სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ - "ბასილაშვილის ადგილას სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, საქმე სხვა განაჩენით დასრულდებოდა"
რას ამბობს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ - "ბასილაშვილის ადგილას სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, საქმე სხვა განაჩენით დასრულდებოდა"

ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ად­გი­ლას ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მო­ქა­ლა­ქე რომ ყო­ფი­ლი­ყო, ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით დას­რულ­დე­ბო­და - არა­ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა მი­უ­თი­თებ­და იმა­ზე, რომ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ანა თავ­ხე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ორი­ვე ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა, არის ის, რომ საქ­მე შე­ე­ხე­ბო­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა აქვს.

„ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს რომ მო­ვა­შო­როთ ბრალ­დე­ბუ­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მის ად­გი­ლას ნე­ბის­მი­ე­რი სხვა მო­ქა­ლა­ქე ყო­ფი­ლი­ყო, ეს საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად ყვე­ლა ინ­სტან­ცი­ა­ში დას­რულ­დე­ბო­და გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნით. ერ­თა­დერ­თი მი­ზე­ზი, რის გა­მოც გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა ორი­ვე ინ­სტან­ცი­ამ, არის ის, რომ საქ­მე შე­ე­ხე­ბო­და ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვილს, რო­მელ­საც აქვს ძა­ლი­ან დიდი გავ­ლე­ნა და რო­მელ­მაც ეს გავ­ლე­ნა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცეს­ში გა­მო­ი­ყე­ნა. ამ საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი იძ­ლე­ო­და გო­ნივ­რულ ეჭვს მიღ­მა სტან­დარტს იმის­თვის, რომ გა­მო­ტა­ნი­ლი­ყო გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი. არა­ერ­თი გა­რე­მო­ე­ბა მი­უ­თი­თებ­და იმა­ზე, რომ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის მი­მართ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა იქ­ნე­ბა მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და მათ შო­რის უპირ­ვე­ლე­სი იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სებ­ში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და აქ­ტი­უ­რი მხარ­და­ჭე­რა მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ანა თავ­ხე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა და ჩოგ­ბურ­თე­ლი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის მი­მართ ფი­ზი­კურ და ფსი­ქო­ლო­გი­ურ ძა­ლა­დო­ბა­ში უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელა
7

ადვოკატო, მაგ სიმართლით იარეთ თქვენ და მაგ მშვენიერმა, მაგრამ ფულის ,,ხამმა"ნეკამ!...არ გრცხვენია?! ესაა ადვოკატის სამართალი? ,,ეშმაკის ადვოკატი" გამახსენდა, ცნობილი ფილმი😏

ირმა
116

აშკარად პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. და არა სამართლებრივი. ზოგ კომენტარსაც ეტყობა. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

რას ამბობს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ - "ბასილაშვილის ადგილას სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, საქმე სხვა განაჩენით დასრულდებოდა"

რას ამბობს ნეკა დოროყაშვილის ადვოკატი სააპელაციო სასამართლოს განაჩენის შემდეგ - "ბასილაშვილის ადგილას სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, საქმე სხვა განაჩენით დასრულდებოდა"

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილას ნებისმიერი სხვა მოქალაქე რომ ყოფილიყო, ეს საქმე აუცილებლად ყველა ინსტანციაში გამამტყუნებელი განაჩენით დასრულდებოდა - არაერთი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება მიკერძოებული იქნება, - ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ორივე ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა, არის ის, რომ საქმე შეეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა აქვს.

„ამ სისხლის სამართლის საქმეს რომ მოვაშოროთ ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი და მის ადგილას ნებისმიერი სხვა მოქალაქე ყოფილიყო, ეს საქმე აუცილებლად ყველა ინსტანციაში დასრულდებოდა გამამტყუნებელი განაჩენით. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა ორივე ინსტანციამ, არის ის, რომ საქმე შეეხებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა და რომელმაც ეს გავლენა მართლმსაჯულების გამოყენების პროცესში გამოიყენა. ამ საქმეში არსებული მტკიცებულებები იძლეოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს იმისთვის, რომ გამოტანილიყო გამამტყუნებელი განაჩენი. არაერთი გარემოება მიუთითებდა იმაზე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ მართლმსაჯულება იქნება მიკერძოებული და მათ შორის უპირველესი იყო წინასაარჩევნო პროცესებში მისი მონაწილეობა და აქტიური მხარდაჭერა მმართველი პარტიის მიმართ“, - განაცხადა ანა თავხელიძემ.

ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი, ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში უდანაშაულოდ ცნო.