კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

17

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:42-ზე, მთვარე მორიელში იქნება 11:30-ზე საშიში, ე.წ. სატანური დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ ამ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. მოერიდეთ ცხარე და ცხიმიან საკვებს. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
კონფლიქტები
სპორტი
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბოლოს ბათუმში 1978 წელს ვიყავი, ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ... ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ" - რას ამბობენ სოჭიდან ბათუმში ჩამოსული კრუიზის რუსი ტურისტები?
"ბოლოს ბათუმში 1978 წელს ვიყავი, ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ... ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ" - რას ამბობენ სოჭიდან ბათუმში ჩამოსული კრუიზის რუსი ტურისტები?

საკ­რუ­ი­ზო გემი Astoria Grande დღეს დი­ლით ბა­თუმ­ში შე­მო­ვი­და. გემი 22 ივ­ლისს სო­ჭი­დან ახა­ლი მარ­შრუ­ტით გა­ემ­გზავ­რა, რო­მე­ლიც ბა­თუმ­ში გა­ჩე­რე­ბა­საც მო­ი­ცავს, - ამის შე­სა­ხებ რე­პორ­ტა­ჟი ტე­ლე­კომ­პა­ნია Россия 1-მა მო­ამ­ზა­და.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, გემ­ზე 850 მგზავ­რი, მათ შო­რის რუსი ტუ­რის­ტე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან.

"მათ ტუ­რის­ტე­ბის მო­თხოვ­ნით გა­და­წყვი­ტეს და­მა­ტე­ბი­თი გა­ჩე­რე­ბა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე. ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს კუ­რორ­ტს შე­უძ­ლია მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ზარ­დოს ინ­ტე­რე­სი რე­ი­სის მი­მართ. უფრო მე­ტიც, მგზავრს არ სჭირ­დე­ბა და­მა­ტე­ბი­თი დო­კუ­მენ­ტე­ბი“, - ნათ­ქვა­მია ტე­ლე­კომ­პა­ნია Россия 1-ის რე­პორ­ტაჟ­ში.

კრუ­ი­ზი­დან ჩა­მო­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბის სა­ნა­ხა­ვად ჩა­მო­ვიდ­ნენ ბა­თუმ­ში და რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პა­ცი­ა­ზე დას­მულ კი­თხვა­ზე ამ­ბო­ბენ, რომ მათი ქვე­ყა­ნა ოკუ­პან­ტი არ არის, ნა­წი­ლის გან­ცხა­დე­ბით კი ამ თე­მა­ზე სა­უ­ბა­რი უბ­რა­ლოდ არ სურთ.

"აფხა­ზე­თი ჩვენ თქვენ­გან გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ, მათ გვთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა, თქვენ ტან­კე­ბით შეხ­ვე­დით იქ. ჩვენ ვნა­ხეთ ეს ტან­კე­ბი, მე ვი­ყა­ვი აფხა­ზეთ­ში და თა­ვად ვნა­ხე. ჩვენ არ დაგ­ვი­კა­ვე­ბია არც აფხა­ზე­თი და არც სა­ქარ­თვე­ლო. ოსე­თის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი, ალ­ბათ მათ გვთხო­ვეს დახ­მა­რე­ბა და და­ვეხ­მა­რეთ. რუ­სე­თის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ოკუ­პა­ცი­ის შე­სა­ხებ არა­ფე­რი ვიცი".

"ბო­ლოს 1978 წელს ვი­ყა­ვით ბა­თუმ­ში, ახლა ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი უნდა ვნა­ხოთ. სა­ქარ­თვე­ლო - ჩვენ ყვე­ლა საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ვართ, ერ­თი­ა­ნი ქვე­ყა­ნა. მე ძვე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ და იმ დრო­ით ვცხოვ­რობ".

"ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე ვე­რა­ფერს ვი­ტყვით, რუ­სე­თი არ არის ოკუ­პან­ტი, მო­დით, აფხა­ზე­თი­სა და ოსე­თის პრობ­ლე­მა თა­ვად გა­და­წყვი­ტეთ" - ამ­ბო­ბენ კრუ­ი­ზი­დან ჩა­მო­სუ­ლი რუსი ტუ­რის­ტე­ბი. მათ კო­მენ­ტა­რებს "მთა­ვა­რი არხი" ავ­რცე­ლებს.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 41 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნიკუცელა
4

სწორად გითხრათ ამ რუსეთუმე გლავკანალელებს ამ კაცმა ეგ პრობლემა თავად გადაწყვიტეთო, ოღონდ 2008 წელს როგორც სამარცხვინოდ გადაწყვიტა თქვენმა უტვინო ბელადმა ესე არ აწყობს საქართველოს მოსახლეობას.

მარინა
2

ამათ ეროვნება რუსიარა ჩანაწერი უნდა იყოს( მკვლელი) ნახეთ როგორ ამართლებს.ჯიში ჯილაგი და მოდგმა უნდა დავწყევლოთ,მსოფლიოს ფაშისტი მკვლელი ერი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მეტეხის ხიდიდან, მტკვარში კიდევ ერთი მანქანა გადავარდა
ავტორი:

"ბოლოს ბათუმში 1978 წელს ვიყავი, ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ... ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ" - რას ამბობენ სოჭიდან ბათუმში ჩამოსული კრუიზის რუსი ტურისტები?

"ბოლოს ბათუმში 1978 წელს ვიყავი, ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ... ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ" - რას ამბობენ სოჭიდან ბათუმში ჩამოსული კრუიზის რუსი ტურისტები?

საკრუიზო გემი Astoria Grande დღეს დილით ბათუმში შემოვიდა. გემი 22 ივლისს სოჭიდან ახალი მარშრუტით გაემგზავრა, რომელიც ბათუმში გაჩერებასაც მოიცავს, - ამის შესახებ რეპორტაჟი ტელეკომპანია Россия 1-მა მოამზადა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 850 მგზავრი, მათ შორის რუსი ტურისტები იმყოფებიან.

"მათ ტურისტების მოთხოვნით გადაწყვიტეს დამატებითი გაჩერება შავი ზღვის სანაპიროზე. ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ საქართველოს კურორტს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს ინტერესი რეისის მიმართ. უფრო მეტიც, მგზავრს არ სჭირდება დამატებითი დოკუმენტები“, - ნათქვამია ტელეკომპანია Россия 1-ის რეპორტაჟში.

კრუიზიდან ჩამოსული რუსი ტურისტები ამბობენ, რომ ისტორიული ადგილების სანახავად ჩამოვიდნენ ბათუმში და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციაზე დასმულ კითხვაზე ამბობენ, რომ მათი ქვეყანა ოკუპანტი არ არის, ნაწილის განცხადებით კი ამ თემაზე საუბარი უბრალოდ არ სურთ.

"აფხაზეთი ჩვენ თქვენგან გავათავისუფლეთ, მათ გვთხოვეს დახმარება, თქვენ ტანკებით შეხვედით იქ. ჩვენ ვნახეთ ეს ტანკები, მე ვიყავი აფხაზეთში და თავად ვნახე. ჩვენ არ დაგვიკავებია არც აფხაზეთი და არც საქართველო. ოსეთის შესახებ არაფერი ვიცი, ალბათ მათ გვთხოვეს დახმარება და დავეხმარეთ. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ არაფერი ვიცი".

"ბოლოს 1978 წელს ვიყავით ბათუმში, ახლა ისტორიული ადგილები უნდა ვნახოთ. საქართველო - ჩვენ ყველა საბჭოთა კავშირი ვართ, ერთიანი ქვეყანა. მე ძველი ადამიანი ვარ და იმ დროით ვცხოვრობ".

"ოკუპაციის თემაზე ვერაფერს ვიტყვით, რუსეთი არ არის ოკუპანტი, მოდით, აფხაზეთისა და ოსეთის პრობლემა თავად გადაწყვიტეთ" - ამბობენ კრუიზიდან ჩამოსული რუსი ტურისტები. მათ კომენტარებს "მთავარი არხი" ავრცელებს.