მოსკოვში, წითელ მოედანზე, ლენინის მავზოლეუმთან დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მავზოლეუმს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო "რია" წერს.
მათივე ცნობით, დაკავებული პოლიციაში გადაიყვანეს.
ტელეგრამ არხის, "მაშის“ ინფორმაციით, დაკავებული ქალაქ ჩიტას მკვიდრი, 37 წლის კონსტანტინე სტაჩუკოვია.
შემთხვევა 17 ივლისს, გვიან საღამოს მოხდა. "მოლოტოვის კოქტეილმა" ვერ მიაღწია მავზოლეუმამდე და ის ქვაფენილზე აალდა. ხანძარი მალევე ჩააქრეს. დაკავებისას სტაჩუკოვმა პოლიციას წინააღმდეგობა გაუწია.
აღსანიშნავია, რომ რუსული მედიის ცნობით, მას ორი თვის წინაც ჰქონდა პრობლემები სამართალდამცველებთან, მაშინ ის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს.
ბიჭოო, რაზე ლენინს მოხვდებოდა
ეს სამარცხვინო ქვეყანა ტერიტორიით ყველაზე დიდია მსოფლიოში, სტრატეგიული ინდუსტრიული ბუნებრივი რესურსებითაც და ცხოვრების დონით სამოცდამეათეა ! ალოგიკურია , ხომ ?! მეფის დროს კი ასეთი დისპროპორცია არ არსებობდა ! დასკვნა, უნდა აღსდგეს იქ მონარქია, ოღონდ ბაგრატიონებისა და მსოფლიოს ეშველება, რუსეთი მე პირადად ნაკლებად მაღელვებს, მე მაღელვებს რატომ არ ვიყენებთ ქართველები აი მაგათ რესურსებს და რად აზიან ზედ ათასი ჯურის ავანტურისტები !