პოლიტიკა
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს..." - ცნობილია, რაზე შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთი: ერთობლივ დოკუმენტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს
"პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს..." - ცნობილია, რაზე შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთი: ერთობლივ დოკუმენტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ სა­ქარ­თვე­ლო­სა და ჩი­ნეთს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის დამ­ყა­რე­ბის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

  • რო­გორც დო­კუ­მენ­ტშია აღ­ნიშ­ნუ­ლი, პარტნი­ო­რო­ბა შემ­დეგ ოთხ გან­ზო­მი­ლე­ბას მო­ი­ცავს: პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, ხალ­ხთა შო­რი­სი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა; სა­ერ­თა­შო­რი­სო.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 2023 წლის 26 ივ­ლი­სი­დან 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე ჩი­ნეთ­ში ვი­ზი­ტის დროს ქ. ჩენგდუ­ში ეს­წრე­ბო­და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სპორ­ტუ­ლი ფე­დე­რა­ცი­ის (FISU) 31-ე მსოფ­ლიო სა­ზა­ფხუ­ლო თა­მა­შებს. ვი­ზი­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი სი ძინ­პი­ნი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს ქ. ჩენგდუ­ში შეხ­ვდა, ხოლო ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ლი ცი­ა­ნი – ქ. პე­კინ­ში. მხა­რე­ებს შო­რის წა­რი­მარ­თა სიღ­რმი­სე­უ­ლი სა­უ­ბა­რი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, ურ­თი­ერთ-ხელ­საყ­რე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ და მიღ­წე­უ­ლი იქნა ფარ­თო კონ­სენ­სუ­სი. მხა­რე­ებ­მა მი­ი­ღეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის ხა­რისხში აიყ­ვა­ნონ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

მხა­რე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ 1992 წლის 9 ივ­ნისს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბის დღი­დან ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ნა­ყო­ფი­ე­რი შე­დე­გე­ბის მომ­ტა­ნია სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. სა­ერ­თა­შო­რი­სო და რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბის ინ­ტენ­სი­უ­რი და კომ­პლექ­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­ზე, მხა­რე­ე­ბი იზი­ა­რე­ბენ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გა­ა­ფარ­თო­ვონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა პო­ლი­ტი­კურ, ეკო­ნო­მი­კურ და კულ­ტუ­რულ სფე­რო­ებ­ში, გა­აძ­ლი­ე­რონ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­კი­თხებ­ში, გა­აღ­რმა­ვონ ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ერ­თობ­ლი­ვად უზ­რუნ­ველ­ყონ რე­გი­ო­ნა­ლუ­რი და გლო­ბა­ლუ­რი მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა და გან­ვი­თა­რე­ბა.

პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა: 1.1. მხა­რე­ე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ პა­ტი­ვის­ცე­მას ყვე­ლა ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბი­სად­მი. სა­ქარ­თვე­ლო მტკი­ცედ ემ­ხრო­ბა ერ­თი­ა­ნი ჩი­ნე­თის პრინ­ციპს.

1.2. მხა­რე­ე­ბი ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ არ­სე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მდგო­მა­რე­ო­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ჩი­ნეთ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი ორ­მხრი­ვი კავ­ში­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბამ საგ­რძნობ­ლად იმა­ტა. მხა­რე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს მი­იჩ­ნე­ვენ მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რე­ბად, ხოლო ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას თა­ვი­ან­თი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის პრი­ო­რი­ტე­ტად მი­იჩ­ნე­ვენ.

1.3. სა­ქარ­თვე­ლოს სწამს, რომ ჩი­ნე­თის მო­დერ­ნი­ზა­ცია ახალ გზას და ახალ არ­ჩე­ვანს სთა­ვა­ზობს კა­ცობ­რი­ო­ბას მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის მი­საღ­წე­ვად. მხა­რე­ე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზა­ო­ბას მმარ­თვე­ლო­ბის სფე­რო­ში არ­სე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გაც­ვლის კუ­თხით, სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

1.4. მხა­რე­ე­ბი მზად არი­ან გა­აძ­ლი­ე­რონ მა­ღა­ლი დო­ნის პო­ლი­ტი­კუ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე სა­კი­თხებ­ზე და გა­ამ­ყა­რონ სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერთ-ნდო­ბა.

1.5. მხა­რე­ე­ბი ხაზს უს­ვა­მენ ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ორ­გა­ნო­ებს, ისე­ვე რო­გორც პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფებ­სა და პარ­ტი­ებს შო­რის კავ­ში­რე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას, რათა მოხ­დეს გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით.

1.6. ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩი­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხა­რე­ე­ბი ხაზს უს­ვა­მენ ორი ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ებს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას მრა­ვა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით და სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე, ისე­ვე რო­გორც კო­მუ­ნი­კა­ცი­ი­სა და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას შე­სა­ბა­მის რე­გი­ო­ნა­ლურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში.

ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ზო­მი­ლე­ბა: 2.1. მხა­რე­ე­ბი მი­ე­სალ­მე­ბი­ან ბოლო წლებ­ში ორ­მხრი­ვი ვაჭ­რო­ბის მდგრად ზრდას და გა­მო­ხა­ტა­ვენ მზა­ო­ბას მის შემ­დგომ მა­ტე­ბას­თან მი­მარ­თე­ბით, მისი სტრუქ­ტუ­რის ოპ­ტი­მი­ზა­ცი­ას­თან, სა­სა­ქონ­ლო ნო­მენკლა­ტუ­რის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან, სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩი­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქონ­ლი­სა და მომ­სა­ხუ­რე­ბის ექ­სპორ­ტის ზრდას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

2.2. სა­ქარ­თვე­ლო მი­ე­სალ­მე­ბა ჩი­ნე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი „სარ­ტყე­ლი­სა და გზის” ინი­ცი­ა­ტი­ვას. მხა­რე­ებ­მა ხელი მო­ა­წე­რეს დო­კუ­მენ­ტებს, მათ შო­რის ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბებს შო­რის ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გეგ­მას ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში, რათა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მეტი ძა­ლი­თა და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბით წა­რი­მარ­თოს. მხა­რე­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ დარ­გობ­რი­ვი პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში კო­ორ­დი­ნა­ცი­ა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბის სი­ნერ­გი­ას ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში; გა­აღ­რმა­ვე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბა­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში; მი­ემ­ხრო­ბი­ან კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პრინ­ციპს სა­ერ­თო სარ­გებ­ლის მი­სა­ღე­ბად; ხელს შე­უ­წყო­ბენ ღია, მწვა­ნე და სუფ­თა თა­ნამ­შრომ­ლო­ბას „სარ­ტყე­ლი­სა და გზის” ინი­ცი­ა­ტი­ვის მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბის­თვის და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

2.3. მხა­რე­ე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას ხელი შე­უ­წყონ ორ­მხრივ ინ­ვეს­ტი­ცი­ებ­სა და ვაჭ­რო­ბას; მხა­რე­ე­ბი მო­ახ­დე­ნენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბას ტრან­სპორ­ტის, კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­დერ­ნი­ზა­ცი­ის, შუა დე­რეფ­ნის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბის, ციფ­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის, წარ­მო­ე­ბის, სარ­კი­ნიგ­ზო ქსე­ლე­ბის გა­ნახ­ლე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბის, წყლის რე­სურ­სე­ბის, გა­რე­მოს დაც­ვის, გა­უ­დაბ­ნო­ე­ბას­თან ბრძო­ლის, წყლის დე­მი­ნე­რა­ლი­ზა­ცი­ის, სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის შე­ფა­სე­ბის, და­სავ­ლე­თის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბაზ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩი­ნუ­რი პრო­დუქ­ცი­ის შე­უ­ფერ­ხე­ბე­ლი ექ­სპორ­ტის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს სატ­რან­ზი­ტო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­მო­ყე­ნე­ბის, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი მიღ­წე­ვე­ბი­სა და ნოუ-ჰაუს გა­ზი­ა­რე­ბის, სა­კად­რო რე­სურ­სე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბის მიზ­ნით.

2.4. ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა და სა­ქარ­თვე­ლო 2018 წლი­დან იღე­ბენ სარ­გე­ბელს თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შე­თან­ხმე­ბი­დან, რა­მაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი როლი ითა­მა­შა ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სფე­რო­ში. ქვეყ­ნე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას ხსე­ნე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში; ურ­თი­ერთ-ხელ­საყ­რე­ლი შე­დე­გე­ბის მი­სა­ღე­ბად მხარს და­უ­ჭე­რენ ეკო­ნო­მი­კურ და სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს ჩი­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო და კერ­ძო სექ­ტო­რის სუ­ბი­ექ­ტებს შო­რის; აქ­ტი­უ­რად მოხ­დე­ბა ხსე­ნე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

2.5. მხა­რე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ მზა­ო­ბას ჩი­ნეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი და სა­ვაჭ­რო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის კო­მი­სი­ის შემ­დე­გი სხდო­მის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, რათა გაძ­ლი­ერ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ზი­ა­რე­ბა ვაჭ­რო­ბის, ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის, ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მიზ­ნით ხსე­ნე­ბუ­ლი კო­მი­სი­ის ფორ­მატ­ში, რაც გა­აძ­ლი­ე­რებს ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ხა­რისხსა და ეფექ­ტუ­რო­ბას.

2.6. ჩი­ნე­თი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს აქ­ტი­ურ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ჩი­ნე­თის იმ­პორ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა­ში. ჩი­ნე­თი მხარს უჭერს ქარ­თულ სა­წარ­მო­ებს ჩი­ნე­თის ელექტრო­ნუ­ლი ვაჭ­რო­ბის პლატ­ფორ­მებ­ზე სა­ქონ­ლის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით.

2.7. მხა­რე­ე­ბი გა­მო­ხა­ტა­ვენ მზა­ო­ბას ტუ­რიზ­მის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გა­სა­აქ­ტი­უ­რებ­ლად, რათა მოხ­დეს დარ­გის სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბა. ჩი­ნე­თი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ისეთ ტუ­რის­ტულ გა­მო­ფე­ნებ­ში, რო­გო­რი­ცაა ჩი­ნე­თის ყო­ველ­წლი­უ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ტუ­რის­ტუ­ლი ბა­ზა­რი.

2.8. ჩი­ნე­თი მხარს უჭერს და ხაზს უს­ვამს თბი­ლის­ში აბ­რე­შუ­მის გზის მე-4 ფო­რუ­მის მნიშ­ვნე­ლო­ბას, რომ­ლის თემა გახ­ლავთ „დღე­ვან­დე­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლო­ბა, ვა­ლინ­დე­ლი მდგრა­დო­ბის­თვის” და რო­მე­ლიც 2023 წლის 26-27 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა ქ. თბი­ლის­ში.

2.9. ჩი­ნეთ­სა და ევ­რო­პის ცენ­ტრა­ლურ და აღ­მო­სავ­ლეთ ქვეყ­ნებს შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლო მი­იჩ­ნევს პრაგ­მა­ტულ, ღია და ურ­თი­ერთ-სა­სარ­გებ­ლო რე­გი­ო­ნა­ლუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პლატ­ფორ­მად. ჩი­ნე­თი მი­ე­სალ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რესს ამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­ქა­ნიზ­მში ჩა­ერ­თოს დამ­კვირ­ვებ­ლის რან­გში.

2.10. ჩი­ნე­თი შე­ის­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს მიერ სო­ცი­ა­ლუ­რი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად პრე­ფე­რენ­ცი­უ­ლი დაკ­რე­დი­ტე­ბის სა­კითხს.

ხალ­ხთა შო­რი­სი და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის გან­ზო­მი­ლე­ბა: 3.1. ახალ პი­რო­ბებ­ში ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხა­რე­ე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზა­ო­ბას აქ­ტი­უ­რად აწარ­მო­ონ სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, გა­ნა­ახ­ლონ შე­თან­ხმე­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც 1993 წელს იქნა ხელ­მო­წე­რი­ლი ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რის.

3.2. ხალ­ხთა შო­რის კავ­ში­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სფე­რო­ში მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან გა­აძ­ლი­ე­რონ კულ­ტუ­რუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. წა­ხა­ლის­დე­ბა ორი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს შო­რის ვი­ზი­ტე­ბი, გაძ­ლი­ერ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ტუ­რიზ­მის, ჯან­დაც­ვის, ახალ­გაზ­რდო­ბის საქ­მე­თა და სპორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ამას­თა­ნა­ვე, გაძ­ლი­ერ­დე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის, პრე­სის და სა­ჯა­რო დიპ­ლო­მა­ტი­ის სფე­რო­ებ­ში.

3.3. მხა­რე­ე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან ჩი­ნე­თი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის წლე­ბის აღ­ნიშ­ვნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას და გა­აგ­რძე­ლე­ბენ კონ­სულ­ტა­ცი­ებს კულ­ტუ­რუ­ლი ცენ­ტრე­ბის და­სა­არ­სებ­ლად, რა­საც შე­სა­ბა­მი­სი ხელ­შე­წყო­ბა ექ­ნე­ბა.

3.4. მხა­რე­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ებ­ში. გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი, გაძ­ლი­ერ­დე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის კო­მერ­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ის სფე­რო­ში, გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბი.

3.5. მხა­რე­ე­ბი ხელს შე­უ­წყო­ბენ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ერ­თობ­ლი­ვი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის მსგავ­სი პრაქ­ტი­კუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას; წა­ხა­ლის­დე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მიერ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ციფ­რუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო რე­სურ­სე­ბის სრუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა და მათი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ ფორ­მა­ტებ­ში. მხა­რე­ე­ბი ხელს შე­უ­წყო­ბენ სტუ­დენ­ტე­ბის ურ­თი­ერთ-გაც­ვლას და ერ­თობ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბას, სამ­თავ­რო­ბო სას­ტი­პენ­დიო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სა და სხვა სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

3.6. მხა­რე­ე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭე­ბენ ენე­ბის შეს­წავ­ლის მიზ­ნით გაც­ვლი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის პროგ­რა­მებს, წა­ა­ხა­ლი­სე­ბენ ორი­ვე ქვეყ­ნის სკო­ლებს ჩი­ნუ­რი და ქარ­თუ­ლი ენე­ბის შეს­წავ­ლის­კენ; მზა­ო­ბას გა­მოთ­ქვა­მენ ენის პე­და­გო­გე­ბის გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სა და გა­დამ­ზა­დე­ბის­თვის; მხარს უჭე­რენ კონ­ფუ­ცის ინ­სტი­ტუ­ტე­ბის (საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბის) გან­ვი­თა­რე­ბას.

სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ზო­მი­ლე­ბა: 4.1. მხა­რე­ე­ბი გა­აძ­ლი­ე­რე­ბენ კო­ორ­დი­ნა­ცი­ას და თა­ნამ­შრომ­ლო­ბას რე­გი­ო­ნა­ლურ და სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­მე­ებ­ში, ჭეშ­მა­რი­ტი მულ­ტი­ლა­ტე­რა­ლიზ­მის ერ­თობ­ლივ მხარ­და­ჭე­რას; მტკი­ცედ და­ი­ცა­ვენ გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ირ­გვლივ შექ­მნილ სა­ერ­თა­შო­რი­სო სის­ტე­მას, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თალ­ზე და­ფუძ­ნე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რიგს, გა­ე­როს წეს­დე­ბის მიზ­ნებ­სა და პრინ­ცი­პებ­ზე დამ­ყა­რე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ძი­რე­ულ ნორ­მებს; წა­ა­ხა­ლი­სე­ბენ ახა­ლი სა­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის და­ნერგვას.

4.2. მხა­რე­ე­ბი მხარს უჭე­რენ კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის – მშვი­დო­ბის, გან­ვი­თა­რე­ბის, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ხელ­შე­წყო­ბას; პა­ტივს სცე­მენ ყვე­ლა ხალ­ხის და­მო­უ­კი­დე­ბელ არ­ჩე­ვანს მათი ეროვ­ნუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­სა­ბა­მი­სი გან­ვი­თა­რე­ბის გზის გან­სა­ზღვრა­ში და ხელს უწყო­ბენ კა­ცობ­რი­ო­ბის სა­ერ­თო მო­მავ­ლის მქო­ნე სა­ზო­გა­დო­ე­ბის შექ­მნას.

4.3. სა­ქარ­თვე­ლო მხარს უჭერს ჩი­ნე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას და მზა­დაა აქ­ტი­უ­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღოს ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში წარ­მო­ე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ში, რათა დაჩ­ქარ­დეს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის 2030 წლის­თვის გა­წე­რი­ლი მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის დღის წეს­რი­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა.

4.4. სა­ქარ­თვე­ლო მხარს უჭერს ჩი­ნე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვას. მხა­რე­ებს სურთ ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გლებ­ში და ერ­თობ­ლივ ძა­ლის­ხმე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ მშვი­დო­ბი­ა­ნი და სტა­ბი­ლუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მოს­თვის, რე­გი­ონ­ში ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თო გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბი­სა და დაც­ვის­თვის.

4.5. სა­ქარ­თვე­ლო მხარს უჭერს ჩი­ნე­თის მიერ შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვას. მხა­რე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ ხსე­ნე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად“,- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 28 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კ ო მ ბ ლ ე
6

ძალიან დიდი მაყუთი შემოვა, ძალიან დიდი, მაგრამ ფაქტი ერთია „„იქ სიმართლეს რა უნდა, სადაც ბევრი ფულია““ იეთიმ გურჯის ნათქვამი არ დაგავიწყდეთ. სიმართლე და სამართლიანობა დაივიწყეთ!

თუ პორტების ფასია ჩვენგან გასაღები, მაგის ნახევარ ფასად შეგვეძლო რუსეთთან საქმის დალაგება, რატომ არ დავალაგეთ, ჩინეთი შორსაა, რუსეთი აქვეა? ჩინეთიც ისევე გვერდით გვყავს, როგორც რუსეთი, ძალიან დიდი ფას ვიხდით, ძალიან დიდს, რეზულტატი კი, იქნება ნოლი! ნოოლი!

ჩვენ ტყეში ვართ და ცირკის დათვს ვპირდებით, თუ ცირკის დათვი გვპირდება საოცნებო დისლეილენდს აგიშენებთო.

რა გიხარიათ? ხაშურს მაინც არ ვთმოფთ და ეგ გახარებთ? მალადცი!

მურმანი
1

ამ შეთანხმების სწორად გამოყენება წარმატებულს გახდის საქართველოსსს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს..." - ცნობილია, რაზე შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთი: ერთობლივ დოკუმენტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

"პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს..." - ცნობილია, რაზე შეთანხმდნენ საქართველო-ჩინეთი: ერთობლივ დოკუმენტს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა.

  • როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარტნიორობა შემდეგ ოთხ განზომილებას მოიცავს: პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობა; საერთაშორისო.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2023 წლის 26 ივლისიდან 1-ელ აგვისტომდე ჩინეთში ვიზიტის დროს ქ. ჩენგდუში ესწრებოდა საერთაშორისო საუნივერსიტეტო სპორტული ფედერაციის (FISU) 31-ე მსოფლიო საზაფხულო თამაშებს. ვიზიტის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქ. ჩენგდუში შეხვდა, ხოლო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი – ქ. პეკინში. მხარეებს შორის წარიმართა სიღრმისეული საუბარი ორმხრივი ურთიერთობების, ურთიერთ-ხელსაყრელი საერთაშორისო და რეგიონალური საკითხების შესახებ და მიღწეული იქნა ფართო კონსენსუსი. მხარეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხში აიყვანონ ორმხრივი ურთიერთობები.

მხარეები მიიჩნევენ, რომ 1992 წლის 9 ივნისს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების დღიდან ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა ნაყოფიერი შედეგების მომტანია სხვადასხვა მიმართულებით. საერთაშორისო და რეგიონალური ვითარების ინტენსიური და კომპლექსური განვითარების ფონზე, მხარეები იზიარებენ ვალდებულებას გააფართოვონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში, გააძლიერონ თანამშრომლობა საერთაშორისო საკითხებში, გააღრმავონ ორმხრივი ურთიერთობები და ერთობლივად უზრუნველყონ რეგიონალური და გლობალური მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება.

პოლიტიკური განზომილება: 1.1. მხარეები ადასტურებენ პატივისცემას ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს.

1.2. მხარეები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ არსებული საერთაშორისო მდგომარეობისა და ეკონომიკური გლობალიზაციის პირობებში, ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებული ორმხრივი კავშირების მნიშვნელობამ საგრძნობლად იმატა. მხარეები ერთმანეთს მიიჩნევენ მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორებად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას თავიანთი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევენ.

1.3. საქართველოს სწამს, რომ ჩინეთის მოდერნიზაცია ახალ გზას და ახალ არჩევანს სთავაზობს კაცობრიობას მოდერნიზაციის მისაღწევად. მხარეები გამოთქვამენ მზაობას მმართველობის სფეროში არსებული გამოცდილების გაცვლის კუთხით, საერთო განვითარებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.

1.4. მხარეები მზად არიან გააძლიერონ მაღალი დონის პოლიტიკური კონსულტაციები საერთო ინტერესების მქონე საკითხებზე და გაამყარონ სტრატეგიული ურთიერთ-ნდობა.

1.5. მხარეები ხაზს უსვამენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს, ისევე როგორც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებს შორის კავშირების გაფართოების აუცილებლობას, რათა მოხდეს გამოცდილების გაზიარება და ურთიერთობის გამყარება სხვადასხვა მიმართულებით.

1.6. ორმხრივი ურთიერთობების გაფართოებისა და განვითარების მიმართულებით ჩინეთისა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, მხარეები ხაზს უსვამენ ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობას მრავალი მიმართულებით და სხვადასხვა დონეზე, ისევე როგორც კომუნიკაციისა და კონსულტაციების მნიშვნელობას შესაბამის რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ეკონომიკური განზომილება: 2.1. მხარეები მიესალმებიან ბოლო წლებში ორმხრივი ვაჭრობის მდგრად ზრდას და გამოხატავენ მზაობას მის შემდგომ მატებასთან მიმართებით, მისი სტრუქტურის ოპტიმიზაციასთან, სასაქონლო ნომენკლატურის გაფართოებასთან, საქართველოდან ჩინეთის მიმართულებით საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდასთან დაკავშირებით.

2.2. საქართველო მიესალმება ჩინეთის მიერ შემოთავაზებული „სარტყელისა და გზის” ინიციატივას. მხარეებმა ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, მათ შორის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს მთავრობებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში, რათა თანამშრომლობა მეტი ძალითა და შესაძლებლობებით წარიმართოს. მხარეები გააძლიერებენ დარგობრივი პოლიტიკის სფეროში კოორდინაციასა და განვითარებაზე ორიენტირებული გეგმების სინერგიას ხსენებული ინიციატივის ფარგლებში; გააღრმავებენ ურთიერთობასა და თანამშრომლობას სხვადასხვა სფეროში; მიემხრობიან კონსულტაციებისა და თანამშრომლობის პრინციპს საერთო სარგებლის მისაღებად; ხელს შეუწყობენ ღია, მწვანე და სუფთა თანამშრომლობას „სარტყელისა და გზის” ინიციატივის მიზნების რეალიზებისთვის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად.

2.3. მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ ორმხრივ ინვესტიციებსა და ვაჭრობას; მხარეები მოახდენენ თანამშრომლობის სტიმულირებას ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, შუა დერეფნის განვითარებისა და გაძლიერების, ციფრული ტექნოლოგიების, წარმოების, სარკინიგზო ქსელების განახლებისა და განვითარების, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის, წყლის რესურსების, გარემოს დაცვის, გაუდაბნოებასთან ბრძოლის, წყლის დემინერალიზაციის, სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასების, დასავლეთის სამომხმარებლო ბაზრების მიმართულებით ჩინური პროდუქციის შეუფერხებელი ექსპორტისთვის საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურის გამოყენების, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ნოუ-ჰაუს გაზიარების, საკადრო რესურსების გადამზადების მიზნით.

2.4. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა და საქართველო 2018 წლიდან იღებენ სარგებელს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების განვითარების სფეროში. ქვეყნები გააგრძელებენ თანამშრომლობის გაღრმავებას ხსენებული შეთანხმების ფარგლებში; ურთიერთ-ხელსაყრელი შედეგების მისაღებად მხარს დაუჭერენ ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთისა და საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის სუბიექტებს შორის; აქტიურად მოხდება ხსენებული შეთანხმების გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოყენება.

2.5. მხარეები გამოხატავენ მზაობას ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობის კომისიის შემდეგი სხდომის ჩასატარებლად, რათა გაძლიერდეს ინფორმაციის გაზიარება ვაჭრობის, ინვესტიციების, ინფრასტრუქტურისა და სხვა მიმართულებით თანამშრომლობის მიზნით ხსენებული კომისიის ფორმატში, რაც გააძლიერებს ორმხრივი ურთიერთობების ხარისხსა და ეფექტურობას.

2.6. ჩინეთი მიესალმება საქართველოს აქტიურ მონაწილეობას ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში. ჩინეთი მხარს უჭერს ქართულ საწარმოებს ჩინეთის ელექტრონული ვაჭრობის პლატფორმებზე საქონლის რეალიზაციის მიზნით.

2.7. მხარეები გამოხატავენ მზაობას ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გასააქტიურებლად, რათა მოხდეს დარგის საერთო განვითარება. ჩინეთი მიესალმება საქართველოს მონაწილეობას ისეთ ტურისტულ გამოფენებში, როგორიცაა ჩინეთის ყოველწლიური საერთაშორისო ტურისტული ბაზარი.

2.8. ჩინეთი მხარს უჭერს და ხაზს უსვამს თბილისში აბრეშუმის გზის მე-4 ფორუმის მნიშვნელობას, რომლის თემა გახლავთ „დღევანდელი დაკავშირებულობა, ვალინდელი მდგრადობისთვის” და რომელიც 2023 წლის 26-27 ოქტომბერს გაიმართება ქ. თბილისში.

2.9. ჩინეთსა და ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის თანამშრომლობას საქართველო მიიჩნევს პრაგმატულ, ღია და ურთიერთ-სასარგებლო რეგიონალური თანამშრომლობის პლატფორმად. ჩინეთი მიესალმება საქართველოს ინტერესს ამ თანამშრომლობის მექანიზმში ჩაერთოს დამკვირვებლის რანგში.

2.10. ჩინეთი შეისწავლის საქართველოს მიერ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად პრეფერენციული დაკრედიტების საკითხს.

ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება: 3.1. ახალ პირობებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საჭიროების გათვალისწინებით, მხარეები გამოთქვამენ მზაობას აქტიურად აწარმოონ სამეცნიერო და ტექნოლოგიური თანამშრომლობა, განაახლონ შეთანხმება მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ, რომელიც 1993 წელს იქნა ხელმოწერილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის.

3.2. ხალხთა შორის კავშირებისა და კულტურული ურთიერთობების სფეროში მეგობრული დამოკიდებულებისა და თანამშრომლობის დიდი პოტენციალის გათვალისწინებით, მხარეები თანხმდებიან გააძლიერონ კულტურული თანამშრომლობა. წახალისდება ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის ვიზიტები, გაძლიერდება თანამშრომლობა ტურიზმის, ჯანდაცვის, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის მიმართულებით. ამასთანავე, გაძლიერდება ურთიერთობები კინემატოგრაფიის, პრესის და საჯარო დიპლომატიის სფეროებში.

3.3. მხარეები შეისწავლიან ჩინეთისა და საქართველოს კულტურის წლების აღნიშვნის შესაძლებლობას და გააგრძელებენ კონსულტაციებს კულტურული ცენტრების დასაარსებლად, რასაც შესაბამისი ხელშეწყობა ექნება.

3.4. მხარეები გააძლიერებენ თანამშრომლობას მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სფეროებში. განხორციელდება პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების გაცვლითი პროგრამები, გაძლიერდება თანამშრომლობა მეცნიერებისა და ახალი ტექნოლოგიების კომერციალიზაციის სფეროში, განხორციელდება ერთობლივი პროექტები.

3.5. მხარეები ხელს შეუწყობენ უნივერსიტეტებს ერთობლივი სასწავლო პროგრამების მსგავსი პრაქტიკული თანამშრომლობის განხორციელებას; წახალისდება უნივერსიტეტების მიერ მაღალი ხარისხის ციფრული საგანმანათლებლო რესურსების სრული გამოყენება და მათი გათვალისწინება თანამშრომლობის ონლაინ და ოფლაინ ფორმატებში. მხარეები ხელს შეუწყობენ სტუდენტების ურთიერთ-გაცვლას და ერთობლივ განვითარებას, სამთავრობო სასტიპენდიო ინსტრუმენტებისა და სხვა საშუალებების გამოყენებით.

3.6. მხარეები მნიშვნელობას ანიჭებენ ენების შესწავლის მიზნით გაცვლისა და თანამშრომლობის პროგრამებს, წაახალისებენ ორივე ქვეყნის სკოლებს ჩინური და ქართული ენების შესწავლისკენ; მზაობას გამოთქვამენ ენის პედაგოგების გაცვლითი პროგრამების განხორციელებისა და გადამზადებისთვის; მხარს უჭერენ კონფუცის ინსტიტუტების (საკლასო ოთახების) განვითარებას.

საერთაშორისო განზომილება: 4.1. მხარეები გააძლიერებენ კოორდინაციას და თანამშრომლობას რეგიონალურ და საერთაშორისო საქმეებში, ჭეშმარიტი მულტილატერალიზმის ერთობლივ მხარდაჭერას; მტკიცედ დაიცავენ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ირგვლივ შექმნილ საერთაშორისო სისტემას, საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, გაეროს წესდების მიზნებსა და პრინციპებზე დამყარებულ საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველზე ძირეულ ნორმებს; წაახალისებენ ახალი სახის საერთაშორისო ურთიერთობების დანერგვას.

4.2. მხარეები მხარს უჭერენ კაცობრიობის საერთო ღირებულებების – მშვიდობის, განვითარების, თანამშრომლობის, სამართლიანობის, დემოკრატიისა და თავისუფლების ხელშეწყობას; პატივს სცემენ ყველა ხალხის დამოუკიდებელ არჩევანს მათი ეროვნული შესაძლებლობების შესაბამისი განვითარების გზის განსაზღვრაში და ხელს უწყობენ კაცობრიობის საერთო მომავლის მქონე საზოგადოების შექმნას.

4.3. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური განვითარების ინიციატივას და მზადაა აქტიური მონაწილეობა მიიღოს ხსენებული ინიციატივის ფარგლებში წარმოებულ თანამშრომლობაში, რათა დაჩქარდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელება.

4.4. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას. მხარეებს სურთ ურთიერთობისა და თანამშრომლობის გაძლიერება ხსენებული ინიციატივის ფარგლებში და ერთობლივ ძალისხმევას ახორციელებენ მშვიდობიანი და სტაბილური საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოსთვის, რეგიონში ქვეყნების საერთო განვითარების ხელშეწყობისა და დაცვისთვის.

4.5. საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებული გლობალური ცივილიზაციის ინიციატივას. მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ ხსენებული ინიციატივის განსახორციელებლად“,- ნათქვამია განცხადებაში.