პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 კილო დავიკელი, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ... ბოლო ერთი წელია კვირა დღესაც არ დამისვენია" - როგორ ახერხებს გიორგი ღოღობერიძე დატვირთულ რეჟიმთან გამკლავებას?
"15 კილო დავიკელი, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ... ბოლო ერთი წელია კვირა დღესაც არ დამისვენია" - როგორ ახერხებს გიორგი ღოღობერიძე დატვირთულ რეჟიმთან გამკლავებას?

"ყო­ვე­ლი დღე გან­სხვა­ვე­ბულს გხდის, ვიდ­რე იყა­ვი. ონ­კო­ლო­გი რომ გავ­ხდი, პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი სხვა­ნა­ი­რი იყო. ახლა ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა ვარ, ერთი წლის მერე სხვა ვიქ­ნე­ბი. ყო­ველ დღე, წელი იც­ვლე­ბა და წი­ნას­წარ ვერ გა­მო­იც­ნობ, წინ რა გე­ლო­დე­ბა... ონ­კო­ლო­გია მარ­თლაც სა­რის­კო სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­აა, აქ ყო­ველ­თვის შე­იძ­ლე­ბა, რა­ღაც გა­დაგხდეს თავს და ამის­თვის წი­ნას­წარ ვერ მო­ემ­ზა­დე­ბი,“ - გვე­უბ­ნე­ბა უკვე კარ­გად ცნო­ბი­ლი ექი­მი-ონ­კო­ლო­გი გი­ორ­გი ღო­ღო­ბე­რი­ძე.

გი­ორ­გის ბევ­რი საქ­მის ერ­თდრო­უ­ლად, პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში კე­თე­ბა უწევს - მუ­შა­ობს პა­ცი­ენ­ტებ­თან, სწავ­ლობს, ლექ­ცი­ებს კი­თხუ­ლობს, აბი­ტუ­რი­ენ­ტებს გზის გაკ­ვლე­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა, მიჰ­ყავს გა­და­ცე­მე­ბი... ის სა­კუ­თარ თავს მუდ­მი­ვად გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს. რო­გორ უმკლავ­დე­ბა ამ­დენ საქ­მეს, ახერ­ხებს თუ არა დას­ვე­ნე­ბას, ასე­თი დატ­ვირ­თვა ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ უქ­მნის თუ არა პრობ­ლე­მებს, ამა­ზე AMBEBI.GE-ს თა­ვად უამ­ბობს.

- ამის მთე­ლი არსი ის არის, რომ არ­სე­ბობს ინ­ტე­რე­სი და როცა ინ­ტე­რე­სია, საქ­მის კე­თე­ბა ვერ და­გე­ზა­რე­ბა. მე არ ვიღ­ვი­ძებ დაღ­ლი­ლი, დღეს რა წავა კლი­ნი­კა­ში, რამ­დე­ნი საქ­მე მაქვს, - ამ გან­წყო­ბით. ნე­ბის­მი­ე­რი საქ­მე, რა­საც ვა­კე­თებ, მსი­ა­მოვ­ნებს. შევ­დი­ვარ კლი­ნი­კა­ში, ვნა­ხუ­ლობ პა­ცი­ენ­ტებს, ეს პრო­ცე­სი მომ­წონს, თან გინ­და, რომ ყვე­ლას და­ეხ­მა­რო, იმე­დით გი­ყუ­რე­ბენ და შენც ეხ­მა­რე­ბი. ამის მერე სტუ­დენ­ტებ­თან მივ­დი­ვარ და იმათ ვეხ­მა­რე­ბი, მათ­თან ერ­თად გან­ვიც­დი, ეს პრო­ცე­სიც სა­ინ­ტე­რე­სოა. სტუ­დენ­ტე­ბიც სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რე­ბი არი­ან, მათ­თან სხვა­დას­ხვა სა­გა­ნია გა­სავ­ლე­ლი. ნა­წი­ლი ამე­რი­კის გა­მოც­დებს აბა­რებს და ნა­წილს - ჩვე­ნი გა­მოც­დე­ბი აქვს ჩა­სა­ბა­რე­ბე­ლი... არი­ან ასე­ვე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც თა­ვის სა­მე­დი­ცი­ნო კა­რი­ე­რას იწყე­ბენ, რომ­ლებ­საც გზას ვუკ­ვა­ლავ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა, ისე გა­დის მთე­ლი დღე, რომ ფი­ზი­კუ­რად საჭ­მლის ჭა­მა­საც ვერ ვას­წრებ და ამა­ზე არც ვფიქ­რობ, უბ­რა­ლოდ არ მშია...

- რა რე­სურ­სით ახერ­ხებ ამ­დენს? არ იღ­ლე­ბი?

- არ­დაღ­ლის მი­ზე­ზი სწო­რედ მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ეს ენერ­გი­ის გა­ახ­ლე­ბის მი­ზე­ზი­ცაა. ენერ­გია კი იმის ხარ­ჯზე ახ­ლდე­ბა, რომ ყო­ვე­ლი დღე უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე წინა იყო, უფრო ახა­ლი და ყო­ველ­თვის არის მიზ­ნე­ბი. ერთ საქ­მეს რუ­ტი­ნუ­ლად კი არ ვა­კე­თებ, არა­მედ მაქვს მი­ზა­ნი, ეს მი­ზა­ნი ყო­ველ ჯერ­ზე ახალ სა­ფე­ხურ­ზე გა­დამ­ყავს. უფრო ბრძო­ლის სურ­ვი­ლი მიჩ­ნდე­ბა. მე სხვა­ზე არ ვმუ­შა­ობ, ყო­ველ­თვის სა­კუ­თარ თავ­ზე. ამი­ტომ თვი­თონ ვარ ჩემი თა­ვის და­ვა­ლე­ბის მიმ­ცე­მი, შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, გა­მომ­კი­თხა­ვი და შემ­მოწ­მე­ბე­ლიც.

- რამ­დე­ნი­მე საქ­მის ერ­თდრო­უ­ლად კე­თე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბას არ უქ­მნის პრობ­ლე­მას?

- ნუ, წო­ნა­ში და­ვი­კე­ლი, სა­დღაც 15 კი­ლოგ­რა­მი მა­ინც მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი, ეს იმი­ტომ, რომ უბ­რა­ლოდ საჭ­მელს არ ვჭამ, რო­გორც ვთქვი, ვერ ვას­წრებ, სხვა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი. ისე, ბოლო პე­რი­ოდ­ში მაგ კუ­თხი­თაც ვის­წავ­ლე ჩემს თავ­ზე მუ­შა­ო­ბა. დი­ლით საკ­ვებს თვი­თონ ვიმ­ზა­დებ, კონ­ტე­ი­ნერ­ში ვა­თავ­სებ და იმას მო­ვიხ­მარ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ ყვე­ლა­ფერ­თან ადაპ­ტი­რე­ბა­მაც მო­მი­წია.

- ორ­გა­ნიზ­მის გა­და­ძაბ­ვა რომ არ მოხ­დეს, რა უნდა გა­ვა­კე­თოთ?

- დას­ვე­ნე­ბაა სა­ჭი­რო. კვი­რა­ში მარ­თა­ლია, არც ერთი დღე არ მაქვს დას­ვე­ნე­ბის­თვის (ბოლო ერთი წე­ლია, კვი­რა დღე­საც აღარ და­მის­ვე­ნია). ისე, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თიც მყოფ­ნის, - პა­სი­უ­რი დას­ვე­ნე­ბა არ მიყ­ვარს. წა­მო­წო­ლა და მი­ძი­ნე­ბა, ეს პი­რი­ქით მღლის, იმ კვი­რა დღე­საც თუ სა­ღა­მო სა­ა­თებ­ში დრო დამ­რჩე­ბა, სა­ლაშ­ქროდ გავ­დი­ვარ, სრო­ლა­ზე დავ­დი­ვარ, ჩემი ვე­ლო­სი­პე­დით მოგ­ზა­უ­რო­ბა მიყ­ვარს, ქა­ლაქ­გა­რეთ, კა­ხე­თის­კენ მივ­დი­ვარ.

- ონ­კო­პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­ურ მზად­ყოფ­ნას მო­ი­თხოვს...

- კი, ასეა. ყო­ველ სი­ტყვა­ში უნდა იყო ძა­ლი­ან ფრთხი­ლი, ფა­ქი­ზი, მო­ზო­მი­ლი, საკ­მა­რი­სია, რამე არას­წო­რად თქვა და შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და­ამ­სხვრიო. ამი­ტომ თან უნდა იყო კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლიც.

- თვა­ლებ­ში უყუ­რებ?

- ყო­ველ­თვის, სხვა­ნა­ი­რად არც შე­იძ­ლე­ბა.

- რო­მე­ლი პრო­ცე­სი უფრო გსი­ა­მოვ­ნებს, პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბა, სტუ­დენ­ტებ­თან, თუ სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა?

- სა­მი­ვე. უპირ­ვე­ლე­სად კი სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბა მიყ­ვარს. მსი­ა­მოვ­ნებს, როცა ყო­ველ­თვის ახალს ვსწავ­ლობ. გეგ­მა ასე­თი მაქვს, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად რა­ღაც ახა­ლი ვის­წავ­ლო... სხვა ექი­მე­ბი ბრაზ­დე­ბი­ან, რა არის, ყვე­ლა­ფერ­ში რომ მო­დე­ბუ­ლი­აო? პრო­ტეს­ტის გან­ცდა უჩ­ნდე­ბათ, რა­ტომ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, რა პრო­ფე­სია უნ­დაო?! 6 წელი ადა­მი­ა­ნი უნი­ვერ­სი­ტეტ­ში უამ­რავ სა­განს სწავ­ლობს და ეს იმის­თვის, რომ მერე ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ვი­წყოს და არას­დროს იმას აღარ შე­ე­ხოს?!. შე­გიძ­ლია, ყვე­ლა­ფერ­ში გარ­კვე­უ­ლი იყო და ამის­თვის სა­ჭი­როა გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სი და სურ­ვი­ლი, და­ნარ­ჩე­ნი მო­ტი­ვა­ცი­ის სა­კი­თხია.

ადა­მი­ა­ნი ცხა­დია, ყვე­ლაფ­რის ექი­მი ვერ გახ­დე­ბა, მაგ­რამ შე­უძ­ლია, ყვე­ლა­ფე­რი ის­წავ­ლოს, რომ თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ში კი­დევ მყა­რად იგ­რძნოს თავი.

- და ამი­ტომ სულ სწავ­ლობ, ხომ?

- სულ - 24/7-ზე. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ბოლო 15 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რომ არ მეს­წავ­ლა, ასე­თი მარ­თლა არ ყო­ფი­ლა. პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­შიც ვსწავ­ლობ, ლექ­ცი­ე­ბის კი­თხვა კი ჩემ­თვის იმას ნიშ­ნავს, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ნას­წავლ საგ­ნებს ვი­მე­ო­რებ. ბო­ლოს რა­დი­ო­ლო­გი­ამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და უკვე რა­დი­ო­ლო­გი­ის რე­ზი­დენ­ტიც გავ­ხდი. მოკ­ლედ, ონ­კო­ლო­გი­ას­თან ერ­თად, რა­დი­ო­ლო­გიც ვიქ­ნე­ბი, რომ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ის, ულტრაბ­გე­რის, რენტგე­ნის წა­კი­თხვა შევ­ძლო. ასე­ვე ვი­ცო­დე, არა მარ­ტო წა­კი­თხვა, გა­და­ღე­ბაც. მინ­და, ვიყო ავ­ტო­ნო­მი­უ­რი და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში.

- პა­ცი­ენ­ტებ­თან მუ­შა­ო­ბი­სას რა გა­ო­ცებს?

- თვი­თონ პა­ცი­ენ­ტე­ბი. ზო­გი­ერთს სურ­ვი­ლი აქვს, უბ­რა­ლოდ მო­ვი­დეს და გნა­ხოს. ნა­წი­ლი ისე­თია, კვლე­ვე­ბი არ და­უ­ნიშ­ნო და მხო­ლოდ წამ­ლის მი­ღე­ბა­ზეა თა­ნახ­მა... ზოგს წა­მა­ლიც არ უნდა, მხო­ლოდ კვლე­ვე­ბი აინ­ტე­რე­სებს. სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნიც არის, იმ­დე­ნი ხა­სი­ა­თია და ყვე­ლას უნდა მო­ერ­გო... ამი­ტომ, რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი უნდა იყო, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­სურ­სია სა­ჭი­რო, რომ არას­წო­რად არ გა­ი­ხე­დო, არას­წო­რი ინ­ტო­ნა­ცი­ით რა­ღაც არ თქვა, რა­ღაც არას­წო­რად არ გა­ზო­მო.

მიყ­ვარს პა­ცი­ენ­ტთან ერ­თად ყვე­ლაფ­რის გავ­ლა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, მოგ­ყვე­ბი­ან მსჯე­ლო­ბა­ში თუ არა. ხან გგო­ნია, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, მაგ­რამ ოთა­ხი­დან გა­დის და ტი­რის. ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე­ე­ბი არი­ან... მო­ზო­მი­ლი კი ვარ მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, მაგ­რამ მა­ინც მეტი მო­ზო­მი­ლო­ბაა სა­ჭი­რო.

- ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე თა­ვა­დაც ხომ არ დაგ­ჭირ­ვე­ბია ფსი­ქო­ლო­გის დახ­მა­რე­ბა?

- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა ყო­ველ­თვის გჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ეს გზა თვი­თონ გა­მივ­ლია. ეს უკვე წლე­ბის მან­ძილ­ზე მაქვს ჩემ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი. დღეს ხომ არ და­წყე­ბუ­ლა, ჯერ კი­დევ ბავ­შვი ვი­ყა­ვი, როცა დე­და­ჩემს სიმ­სივ­ნე ჰქონ­და. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ამ ყვე­ლაფ­რის გავ­ლა მი­წევ­და, ნაც­ნო­ბი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბია, თან ჩვე­ნი ამ­ბა­ვი კი­დევ ტრავ­მით დამ­თავ­რდა. ასე რომ, სა­კუ­თა­რი თა­ვის ფსი­ქო­ლო­გი თვი­თონ ვარ.

- ბევ­რჯერ გაქვს ნათ­ქვა­მი, რომ არა დე­დის ავად­მყო­ფო­ბა, ად­ვო­კა­ტო­ბა გინ­დო­და. ხომ არ ნა­ნობ, რომ ად­ვო­კა­ტი არ გახ­დი?

- კი, ად­ვო­კა­ტო­ბა მინ­დო­და და ვგეგ­მავ­დი, რომ სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ზე ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა... ისე, შარ­შან იუ­რი­დი­ულ­ზე ჩა­ბა­რე­ბას ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ მერე ვი­ფიქ­რე, კი­დევ ერთი სა­ბა­ბი იქ­ნე­ბო­და, ეთ­ქვათ, რა­ტომ ვერ ჩა­მო­ყა­ლიბ­და, თან ექი­მია, თან იუ­რის­ტიო?!. საქ­მე იმა­შია, რომ მიყ­ვარს ჩემი გო­ნებ­რი­ვი რე­სურ­სის ბო­ლომ­დე გა­მო­ყე­ნე­ბა. არ შე­მიძ­ლია, მხო­ლოდ იმას დავ­ჯერ­დე, რაც უკვე გა­ვა­კე­თე. გან­ვი­თა­რე­ბას სულ ვცდი­ლობ. ასე რომ, სა­მარ­თალმცოდ­ნე­ო­ბა­ზე სწავ­ლა ბავ­შვო­ბის ოც­ნე­ბაა და სა­ვა­რა­უ­დოდ, ალ­ბათ, მექ­ნე­ბა ოდეს­მე სა­შუ­ა­ლე­ბა, ამ კუ­თხი­თაც გან­ვი­თარ­დე.

- ასე­თი აქ­ტი­უ­რი იყა­ვი ბავ­შვო­ბი­დან?

- და­ვი­ბა­დე თუ არა, მა­მამ მა­შინ­ვე წიგ­ნი მომ­ცა ხელ­ში, მა­ჩუ­ქა. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი წიგ­ნი ხე­ლი­დან არ გა­მიგ­დია. გა­და­ცე­მებ­ში რომ ვწერთ მარ­ტივ რჩე­ვებს, ვთქვათ, წყალ­ზე, ვაშ­ლზე, ხავსზე, სა­მე­დი­ცი­ნო სა­ზო­გა­დო­ე­ბა რომ გი­ყუ­რებს, ჰგო­ნი­ათ, რომ სულ ეს ხარ, ამის იქით არა­ფე­რია. ის, რომ ამის გარ­და ბი­ო­ქი­მი­ას, ფი­ზი­ო­ლო­გი­ას, ფარ­მა­კო­ლო­გი­ას, ემ­ბრი­ო­ლო­გი­ას, გე­ნე­ტი­კას ას­წავ­ლი და შე­გიძ­ლია ნე­ბის­მი­ერს პი­რის­პირ და­უჯ­დე და უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან მაგ­რად „მო­ჯოკ­რო“, ეს არ იცი­ან. მი­აჩ­ნი­ათ, რაც არ ჩანს, არ ით­ვლე­ბა.

შე­ფა­სე­ბა იქი­დან აკე­თე­ბენ, რა­საც უყუ­რე­ბენ. ადრე ძა­ლი­ან მგრძნო­ბი­ა­რე ვი­ყა­ვი, ახლა უკვე აღარ ვით­ვა­ლის­წი­ნებ სხვე­ბის აზრს, რად­გან ვფიქ­რობ, ის უნდა გა­ა­კე­თო, რაც გა­ინ­ტე­რე­სებს.

- საკ­მა­ოდ მცი­რე მო­ნაკ­ვეთ­ში შე­იქ­მნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შენი იმი­ჯი, რაც გაქვს...

- ეს შო­რი­დან ასე ჩანს, მაგ­რამ მაგ იმი­ჯის­თვის 2010 წლი­დან ვიბ­რძვი. საკ­მა­ოდ დიდი დროა და ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში წიგ­ნის­თვის ხელი არ გა­მიშ­ვია... არ ვი­ყა­ვი ცუდი მოს­წავ­ლე და ცუდი სტუ­დენ­ტი. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყვე­ლა­ფე­რი 100-ზე დავ­ხუ­რე და უნი­ვერ­სი­ტეტ­ში რომ არ სწავ­ლობ­დნენ, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ის ხალ­ხი განგსჯის. რო­გორ გინ­და, ამ ადა­მი­ანს უთხრა, რომ მან სა­ერ­თოდ რა იცის?!

- სა­უბ­რის ბო­ლოს რა ეტყო­დი მკი­თხველს...

- გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბა, - ეს არის ის, რაც ადა­მი­ან­მა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის უნდა გა­ა­კე­თოს. ოღონდ, რაც აინ­ტე­რე­სებს, იმ კუ­თხით. ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს უცხო ენე­ბი, ან არ­სე­ბუ­ლი ცოდ­ნის გან­მტკი­ცე­ბა, ლი­ტე­რა­ტუ­რის კი­თხვა, ას­ტრო­ნო­მი­ით გა­ტა­ცე­ბა... ტახ­ტზე წა­მო­წო­ლა და ისე ყოფ­ნა რა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვია?!. ვი­მე­ო­რებ, ოღონდ, ის უნდა ვა­კე­თოთ, რაც გვა­ინ­ტე­რე­სებს, რაც არ გვა­ინ­ტე­რე­სებს, მისი კე­თე­ბა ორ­გა­ნიზ­მის­თვის სტრე­სია. თუ სა­შუ­ა­ლე­ბა გვაქვს, მას თავი უნდა და­ვა­ნე­ბოთ და მო­ძებ­ნოთ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი გზა. ხოლო თუ ეს არ არ­სე­ბობს, მა­შინ მოგ­ვი­წევს სტრეს­ში ცხოვ­რე­ბა და ეს ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა, მი­ნი­მუმ არ­ტე­რი­ულ წნე­ვას მა­ინც „ვი­ჩუ­ქებთ“. ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა გა­მაკ­რი­ტი­კოს, მაგ­რამ ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში თა­ვი­სით არა­ფე­რი მო­სუ­ლა.

სო­ფელ­ში 4 კე­დელ­ში ვცხოვ­რობ­დი და ის იყო. მას მერე თუ რამე გა­მი­კე­თე­ბია, იმის­თვის, რომ ის ყვე­ლა­ფე­რი შე­მეც­ვა­ლა. არც ფი­ნან­სე­ბი, არც საჭ­მე­ლი, არა­ფე­რი არ იყო, მაგ­რამ ამის გამო ხელი არ ჩა­მიქ­ნე­ვია. არ ვიცი, ვისი ნათ­ქვა­მია - „მძი­მე დრო ქმნის ძლი­ერ ადა­მი­ა­ნებს, ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან კარგ დროს, კარ­გი დრო ქმნის სუსტ ადა­მი­ა­ნებს და სუს­ტი ადა­მი­ა­ნე­ბი ქმნი­ან მძი­მე დროს, ხოლო მძი­მე დრო­ში იბა­დე­ბი­ან ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი,“ - აი, ეს არის წრე... მე მძი­მე დრო­ში აღ­მოვ­ჩნდი, რა­მაც მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ძლი­ე­რი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ასე რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვიქ­ნე­ბო­დი ბიჭი, რო­მელ­საც არა­ფე­რი და­ა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუ რა­ი­მე ისე­თი არ მოხ­დე­ბო­და მის გარ­შე­მო. რა­საც ვა­კე­თებ, მხო­ლოდ სი­ა­მოვ­ნე­ბით.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Keti
0

გიორგი არის იმის მაგალითი, როგორი უნდა იყოს წესიერი და კეთილსინდისიერი ექიმი, ცოდნასა და კვალიფიკაციაზე ხომ საუბარი ზედმეტია! მას აქვს ერთ-ერთი საუკეთესო bedside manner ანუ ექიმის ტაქტი, რითაც ბევრი მედიკოსი ვერ დაიკვეხნის(არც ისე სახარბიელო პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ ამას) ყველასათვის გასაგები და საინტერესო ენით გადმოსცემს ნებისმიერ საკითხს. ის ფოტოები ჯერ ერთი დიდი ხნის წინ გამოაქვეყნა "ინსტაგრამზე" და მერე მეორე-თუნდაც ზოგჯერ მიდიოდეს დასასვენებლად, არ ეკუთვნის? სრულიად ვეთანხმები იმაში, რომ სწავლა და განვითარება არასოდესაა გვიან, ნებისმიერ სფეროში! 

VG
3

ამან ხო დატანჯა ექიმები თავისი ნამკურნალევი პაციენტებით 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"15 კილო დავიკელი, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ... ბოლო ერთი წელია კვირა დღესაც არ დამისვენია" - როგორ ახერხებს გიორგი ღოღობერიძე დატვირთულ რეჟიმთან გამკლავებას?

"15 კილო დავიკელი, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ... ბოლო ერთი წელია კვირა დღესაც არ დამისვენია" - როგორ ახერხებს გიორგი ღოღობერიძე დატვირთულ რეჟიმთან გამკლავებას?

"ყოველი დღე განსხვავებულს გხდის, ვიდრე იყავი. ონკოლოგი რომ გავხდი, პირველი დღეები სხვანაირი იყო. ახლა ამ გადმოსახედიდან აბსოლუტურად სხვა ვარ, ერთი წლის მერე სხვა ვიქნები. ყოველ დღე, წელი იცვლება და წინასწარ ვერ გამოიცნობ, წინ რა გელოდება... ონკოლოგია მართლაც სარისკო სპეციალიზაციაა, აქ ყოველთვის შეიძლება, რაღაც გადაგხდეს თავს და ამისთვის წინასწარ ვერ მოემზადები,“ - გვეუბნება უკვე კარგად ცნობილი ექიმი-ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე.

გიორგის ბევრი საქმის ერთდროულად, პარალელურ რეჟიმში კეთება უწევს - მუშაობს პაციენტებთან, სწავლობს, ლექციებს კითხულობს, აბიტურიენტებს გზის გაკვლევაში ეხმარება, მიჰყავს გადაცემები... ის საკუთარ თავს მუდმივად გამოწვევის წინაშე აყენებს. როგორ უმკლავდება ამდენ საქმეს, ახერხებს თუ არა დასვენებას, ასეთი დატვირთვა ჯანმრთელობის მხრივ უქმნის თუ არა პრობლემებს, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბობს.

- ამის მთელი არსი ის არის, რომ არსებობს ინტერესი და როცა ინტერესია, საქმის კეთება ვერ დაგეზარება. მე არ ვიღვიძებ დაღლილი, დღეს რა წავა კლინიკაში, რამდენი საქმე მაქვს, - ამ განწყობით. ნებისმიერი საქმე, რასაც ვაკეთებ, მსიამოვნებს. შევდივარ კლინიკაში, ვნახულობ პაციენტებს, ეს პროცესი მომწონს, თან გინდა, რომ ყველას დაეხმარო, იმედით გიყურებენ და შენც ეხმარები. ამის მერე სტუდენტებთან მივდივარ და იმათ ვეხმარები, მათთან ერთად განვიცდი, ეს პროცესიც საინტერესოა. სტუდენტებიც სხვადასხვანაირები არიან, მათთან სხვადასხვა საგანია გასავლელი. ნაწილი ამერიკის გამოცდებს აბარებს და ნაწილს - ჩვენი გამოცდები აქვს ჩასაბარებელი... არიან ასევე აბიტურიენტები, რომლებიც თავის სამედიცინო კარიერას იწყებენ, რომლებსაც გზას ვუკვალავ. ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, ისე გადის მთელი დღე, რომ ფიზიკურად საჭმლის ჭამასაც ვერ ვასწრებ და ამაზე არც ვფიქრობ, უბრალოდ არ მშია...

- რა რესურსით ახერხებ ამდენს? არ იღლები?

- არდაღლის მიზეზი სწორედ მოტივაციაა, რომ ამ ყველაფერში იყო ჩართული. ეს ენერგიის გაახლების მიზეზიცაა. ენერგია კი იმის ხარჯზე ახლდება, რომ ყოველი დღე უფრო საინტერესოა, ვიდრე წინა იყო, უფრო ახალი და ყოველთვის არის მიზნები. ერთ საქმეს რუტინულად კი არ ვაკეთებ, არამედ მაქვს მიზანი, ეს მიზანი ყოველ ჯერზე ახალ საფეხურზე გადამყავს. უფრო ბრძოლის სურვილი მიჩნდება. მე სხვაზე არ ვმუშაობ, ყოველთვის საკუთარ თავზე. ამიტომ თვითონ ვარ ჩემი თავის დავალების მიმცემი, შემსრულებელი, აღმასრულებელი, გამომკითხავი და შემმოწმებელიც.

- რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება ჯანმრთელობას არ უქმნის პრობლემას?

- ნუ, წონაში დავიკელი, სადღაც 15 კილოგრამი მაინც მაქვს დაკლებული, ეს იმიტომ, რომ უბრალოდ საჭმელს არ ვჭამ, როგორც ვთქვი, ვერ ვასწრებ, სხვა განსაკუთრებული არაფერი. ისე, ბოლო პერიოდში მაგ კუთხითაც ვისწავლე ჩემს თავზე მუშაობა. დილით საკვებს თვითონ ვიმზადებ, კონტეინერში ვათავსებ და იმას მოვიხმარ დღის განმავლობაში. ამ ყველაფერთან ადაპტირებამაც მომიწია.

- ორგანიზმის გადაძაბვა რომ არ მოხდეს, რა უნდა გავაკეთოთ?

- დასვენებაა საჭირო. კვირაში მართალია, არც ერთი დღე არ მაქვს დასვენებისთვის (ბოლო ერთი წელია, კვირა დღესაც აღარ დამისვენია). ისე, რამდენიმე საათიც მყოფნის, - პასიური დასვენება არ მიყვარს. წამოწოლა და მიძინება, ეს პირიქით მღლის, იმ კვირა დღესაც თუ საღამო საათებში დრო დამრჩება, სალაშქროდ გავდივარ, სროლაზე დავდივარ, ჩემი ველოსიპედით მოგზაურობა მიყვარს, ქალაქგარეთ, კახეთისკენ მივდივარ.

- ონკოპაციენტებთან მუშაობა ფსიქოლოგიურ მზადყოფნას მოითხოვს...

- კი, ასეა. ყოველ სიტყვაში უნდა იყო ძალიან ფრთხილი, ფაქიზი, მოზომილი, საკმარისია, რამე არასწორად თქვა და შეიძლება ყველაფერი დაამსხვრიო. ამიტომ თან უნდა იყო კონცენტრირებულიც.

- თვალებში უყურებ?

- ყოველთვის, სხვანაირად არც შეიძლება.

- რომელი პროცესი უფრო გსიამოვნებს, პაციენტებთან მუშაობა, სტუდენტებთან, თუ საკუთარ თავზე მუშაობა?

- სამივე. უპირველესად კი საკუთარ თავზე მუშაობა მიყვარს. მსიამოვნებს, როცა ყოველთვის ახალს ვსწავლობ. გეგმა ასეთი მაქვს, რომ ყოველდღიურად რაღაც ახალი ვისწავლო... სხვა ექიმები ბრაზდებიან, რა არის, ყველაფერში რომ მოდებულიაო? პროტესტის განცდა უჩნდებათ, რატომ ვერ ჩამოყალიბდა, რა პროფესია უნდაო?! 6 წელი ადამიანი უნივერსიტეტში უამრავ საგანს სწავლობს და ეს იმისთვის, რომ მერე ყველაფერი დაივიწყოს და არასდროს იმას აღარ შეეხოს?!. შეგიძლია, ყველაფერში გარკვეული იყო და ამისთვის საჭიროა გონებრივი რესურსი და სურვილი, დანარჩენი მოტივაციის საკითხია.

ადამიანი ცხადია, ყველაფრის ექიმი ვერ გახდება, მაგრამ შეუძლია, ყველაფერი ისწავლოს, რომ თავის პროფესიაში კიდევ მყარად იგრძნოს თავი.

- და ამიტომ სულ სწავლობ, ხომ?

- სულ - 24/7-ზე. ჩემს ცხოვრებაში ბოლო 15 წლის განმავლობაში, რომ არ მესწავლა, ასეთი მართლა არ ყოფილა. პაციენტებთან მუშაობის პერიოდშიც ვსწავლობ, ლექციების კითხვა კი ჩემთვის იმას ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში ნასწავლ საგნებს ვიმეორებ. ბოლოს რადიოლოგიამ დამაინტერესა და უკვე რადიოლოგიის რეზიდენტიც გავხდი. მოკლედ, ონკოლოგიასთან ერთად, რადიოლოგიც ვიქნები, რომ კომპიუტერული ტომოგრაფიის, ულტრაბგერის, რენტგენის წაკითხვა შევძლო. ასევე ვიცოდე, არა მარტო წაკითხვა, გადაღებაც. მინდა, ვიყო ავტონომიური და დამოუკიდებელი პაციენტებთან მუშაობის პერიოდში.

- პაციენტებთან მუშაობისას რა გაოცებს?

- თვითონ პაციენტები. ზოგიერთს სურვილი აქვს, უბრალოდ მოვიდეს და გნახოს. ნაწილი ისეთია, კვლევები არ დაუნიშნო და მხოლოდ წამლის მიღებაზეა თანახმა... ზოგს წამალიც არ უნდა, მხოლოდ კვლევები აინტერესებს. საქართველოში რამდენი ადამიანიც არის, იმდენი ხასიათია და ყველას უნდა მოერგო... ამიტომ, როგორც აღვნიშნე, ძალიან ფაქიზი უნდა იყო, ფსიქოლოგიური რესურსია საჭირო, რომ არასწორად არ გაიხედო, არასწორი ინტონაციით რაღაც არ თქვა, რაღაც არასწორად არ გაზომო.

მიყვარს პაციენტთან ერთად ყველაფრის გავლა მიუხედავად იმისა, მოგყვებიან მსჯელობაში თუ არა. ხან გგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ოთახიდან გადის და ტირის. ძალიან მგრძნობიარეები არიან... მოზომილი კი ვარ მათთან ურთიერთობაში, მაგრამ მაინც მეტი მოზომილობაა საჭირო.

- ამ ყველაფრის ფონზე თავადაც ხომ არ დაგჭირვებია ფსიქოლოგის დახმარება?

- ფსიქოლოგიური დახმარება ყოველთვის გჭირდება, მაგრამ ეს გზა თვითონ გამივლია. ეს უკვე წლების მანძილზე მაქვს ჩემში გატარებული. დღეს ხომ არ დაწყებულა, ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა დედაჩემს სიმსივნე ჰქონდა. იქიდან მოყოლებული, ამ ყველაფრის გავლა მიწევდა, ნაცნობი სიტუაციებია, თან ჩვენი ამბავი კიდევ ტრავმით დამთავრდა. ასე რომ, საკუთარი თავის ფსიქოლოგი თვითონ ვარ.

- ბევრჯერ გაქვს ნათქვამი, რომ არა დედის ავადმყოფობა, ადვოკატობა გინდოდა. ხომ არ ნანობ, რომ ადვოკატი არ გახდი?

- კი, ადვოკატობა მინდოდა და ვგეგმავდი, რომ სამართალმცოდნეობაზე ჩამებარებინა... ისე, შარშან იურიდიულზე ჩაბარებას ვაპირებდი, მაგრამ მერე ვიფიქრე, კიდევ ერთი საბაბი იქნებოდა, ეთქვათ, რატომ ვერ ჩამოყალიბდა, თან ექიმია, თან იურისტიო?!. საქმე იმაშია, რომ მიყვარს ჩემი გონებრივი რესურსის ბოლომდე გამოყენება. არ შემიძლია, მხოლოდ იმას დავჯერდე, რაც უკვე გავაკეთე. განვითარებას სულ ვცდილობ. ასე რომ, სამართალმცოდნეობაზე სწავლა ბავშვობის ოცნებაა და სავარაუდოდ, ალბათ, მექნება ოდესმე საშუალება, ამ კუთხითაც განვითარდე.

- ასეთი აქტიური იყავი ბავშვობიდან?

- დავიბადე თუ არა, მამამ მაშინვე წიგნი მომცა ხელში, მაჩუქა. იქიდან მოყოლებული წიგნი ხელიდან არ გამიგდია. გადაცემებში რომ ვწერთ მარტივ რჩევებს, ვთქვათ, წყალზე, ვაშლზე, ხავსზე, სამედიცინო საზოგადოება რომ გიყურებს, ჰგონიათ, რომ სულ ეს ხარ, ამის იქით არაფერია. ის, რომ ამის გარდა ბიოქიმიას, ფიზიოლოგიას, ფარმაკოლოგიას, ემბრიოლოგიას, გენეტიკას ასწავლი და შეგიძლია ნებისმიერს პირისპირ დაუჯდე და უბრალოდ, ძალიან მაგრად „მოჯოკრო“, ეს არ იციან. მიაჩნიათ, რაც არ ჩანს, არ ითვლება.

შეფასება იქიდან აკეთებენ, რასაც უყურებენ. ადრე ძალიან მგრძნობიარე ვიყავი, ახლა უკვე აღარ ვითვალისწინებ სხვების აზრს, რადგან ვფიქრობ, ის უნდა გააკეთო, რაც გაინტერესებს.

- საკმაოდ მცირე მონაკვეთში შეიქმნა საზოგადოებაში შენი იმიჯი, რაც გაქვს...

- ეს შორიდან ასე ჩანს, მაგრამ მაგ იმიჯისთვის 2010 წლიდან ვიბრძვი. საკმაოდ დიდი დროა და ამ პერიოდის განმავლობაში წიგნისთვის ხელი არ გამიშვია... არ ვიყავი ცუდი მოსწავლე და ცუდი სტუდენტი. უნივერსიტეტში ყველაფერი 100-ზე დავხურე და უნივერსიტეტში რომ არ სწავლობდნენ, სამწუხაროდ, დღეს ის ხალხი განგსჯის. როგორ გინდა, ამ ადამიანს უთხრა, რომ მან საერთოდ რა იცის?!

- საუბრის ბოლოს რა ეტყოდი მკითხველს...

- გონებრივი განვითარება, - ეს არის ის, რაც ადამიანმა საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოს. ოღონდ, რაც აინტერესებს, იმ კუთხით. ეს შეიძლება იყოს უცხო ენები, ან არსებული ცოდნის განმტკიცება, ლიტერატურის კითხვა, ასტრონომიით გატაცება... ტახტზე წამოწოლა და ისე ყოფნა რა საინტერესო ამბავია?!. ვიმეორებ, ოღონდ, ის უნდა ვაკეთოთ, რაც გვაინტერესებს, რაც არ გვაინტერესებს, მისი კეთება ორგანიზმისთვის სტრესია. თუ საშუალება გვაქვს, მას თავი უნდა დავანებოთ და მოძებნოთ ალტერნატიული გზა. ხოლო თუ ეს არ არსებობს, მაშინ მოგვიწევს სტრესში ცხოვრება და ეს ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება, მინიმუმ არტერიულ წნევას მაინც „ვიჩუქებთ“. ვიღაცამ შეიძლება გამაკრიტიკოს, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში თავისით არაფერი მოსულა.

სოფელში 4 კედელში ვცხოვრობდი და ის იყო. მას მერე თუ რამე გამიკეთებია, იმისთვის, რომ ის ყველაფერი შემეცვალა. არც ფინანსები, არც საჭმელი, არაფერი არ იყო, მაგრამ ამის გამო ხელი არ ჩამიქნევია. არ ვიცი, ვისი ნათქვამია - „მძიმე დრო ქმნის ძლიერ ადამიანებს, ძლიერი ადამიანები ქმნიან კარგ დროს, კარგი დრო ქმნის სუსტ ადამიანებს და სუსტი ადამიანები ქმნიან მძიმე დროს, ხოლო მძიმე დროში იბადებიან ძლიერი ადამიანები,“ - აი, ეს არის წრე... მე მძიმე დროში აღმოვჩნდი, რამაც მომცა შესაძლებლობა, ძლიერი ვყოფილიყავი. ასე რომ არ ყოფილიყო, ვიქნებოდი ბიჭი, რომელსაც არაფერი დააინტერესებდა, თუ რაიმე ისეთი არ მოხდებოდა მის გარშემო. რასაც ვაკეთებ, მხოლოდ სიამოვნებით.