­კა­შიც ვი­ყე­ნებთ.

ზო­გა­დად, მე­დი­ცი­ნა დგას მსგავ­სი ტი­პის კვლე­ვებ­ზე. კვლე­ვა შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც დიდი, ისე პა­ტა­რა. ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რია, რომ მთლი­ა­ნად ცვლის სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა­სა და სტან­დარ­ტებს. ნე­ბის­მი­ერ­მა სა­მე­დი­ცი­ნო მე­თოდ­მა თუ მკურ­ნა­ლო­ბამ კვლე­ვის ეტა­პი უნდა გა­ი­ა­როს, იმის­თვის რომ ექი­მებ­მა შევ­ძლოთ ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა პა­ცი­ენ­ტებ­ში ან უკე­თე­სი მკურ­ნა­ლო­ბის და­ნერგვა. ამი­ტომ თა­ვის­თა­ვად ეს კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი და სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბი დიდი პრაქ­ტი­კაა ჩვენ­თვის.

რა როლს ას­რუ­ლებს ასე­თი კვლე­ვე­ბი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი არა მხო­ლოდ კონ­კრე­ტუ­ლი კლი­ნი­კის, არა­მედ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში?

გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ჩვენ ვართ გან­ვი­თა­რე­ბა­დი ქვე­ყა­ნა, უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გვქონ­დეს ისე­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რო­გო­რებ­ზეც ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ. ვფიქ­რობ, რომ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი ვალ­დე­ბუ­ლი არის, თა­ვი­სი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნოს ამ გან­ვი­თა­რე­ბა­ში, რათა გან­ვი­თა­რე­ბულ სამ­ყა­როს ვაჩ­ვე­ნოთ, რომ ჩვენც შეგ­ვიძ­ლია ჩვე­ნი სი­ტყვა ვთქვათ სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში. ჩემ­თვის პი­რა­დად ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ხოლ­მე, რო­დე­საც სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი ჟღერს.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

თოდუას კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის აქტიური საერთაშორისო-სამეცნიერო მოღვაწეობა

თოდუას კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის აქტიური საერთაშორისო-სამეცნიერო მოღვაწეობა

კლინიკური კვლევების გარეშე მედიცინის განვითარება შეუძლებელია. ის მეცნიერ-მედიკოსებს ეხმარება ახალი მიგნებების, ხელსაწყოების, მიდგომებისა თუ მკურნალობის ფორმების შემუშავებაში. მისი მეშვეობით ექიმებს შესაძლებლობა ეძლევათ, ეფექტური მეთოდები შესთავაზონ თავიანთ პაციენტებს და ასევე, უპასუხონ თანამედროვე გამოწვევებს მეცნიერებაში.

სამედიცინო დარგში ხშირად იმართება საერთაშორისო კონფერენციები, კონგრესები და სიმპოზიუმები და მასში მონაწილეობა ძალზე მნიშვნელოვანია მედპერსონალისთვის. ეს საკითხი განსაკუთრებით საყურადღებოა ონკოლოგიური მიმართულებისთვის, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე რთულ დაავადებათა რიცხვს მიეკუთვნება და მისი პრევენციისა თუ დამარცხების ყველა ახალი კვლევა მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს.

თოდუას კლინიკა, თავისი არსებობის 30 წელზე მეტი ხნის მანძილზე, იაზრებს მსგავს პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობას და დაარსების დღიდან აქტიურადაა ჩართული. მისი ექიმები მრავალ წარმატებას აღწევენ სამედიცინო დარგში. განსაკუთრებით აქტიურობს ონკოლოგიური განყოფილება, სადაც მიიჩნევენ, რომ ახალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე აღჭურვილობის გარდა, აუცილებელია ექიმებიც „აღიჭურვონ” ახალ-ახალი ცოდნით, გამოცდილებით და მიგნებებით.

თოდუას კლინიკის ამ აქტიურ სამეცნიერო მუშაობაზე მისი ექიმი-ონკოლოგი, თამარ ესაკია გვესაუბრება, რომელიც თვითონაც გამუდმებით მუშაობს კვლევებზე და მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებში.

თამარ, გვითხარით, რა მნიშვნელობისაა საერთაშორისო ასპარეზზე მოღვაწეობა თოდუას კლინიკისთვის და რატომ უთმობთ ამას დროს?

პაციენტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მათ მივაწოდოთ ხარისხიანი მკურნალობა. მეორე მხრივ, ჩვენთვის, ექიმებისთვისაა საინტერესო, რადგან ეს პროფესიულ ზრდაში გვეხმარება. თოდუას კლინიკა ტრადიციულად ყოველთვის იღებდა მონაწილეობას სხვადასხვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში, ეს ჯერ კიდევ ფრიდონ თოდუას დროს ერთგვარი დაუწერელი კანონი იყო. ახლა, მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ სიახლეებზე ვიყოთ ორიენტირებულნი, ამ მნიშვნელოვან ტრადიციას მაინც არ ვუხვევთ და აქტიურად ვაგრძელებთ. მეტიც, საკმაოდ წახალისებულია ექიმებისთვის სამეცნიერო აქტივობები, რადგან წლის ბოლოს ანგარიშსაც კი გვთხოვენ, სადაც იქნება იმ აქტივობებისა და პუბლიკაციების ჩამონათვალი, რომლებიც განვახორციელეთ წლის განმავლობაში.

რას გულისხმობს საერთაშორისო ასპარეზზე აქტივობების დაგეგმვა და რომელ პროექტებს გამოარჩევდით, სადაც მონაწილეობთ ხოლმე?

თოდუას კლინიკაში გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება: პირველი, საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში მონაწილეობა სხვა ქვეყნებთან ერთად. მეორე კი, ჩვენთვის ძალიან საამაყო – ის, რომ თავადაც ვატარებთ კვლევებს საქართველოში, ვწერთ სტატიებს და შემდეგ ვაზიარებთ მათ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ კონფერენციაზე. მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ფილტვის კიბოსა და მელანომას საერთაშორისო კვლევა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თოდუას კლინიკა და რომლის შედეგებიც რამდენიმე საერთაშორისო კონგრესზე იყო წარდგენილი ჩვენი კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ანა ბარამიძის მიერ, მათ შორის ESMO-ს, ანუ ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების იმუნო-ონკოლოგიის კონგრესზე, სადაც ჩვენ წარდგენილები ვიყავით როგორც პოსტერის, ისე მოხსენების სახით. აგრეთვე, შემიძლია დავასახელო ფილტვის კიბოს ევროპის კონგრესი და ევროპის დერმატოონკოლოგიის ასოციაციის კონგრესი. და ყველაზე მეტად რაც გვეამაყება –ბოლო წლებია ვმონაწილეობთ ამერიკის კლინიკური ონკოლოგიის საზოგადოების კონგრესზეც, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულების ყველაზე დიდი კონგრესია მსოფლიოში. გასულ წელს აქ თოდუას კლინიკის ორი კვლევით ვიყავით წარდგენილნი, წელს კი წარმოვადგინეთ თოდუას კლინიკის ორი კვლევა და ერთი საერთაშორისო კლინიკური კვლევის პოსტერი, რომლის წარდგინებაც თოდუას კლინიკის სახელით ხდებოდა. ასევე გამოვყოფდი თოდუას კლინიკის პილოტურ კვლევას ფილტვის კიბოს სკრინინგის შესახებ, რომელიც ჩვენი კლინიკის რადიოლოგებთან კოლაბორაციის სახით ჩატარდა და ასევე იყო წარდგენილი ფილტვის კიბოს მსოფლიო კონფერენციაზე.

რა რესურსებს მოითხოვს მსგავსი ტიპის აქტივობები ექიმისგან?

მსგავსი ტიპის აქტივობები ექიმისგან საკმაოდ დიდ შრომასა და დროს მოითხოვს. სამუშაოებს ძირითადად ვატარებთ საღამოს საათებში, როდესაც პაციენტები არ არიან ვიზიტზე ჩაწერილები. პირველ რიგში, ვიწყებთ ჩვენთვის საინტერესო თემაზე იმ მასალის მოგროვებას, რომელიც უკვე არსებობს, ინფორმაციის სტატისტიკურ დამუშავებას და შემდეგ ვწერთ ნაშრომს, რომლის აბსტრაქტსაც ვაგზავნით საჭირო კონგრესებსა თუ კონფერენციებზე და დადასტურების მერე ვიწყებთ მოხსენებისა თუ პოსტერის მომზადებას, რომელიც უნდა წარვადგინოთ ადგილზე. ყველაფერი ეს ჯამში საკმაოდ შრომატევადია, თუმცა ამის გარეშე ექიმი ვერ განვითარდება. ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ არა მარტო თოდუას კლინიკას წარვადგენთ მსგავს კონფერენციებზე, არამედ საქართველოს სახელით ვმონაწილეობთ და ღირსეულად უნდა წარმოვაჩინოთ ის საერთაშორისო ასპარეზზე.

მინდა აღვნიშნო რეზიდენტების ჩართულობაც.ჩვენი უმცროსი ექიმები, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლის პროცესში არიან, ძალიან აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში. ერთ-ერთი მათგანი უკვე არის ევროპის ახალგაზრდა ონკოლოგთა ასოციაციის კომიტეტის წევრი. რეზიდენტები ასევე აქტიურად წერენ პუბლიკაციებსა და სტატიებს.

ბოლოს რომელ კონგრესზე/კონფერენციაზე ბრძანდებოდით და რით იყო ის საინტერესო?

სულ ახლახან ვიყავით ევროპის სამედიცინო ონკოლოგთა საზოგადოების კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების კონგრესზე, სადაც წარდგენილები ვიყავით ჩვენი კვლევით კუჭის კიბოს შესახებ. ეს არის მიმართულება, რომელზეც მე ძალიან ბევრს ვმუშაობ ჩემს ევროპელ ხელმძღვანელთან ერთად, რომელიც კემბრიჯის უნივერსიტეტში მუშაობს და არის წამყვანი ევროპელი ონკოლოგი კუჭ-ნაწლავის სიმსივნეების მიმართულებით და ამერიკაშიც მქონდა წარდგენილი ამ დაავადების შესახებ კვლევა. რა თქმა უნდა, ასეთი ფორმის თანამშრომლობები დიდ გამოცდილებას გვაძლევს, რომელთაც შემდეგ პრაქტიკაშიც ვიყენებთ.

ზოგადად, მედიცინა დგას მსგავსი ტიპის კვლევებზე. კვლევა შეიძლება იყოს როგორც დიდი, ისე პატარა. ზოგიერთი მათგანი იმდენად მასშტაბურია, რომ მთლიანად ცვლის სამედიცინო პრაქტიკასა და სტანდარტებს. ნებისმიერმა სამედიცინო მეთოდმა თუ მკურნალობამ კვლევის ეტაპი უნდა გაიაროს, იმისთვის რომ ექიმებმა შევძლოთ ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება პაციენტებში ან უკეთესი მკურნალობის დანერგვა. ამიტომ თავისთავად ეს კონფერენციები და საერთაშორისო გამოცდილებები დიდი პრაქტიკაა ჩვენთვის.

რა როლს ასრულებს ასეთი კვლევები და აქტივობები არა მხოლოდ კონკრეტული კლინიკის, არამედ ქვეყნის განვითარებაში?

გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა, უაღრესად მნიშვნელოვანია გვქონდეს ისეთი აქტივობები, როგორებზეც ზემოთ ვისაუბრეთ. ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი ვალდებული არის, თავისი წვლილი შეიტანოს ამ განვითარებაში, რათა განვითარებულ სამყაროს ვაჩვენოთ, რომ ჩვენც შეგვიძლია ჩვენი სიტყვა ვთქვათ სხვადასხვა სფეროში. ჩემთვის პირადად ძალიან სასიამოვნოა ხოლმე, როდესაც საერთაშორისო კონფერენციებზე საქართველოს სახელი ჟღერს.

R