სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბატონმა რიჟვაძემ რომ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?" - ელისაშვილი პრემიერს
"ბატონმა რიჟვაძემ რომ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?" - ელისაშვილი პრემიერს

ბა­ტო­ნი რიჟ­ვა­ძე რომ გა­მო­ვი­და ამას­წინ და თქვა, 2008-ში ომი ლაჩ­რუ­ლად წა­ვა­გე­თო და ყვე­ლას - მებ­რძო­ლებს და და­ღუ­პუ­ლებს რომ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ერთი სა­ჯა­რო შე­ნიშ­ვნა რა­ტომ არ უთხა­რით? ან თვი­თონ რო­გორ არ გან­მარ­ტა ადა­მი­ა­ნუ­რად და ერთი ბო­დი­ში რო­გორ ვერ ამო­ღერ­ღა? - ასე მი­მარ­თა პარ­ტია „მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ დე­პუ­ტატ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე, სა­დაც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის წლი­უ­რი ან­გა­რი­ში წა­რად­გი­ნა.

მი­სი­ვე თქმით, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის თავ­მჯდო­მა­რემ „სა­ძა­გე­ლი შეც­დო­მა“ და­უშ­ვა და ამის გამო ბო­დი­ში უნდა მო­ე­ხა­და.

"აბ­სო­ლუ­ტუ­რად გე­თან­ხმე­ბით, რომ ჯარს ყვე­ლას­გან პა­ტი­ვის­ცე­მა სჭირ­დე­ბა. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა სად ხარ - მთავ­რო­ბა­ში თუ ოპო­ზი­ცი­ა­ში. ყვე­ლა ძა­ლი­ან მო­წი­წე­ბით უნდა ვლა­პა­რა­კობ­დეთ ჩვენს სა­ა­მა­ყო ხალ­ხზე - ჯა­რის­კა­ცებ­ზე, სერ­ჟან­ტებ­ზე, ოფიც­რებ­ზე, მაგ­რამ ბა­ტო­ნი რიჟ­ვა­ძე რომ გა­მო­ვი­და ამას­წინ და თქვა, რომ 2008-ში ლაჩ­რუ­ლად წა­ვა­გეთ ომიო და ერთ ქვაბ­ში ჩა­ყა­რა ყვე­ლა, ვინ იქ ილაჩ­რა და ვინც არ ილაჩ­რა, ვინც ძა­ლი­ან იმა­მა­ცა, ივაჟ­კა­ცა, თავი გას­წი­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ყვე­ლას რომ შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა, ვინც იქ იბ­რძო­და, ვინც და­ი­ღუ­პა, ერთი სა­ჯა­რო შე­ნიშ­ვნა რა­ტომ არ უთხა­რით?

რა­ხან თქვე­ნი­ა­ნია ამი­ტომ შე­უძ­ლია შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნოს და და­ნარ­ჩენ ოპო­ზი­ცი­ას თუ სხვას არ შე­უძ­ლია? ან თვი­თონ რო­გორ არ გან­მარ­ტა ადა­მი­ა­ნუ­რად და ერთი ბო­დი­ში რო­გორც ვერ ამო­ღერ­ღა?

შეც­დო­მა ყვე­ლას მოგ­ვდის, სა­ძა­გე­ლი შეც­დო­მე­ბიც მოგ­ვდის ხან­და­ხან და ეს იყო სწო­რედ სა­ძა­გე­ლი შეც­დო­მა. რა­ტომ არ თქვა ერთი ბო­დი­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ?“ - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
20

ანუ მიშამ და ნაცებმა ვაჟკაცურად მოიგეს კინტო? შენც რუთაველზე იდექი 2008-ში?

შეშფოთებული
16

შენ რომ ნათქვამიდან აზრი ვერ გამოგაქვს, ირაკლიმ რა გიპასუხოს

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"ბატონმა რიჟვაძემ რომ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?" - ელისაშვილი პრემიერს

"ბატონმა რიჟვაძემ რომ თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?" - ელისაშვილი პრემიერს

ბატონი რიჟვაძე რომ გამოვიდა ამასწინ და თქვა, 2008-ში ომი ლაჩრულად წავაგეთო და ყველას - მებრძოლებს და დაღუპულებს რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით? ან თვითონ როგორ არ განმარტა ადამიანურად და ერთი ბოდიში როგორ ვერ ამოღერღა? - ასე მიმართა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური ანგარიში წარადგინა.

მისივე თქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ „საძაგელი შეცდომა“ დაუშვა და ამის გამო ბოდიში უნდა მოეხადა.

"აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ ჯარს ყველასგან პატივისცემა სჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა სად ხარ - მთავრობაში თუ ოპოზიციაში. ყველა ძალიან მოწიწებით უნდა ვლაპარაკობდეთ ჩვენს საამაყო ხალხზე - ჯარისკაცებზე, სერჟანტებზე, ოფიცრებზე, მაგრამ ბატონი რიჟვაძე რომ გამოვიდა ამასწინ და თქვა, რომ 2008-ში ლაჩრულად წავაგეთ ომიო და ერთ ქვაბში ჩაყარა ყველა, ვინ იქ ილაჩრა და ვინც არ ილაჩრა, ვინც ძალიან იმამაცა, ივაჟკაცა, თავი გასწირა საქართველოსთვის, ყველას რომ შეურაცხყოფა მიაყენა, ვინც იქ იბრძოდა, ვინც დაიღუპა, ერთი საჯარო შენიშვნა რატომ არ უთხარით?

რახან თქვენიანია ამიტომ შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს და დანარჩენ ოპოზიციას თუ სხვას არ შეუძლია? ან თვითონ როგორ არ განმარტა ადამიანურად და ერთი ბოდიში როგორც ვერ ამოღერღა?

შეცდომა ყველას მოგვდის, საძაგელი შეცდომებიც მოგვდის ხანდახან და ეს იყო სწორედ საძაგელი შეცდომა. რატომ არ თქვა ერთი ბოდიში ჯარისკაცების მიმართ?“ - განაცხადა ელისაშვილმა.